ქ. თბილისის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოსმთავრობის
განკარგულება №1457
2017 წლის12ივლისი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ სახელმწიფოპროგრამისდამტკიცებისთაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ და „ს“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის საფუძველზე, საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელების მიზნით:
1. დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფო პროგრამა ქ. თბილისის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ.
2. შესაბამისმა სამინისტროებმა და დაწესებულებებმა სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება უზრუნველყონ ამავე პროგრამით განსაზღვრულ ვადებში.
3. ეთხოვოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებში.
4. სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების საერთო კოორდინაცია უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი