📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა, საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოებისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.07.2017
ძალის დაკარგვა 01.01.2022
გამომცემი ორგანო საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.165.016272
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/07/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 219 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.07.2017 მიღება
01.01.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ფრიდონ ბურდული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა, საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოებისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №14 2017 წლის 19 ივლისი ქ. საგარეჯო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა, საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოებისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების შესაბამისად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა, საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საკრებულოს აპარატის  პროფესიულ საჯარო მოხელეთა  თანამდებობრივი სარგოები (დანართი №1) მუხლი 2🔗 დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  აპარატის საშტატო ნუსხა (დანართი №2) მუხლი 3🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის №9 და „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს №10 დადგენილებები. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეფრიდონ ბურდული