შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს შორის

მიღების თარიღი 11.09.1996
ძალაში შესვლა 04.12.1996
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000225
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 29/10/1998
matsne.gov.ge 2,596 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.09.1996 მიღება
04.12.1996 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
მთავრობა გააფართოებს მოცემული შეთანხმების VIII
XV მუხლებით გათვალისწინებულ პრივილეგიებს და იმუნიტეტებს, უფლებებსა და შეღავათებს UNHCR-ისათვის იმგვარად, რომ არ დაირღვეს ამ მუხლის 1-ლი პუნქტი. მუხლი VIII UNHCR-ის სათავსოები , საკუთრება, ფონდები და ქონება
მუხლი 1
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უმაღლესი კომისრის სამსახურის სახელით (ხელმოწერილია)

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს შორის p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } span.BalloonTextChar { } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს შორის ვინაიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 1949 წლის 3 დეკემბრის 319 (IV) რეზოლუციით შეიქმნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის სამსახური, ვინაიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1950 წლის 14 დეკემბრის 428 (V) რეზოლუციით მიღებულ გაერთანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის სამსახურის წესდებაში, inter alia, განსაზღვრულია, რომ უმაღლესი კომისარი, მოქმედებს რა გენერალური ასამბლეის სახელით , თავისთავზე იღებს იმ ლტოლვილთა საერთაშორისო დაცვის ფუნქციას, რომლებიც ხვდებიან სტატუტში მოცემული განსაზღვრების ფარგლებში და აგრეთვე ეძიებს მუდმივ გადაწყვეტილებებს ლტოლვილთა პრობლემების გადასაჭრელად მთავრობებისათვის დახმარების გაწევით და შესაბამის მთავრობათა თანხმობით კერძო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით, რათა ხელი შეუწყოს ლტოლვილთა ნებაყოფლობით რეპატრიაციას ან მათ ასიმილაციას ახალ ეროვნულ საზოგადოებაში, ვინაიდან გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის სამსახური, დაარსებული გენერალური ასამბლეის მიერ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 22-ე მუხლის თანახმად, როგორც დამხმარე ორგანიზაცია, არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განუყოფელი ნაწილი, რომლის სტატუსი, პრივილეგიები და იმუნიტეტები განსაზღვრულია გენერალური ასამბლეის მიერ 1946 წლის 13 თებერვალს მიღებული გაერთანებული ერების ორგანიზაციის კონვენციით პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ, ვინაიდან გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი  კომისრის სამსახურს და საქართველოს მთავრობას სურთ განსაზღვრონ პირობები, რომელთა საფუძველზედაც თავისი მანდატის ფარგლებში იმუშავებს კომისრის სამსახური ამ ქვეყანაში, ამგვარად, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის სამსახურმა და საქართველოს მთავრობამ მეგობრული თანამშრომლობის სულისკვეთებით დადეს ეს შეთანხმება. მუხლი 1🔗 განმარტებები ამ შეთანხმების მიზნებისათვის გამოყენებული იქნება შემდეგი განმარტებები: (a) „UNHCR“ ნიშნავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის სამსახურს; (b) „უმაღლესი კომისარი“ ნიშნავს გაერთანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს, ან იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც უმაღლესი კომისარი გადასცემს უფლებამოსილებას, იმოქმედოს მისი სახელით; (c) „მთავრობა“ ნიშნავს საქართველოს მთავრობას; (d) „ადგილსამყოფელი ქვეყანა“ ან „ქვეყანა“ ნიშნავს საქართველოს; (e) „მხარეები“ ნიშნავს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის სამსახურს და მთავრობას; (f) „კონვენცია“ ნიშნავს 1946 წლის 13 თებერვალს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ კონვენციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ; (g) „UNHCR-ის წარმომადგენლობა“ ნიშნავს სამსახურებრივი დანიშნულების ყველა იმ სათავსოს, მოწყობილობას და აღჭურვილობას, რომლითაც სარგებლობენ, ან რომლის შენახვაზეც ისინი პასუხისმგებელნი არიან; (h) „UNHCR-ის წარმომადგენელი“ ნიშნავს UNHCR-ის თანამდებობის პირს, რომელიც პასუხისმგებელია UNHCR-ის სამსახურზე საქართველოში; (i) „UNHCR-ის თანამდებობის პირები“ ნიშნავს ყველა იმ პირს, რომელიც მსახურობს UNHCR-ში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კადრების შესახებ ინსტრუქციებისა და წესების შესაბამისად, გარდა იმ ადგილობრივად შერჩეული პირებისა, რომლებიც საათობრივი პრინციპით არიან სამსახურში აყვანილნი; (j) „მისიით მივლინებული ექსპერტები“ ნიშნავს იმ პირებს, რომლებიც იმყოფებიან მივლინებაში UNHCR-ის საქმეებზე, გარდა UNHCR-ის თანამდებობის პირების, პირებისა, რომლებიც მსახურობენ მისი სახელით და საქართველოს მოქალაქეებისა; (k) „პირები, რომლებიც ასრულებენ სამსახურს UNHCR-ის სახელით“ ნიშნავს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და მათ თანამშრომლებს, გარდა საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც მოწვეულები არიან UNHCR-ში მისი პროგრამის განსახორციელებლად ან დასახმარებლად; (l) „UNHCR-ის თანამშრომლები“ ნიშნავს UNHCR-ის თანამდებობის პირებს, მისიით მივლინებულ ექსპერტებს და პირებს, რომლებიც მოქმედებენ UNHCR-ის სახელით. მუხლი II შეთანხმების მიზანი ეს შეთანხმება შეიცავს იმ ძირითად პირობებს, რომელთა მიხედვითაც UNHCR-ი თავისი მანდატის ფარგლებში ითანამშრომლებს მთავრობასთან, გახსნის თავის წარმომადგენლობას ამ ქვეყანაში და განახორციელებს საერთაშორისო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ფუნქციას ლტოლვილთა და მისი მფარველობის ქვეშ მყოფ სხვა პირთა მიმართ ადგილსამყოფელ ქვეყანაში. მუხლი III თანამშრომლობა მთავრობასა და UNHCR-ს შორის 1. თანამშრომლობა მთავრობასა და UNHCR-ს შორის ლტოლვილებისა და UNHCR-ის მფარველობის ქვეშ მყოფი სხვა პირების საერთაშორისო დაცვისა და მათი ჰუმანიტარული დახმარების საქმეში, განხორციელდება UNHCR-ის სტატუსისა და სხვა შესაბამისი გადაწყვეტილებების და რეზოლუციების საფუძველზე, რომლებიც მიღებულ იქნა გაეროს ორგანოების მიერ UNHCR-ის სამსახურთან დაკავშირებით. 2. UNHCR-ის წარმომადგენლობა გაუწევს კონსულტაციებს და ითანამშრომლებს მთავრობასთან ლტოლვილებთან დაკავშირებული პროექტების მომზადებასა და განხილვაში. 3. UNHCR-ის მიერ დაფინანსებული ყველა პროექტი, რომელიც უნდა განახორციელოს მთავრობამ, პირობები, რომლებიც მოიცავს მთავრობისა და უმაღლესი კომისრის ვალდებულებას, რაც შეეხება დაფინანსებას, მომარაგებას, აღჭურვილობას და მომსახურებას ან სხვა სახის დახმარებას, გამიზნულს ლტოლვილებისათვის, ჩამოყალიბებული იქნება იმ პროექტების შეთანხმებებში, რომლებსაც ხელი უნდა მოეწეროს მთავრობასა და UNHCR-ს შორის. 4. მთავრობა ყოველთვის მისცემს UNHCR-ის თანამშრომლებს ლტოლვილებთან და UNHCR-ის მფარველობის ქვეშ მყოფ სხვა პირებთან შეუფერხებლად დაკავშირების საშუალებას, აგრეთვე UNHCR-ის პროექტებით გათვალისწინებული ადგილების შეუფერხებლად ნახვის საშუალებას, რათა მეთვალყურეობა გაუწიონ ამ პროექტების განხორციელებას ყველა ეტაპზე. მუხლი IV UNHCR-ის წარმომადგენლობა 1. მთავრობა მიესალმება UNHCR-ის მიერ ქვეყანაში წარმომადგენლობის ან  წარმომადგენლობების  გახსნას და ფუნქციონირებას ლტოლვილთათვის და UNHCR-ის მფარველობაში მყოფ სხვა პირთათვის საერთაშორისო დაცვის და ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით. 2. UNHCR-ს მთავრობის თანხმობით შეუძლია ქვეყანაში გახსნას რეგიონული/ზონალური სამსახურები და იგი წერილობითი ფორმით აცნობებს მთავრობას აღნიშნულ სამსახურებში დაკავებულ ოფიციალურ პირთა რიცხვს და თანამდებობას. 3. UNHCR-ი შეასრულებს უმაღლესი კომისრის მიერ განსაზღვრულ ფუნქციებს, გამომდინარე მისი მანდატიდან ლტოლვილებთან და მისი მფარველობის ქვეშ მყოფ სხვა პირებთან დაკავშირებით, რომელიც შეიცავს ურთიერთობების დამყარებასა და  განმტკიცებას  UNHCR-სა და ქვეყანაში მოქმედ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. მუხლი V UNHCR-ის თანამშრომლები 1. UNHCR-ს შეუძლია საქართველოს წარმომადგენლობაში დანიშნოს ისეთი თანამდებობის პირები ან სხვა თანამშრომლები, რომლებსაც იგი ჩათვლის საჭიროდ საერთაშორისო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ფუნქციების განსახორციელებლად. 2. მთავრობას უნდა ეცნობოს UNHCR-ის წარმომადგენლობაში დანიშნულ თანამდებობის პირთა და სხვა თანამშრომელთა თანამდებობრივი კატეგორიების შესახებ. 3. UNHCR-ს შეუძლია გამოაგზავნოს თანამდებობის პირები ამ ქვეყანაში, რათა კონსულტაციები გაუწიონ და ითანამშრომლონ მთავრობის შესაბამის თანამდებობის პირებთან და ლტოლვილთა საკითხებთან დაკავშირებულ სხვა მხარეებთან შემდეგი სახის საქმიანობაში: (a) საერთაშორისო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების განხილვა, მომზადება, ზედამხედველობის გაწევა და შეფასება; (b) UNHCR-ის მიერ გამოყოფილი საქონლის, აღჭურვილობისა და სხვა მასალების გაგზავნა, მიღება, განაწილება ან გამოყენება; (c) მუდმივი გადაწყვეტილებების ძიება ლტოლვილთა პრობლემების გადასაჭრელად და (d) ამ შეთანხმების გამოყენებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა საკითხზე. მუხლი VI UNHCR-ის ჰუმანიტარული პროგრამების განხორციელების საშუალებები 1. მთავრობა UNHCR-თან შეთანხმებით მიიღებს ყველა ზომას, იმისათვის, რათა გაათავისუფლოს UNHCR-ის თანამდებობის პირები, მისიით მიღებული ექსპერტები და პირები, რომლებიც ასრულებენ სამსახურს UNHCR-ის სახელით იმგვარი წესებისა და სამართლებრივი დებულებებისაგან, რომლებსაც შეუძლიათ შეაფერხონ მოცემული შეთანხმებით გათვალისწინებული ოპერაციებისა და პროექტების განხორციელება და შეუქმნის მათ ყველა საჭირო პირობას, ლტოლვილთათვის გამიზნული UNHCR-ის ჰუმანიტარული პროგრამების სწრაფი და ეფექტიანი განხორციელებისათვის ქვეყანაში. ასეთ ღონისძიებებში უნდა შევიდეს UNHCR-ის რადიო და ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობების სალიცენზიო გადასახადებისაგან გათავისუფლება და თავისუფალი გამოყენების ნებართვა; საჰაერო გზებზე გასვლის უფლება, თვითმფრინავების დაჯდომის, საგანგებო დანიშნულების დახმარების ტვირთების საჰაერო გზებით გადატანის, აგრეთვე ლტოლვილთა ან/და UNHCR-ის თანამშრომლების საჰაერო გზებით გადაყვანის გათავისუფლება ყოველგვარი გადასახადისაგან. 2. მთავრობა UNHCR-თან შეთანხმებით დაეხმარება UNHCR-ის თანამდებობის პირებს მათი წარმომადგენლობისათვის შესაფერისი სათავსოს მონახვაში და გადასცემს მას მათ სარგებლობაში უსასყიდლოდ ან ნომინალური გადასახადით. 3. მთავრობა, UNHCR-თან შეთანხმებით, მიიღებს ზომებს და გამოყოფს ფონდებს ორმხრივად შეთანხმებული ოდენობით,  ადგილობრივი მომსახურების და კეთილმოწყობის ხარჯების დასაფარად, ისეთი როგორიცაა დაარსება, აღჭურვა, მოვლა და ქირა, თუკი იქნება მისი გადახდის საშუალება. 4. მთავრობა უზრუნველყოფს, რომ UNHCR-ის წარმომადგენლობა მუდმივად იყოს უზრუნველყოფილი აუცილებელი კომუნალური მომსახურებით, და რომ ასეთი კომუნალური მომსახურება განხორციელდეს ურთიერთმისაღები პირობებით. 5. მთავრობა, საჭიროების შემთხვევაში, მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას UNHCR-ის წარმომადგენლობის სათავსოებისა და მისი თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დასაცავად. 6. მთავრობა ხელს შეუწყობს UNHCR-ის საერთაშორისო საფუძველზე შერჩეული თანამშრომლების განთავსებას შესაბამის საბინაო პირობებში. მუხლი VII პრივილეგიები და იმუნიტეტები 1. მთავრობა UNHCR-ის საკუთრების, სათავსების, ფონდების და ქონების, აგრეთვე მისი თანამდებობის პირების და მისიით მივლინებული ექსპერტების მიმართ გამოიყენებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ 1946 წლის 13 თებერვლის კონვენციის შესაბამის დებულებას. მთავრობა აგრეთვე თანახმაა, მიანიჭოს UNHCR-ს და მის პერსონალს ისეთი დამატებითი პრივილეგიები და იმუნიტეტები, რომლებიც შეიძლება საჭირო იყოს UNHCR-ისათვის, რათა მან ეფექტიანად განახორციელოს საერთაშორისო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ფუნქცია. 2. მთავრობა გააფართოებს მოცემული შეთანხმების VIII – XV მუხლებით გათვალისწინებულ პრივილეგიებს და იმუნიტეტებს, უფლებებსა და შეღავათებს UNHCR-ისათვის იმგვარად, რომ არ დაირღვეს ამ მუხლის 1-ლი პუნქტი. მუხლი VIII UNHCR-ის სათავსოები , საკუთრება, ფონდები და ქონება 1. UNHCR-ი, მისი საკუთრება, ფონდები და ქონება, სადაც არ უნდა მდებარეობდეს და ვინც არ უნდა განაგებდეს მას, თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი სასამართლო ჩარევისაგან, გარდა იმ განსაკუთრებული შემთხვევებისა, როდესაც თავად UNHCR-ი პირდაპირ ამბობს უარს თავის იმუნიტეტზე, რაც ისე არ უნდა იქნეს გაგებული, რომ იმუნიტეტის ამგვარი მოხსნა მოახდენს ზეგავლენას სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე. 2. UNHCR-ის სამსახურებრივი დანიშნულების სათავსოები ხელშეუხებელია. UNHCR-ის საკუთრება, ფონდები და ქონება, სადაც არ უნდა მდებარეობდეს და ვინც არ უნდა განაგებდეს მას, დაცული იქნება ჩხრეკისგან, რეკვიზიციისაგან, კონფისკაციისა და ექსპროპრიაციისაგან ან ნებისმიერი სხა ჩარევისაგან, იქნება ეს აღმასრულებელი, ადმინისტრაციული, იურიდიული თუ საკანონმდებლო ქმედება. 3. UNHCR-ის არქივი და საერთოდ ყველა დოკუმენტი, რომელიც მას ეკუთვნის ან მის გამგებლობაშია, ხელშეუხებელია. 4. UNHCR-ის ფონდები, ქონება, შემოსავალი და სხვა საკუთრება თავისუფლდება: (a) ყველანაირი ფორმის პირდაპირი გადასახადისაგან, იმ პირობით, რომ UNHCR-ი არ მოითხოვს გათავისუფლებას კომუნალური მომსახურების გადასახადებისაგან; (b)  საბაჟო გადასახადისაგან და აკრძალვის ან შეზღუდვისაგან UNHCR-ის მიერ ოფიციალური საჭიროებისათვის სხვადასხვა საგნების შემოტანასა და გატანაზე, იმ პირობით, რომ ამ სახით შემოტანილი საგნები არ გაიყიდება ქვეყანაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პირობები შეთანხმებულია მთავრობასთან; (c) საბაჟო გადასახადებისაგან და აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან მისი პუბლიკაციების შემოტანასა ან  გატანაზე. 5. საბაჟო გადასახად ისაგან, აკრძალვისა და შეზღუდვისაგან თავისუფლდება ჰუმანიტარული დახმარებისათვის განკუთვნილი ნებისმიერი საგანი, რომელიც შემოაქვს ან გააქვს UNHCR-ს მასთან სათანადოდ აკრედიტებულ ეროვნულ ან საერთაშორისო სამსახურებს, რომლებიც მოქმედებენ მისი სახელით. 6. UNHCR-ი თავისუფალი იქნება ნებისმიერი ფინანსური კონტროლისაგან, წესებისა ან მორატორიუმებისაგან და თავისუფლად შეუძლია: (a) უფლებამოსილი კომერციული სააგენტოებიდან მიიღოს, იქონიოს მფლობელობაში და გამოიყენოს ვალუტა, ჰქონდეს უცხოური სავალუტო ანგარიშები, მიიღოს ოფიციალური დაწესებულებებიდან, იქონიოს მფლობელობაში და გამოიყენოს ფონდები, ფასიანი ქაღალდები და ოქრო; (b) შემოიტანოს ფონდები, ფასიანი ქაღალდები, უცხოური ვალუტა და ოქრო ადგილსამყოფელ ქვეყანაში ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან, გამოიყენოს იგი ადგილსამყოფელ ქვეყანაში ან გადარიცხოს სხვა ქვეყნებში. 7. UNHCR-ი ისარგებლებს ვალუტის გაცვლის ყველაზე უფრო ხელსაყრელი კურსით. მუხლი IX საკომუნიკაციო საშუალებები 1. ოფიციალურ კომუნიკაციებთან დაკავშირებით UNHCR-ი ისარგებლებს არანაკლებ ხელსაყრელი უფლებებით, როგორსაც ანიჭებს მთავრობა ნებისმიერ სხვა მთავრობებს მათი დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩათვლით, ან სხვა სამთავრობათშორისო საერთაშორისო ორგანიზაციებს პრიორიტეტებით, ტარიფებთან დაკავშირებით საფოსტო მომსახურებაზე, ტელეგრამაზე, ტელეფოტოზე, ტელეფონზე, ტელეგრაფზე, ტელექსზე და სხვა კომუნიკაციებზე, აგრეთვე პრესისა და რადიოსთვის ინფორმაციის მიცემისათვის დადგენილ ტარიფებთან დაკავშირებით. 2. მთავრობა უზრუნველყოფს UNHCR-ის ოფიციალური კომუნიკაციების და კორესპონდენციების ხელშეუხებლობას და არ მიმართავს ცენზურას მათ მიმართ. ასეთი ხელშეუხებლობა, აღნიშნული ჩამონათვალის გარდა, ვრცელდება პუბლიკაციებზე, ფოტოებზე, სლაიდებზე, ფილმებზე, ხმის ჩანაწერებზე. 3. UNHCR-ს ექნება უფლება, გამოიყენოს შიფრი და გააგზავნოს და მიიღოს კორესპონდენცია და სხვა მასალა კურიერის ან დაბეჭდილი ჩანთების საშუალებით, რომელსაც ექნება იგივე პრივილეგიები და იმუნიტეტები, როგორიც აქვთ დიპლომატიურ კურიერებსა და ჩანთებს. 4. UNHCR-ს ექნება რადიო და სხვა სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის აღმართვისა და ფუნქციონირების უფლება, გაეროსათვის განკუთვნილ და აგრეთვე მთავრობის მიერ მათთვის გამოყოფილ სიხშირეებზე, თავის სამსახურებს შორის, ქვეყნის შიგნით და მის გარეთ და განსაკუთრებით კი UNHCR -ის ჟენევის შტაბბინასთან დასაკავშირებლად. მუხლი X UNHCR-ის თანამდებობის პირები 1. UNHCR-ის წარმომადგენელი, წარმომადგენლის მოადგილე და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირები, რომელთა ჩამონათვალიც თანხმდება UNHCR-სა და მთავრობას შორის, მათი მეუღლეები და არასრულწლოვანი შვილები ქვეყანაში ყოფნის განმავლობაში ისარგებლებენ ისეთივე პრივილეგიებით, იმუნიტეტებით და შეღავათებით, როგორითაც ჩვეულებრივ სარგებლობენ დიპლომატიური წარგზავნილები. ამ მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტრო შეიტანს მათ გვარებს დიპლომატთა სიაში. 2. UNHCR-ის თანამდებობის პირები ქვეყანაში ყოფნის დროს სარგებლობენ შემდეგი შეღავათებით, პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით: (a) იმუნიტეტი პირადი დაპატიმრებისა და დაკავებისაგან; (b) იმუნიტეტი სასამართლო პროცესის მიმართ მათ მიერ დაწერილი ან ზეპირად წარმოთქმულის მიმართ, ან ყველა ისეთი მოქმედების მიმართ, რომელიც განხორციელდება მათ მიერ თავიანთი ოფიციალური უფლებამოსილების განხორციელებისას. ასეთი იმუნიტეტი გაგრძელდება მათი UNHCR-ში სამსახურის დამთავრების შემდეგაც; (c) იმუნიტეტი მათი ოფიციალური ბარგის შემოწმებისა და ჩამორთმევისაგან; (d) UNHCR-სა და საქართველოს მთავრობას შორის დამატებითი შეთანხმების საფუძველზე იმუნიტეტი სავალდებულო სამხედრო ან სხვა სახის სავალდებულო სამსახურისაგან; (e) მათი, მათი მეუღლეების, მათ კმაყოფაზე მყოფი პირებისა და შინამოსამსახურეების საემიგრაციო შეზღუდვებისაგან და უცხოელთა რეგისტრაციისაგან გათავისუფლება; (f) UNHCR-ის მიერ გაცემული ხელფასების და სხვა სახის ანაზღაურების გათავისუფლება ნებისმიერი სახის დაბეგვრისაგან; (g) საზღვარგარეთიდან მათ მიერ მიღებული ნებისმიერი შემოსავლის გათავისუფლება გადასახადებისაგან; (h) ვიზების, ლიცენზიების ან საშვების სწრაფად დამოწმება და გაცემა გადასახადის გარეშე, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში თავისუფალი გადაადგილების უფლება ქვეყნის შიგნით, ქვეყანაში ან ქვეყნიდან, რომელიც აუცილებელია UNHCR-ის მიერ საერთაშორისო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების განსახორციელებლად; (i) ქვეყანაში უცხოური ვალუტის და უცხოური სავალუტო ანგარიშების, აგრეთვე მოძრავი ქონების თავისუფალი ფლობა და შენახვა და UNHCR-თან სამსახურის დამთავრების შემდეგ თავიანთი ფონდების ადგილსამყოფელი ქვეყნიდან გატანის უფლება, რისთვისაც საჭირო იქნება კანონიერი მფლობელობის საფუძვლიანი დადასტურება; (j) მათი, მათი მეუღლეების, მათ კმაყოფაზე მყოფი პირებისა და შინამოსამსახურეების ისეთივე დაცვა და რეპატრიაციის შესაძლებლობები, როგორითაც სარგებლობენ დიპლომატიური წარგზავნილები საერთაშორისო კრიზისების დროს; (k) საბაჟო და სხვა გადასახადებისაგან, აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან გათავისუფლების უფლება პირადი მოხმარების შემდეგი საგნების შემოტანაზე: (i)  მათი ავეჯის და პირადი ქონების ერთჯერადი ან მრავალჯერადი შემოტანა და ამის შემდეგ სხვა აუცილებელი დამატებითი საგნების იმპორტირება, ავტომანქანების ჩათვლით, იმ წესების შესაბამისად, რომლებიც მოქმედებენ ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლების და/ან საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი ადგილობრივი მაცხოვრებლების (რეზიდენტების) მიმართ; (ii) ზოგიერთი საგნის ზომიერი რაოდენობით შემოტანა პირადი მოხმარების და არა გაჩუქების ან გაყიდვის მიზნით. 3.  UNHCR-ის თანამდებობის პირები, რომლებიც არიან ადგილსამყოფელი ქვეყნის მოქალაქეები ან ადგილსამყოფელ ქვეყანაში მუდმივად მაცხოვრებლები, ისარგებლებენ ყველა იმ პრივილეგიითა და იმუნიტეტით, რომლებიც ჩამოთვლილია X (2) მუხლში, გარდა i, j და k ქვეპუნქტებისა. მუხლი XI ადგილობრივად შერჩეული პერსონალი 1. ადგილობრივად შერჩეული პირები, რომლებიც საათობრივად მსახურობენ UNHCR-ში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ისარგებლებენ სასამართლო პროცესის იმუნიტეტით სიტყვიერად და წერილობით გამოთქმული აზრისათვის ან ნებისმიერი სხვა ქმედებისათვის. 2. ადგილობრივად შერჩეული პერსონალის მუშაობის პირობები უნდა შეესაბამებოდეს გაეროს შესაბამის რეზოლუციებს, დებულებებსა და წესებს. მუხლი XII მისიით მივლინებული ექსპერტები 1. UNHCR-ში მისიით მივლინებული ექსპერტები ისარგებლებენ იმგვარი შეღავათებით, პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, როგორიც საჭიროა მათი ფუნქციების დამოუკიდებლად შესრულებისათვის. კერძოდ, ისინი ისარგებლებენ: (a) იმუნიტეტით პირადი დაპატიმრების ან დაკავებისაგან; (b) იმუნიტეტით ყველანაირი სასამართლო პროცესისაგან სიტყვიერად ან წერილობითი აზრის გამოთქმისათვის და ქმედებისათვის თავიანთი მისიის შესრულების დროს. ეს იმუნიტეტი ძალაში დარჩება მათთვის, მიუხედავად იმისა, გააგრძელებენ სამუშაო ვიზიტს UNHCR-ში თუ არა; (c) ნებისმიერი დოკუმენტის ხელშეუხებლობით; (d) თავიანთი ოფიციალური კომუნიკაციებისათვის შიფრის გამოყენების უფლებით და დოკუმენტების ან კორესპონდენციების მიღების უფლებით კურიერის საშუალებით ან დალუქულ ჩანთებში; (e) იმავე შესაძლებლობებით ვალუტის ან გაცვლის შეზღუდვების მიმართ, როგორითაც სარგებლობენ უცხოურ მთავრობათა წარმომადგენლები დროებითი ოფიციალური მისიის შესრულების დროს; (f) იმავე  იმუნიტეტებით და შეღავათებით, შემოწმების ან დაკავების იმუნიტეტის ჩათვლით მათი პირადი ბარგის მიმართ, როგორითაც სარგებლობენ დიპლომატიური წარგზავნილები. მუხლი XIII პირები, რომლებიც ასრულებენ სამსახურს UNHCR-ის სახელით 1. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მხარეები სხვაგვარად თანხმდებიან, მთავრობა მიანიჭებს UNHCR-ის სახელით მოქმედ ყველა პირს, კონვენციის მე-5 მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრულ პრივილეგიებსა და იმუნიტეტებს. ამის გარდა, მათ შეიძლება მიენიჭოთ: (a) ვიზების, ლიცენზიების და საშვების სწრაფი, უსასყიდლოდ დამოწმების და გაცემის უფლება, რაც საჭიროა მათი ფუნქციების ეფექტიანად განხორციელებისათვის; (b)   ქვეყნის შიგნით, ქვეყანაში და ქვეყნიდან თავისუფალი გადაადგილების უფლება იმდენად, რამდენადაც ეს საჭირო იქნება UNHCR-ის ჰუმანიტარული პროგრამების განხორციელებისათვის. მუხლი XIV შეტყობინება 1. UNHCR-ი შეატყობინებს მთავრობას UNHCR-ის თანამდებობის პირების, მისიით  მივლინებული ექსპერტების და იმ პირების, რომლებიც ასრულებენ სამსახურს UNHCR-ის სახელით, გვარებს და ცვლილებებს ამ პირების სტატუსში. 2. UNHCR-ის ოფიციალურ პირებს, მისიით მივლინებულ ექსპერტებს და პირებს, რომლებიც ასრულებენ სამსახურს UNHCR-ის სახელით, მიეცემათ პირადობის მოწმობები, რომლებიც ადასტურებენ მათ ამ შეთანხმებით განსაზღვრულ სტატუსს. მუხლი XV იმუნიტეტის მოხსნა UNHCR-ის თანამშრომლებს პრივილეგიები და იმუნიტეტები მიეცემა გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და UNHCR-ის ინტერესებისათვის და არა მათი პირადი სარგებლობისათვის. გაეროს გენერალურ მდივანს შეუძლია მოუხსნას UNHCR-ის ნებისმიერ თანამშრომელს იმუნიტეტი, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მისი აზრით იმუნიტეტი აფერხებს კანონიერების განხორციელებას მთელ რიგ საკითხებში, იგი შეიძლება მოიხსნას გაერთანებული ერების ორგანიზაციისა და UNHCR-ის ინტერესებისათვის ზიანის მიყენების გარეშე. მუხლი XVI სადავო საკითხების მოგვარება ნებისმიერი სადავო საკითხი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას UNHCR-სა და მთავრობას შორის ამ შეთანხმებიდან გამომდინარე, ან მასთან დაკავშირებით შეიძლება გადაიჭრას მეგობრული მოლაპარაკების გზით ან დავის მოგვარების მიღებული საშუალებით, რომელთა წარუმატებლობის შემთხვევაში ნებისმიერი მხარის მოთხოვნით საკითხი განხილული უნდა იქნეს საარბიტრაჟო წესით. თითოეული მხარე ნიშნავს ერთ არბიტრს და ამგვარად დანიშნული ორი არბიტრი ირჩევს მესამეს, რომელიც იქნება თავმჯდომარე. თუ არბიტრაჟის მოთხოვნიდან ოცდაათი დღის განმავლობაში რომელიმე მხარე არ დანიშნავს არბიტრს, ან თუ ორი არბიტრის დანიშვნიდან თხუთმეტი დღის განმავლობაში არ იქნება დანიშნული მესამე არბიტრი, ნებისმიერ მხარეს შეუძლია მოსთხოვოს საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარეს მესამე არბიტრის დანიშვნა. არბიტრთა ყოველ გადაწყვეტილებას დასჭირდება ორი მათგანის ხმა. არბიტრაჟის პროცედურას ადგენენ არბიტრები, ხოლო არბიტრაჟისათვის საჭირო თანხას მხარეები გაიღებენ არბიტრების მიერ განსაზღვრული რაოდენობით. საარბიტრაჟო განაჩენი უნდა შეიცავდეს დასკვნას იმ დებულებებით, რომლებსაც ის ემყარება და მხარეები ვალდებულნი არიან მიიღონ ის, როგორც დავის საბოლოო გადაწყვეტილება. მუხლი XVII ზოგადი დებულებები 1. ეს შეთანხმება ძალაში შევა ორივე მხარის მიერ ხელმოწერის დღიდან და გაგრძელდება მანამ, სანამ არ შეწყდება მისი მოქმედება ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით. 2. ეს შეთანხმება განხილული უნდა იყოს მისი ძირითადი მიზნის გათვალისწინებით, რაც საშუალებას აძლევს UNHCR-ს მთლიანად და ეფექტურად განახორციელოს თავისი საერთაშორისო მანდატი ლტოლვილთა დახმარების საქმეში და მიაღწიოს ჰუმანიტარულ მიზნებს ამ ქვეყანაში. 3. ნებისმიერი ის საკითხი, რომელიც განხილული არ არის ამ შეთანხმებაში, გადაწყდება მხარეების მიერ იმ შესაბამისი რეზოლუციებისა და გადაწყვეტილებების თანახმად, რომლებიც მიღებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაცის შესაბამისი ორგანოების მიერ. თითოეული მხარე სრული გაგებით მოეკიდება მეორე მხარის მიერ ამ პუნქტის თანახმად შემოთავაზებულ წინადადებას. 4. კონსულტაციები ამ შეთანხმების შესწორებასთან დაკავშირებით შეიძლება ჩატარდეს მთავრობის ან UNHCR-ის მოთხოვნით. შესწორებები შეიძლება შეტანილ იქნეს ერთობლივი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. 5. ამ შეთანხმების მოქმედება შეწყდება 6 თვის გასვლიდან მას შემდეგ, რაც რომელიმე ხელმომწერი მხარე წერილობით აცნობებს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილების შესახებ, შეწყვიტოს ეს შეთანხმება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება UNHCR-ის საქმიანობის დამთავრება ქვეყანაში და მისი საკუთრების გადაცემა ქვეყნის მფლობელობაში. ამის დასტურად, ქვემორე ხელმომწერნი, რომლებიც კანონიერად არიან დანიშნულნი გაერთანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის და მთავრობის მიერ თავიანთ წარმომადგენლებად, მხარეების სახელით სათანადოდ ხელს აწერენ ამ შეთანხმებას ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბარი ძალისაა. განმარტებებისათვის და აგრეთვე დავების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს. შესრულებულია ქ. თბილისში, 1996 წლის 11 სექტემბერს. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უმაღლესი კომისრის სამსახურის სახელით (ხელმოწერილია)