„საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ერთობლივი უზრუნველყოფის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების მოწონების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1424
2017 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ერთობლივი უზრუნველყოფის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების მოწონების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად:
ა) მოწონებულ იქნეს „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ერთობლივი უზრუნველყოფის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 23 ივნისის №171 ბრძანებულება;
ბ) განხორციელდეს ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტში მითითებული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების კონტრასიგნაცია.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი