ევროპის საბჭოს წესდება

მიღების თარიღი 05.05.1949
ძალაში შესვლა 02.04.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000296
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 16/11/1999
matsne.gov.ge 2,688 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.05.1949 მიღება
02.04.1999 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
ანდორა 2
ავსტრია 6
ბელგია 7
ბულგარეთი 6
კვიპროსი 3
ჩეხეთის რესპუბლიკა 7
დანია 5
ესტონეთი 3
ფინეთი 5
საფრანგეთი 18
გერმანია 18
საბერძნეთი 7
უნგრეთი 7
ისლანდია 3
ირლანდია 4
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ევროპის საბჭოს წესდება ევროპის საბჭოს წესდება 1949 წელი, 5 მაისი ბელგიის სამეფოს, დანიის სამეფოს, საფრანგეთის რესპუბლიკის, ირლანდიის რესპუბლიკის, იტალიის რესპუბლიკის, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს, ნიდერლანდების სამეფოს, ნორვეგიის სამეფოს, შვედეთის სამეფოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობები, დარწმუნებულნი არიან, რომ მისწრაფება მშვიდობისაკენ, რომელიც ეფუძნება სამართლიანობასა და საერთაშორისო თანამშრომლობას, არის სასიცოცხლო მნიშვნელობის კაცობრიობისა და ცივილიზაციის გადარჩენისათვის; ხელახლა ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას იმ სულიერი და მორალური პრინციპებისადმი, რომლებიც მათი ხალხების საერთო მემკვიდრეობაა და პირადი თავისუფლების, პოლიტიკური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ნამდვილ წყაროს წარმოადგენს, პრინციპებისადმი, რომლებიც წარმოადგენენ ჭეშმარიტი დემოკრატიის საფუძველს; სჯერათ, რომ ამ იდეალების შენარჩუნებისა და განხორციელებისათვის საჭიროა ერთნაირი მრწამსის მქონე ყველა ევროპულ სახელმწიფოს შორის უფრო მტკიცე კავშირის არსებობა; თვლიან, რომ ამ საჭიროებაზე და ამ მიმართებით ხალხების მიერ გამოხატულ მისწრაფებაზე რეაგირებისათვის, აუცილებელი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ისეთი ორგანიზაციის შექმნა, რომელიც უფრო დაახლოებს ევროპის ქვეყნებს, შესაბამისად გადაწყვიტეს, დააფუძნონ ევროპის საბჭო, შემდგარი მთავრობათა წარმომადგენლების კომიტეტისა და საკონსულტაციო ასამბლეისაგან და ამ მიზნისათვის მიიღეს აღნიშნული წესდება. თავი I - ევროპის საბჭოს მიზანი მუხლი 1🔗 a. ევროპის საბჭოს მიზანია მიაღწიოს უფრო დიდ ერთობას მის წევრებს შორის იმ იდეალებისა და მიზნების დაცვისა და განხორციელების მიზნით, რომლებიც წარმოადგენენ მათ საერთო მემკვიდრეობას და ხელს უწყობენ მათ ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესს. b. ეს მიზანი უნდა იქნეს მიღწეული საბჭოს ორგანოების მიერ საერთო საკითხების განხილვით, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამეცნიერო, სამართლებრივ და ადმინისტრაციულ საკითხებზე შეთანხმებით და საერთო ზომების მიღებით, და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შენარჩუნებითა და შემდგომი განხორციელებით. c. ევროპის საბჭოს წევრობამ არ უნდა შეუშალოს ხელი მის წევრთა თანამშრომლობას გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ან კავშირების საქმიანობაში, რომელთა წევრებიც ისინი არიან. d. ეროვნულ თავდაცვასთან დაკავშირებული საკითხები არ ექვემდებარება ევროპის საბჭოს კომპეტენციას. თავი II - წევრობა მუხლი 2🔗 ევროპის საბჭოს წევრები არიან ამ წესდების მხარეები. მუხლი 3🔗 ევროპის საბჭოს ყოველმა წევრმა უნდა აღიაროს კანონის უზენაესობისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი ყველა პირის ადამიანის უფლებებით და ძირითადი თავისუფლებებით სარგებლობის პრინციპები და ითანამშრომლოს კეთილსინდისიერად და ნაყოფიერად საბჭოს პირველ თავში აღნიშნული მიზნის განხორციელებისათვის. მუხლი 4🔗 ევროპის ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც მიიჩნევა მე-3 მუხლის დებულებების შესრულების უნარის მქონედ და მსურველად, შეიძლება მიწვეულ იქნეს მინისტრთა კომიტეტის მიერ ევროპის საბჭოში გასაწევრიანებლად. ნებისმიერი ამგვარად მიწვეული სახელმწიფო, ევროპის საბჭოში გაწევრიანდება გენერალური მდივნისათვის აღნიშნულ წესდებასთან შეერთების სიგელის დეპონირების მომენტიდან. მუხლი 5🔗 a. განსაკუთრებულ შემთხვევებში ევროპის ქვეყანა, რომელიც მიიჩნევა მე-3 მუხლის დებულებების შესრულების უნარის მქონედ და მსურველად, მინისტრთა კომიტეტმა შეიძლება მიიწვიოს ევროპის საბჭოს ასოცირებულ წევრად გახდომის მიზნით. ნებისმიერი, ამგვარად მიწვეული სახელმწიფო, ხდება ასოცირებული წევრი, გენერალური მდივნისათვის აღნიშნული წესდების მიღების შესახებ სიგელის დეპონირების მომენტიდან. ასოცირებული წევრი უფლებამოსილია წარმოდგენილ იქნას მხოლოდ საკონსულტაციო ასამბლეაზე. b. წესდებაში ტერმინი „წევრი“ მოიცავს ასოცირებულ წევრს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი გამოყენებულია მინისტრთა კომიტეტში წარმომადგენლობასთან დაკავშირებით. მუხლი 6🔗 მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად განხორციელებულ მიწვევამდე, მინისტრთა კომიტეტი განსაზღვრავს ასამბლეაში წარმომადგენელთა იმ რაოდენობას, რა რაოდენობის წარმოდგენაზეც უფლებამოსილია წევრობის კანდიდატი და მის პროპორციულ ფინანსურ შესატანს. მუხლი 7🔗 ევროპის საბჭოს ნებისმიერი წევრი შეიძება გავიდეს წევრობიდან გენერალური მდივნისათვის ამის შესახებ ფორმალური შეტყობინების წარდგენის საშუალებით. ასეთი გასვლა ძალაში შევა ფინანსური წლის ბოლოს, თუ შეტყობინება გაკეთებულია ფინანსური წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ შეტყობინება გაკეთებულია ფინანსური წლის უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში, იგი ძალაში შევა შემდგომი ფინანსური წლის დასასრულისათვის. მუხლი 8🔗 ევროპის საბჭოს ნებისმიერ წევრს, რომელმაც სერიოზულად დაარღვია მე-3 მუხლი, შეიძლება შეუჩერდეს წარმომადგენლობის უფლება და მინისტრთა კომიტეტის მიერ მოეთხოვოს გასვლა მე-7 მუხლის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ მხარე არ შეასრულებს ამ მოთხოვნას, კომიტეტს შეუძლია შეუწყვიტოს მას საბჭოს წევრობა, კომიტეტის მიერ დადგენილი დღიდან. მუხლი 9🔗 მინისტრთა კომიტეტს შეუძლია დროებით შეუჩეროს კომიტეტში და საკონსულტაციო ასამბლეაში წარმომადგენლობის უფლება იმ წევრს, რომელმაც ვერ შეასრულა თავისი ფინანსური ვალდებულებები, მანამდე, სანამ ეს ვალდებულებები რჩება შეუსრულებელი. თავი III - ზოგადი დებულებები მუხლი 10🔗 ევროპის საბჭოს ორგანოებია: a. მინისტრთა კომიტეტი; b. საკონსულტაციო ასამბლეა. ორივე ორგანოს ემსახურება ევროპის საბჭოს სამდივნო. მუხლი 11🔗 ევროპის საბჭო განლაგებულია ქ. სტრასბურგში. მუხლი 12🔗 ევროპის საბჭოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. მინისტრთა კომიტეტისა და საკონსულტაციო ასამბლეის პროცედურული წესები განსაზღვრავენ, თუ რა პირობებში და რა გარემოებებში შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა ენები. თავი IV - მინისტრთა კომიტეტი მუხლი 13🔗 მინისტრთა კომიტეტი წარმოადგენს ორგანოს, რომელიც მოქმედებს ევროპის საბჭოს სახელით, მე-15 და მე-16 მუხლების შესაბამისად. მუხლი 14🔗 ყოველი წევრი უფლებამოსილია ჰყავდეს ერთი წარმომადგენელი მინისტრთა კომიტეტში და თითოეულ წარმომადგენელს აქვს ერთი ხმის უფლება. კომიტეტში წარმომადგენლები უნდა იყვნენ საგარეო საქმეთა მინისტრები. იმ შემთხვევაში, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრის წარმოდგენა ვერ ხერხდება ან გარკვეული გარემოებების გამო არ არის ეს სასურველი, მისი მოვალეობების შესასრულებლად შეიძლება დასახელებულ იქნეს სხვა პირი, რომელიც შეძლებისდაგვარად უნდა იყოს მთავრობის წევრი. მუხლი 15🔗 a. საკონსულტაციო ასამბლეის რეკომენდაციის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, მინისტრთა კომიტეტი განიხილავს ევროპის საბჭოს მიზნის მიღწევისათვის საჭირო ზომებს, კონკრეტულ საკითხებზე კონვენციათა და შეთანხმებათა დადების და მთავრობათა საერთო პოლიტიკის მიღების ჩათვლით. მისი გადაწყვეტილებების შესახებ ეცნობება წევრებს გენერალური მდივნის მეშვეობით. b. შესაბამის შემთხვევებში კომიტეტის გადაწყვეტილებებს შეიძლება მიეცეთ სახელმწიფოების მთავრობებისათვის რეკომენდაციების ხასიათი და კომიტეტს უფლება აქვს მოსთხოვოს წევრი სახელმწიფოების მთავრობებს, შეატყობინონ მას იმ ზომების შესახებ, რომლებიც ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით გაატარეს. მუხლი 16🔗 მინისტრთა კომიტეტი 24-ე, 28-ე, 30-ე, 32-ე, 33-ე და 35-ე მუხლების დებულებების შესაბამისად, რომლებიც დაკავშირებულია საკონსულტაციო ასამბლეის უფლებამოსილებებთან, იღებს სავალდებულო ხასიათის გადაწყვეტილებებს ევროპის საბჭოს შიდა ორგანიზაციულ და მოწყობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე. ამ მიზნით მინისტრთა კომიტეტი იღებს ისეთ ფინანსურ და ადმინისტრაციულ ზომებს, რომლებიც შეიძლება იყოს საჭირო. მუხლი 17🔗 მინისტრთა კომიტეტს შეუძლია ჩამოაყალიბოს რჩევითი და ტექნიკური კომიტეტები ან კომისიები ყველა იმ სპეციალური მიზნისათვის, რომელიც შეიძლება იქნეს სასურველად მიჩნეული. მუხლი 18🔗 მინისტრთა კომიტეტი იღებს საკუთარ პროცედურულ წესებს, რომლებიც სხვებთან ერთად განსაზღვრავენ შემდეგ საკითხებს: i. კვორუმი; ii. თავმჯდომარის დანიშვნის წესი და თანამდებობაზე ყოფნის ვადა; iii. დღის წესრიგში საკითხების შეტანის პროცედურა, რეზოლუციების თაობაზე წინადადებების შეტყობინებების ჩათვლით; iv. მე-14 მუხლის შესაბამისად, ალტერნატიული კანდიდატურის წარდგენის თაობაზე საჭირო შეტყობინებები. მუხლი 19🔗 საკონსულტაციო ასამბლეის ყოველ სესიაზე მინისტრთა კომიტეტი წარუდგენს ასამბლეას ანგარიშს თავისი საქმიანობის შესახებ, შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად. მუხლი 20🔗 a. მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციები ეხება შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებს, კერძოდ: i. მე-15 მუხლის „a“ პუნქტის რეკომენდაციებს; ii. მე-19 მუხლის საკითხებს; iii. 21-ე მუხლის „a.i“ და „b“ პუნქტების საკითხებს; iv. 33-ე მუხლის საკითხებს; v. 1-ლი მუხლის „d“ პუნქტში, მე-7, მე-15, მე-20 და 22-ე მუხლებში შესწორებების შემტან რეკომენდაციებს; vi. ნებისმიერი სხვა საკითხი, რომელზეც კომიტეტი ქვემოთ მოცემული „d“ პუნქტზე რეზოლუციის თანახმად გადაწყვეტს, რომ ექვემდებარება ერთხმად მიღებას მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროებს ხმის მიმცემთა ერთსულოვან მხარდაჭერას, და კომიტეტში წარმოდგენილ წარმომადგენელთა ხმათა უბრალო უმრავლესობას. b. პროცედურული წესებიდან ან ფინანსური და ადმინისტრაციული ნორმებიდან წარმოშობილი საკითხები შეიძლება გადაწყდეს კომიტეტში წარდგენილი ყველა წარმომადგენლის ხმების უბრალო უმრავლესობით. c. კომიტეტის მიერ მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად გაკეთებული რეზოლუციები საჭიროებენ კომიტეტში წარდგენილი ყველა წარმომადგენელის ხმათა ორ მესამედს. d. კომიტეტის ყველა სხვა რეზოლუცია, ბიუჯეტის მიღების, პროცედურული წესებისა და ფინანსური და ადმინისტრაციული ნორმების, ამ წესდების მუხლებში შესწორებების შემტანი რეკომენდაციების, გარდა ზემოთ მოცემულ „a. v“ პუნქტში ჩამოთვლილისა, და გაურკვევლობის შემთხვევაში, თუ რომელი პუნქტი უნდა იქნეს გამოყენებული გადაწყვეტილების მიღების ჩათვლით, საჭიროებს ხმის მიმცემთა ორ მესამედს და კომიტეტში წარმოდგენილ წარმომადგენელთა ხმათა უბრალო უმრავლესობას. მუხლი 21🔗 a. თუ კომიტეტი სხვაგვარად არ გადაწყვეტს, მინისტრთა კომიტეტის შეხვედრები ტარდება: i. დახურულ კარს მიღმა ან, ii. საბჭოს განლაგების ადგილზე. b. კომიტეტი განსაზღვრავს იმ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება გამოქვეყნდეს დახურულ კარს მიღმა ჩატარებული შეხვედრების დასკვნისა და დისკუსიების თაობაზე. c. კომიტეტი იკრიბება საკონსულტაციო ასამბლეის ყოველი სესიის დაწყებამდე და დაწყებისას, ასევე სხვა დროს გადაწყვეტილებისამებრ. თავი V - საკონსულტაციო ასამბლეა მუხლი 22🔗 საკონსულტაციო ასამბლეა ევროპის საბჭოს სათათბირო ორგანოა. იგი განიხილავს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებს წესდების თანახმად და თავის დასკვნებს რეკომენდაციების სახით წარუდგენს მინისტრთა კომიტეტს. მუხლი 23🔗 ​1 a. საკონსულტაციო ასამბლეას შეუძლია იმსჯელოს და გასცეს რეკომენდაციები ნებისმიერ საკითხზე, 1-ლ თავში განსაზღვრული ევროპის საბჭოს მიზნისა და კომპეტენციის ფარგლებში. იგი აგრეთვე განიხილავს და იძლევა რეკომენდაციებს ნებისმიერ საკითხზე, რომელზეც შეხედულების გამოხატვა ეთხოვება მინისტრთა კომიტეტის მიერ. b. ასამბლეა ადგენს თავის დღის წესრიგს ზემოთ მოცემული „a“ პუნქტის დებულებების შესაბამისად. ამ პროცესში იგი ითვალისწინებს სხვა ევროპული მთავრობათშორისი ორგანიზაციების საქმიანობას, რომელთა წევრებიც არიან ევროპის საბჭოს ზოგიერთი ან ყველა წევრი. c.  გაურკვევლობის შემთხვევაში ასამბლეის თავმჯდომარე წყვეტს, სხდომის დროს წამოჭრილი საკითხი არის თუ არა დღის წესრიგით განსაზღვრული. მუხლი 24🔗 საკონსულტაციო ასამბლეა, 38-ე მუხლის „ d “ პუნქტის დებულებების სრული დაცვით, 23-ე მუხლის შესაბამისად, მის კომპეტენციას დაქვემდებარებადი ნებისმიერი საკითხის განხილვის და მასზე მოსახსენებლად, დღის წესრიგის საკითხთა გამოსაკვლევად და მოსამზადებლად და ყველა პროცედურულ საკითხზე რჩევების გამოსამუშავებლად, აყალიბებს კომიტეტებსა და კომისიებს. მუხლი 25🔗 ​2 a. საკონსულტაციო ასამბლეა შედგება თითოეულ წევრთა წარმომადგენლებისაგან, რომლებსაც ირჩევს ქვეყნის პარლამენტი პარლამენტის წევრებიდან, ან ნიშნავს ქვეყნის პარლამენტი პარლამენტის წევრებიდან იმ ფორმით, როგორც ის გადაწყვეტს, თუმცა თითოეული წევრის მთავრობას აქვს უფლება დამატებითი დანიშვნების გაკეთებისა იმ აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც არ მიმდინარეობს პარლამენტის სესიები და პარლამენტს არ დაუდგენია პროცედურა, რომელიც უნდა იქნეს განხორციელებული აღნიშნულ შემთხვევაში. თითოეული წარმომადგენელი უნდა იყოს იმ წევრის მოქალაქე, რომელსაც იგი წარმოადგენს და იმავდროულად არ უნდა იყოს მინისტრთა კომიტეტის წევრი. ამგვარად დანიშნული წარმომადგნელების თანამდებობაზე ყოფნის ვადა იწყება მათი დანიშვნის შემდგომი პლენარული სესიის გახსნიდან; აღნიშნული ვადა ამოიწურება შემდგომი ან საბოლოო პლენარული სესიის გახსნისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი პარლამენტების არჩევნები ჩატარდა, ასეთ შემთხვევებში წევრებს ეძლევათ ახალი დანიშვნების გაკეთების უფლება. იმ შემთხვევაში, თუ წევრი ავსებს გარდაცვალების ან გადადგომის შედეგად წარმოქმნილ ვაკანსიას, ან პარლამენტის ახალი არჩევნების ჩატარების შემდეგ იწყებს ახალი დანიშვნების გაკეთების პროცედურად, ახალი წარმომადგენლების თანამდებობაზე ყოფნის ვადა იწყება ასამბლეის მორიგი სხდომიდან, რომელიც მოჰყვება მათ დანიშვნას. b. ასამბლეის სესიის დროს არცერთ წარმომადგენელს არ შეიძლება ჩამოერთვას თავისი მანდატი ასამბლეის თანხმობის გარეშე. c. ყოველ წარმომადგენელს შეიძლება ჰყავდეს თავისი შემცვლელი, რომელსაც მისი არყოფნის შემთხვევაში შეუძლია დაესწროს სხდომა, გამოვიდეს სიტყვით და მისცეს ხმა. ზემოთ მოცემული „ a “ პუნქტის დებულებები ვრცელდება შემცვლელის დანიშვნაზეც. მუხლი 26🔗 ​3 წევრები უფლებამოსილნი არიან ჰყავდეთ შემდეგი რაოდენობის წარმომადგენლები: ანდორა 2 ავსტრია 6 ბელგია 7 ბულგარეთი 6 კვიპროსი 3 ჩეხეთის რესპუბლიკა 7 დანია 5 ესტონეთი 3 ფინეთი 5 საფრანგეთი 18 გერმანია 18 საბერძნეთი 7 უნგრეთი 7 ისლანდია 3 ირლანდია 4 იტალია 18 ლატვია 3 ლიხტენშტეინი 2 ლიტვა 4 ლუქსემბურგი 3 მალტა 3 ნიდერლანდები 7 ნორვეგია 5 პოლონეთი 12 პორტუგალია 7 რუმინეთი 10 სან მარინო 2 სლოვაკეთი 5 სლოვენია 3 ესპანეთი 12 შვედეთი 6 შვეიცარია 6 თურქეთი 12 დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო 18 მუხლი 27🔗 ​4 პირობები, რომლებიც ითვალისწინებენ მინისტრთა კომიტეტის შესაძლებლობას კოლექტიურად იქნეს წარმოდგენილი საკონსულტაციო ასამბლეის დებატებზე ან კომიტეტში პიროვნებების ან მათი შემცვლელების შესაძლებლობას მიმართონ ასამბლეას, განისაზღვრება ამ საკითხზე პროცედურის იმ წესებით, რომლებიც შეიძლება იქნეს მიღებული კომიტეტის მიერ ასამბლეასთან კონსულტაციების შემდეგ. მუხლი 28🔗 a. საკონსულტაციო ასამბლეა იღებს პროცედურის საკუთარ წესებს და ირჩევს თავისი წევრებიდან თავმჯდომარეს, რომელიც თანამდებობაზე რჩება მომავალ პლენარულ სესიამდე. b. თავმჯდომარე კონტროლს უწევს პროცესუალურ საქმიანობას, მაგრამ არ იღებს მონაწილეობას დებატებში ან კენჭისყრაში. თავმჯდომარის შემცვლელს შეუძლია დაესწროს სხდომას, სიტყვით გამოვიდეს და ხმა მისცეს მის მაგივრად. გ. პროცედურული წესები inter alia განსაზღვრავს: i. კვორუმს; ii. თავმჯდომარისა და სხვა თანამდებობის პირების არჩევის წესსა და თანამდებობაზე ყოფნის ვადებს; iii. დღის წესრიგის შედგენისა და წარმომადგენლებისათვის მისი გაცნობის წესს; iv. წარმომადგენელთა და მათი შემცვლელების სახელების შეტყობინების დროსა და წესს. მუხლი 29🔗 30-ე მუხლის დებულებების თანახმად, საკონსულტაციო ასამბლეის ყველა რეზოლუციები, იმ რეზოლუციების ჩათვლით, რომლებიც: i. მოიცავენ მინისტრთა კომიტეტისადმი გაკეთებულ რეზოლუციებს; ii. წარუდგენენ კომიტეტს ასამბლეაზე განსახილველ საკითხებს; i. ქმნიან კომიტეტებს ან კომისიებს; ii. განსაზღვრავენ სესიების დაწყების თარიღს; iii. განსაზღვრავენ, თუ როგორი უმრავლესობაა საჭირო იმ რეზოლუციების მისაღებად, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ზემოთ მოცემული  i – iv ქვეპუნქტებით ან გაურკვევლობის შემთხვევაში განსაზღვრავენ, თუ როგორი უმრავლესობაა საჭირო; საჭიროებენ კენჭისყრაში მონაწილე წარმომადგენელთა ხმათა ორ მესამედს. მუხლი 30🔗 შიდა პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლებიც მოიცავენ თანამდებობის პირების არჩევას, კომიტეტებში და კომისიებში სამუშაოდ პირთა დასახელებას და პროცედურის წესების მიღებას, საკონსულტაციო ასამბლეა იღებს რეზოლუციებს ისეთი უმრავლესობით, როგორსაც ასამბლეა განსაზღვრავს და რისი განსაზღვრის უფლებაც მას 29-ე მუხლის „v“ პუნქტის შესაბამისად აქვს. მუხლი 31🔗 დებატები წინადადებებზე, რომლებიც კეთდება მინისტრთა კომიტეტისათვის და მიმართულია საკითხის საკონსულტაციო ასამბლეის დღის წესრიგში შეტანაზე, იფარგლება წარმოდგენილ საკითხზე მითითებით და მისი დღის წესრიგში შეტანის მიზანშეწონილობის და მიზანშეუწონლობის მიზეზებით. მუხლი 32🔗 საკონსულტაციო ასამბლეა იკრიბება პლენარულ სესიაზე წელიწადში ერთხელ, რომლის თარიღი და ხანგრძლივობა განისაზღვრება ასამბლეის მიერ, ისე რომ შესაძლებლობის ფარგლებში არ დაემთხვეს წევრთა საპარლამენტო სესიებს და გაეროს გენერალური ასამბლეის სესიებს. არც ერთ შემთხვევაში პლენარული სესიის ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს ერთ თვეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასამბლეა და მინისტრთა კომიტეტი შეთანხმდება ამაზე. მუხლი 33🔗 ასამბლეის პლენარული სესიები ტარდება საბჭოს განლაგების ადგილას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასამბლეა და კომიტეტი შეთანხმდებიან მის სხვა ადგილზე ჩატარებაზე. მუხლი 34🔗 ​5 საკონსულტაციო ასამბლეა შეიძლება შეიკრიბოს საგანგებო სესიაზე როგორც მინისტრთა კომიტეტის, ასევე ასამბლეის თავმჯდომარის ინიციატივით მათ შორის შეთანხმების შემდეგ. ასეთი შეთანხმება აგრეთვე უნდა განსაზღვრავდეს სესიის ჩატარების თარიღსა და ადგილს. მუხლი 35🔗 თუ ასამბლეა სხვაგვარად არ გადაწყვეტს, დებატები გაიმართება საჯაროდ. თავი VI - სამდივნო მუხლი 36🔗 a. სამდივნო შედგება გენერალური მდივნის, გენერალური მდივნის მოადგილისა და საჭირო რაოდენობის თანამშრომლებისაგან. b. გენერალური მდივანი და გენერალური მდივნის მოადგილე ინიშნებიან საკონსულტაციო ასამბლეის მიერ მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციით. c. სამდივნოს დანარჩენი თანამშრომლები ინიშნებიან გენერალური მდივნის მიერ, ადმინისტრაციული ნორმების შესაბამისად. d. სამდივნოს არც ერთი წევრი არ უნდა მსახურობდეს რომელიმე მთავრობის ანაზღაურებად თანამდებობაზე ან იყოს ასამბლეის წევრი ან ეროვნული საკანონმდებლო ხელისუფლების წევრი ან ეწეოდეს მის მოვალეობასთან შეუთავსებელ რომელიმე საქმიანობას. e. სამდივნოს თითოეული თანამშრომელი საჯაროდ აცხადებს ევროპის საბჭოს ვალდებულებების მიღებას და თავისი საქმიანობის კეთილსინდისიერად განხორციელებას, ეროვნულ ინტერესებთან მიუკერძოებლობას, და რომ არ მიიღებს და არ მოიძიებს ევროპის საბჭოსათვის ნებისმიერი უცხო მთავრობისაგან ან ხელისუფლებისაგან თავისი საქმიანობის წარმოებასთან დაკავშირებულ მითითებებს, და შეიკავებს თავს ნებისმიერი ქმედებისაგან, რომელიც შეიძლება აისახოს მასზე, როგორც მხოლოდ ევროპის საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული საერთაშორისო მოხელის თანამდებობის მქონეზე. გენერალური მდივანი ან გენერალური მდივნის მოადგილე ასეთ განცხადებას აკეთებენ კომიტეტის წინაშე, სხვა წევრები კი გენერალური მდივნის წინაშე. f. ყოველი წევრი პატივს სცემს გენერალური მდივნისა და სამდივნოს თანამშრომელთა მოვალეობათა განსაკუთრებულ საერთაშორისო ხასიათს და არ უნდა შეეცადოს ზეგავლენა მოახდინოს მათ მიერ მოვალეობების შესრულებაზე. მუხლი 37🔗 a. სამდივნო განლაგებული საბჭოს ადგილსამყოფელ ადგილას. b. გენერალური მდივანი პასუხისმგებელია მინისტრთა კომიტეტის წინაშე სამდივნოს საქმიანობაზე. სხვა საქმიანობასთან ერთად, 38-ე მუხლის „d“ პუნქტის თანახმად, იგი უზრუნველყოფს საკონსულტაციო ასამბლეას ისეთი სამდივნოთი და სხვა დახმარებით, როგორსაც საკონსულტაციო ასამბლეა მოითხოვს. თავი VII - ფინანსები მუხლი 38🔗 ​6 a. ყოველი წევრი ანაზღაურებს მინისტრთა კომიტეტში საკონსულტაციო ასამბლეაში თავისი წარმომადგენლობის ხარჯებს. b. სამდივნოსა და ყველა სხვა საერთო ხარჯები განაწილდება ყველა წევრს შორის იმ პროპორციით, რომელიც განისაზღვრება კომიტეტის მიერ წევრთა მოსახლეობის შესაბამისად. ასოცირებული წევრის შენატანს განსაზღვრავს კომიტეტი. c. ფინანსური ნორმების შესაბამისად, საბჭოს ბიუჯეტი გენერალური მდივნის მიერ წარედგინება კომიტეტს მისაღებად. d. გენერალური მდივანი კომიტეტს გადასცემს ასამბლეის იმ მოთხოვნებს, რომლებიც დაკავშირებულია ასამბლეასა და მისი საქმიანობისათვის ბიუჯეტით უკვე გათვალისწინებული თანხების ზემოთ ხარჯებთან. e. გენერალური მდივანი ასევე წარუდგენს მინისტრთა კომიტეტს იმ ხარჯების გამოანგარიშებულ რაოდენობას, რომელიც საჭიროა კომიტეტისათვის წარდგენილი ყოველი რეკომენდაციის განსახორციელებლად. ნებისმიერი რეზოლუცია, რომლის განხორციელებაც მოითხოვს დამატებით ხარჯებს, არ განიხილება მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებულად, თუ კომიტეტი არ დაუმტკიცებს ამ დამატებითი ხარჯების გამოანგარიშებულ რაოდენობას. მუხლი 39🔗 გენერალური მდივანი ყოველწლიურად ატყობინებს წევრთა მთავრობებს მათი გადასახადის რაოდენობის შესახებ და თითოეული წევრი გენერალურ მდივანს უხდის მის მიერ გადასახდელ თანხას, რომელიც შეტყობინების დღიდან ჩაითვლება სავალდებულოდ, და გადახდილი უნდა იქნეს შეტყობინებიდან არა უგვიანეს ექვსი თვის ვადაში. თავი VIII - პრივილეგიები და იმუნიტეტები მუხლი 40🔗 a. ევროპის საბჭო, წევრთა წარმომადგენლები და სამდივნო თითოეული მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ იმ პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, რომლებიც გონივრულობის ფარგლებში აუცილებელია მათი ფუნქციების განსახორციელებლად. ეს იმუნიტეტები ასევე მოიცავს საკონსულტაციო ასამბლეაში ყველა წარმომადგენლის იმუნიტეტს დაკავებისაგან და სხვა სამართლებრივი პროცედურისაგან ყველა წევრის ტერიტორიაზე, ასამბლეაში ან მის კომიტეტებსა და კომისიებში განხილვის დროს ნათქვამისა და ხმის მიცემასთან დაკავშირებით. b. მხარეები „a“ პუნქტის დებულებების შესრულების მიზნით შეძლებისდაგვარად დროულად დებენ შეთანხმებას. ამ მიზნით მინისტრთა კომიტეტი რეკომენდაციას აძლევს წევრების მთავრობებს მიიღონ შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავს ყველა წევრის ტერიტორიაზე მინიჭებულ პრივილეგიებსა და იმუნიტეტებს. საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობასთან დადებულ უნდა იქნას სპეციალური შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავს საბჭოს მიერ მისი განლაგების ადგილას პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობას. თავი IX - შესწორებები მუხლი 41🔗 a. წინადადებები აღნიშნულ წესდებაში შესწორებების შეტანასთან დაკავშირებით შეიძლება გაკეთებულ იქნეს მინისტრთა კომიტეტის წინაშე, ან 23-ე მუხლით გათვალისწინებული პირობებით საკონსულტაციო ასამბლეის წინაშე. b. კომიტეტი რეკომენდაციას აძლევს და უზრუნველყოფს ოქმში იმ შესწორებების შეტანას, რომელთაც იგი ჩათვლის საჭიროდ. c. შესწორებების შემტანი ოქმი ძალაში შედის მხარეთა 2/3-ის მიერ ხელმოწერისა და რატიფიცირების შემდეგ. d. ამ მუხლის წინა პუნქტის დებულებების დაცვით, 23-35-ე, 38-ე და 39-ე მუხლებში შესწორებები, რომლებიც დამტკიცებულ იქნა კომიტეტის და ასამბლეის მიერ, ძალაში შევა გენერალური მდივნის მიერ სერტიფიცირების თარიღიდან, რომელიც გადაეგზავნება წევრების მთავრობებს ამ სახით დამტკიცების დადასტურების მიზნით. ეს პუნქტი არ მოქმედებს ასამბლეის მეორე პლენარული სესიის მიერ დასკვნის მიღებამდე. თავი X - დასკვნითი დებულებები მუხლი 42🔗 a. წინამდებარე წესდება ექვემდებარება რატიფიცირებას. სარატიფიკაციო სიგელები უნდა ჩაბარდეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას. b. წინამდებარე წესდება ძალაში შედის შვიდი სარატიფიკაციო სიგელის დეპონირების დღიდან. გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ყველა ხელის მომწერ მთავრობას უგზავნის საბუთს ევროპის საბჭოს წესდების ძალაში შესვლის შესახებ და წარუდგენს ამ თარიღისათვის ევროპის საბჭოს წევრთა ნუსხას. c. ამის შემდეგ ყოველი სხვა ხელის მომწერი ხდება წესდების მხარე, მის მიერ სარატიფიკაციო სიგელების დეპონირების თარიღიდან. ამის დასტურად, შესაბამისად უფლებამოსილმა ქვემორე ხელმომწერებმა, ხელი მოაწერეს წინამდებარე წესდებას. შესრულებულია ლონდონში 1949 წლის 5 მაისს, ერთ ასლად ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია, რომელიც გადაეცემა შესანახად გაერთიანებული სამეფოს მთავრობის არქივს, რომელიც გადაუგზავნის შესაბამისად  დამოწმებულ ასლებს სხვა ხელისმომწერ მთავრობებს. 1.  როგორც შესწორებული 1951 წლის მაისში; 2.  როგორც შესწორებული 1951 წლის მაისში; 3.  შესწორებულია 1951 წლის დეკემბერში, 1958 წლის მაისში, 1961 წლის ნოემბერში, 1963 წლის მაისში, 1965 წლის მაისში, 1971 წლის თებერვალში, 1974 წლის დეკემბერში, 1976 წლის ოქტომბერში, 1978 წლის იანვარში, 1978 წლის ნოემბერში, 1988 წლის ნოემბერში, 1989 წლის მაისში, 1990 წლის ნოემბერში, 1991 წლის ნოემბერში, 1992 წლის მაისში, 1993 წლის მაისში, 1993 წლის ივნისში, 1993 წლის ოქტომბერში, 1994 წლის ნოემბერში და 1995 წლის თებერვალში. 4 . შესწორებული 1951 წლის მაისში. 5.  როგორც შესწორებულია 1951 წლის მაისში. 6.  მე-8 მუხლის „ე“ პუნქტი დამატებულია 1951 წლის მაისში.