საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.07.2017
ძალის დაკარგვა 17.05.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/313
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.024.016501
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/07/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება
№1-1/313
2017 წლის 18 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ო” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები”.
მუხლი 2🔗
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დანართი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗. ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი –
პირველი რანგის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების/საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების/საერთაშორისო სამართლის/სამართალმცოდნეობის/სახელმწიფო მართვის/ტრანსპორტის/ეკონომიკური სპეციალობით;
ბ) შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ) ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს საზღვაო კოდექსის, საქართველოს საჰაერო კოდექსის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონის და „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;
დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
მუხლი 2🔗. ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე –
მეორე რანგის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების/საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების/საერთაშორისოსამართლის/სამართალმცოდნეობის/ტრანსპორტის მენეჯმენტის/ტრანსპორტის/ეკონომიკური სპეციალობით;
ბ) შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
გ) ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს საზღვაო კოდექსის, საქართველოს საჰაერო კოდექსის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;
დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
მუხლი 3🔗. ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის კონსულტანტი (I კატეგორია) –
მესამე რანგის, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის/საერთაშორისო სამართლის სპეციალობით;
ბ) სპეციალობით ან/და შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.
გ) ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს საზღვაო კოდექსის, საქართველოს საჰაერო კოდექსის, ,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონის „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ საქართველოსა და ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმების“ და „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;
დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
მუხლი 4🔗
1. სატრანსპორტო დერეფნისა და ლოგისტიკის განვითარების სამმართველოს უფროსი –
მეორე რანგის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.
გ) ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს საზღვაო კოდექსის, საქართველოს საჰაერო კოდექსის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონის „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ საქართველოსა და ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმების“, ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;
დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
2. სატრანსპორტო დერეფნისა და ლოგისტიკის განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი –
მესამე რანგის, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკური/საერთაშორისო ურთიერთობების/საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების/საერთაშორისო სამართლის/ სამართალმცოდნეობის/ ტრანსპორტის/ტრანსპორტის ლოგისტიკის სპეციალობით ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში;
ბ) სპეციალობით ან/და შესაბამის დარგში მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება;
გ) „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს საზღვაო კოდექსის, საქართველოს საჰაერო კოდექსის, ,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონის „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ საქართველოსა და ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმების“, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;
დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
3. სატრანსპორტო დერეფნისა და ლოგისტიკის განვითარების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი –
მესამე რანგის, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკური/საერთაშორისო ურთიერთობების/საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების/საერთაშორისო სამართლის/ სამართალმცოდნეობის/ ტრანსპორტის/ტრანსპორტისლოგისტიკის სპეციალობით და ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში;
ბ) მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება;
გ) „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს საზღვაო კოდექსის, საქართველოს საჰაერო კოდექსის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონის „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ საქართველოსა და ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმების“, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;
დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
მუხლი 5🔗
1. საზღვაო ტრანსპორტის სამმართველოს უფროსი –
მეორე რანგის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო სამართლის/სამართალმცოდნეობის/ საზღვაო სამართლის/საერთაშორისო ურთიერთობების/საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების/ტრანსპორტის/ეკონომიკური სპეციალობით;
ბ) შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.
გ) ,,ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველო საზღვაო კოდექსის, ,,საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;
დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
2. საზღვაო ტრანსპორტის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი –
მესამე რანგის, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო სამართლის/სამართალმცოდნეობის/საზღვაო სამართლის/საერთაშორისო ურთიერთობების/საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების/ტრანსპორტის/ეკონომიკური სპეციალობით.
ბ) სპეციალობით ან/და შესაბამის დარგში მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება;
გ) ,,ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველო საზღვაო კოდექსის“, ,,საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;
დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
3. საზღვაო ტრანსპორტის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი –
მესამე რანგის, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო სამართლის/სამართალმცოდნეობის/საზღვაო სამართლის/საერთაშორისო ურთიერთობების/საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების/ტრანსპორტის/ ეკონომიკური სპეციალობით;
ბ) მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება;
გ) ,,ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონის, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველო საზღვაო კოდექსის, ,,საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;
დ) ინგლისური ან რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა.
მუხლი 6🔗
1. სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს უფროსი –
მეორე რანგის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო სამართლის/სამართალმცოდნეობის/ სამოქალაქო ავიაციის/ ტრანსპორტის/ეკონომიკური სპეციალობით;
ბ) ავიაციის დარგში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
გ) „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმების“, ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს საჰაერო კოდექსის და „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;
დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
2. სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი –
მესამე რანგის, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო სამართლის/ სამართალმცოდნეობის/ სამოქალაქო ავიაციის/ტრანსპორტის/ ეკონომიკური სპეციალობით;
ბ) სპეციალობით ან/და შესაბამის დარგში მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება;
გ) „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმების“, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს საჰაერო კოდექსის და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;
დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
3. სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი –
მესამე რანგის, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო სამართლის/სამართალმცოდნეობის, სამოქალაქო ავიაციის/ტრანსპორტის/ ეკონომიკური სპეციალობით;
ბ) მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება;
გ) „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმების შესახებ“ შეთანხმების, ,,საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს საჰაერო კოდექსის და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;
დ) ინგლისური ან რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა.
მუხლი 7🔗
1. პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი –
მეორე რანგის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება პროექტების მენეჯმენტის/სამართალმცოდნეობის/ ეკონომიკური სპეციალობით;
ბ) სპეციალობით ან/და შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
გ) ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს სარკინიგზო კოდექსის, ,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საზღვაო კოდექსის, ,,საქართელოს საჰაერო კოდექსის, ,,ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;
დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
2. პროექტების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი –
მესამე რანგის, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება პროექტების მენეჯმენტის/სამართალმცოდნეობის/ ეკონომიკური სპეციალობით;
ბ) სპეციალობით ან/და შესაბამის დარგში მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება;
გ) ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს სარკინიგზო კოდექსის, ,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველო საზღვაო კოდექსის, „საქართველო საჰაერო კოდექსი“, „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითადი პრინციპების, ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;
დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
მუხლი 8🔗
1. სახმელეთო ტრანსპორტის სამმართველოს უფროსი –
მეორე რანგის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო სამართლის/სამართალმცოდნეობის/ საერთაშორისო ურთიერთობების/საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების/ ტრანსპორტის/ ეკონომიკური სპეციალობით;
ბ) შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
გ) ,,ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს სარკინიგზო კოდექსის, ,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;
დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
2. სახმელეთო ტრანსპორტის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი –
მესამე რანგის, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო სამართლის/სამართალმცოდნეობის/ საერთაშორისო ურთიერთობების/ საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების/ /ტრანსპორტის/ ეკონომიკური სპეციალობით;
ბ) სპეციალობით ან/და შესაბამის დარგში მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება;
გ) ,,ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს სარკინიგზო კოდექსის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;
დ) ინგლისური ან რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი გახარია