სსიპ ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/314
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/07/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/314      

2017 წლის 19 ივლისი

სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

 

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016წლის 25 მარტის№1-1/159 ბრძანებით შექმნილი ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში − კომისია) განიხილა სსიპ ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ (შემდგომში − მუნიციპალური განვითარების ფონდი) 2017 წლის 14 ივნისის №1460-გ და №1456-გ განცხადებები აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და

გამოარკვია:

სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მიერ ხორციელდება თბილისი − წითელი ხიდის საავტომობილო გზის (თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის) რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის პროექტი.

პროექტის მოკლე აღწერილობა:

საქართველოს მთავრობამ თბილისი-რუსთავის ურბანული გზის რეკონსტრუქცია პრიორიტეტულ პროექტად გამოაცხადა. პროექტი ითვალისწინებს 17.1 კმ სიგრძის 2-ზოლიანი გზის გაფართოებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად I კატეგორიის 4-ზოლიან გზატკეცილად, რომლის საპროექტო სიჩქარეა 120 კმ/სთ საერთო დაგეგმილი სიჩქარით. ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობის ხელშეწყობასა და ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებას უმთავრესი როლი ენიჭება. საგზაო ქსელის გაუმჯობესება მნიშვნელოვან ფაქტორებს განაპირობებს. ამასთან, სატრანსპორტო სექტორის განვითარება აუცილებელია სათანადო ეკონომიკური ზრდისა და საქართველოსმოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად.

პროექტს გააჩნია ორი წამყვანი ასპექტი: 1. ადგილობრივი და ურბანული, რომელიც დაკავშირებულია ურბანული კავშირის გაუმჯობესებასთან თბილისსა და რუსთავს შორის. 2. საერთაშორისო კავშირის გაუმჯობესება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, შესაბამისად , კასპიის ზღვასა (ბაქოს პორტი) და შავ ზღვას შორის (ფოთისა და ბათუმის პორტები).

თბილისი-რუსთავის მონაკვეთი წარმოადგენს თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) ჩქაროსნული გზის ნაწილს. თბილისი-რუსთავის პროექტი შედგება სამი მონაკვეთისაგან. მონაკვეთი 1 (კმ 0 − კმ 4+000) გულისხმობს არსებული გზის გაფართოება-განახლებას და მისი შედეგიხასიათდება მიწის შესყიდვისა და განსახლების შედარებით დაბალი ზემოქმედებით. მონაკვეთი 2 (კმ 4+000 − კმ 10+800) ახალი ურბანული ტიპის გზაა, მონაკვეთი 2 იყოფა A და B ნაწილებად. მონაკვეთი 3 (კმ10+800-კმ 17+400) გულისხმობს არსებული გზის გაფართოებას და განახლებას.

ამჟამად მიმდინარეობს „A“ და „B“ მონაკვეთების განსახლების პროგრამა. ზემოაღნიშნული პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პროექტისთვის გამოყენების ფარგლებში, შემუშავებულია „მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა“, რომელიც მოიცავს ნებაყოფლობითი და არანებაყოფლობითი განსახლების პროცედურებს. გეგმის ფარგლებში, „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მესაკუთრეთა უმეტეს ნაწილთან მიღწეულია. მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება ვერ შედგა პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეულ, შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიასთან“ და ასევე შპს „ავზი-94-თან“.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეისწავლაწარმოდგენილი განცხადებები, თანდართულიდოკუმენტაცია და მიზანშეწონილად მიიჩნია, დააკმაყოფილოს „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“შუამდგომლობა შემდეგ გარემოებათა გამო:

საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად − ს/კ 01.18.11.001.017-ით რეგისტრირებული უძრავ ნივთი და მასზე განთავსებული ავტოგასამართი სადგური (ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილზე, რესტორან „მარაბდის“ მარცხენა მხარეს) საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ (პ/ნ 404391136) სახელზე.დადგენილია, რომ მესაკუთრესთანშეუთანხმებლობის მიზეზი ქონების გამოსასყიდი ღირებულებაა.

საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად − ს/კ 81.05.02.170-ით რეგისტრირებული უძრავ ნივთი 11 501 კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1, №2, №3, №4 ბენზინგასამართი სადგური და საკვების ობიექტი, სხვა ფართი (ქ. თბილისი, სოფელი ფონიჭალა, ცოტნე დადიანის ქუჩა №6) საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს „ავზი-94“-ის (პ/ნ 226521092) სახელზე.დადგენილია, რომ პროექტის ზემოქმედების ქვეშ ექცევა უძრავი ქონების მცირე ნაწილი (71 კვ.მ).

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძოინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. კონსტიტუციის 21-ე მუხლი უარყოფსიმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძოინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.ამასთან, ამავე კანონის მესამე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით „მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და სუბიექტი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება“.

ვინაიდან სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მიერ ვერ ხერხდება ზემოთ მითითებულ კერძო მესაკუთრეებთანუძრავი ქონების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით,„თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით,საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით“.

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 27 ივნისის სხდომის ოქმისა და დასკვნის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. თბილისი − წითელი ხიდის საავტომობილო გზის (თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის) რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს“ მიენიჭოს ექსპროპრიციის უფლება პროექტის ფარგლებში მოქცეულშემდეგ მესაკუთრეთა უძრავ ქონებაზე:

1.1 მესაკუთრე შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ (404391136) − უძრავი ქონება (ს/კ 01.18.11.001.017) რეგისტრირებული მთლიანი ფართი 181.00 კვ.მ. და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა.

1.2. მესაკუთრე შპს „ავზი-94“ (226521092) − უძრავი ქონება (ს/კ 81.05.02.170) რეგისტრირებული ფართის 11501 კვ.მ-ის ნაწილი 71 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ,№6).

 

 

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                     ნინო ჯავახაძე