შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 22.04.1997
ძალაში შესვლა 16.07.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000281
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, -, 16/11/1999
matsne.gov.ge 547 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.04.1997 მიღება
16.07.1999 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) ყირგიზეთის რესპუბლიკის სახელით (ხელმოწერილია)

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} span.MsoEndnoteReference {vertical-align:super;} p.MsoEndnoteText, li.MsoEndnoteText, div.MsoEndnoteText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} span.MsoSubtleReference {font-variant:small-caps; color:#ED7D31; text-decoration:underline;} span.FootnoteTextChar { } span.EndnoteTextChar { } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, ეყრდნობიან რა ურთიერთპატივისცემისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს, თვლიან რა მიზანშეწონილად შეინარჩუნონ სარკინიგზო-სატრანსპორტო ქსელის ტექნოლოგიური ერთიანობა, აღიარებენ რა ორივე სახელმწიფოს სარკინიგზო ტრანსპორტის ერთობლივი საქმიანობის და კოორდინაციის მნიშვნელობას, აღიარებენ რა მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას როგორც მათ სახელმწიფოებს შორის, ასევე მესამე ქვეყნებში, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკის სარკინიგზო ტრანსპორტის ფუნქციონალური საქმიანობა, მოძრავი შემადგენლობის, ტექნიკური საშუალებების დამზადება და შენახვა, მოძრაობის უსაფრთხოებისა და შრომის პირობების უზრუნველყოფა, გადაზიდვების სამუშაოების ორგანიზაცია, ტვირთების დაცვა, რკინიგზის ტრანსპორტის ურთიერთმოქმედება მისი მომსახურების მომხმარებლებთან და ტრანსპორტის სხვა სახეობებთან ხორციელდება მოქმედი ნორმატივებით. მუხლი 2🔗 მხარეებმა აუცილებლად აღიარეს განახორციელონ კოორდინირებული სატარიფო პოლიტიკა. სახელმწიფოთა შორის მიმოსვლისას ტარიფები და ანგარიშსწორების წესი დგინდება სპეციალური შეთანხმებებით. ორივე სახელმწიფოს რკინიგზის სადგურებს შორის მგზავრთა გადაყვანა და ტვირთების გადაზიდვა ხორციელდება ამ შეთანხმების ხელმოწერის მომენტისათვის მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების საფუძველზე. საქართველოდან ყირგიზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტრანზიტით და ტრანზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკიდან საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე ტრანზიტით მესამე ქვეყნებიდან მესამე ქვეყნებში მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვის ორგანიზებისას დამატებითი ტრანზიტული ტვირთნაკადების მოზიდვის მიზნით, მხარეები სატარიფო პოლიტიკის შემუშავებისას, თავიანთი სახელმწიფოების კანონმდებლობის გათვალისწინებით კოორდინაციას უწევენ თავის მოქმედებას, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი შეთანხმებების გაფორმებით. მუხლი 3🔗 მხარეები შეთანხმდნენ, დაიცვან სარკინიგზო ტრანსპორტით საერთაშორისო ტვირთებისა და მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანის განხორციელების მოქმედი წესი. სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროს სამთავრობათშორისი და საერთაშორისო შეთანხმებებისა და კონვენციების შესაბამისად, რომელთა მონაწილეებადაც ისინი ითვლებიან. ასეთი შეთანხმებების ნუსხა მხარეების მიერ განისაზღვრება ცალკე შეთანხმებით. თითოეული მხარე, სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში სხვა ქვეყნებთან შეთანხმების დადებისას, რომლებიც ცვლიან ამ მუხლის 1-ლ აბზაცში აღნიშნული შეთანხმებებით დადგენილ წესს, ატყობინებს ამის შესახებ მეორე მხარეს. მუხლი 4🔗 მხარეები უზრუნველყოფენ: მხარეთა რკინიგზებს შორის დამკვიდრებული ტექნოლოგიური კავშირების შენარჩუნებას; მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ ურთიერთშეთანხმებული ვალდებულებების შესრულებას მოძრავი შემადგენლობის, კონტეინერების, მოწყობილობებისა და ტექნიკის შეძენასა და რემონტზე: სარკინიგზო ტრანსპორტის მართვის შესაბამისი ორგანოებისათვის უფლებების მინიჭებას, რათა აწარმოონ მოლაპარაკებები ეკონომიკური შეფასებისა და ურთიერთინტერესების შესახებ, გადაზიდვების სამუშაოების ტექნოლოგიური პარამეტრების მომზადებისა და დამტკიცების წესის განსაზღვრისათვის. მუხლი 5🔗 მხარეები, რკინიგზის ტრანსპორტის საჭიროებისათვის, დახმარებას აღმოუჩენენ ერთმანეთს ტექნიკის, მოწყობილობების, სათადარიგო ნაწილების, სათბობ-ენერგეტიკული და სხვა მატერიალური რესურსების ურთიერთმიწოდების უზრუნველყოფაში. მუხლი 6🔗 მხარეები, ამუშავებენ და ატარებენ რკინიგზის ტრანსპორტზე ერთიან სამეცნიერო-ტექნიკურ პოლიტიკას. მუხლი 7🔗 მხარეები ითანამშრომლებენ ინჟინრების, ტექნიკოსების მომზადების, ასევე, მასობრივი პროფესიების კადრებისა და მათი მომზადების დონისათვის აუცილებელი მოთხოვნების დამუშავების სფეროში. მხარეები, სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მომზადებულ სპეციალისტთა საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკის სასწავლო დაწესებულებების დამთავრების შესახებ, დაამუშავებენ საკვალიფიკაციო დოკუმენტების ურთიერთაღიარების პროცედურას. მუხლი 8🔗 ცვლილებები და დამატებები ამ შეთანხმებაში, ფორმდება ოქმებით, რომლებიც ითვლებიან შეთანხმების განუყოფელ ნაწილად.  მუხლი 9🔗 ეს შეთანხმება ღიაა  მიერთებისთვის ნებისმიერი სახელმწიფოს მთავრობისათვის, რომლის სარკინიგზო ქსელს გააჩნია ტექნოლოგიური კავშირი მხარეთა, ან, ამ შეთანხმებასთან შეერთებულ მესამე სახელმწიფოს სარკინიგზო ქსელთან. მუხლი 10🔗 ეს შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ძალაში შესასვლელად აუცილებელი შიგა სახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების თაობაზე უკანასკნელი შეტყობინების თარიღიდან და იმოქმედებს იმ 90 დღის გასვლამდე, როცა ერთ-ერთი მხარე წერილობით აცნობებს მეორე მხარეს თავისი განზრახვის შესახებ შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება. შესრულებულია ქ. თბილისში, 1997 წლის 22 აპრილს, ორ პირად ქართულ, ყირგიზულ და რუსულ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. ამ შეთანხმების დებულებათა განმარტებისათვის გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) ყირგიზეთის რესპუბლიკის სახელით (ხელმოწერილია)