„იურიდიული პირების მიერ ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის გამოყენებით ვალუტით ელექტრონული ვაჭრობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 31 ივლისის N72/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№106/04
სარეგისტრაციო კოდი
190040000.18.011.016250
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/07/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №106/04

2017 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

 


„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„იურიდიული პირების მიერ ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის გამოყენებით ვალუტით ელექტრონული ვაჭრობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 31 ივლისის №72/04 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სისტემაში გამოქვეყნებული კურსი ნიშნავს მონაწილის მზადყოფნას აღნიშნული კურსით განახორციელოს გარიგება 200 000 (ორასი ათასი) აშშ დოლარის (ან შესაბამისი ეკვივალენტის სხვა უცხოურ ვალუტაში) ფარგლებში სპოტ ანგარიშსწორებით. გარიგების კონკრეტული პირობების და უფრო დიდი მოცულობის გარიგებებზე კურსის შეთანხმება ხდება მხარეთა შორის დამატებით. ამ პუნქტის მიზნებისათვის, ერთი კლიენტის მიერ სისტემაში გამოქვეყნებულ თითოეულ კურსთან მიმართებით გაგზავნილი რამოდენიმე განაცხადი განიხილება ერთ განაცხადად და დაკმაყოფილდება მხოლოდ ამ პუნქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, მიუხედავად განაცხადით მოთხოვნილი მოცულობისა.“

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. თუ გარიგების ერთ-ერთი მხარე არის სისტემის მონაწილე არასაბანკო დაწესებულება, ხოლო მეორე მხარე – კომერციული ბანკი, ეს უკანასკნელი ანგარიშსწორებას ახორციელებს მხოლოდ არასაბანკო დაწესებულების მიერ ანგარიშსწორების განხორციელების შემდეგ, თუ მხარეთა შორის დამატებით სხვა რამ არ არის შეთანხმებული. ამასთან:

ა) თუ სისტემის მონაწილე არასაბანკო დაწესებულების მიერ ანგარიშსწორების განხორციელების შემდეგ, კომერციული ბანკის მიერ ანგარიშსწორებისთვის დარჩენილია შესაბამისი ვალუტისთვის არსებული ანგარიშსწორების შეზღუდვის/შეჩერების დრომდე 1 საათზე ნაკლები, კომერციული ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს ანგარიშსწორება შემდეგ საბანკო დღეს;

ბ) სისტემის მონაწილე კომერციული ბანკის მიერ ანგარიშსწორება ჩაითვლება ჯეროვნად შესრულებულად, თუ ის ანგარიშსწორებას განახორციელებს ამისთვის დადგენილ ვადაში, მიუხედავად იმისა, განახორციელებს თუ არა სისტემის მონაწილის ანაგარიშსწორების ანგარიშის მომსახურე ბანკი სისტემის მონაწილის ანგარიშზე თანხის ასახვას;

გ) თუ გარიგებით გათვალისწინებული ანგარიშსწორება ხორციელდება იმავე კომერციულ ბანკში არსებულ ანგარიშებზე, ასეთი კომერციული ბანკი უფლებამოსილია სისტემის მონაწილის მიერ განსახორციელებელი ანგარიშსწორების თანხა უაქცეპტოდ ჩამოჭრას სისტემის მონაწილის ანგარიშიდან.

22. ამ მუხლის 21 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, კომერციული ბანკის მიერ ანგარიშსწორება ჩაითვლება გარიგებით გათვალისწინებულ დღეს განხორციელებულად და ეს არ ჩაითვლება გარიგების ანგარიშსწორების ვადის დარღვევად.“.

3. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმ შემთხვევაში, თუ სისტემის მონაწილე არ ან ვერ უზრუნველყოფს ანგარიშსწორებას გარიგების ანგარიშსწორების დღეს, ანგარიშსწორება ხორციელდება მომდევნო საბანკო დღეს. ამასთან, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საჯარიმო პროცენტი დაეკისრება მხოლოდ იმ მონაწილეს, რომლის მიზეზითაც ვერ მოხდა ანგარიშსწორება გარიგებით გათვალისწინებულ დღეს.“.

4. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გარიგების ანგარიშსწორების ვადის დარღვევისათვის სისტემის მონაწილე ვალდებულია მეორე მხარეს დაგვიანებულ თანხაზე დამატებით გადაუხადოს საჯარიმო პროცენტი ანგარისწორების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. წლიური საჯარიმო პროცენტი ეროვნული ვალუტის თანხის დაგვიანების შემთხვევაში არის ანგარიშსწორების დღის TIBR1-ის განაკვეთს დამატებული 5 პროცენტული პუნქტი, ხოლო უცხოური ვალუტის თანხის დაგვიანების შემთხვევაში – შესაბამის ვალუტაში ოვერნაითის LIBOR-ის განაკვეთს დამატებული 5 პროცენტული პუნქტი. ამასთან, თუ შესაბამის უცხოურ ვალუტაში არ დგნდება LIBOR-ის განაკვეთი, მაშინ საჯარიმო პროცენტი არის შესაბამისი ვალუტის ქვეყანაში დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 5 პროცენტული პუნქტი.“.

5. მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. გარიგების გაუქმების შემთხვევაში, გარიგების შესაბამისად გადახდილი თანხა მიმღებმა სრულად უნდა დაუბრუნოს გადამრიცხველს არაუგვიანეს გარიგების გაუქმების დღისა. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თანხის მიმღებს მეორე მხარის სასარგებლოდ ეკისრება ჯარიმა ეროვნული ვალუტის თანხის შემთხვევაში მასზე დარიცხული TIBR1-ის განაკვეთს დამატებული 5 პროცენტული პუნქტის შესაბამისი თანხა, ხოლო უცხოური ვალუტის თანხის შემთხვევაში, მასზე დარიცხული LIBOR-ის განაკვეთს დამატებული 5 პროცენტული პუნქტის შესაბამისი თანხა, ხოლო თუ შესაბამის უცხოურ ვალუტაში არ დგინდება LIBOR-ის განაკვეთი, მაშინ შესაბამისი ვალუტის ქვეყანაში დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 5 პროცენტული პუნქტის შესაბამისი თანხა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე