„მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 22 ივლისის №132 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №103 |
|
2017 წლის 31 აგვისტო ქ. თბილისი |
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
ეს წესი აწესრიგებს მსჯავრდებულთა მიერ ხანგრძლივი პაემნის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს.“.
2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის თაობაზე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) წერილობით უნდა იქნეს ინფორმირებული ორი კვირით ადრე, სადაც მითითებული უნდა იყოს შუამდგომლობა ამ წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა დაწესებულების დირექტორს უნდა წარუდგინოს ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.
3. მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მსჯავრდებულს უფლება აქვს ისარგებლოს ხანგრძლივი პაემნით, რომელიც გრძელდება არაუმეტეს 23 საათისა. მსჯავრდებულს, მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობითა და სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, კუთვნილი ხანგრძლივი პაემანი წელიწადში ერთხელ შეიძლება გაუგრძელდეს არაუმეტეს 47 საათამდე.“;
ბ) მე-2 პუნქტის:
ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში წლის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 1 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი;“;
ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 2 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი.“;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ხანგრძლივი პაემანი ხორციელდება დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ, ხანგრძლივი პაემნებისათვის გამოყოფილ პაემნის ოთახში, დაწესებულების წარმომადგენლის დაუსწრებლად.“;
დ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
ე) მე-5 – მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ხანგრძლივი პაემნის განხორციელებისას, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დროის განმავლობაში, მსჯავრდებულთან ერთად ხანგრძლივ პაემანზე ერთდროულად შეიძლება იმყოფებოდეს:
ა) არაუმეტეს ერთი სრულწლოვანი პირი, რომელსაც დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, შეიძლება თან ახლდეს ერთზე მეტი არასრულწლოვანი პირი;
ბ) დაწესებულების დირექტორის ნებართვით, არაუმეტეს ორი სრულწლოვანი პირი.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაწესებულებაში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობისას სრულწლოვან პირთან თანმხლები ერთზე მეტი არასრულწლოვანი პირი/პირები შესაძლებელია ხანგრძლივ პაემანზე იმყოფებოდეს/იმყოფებოდნენ დღის 16:00 საათამდე.
7. ერთზე მეტი არასრულწლოვნის ყოფნის შემთხვევაში ხანგრძლივ პაემანზე მისული სრულწლოვანი პირი ვალდებულია დაწესებულებას წინასწარ აცნობოს იმ პირის ვინაობა, რომელსაც დღის 16:00 საათის შემდგომ ჩააბარებს არასრულწლოვანს/არასრულწლოვნებს.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პირის, რომელსაც ევალება დღის 16:00 საათის შემდგომ არასრულწლოვნის/არასრულწლოვნების ჩაბარება, გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ხანგრძლივი პაემანი წყდება და ითვლება ჩატარებულად. აღნიშნულ შემთხვევაში ხანგრძლივ პაემანზე მისული პირი/პირები ვალდებულნი არიან დატოვონ დაწესებულების ტერიტორია.“;
ვ) მე-8 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:
„81. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სრულწლოვანი პირებიდან ერთ-ერთი პირი ვალდებულია დაწესებულების ტერიტორია დატოვოს დღის 16:00 საათამდე. ურის თქმის შემთხვევაში, ხანგრძლივი პაემანი წყდება და ითვლება ჩატარებულად. აღნიშნულ შემთხვევაში ხანგრძლივ პაემანზე მისული პირები ვალდებულნი არიან დატოვონ დაწესებულების ტერიტორია.“;
ზ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ხანგრძლივი პაემანი არ ეძლევა:
ა) საკარანტინო რეჟიმში მყოფ მსჯავრდებულს;
ბ) მსჯავრდებულს, რომელსაც შეფარდებული აქვს დისციპლინური პატიმრობა ან მოთავსებულია სამარტოო საკანში.“.
4. მე-4 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. თუ მსჯავრდებულს ხანგრძლივი პაემანი ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გაუგრძელდა არაუმეტეს 47 საათისა, ამ შემთხვევაში ხანგრძლივი პაემნის საფასურის ოდენობა განისაზღვრება 120 ლარით, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში – 60 ლარით.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. იმ შემთხვევაში, თუ პაემნის ჩატარებამდე მსჯავრდებულს დაეკისრება დისციპლინური სახდელი – სამარტოო საკანში მოთავსება, შეეფარდა დისციპლინური პატიმრობა ან გადაყვანილი იქნა საკარანტინო რეჟიმში, მას ხანგრძლივი პაემანი აღარ მიეცემა.“.
5. მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პაემნის ოთახს იცავს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის ან უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე/მოსამსახურეები.“;
ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ სტუმარს, რომელიც პაემნის ოთახის საკონტროლო-გამშვებ პუნქტში გადის, განზრახული აქვს შეიტანოს პაემნის ოთახში აკრძალული ნივთები, ნივთიერებები და აკრძალული საკვები პროდუქტები ან გაიტანოს არაკანონიერად შეძენილი მატერიალური ფასეულობები, დაწესებულების წარმომადგენელი ამ პირს განუცხადებს, რომ მას შესვლის/გამოსვლის უფლება მიეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი თანხმობას განაცხადებს მისი კუთვნილი ნივთებისა და ტანსაცმლის შემოწმებაზე. შემოწმების შედეგად გადამალული საგნების, ნაკეთობების ან ნივთიერებების აღმოჩენისას ოპერატიული მორიგის გამოძახების საფუძველზე უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი შეაჩერებს პირს და დაუყოვნებლივ აცნობებს სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტს და შესაბამის საგამოძიებო ორგანოს საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად.
7. პაემნის ოთახის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სტუმრის შეჩერების შესახებ ყარაულის უფროსი აკეთებს ჩანაწერს პუნქტის ჟურნალში და მიუთითებს როდის, ვინ და რა მიზეზით იქნა შეჩერებული შესამოწმებლად, ვინ ატარებს შემოწმებას და შემოწმების შედეგები.“.
6. მე-9 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებაში, რომელშიც განთავსებულია მსჯავრდებული, არ არის ხანგრძლივი პაემნის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა, მსჯავრდებული შესაძლებელია, სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით, დროებით გაიყვანონ იმ დაწესებულებაში, სადაც შესაძლებელია ხანგრძლივი პაემნის განხორციელება.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მსჯავრდებულის სხვა დაწესებულებაში გაყვანის შემთხვევაში, მასზე ვრცელდება ის უფლებები, რომლებიც განსაზღვრულია იმ ტიპის/რისკის დაწესებულებისთვის, სადაც განთავსებული იყო მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად.“.
|