„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ახლად რეორგანიზებულ სამინისტროს ინსტიტუციური უნარის გასაძლიერებლად ინსტიტუციური განვითარების ფონდის გრანტის შესახებ“
მიღების თარიღი 28.03.2006
ძალაში შესვლა 31.05.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480190000.03.030.000602
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 01/08/2006
დამატებითი მეტამონაცემები (5)
| კატეგორია | გამოყოფილი საგრანტო თანხა (აშშ დოლარებში) |
| (1) საკონსულტაციო მომსახურება | 258,000 |
| (2) სწავლება და სემინარები | 110,000 |
| (3) საქონელი | 20,000 |
| სულ: | 388,000 |
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ახლად რეორგანიზებულ სამინისტროს ინსტიტუციური უნარის გასაძლიერებლად ინსტიტუციური განვითარების ფონდის გრანტის შესახებ“
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
.MsoPapDefault {margin-bottom:10.0pt; line-height:115%;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
მსოფლიო ბანკი
რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი
საერთაშორისო განვითარების ასოციაცია
2006 წლის 28 მარტი
მის აღმატებულებას, ბ-ნ ალექსი ალექსიშვილს,
ფინანსთა მინისტრს
ფინანსთა სამინისტრო
ი. აბაშიძის ქ. 70
თბილისი 0062 საქართველო
ბატონო ალექსი,
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
ახლად რეორგანიზებული სამინისტროს ინსტიტუციური უნარის გასაძლიერებლად
ინსტიტუციური განვითარების ფონდის გრანტის
(გრანტის ნომერი
TF 056507)
შ ე ს ა ხ ე ბ
გწერთ რეკონსტრუქციისა და განვითარების საეთაშორისო ბანკის („ბანკი“) სახელით, რათა გაცნობოთ ბანკის თანხმობა საქართველოს („მიმღები“) გადასცეს გრანტი („გრანტი“) სამას ოთხმოცდარვა ათასი ($388,000) აშშ დოლარის ფარგლებში.
გრანტი გაიცემა ფინანსური დახმარების შესახებ მიმღების თხოვნის საპასუხოდ. გრანტის მიზნები და პირობები მოცემულია წინამდებარე ხელშეკრულების დანართში. ქვემოთ მოცემულ ხელშეკრულებაზე წერილობითი თანხმობით მიმღები ადასტურებს, რომ იგი უფლებამოსილია მიიღოს და განკარგოს გრანტი აღნიშნული მიზნებისა და პირობების შესაბამისად.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბანკის პოლიტიკის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლისა და მიმღებისგან თანხმობის მიღების შემდეგ, წინამდებარე ხელშეკრულება და მასთან დაკავშირებული ყოველგვარი ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდება. მიმღები ხელშეკრულებაზე ხელმოწერით იმავდროულად გამოხატავს თანხმობას ინფორმაციის ამგვარ საჯაროობაზე.
ზემოთ მოყვანილთან დაკავშირებით თქვენი თანხმობა გთხოვთ დაადასტუროთ მიმღების სახელით დასმული ხელმოწერით. გთხოვთ, აგრეთვე, მიუთითოთ ხელმოწერის თარიღი და ამ ხელშეკრულების ერთი პირი უკან დაგვიბრუნოთ.
თქვენ მიერ ხელმოწერილი წინამდებარე ხელშეკრულება ჩაითვლება ძალაში შესულად მას შემდეგ, რაც ბანკი მიიღებს მისთვის დამაკმაყოფილებელ დამადასტურებელ საბუთს იმის თაობაზე, რომ მიმღებმა შექმნა წინამდებარე ხელშეკრულების დანართის მე-2 თავში ხსენებული სამუშაო ჯგუფი ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ტექნიკური დავალებითა და შემადგენლობით.
ღრმა პატივისცემით,
საერთაშორისო რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი
(ხელმოწერა)
დონა მ. დოუსეთ-კოიროლო
საქართველოსთან თანამშრომლობის პროგრამის დირექტორი
სამხრეთ კავკასიის ქვეყნების განყოფილება,
ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონი
შეთანხმებულია:
საქართველო
ხელმოწერა
სახელი, გვარი
თანამდებობა
თარიღი
დანართი
გრანტის მიზნები და პირობები
1.
მიზნები და ქმედებები
1.1. გრანტის მიზანია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების (გდბრ) სამინისტროს ინსტიტუციურ შესაძლებლობათა გაზრდა ამ დაწესებულებაში ანგარიშგების სისტემის გაძლიერებითა და საბიუჯეტო სახსრების შესრულების მაჩვენებლებზე დამყარებული განკარგვის გაუმჯობესებით. გრანტი გაიცემა შემდეგი ქმედებების („ქმედებები“) განსახორციელებლად:
(a)
ტექნიკური დახმარების აღმოჩენა ანგარიშგების სისტემის გასაუმჯობესებლად, რისთვისაც მოხდება: (i) ინტენსიური სწავლების პროგრამის შემუშავება და განხორციელება გდბრ სამინისტროს ცენტრალური და რეგიონული ქვედანაყოფების მიერ ანგარიშგების ახალი სისტემის შესათვისებლად; (ii) შესრულების ხარისხის უზრუნველსაყოფად ნათელი და გამჭვირვალე მექანიზმის დანერგვისთვის ახალი სახელმძღვანელო ინსტრუქციის შემუშავება; (iii) შესრულების ხარისხის უზრუნველმყოფი მმართველობის მექანიზმის შესასწავლი და გუნდური სულისკვეთების გამაძლიერებელი სპეციალიზებული სემინარებისა და საგანმანათლებლო ტურების მოწყობა;
(b)
ტექნიკური დახმარების აღმოჩენა გდბრ სამინისტროში ფინანსური ანგარიშგებისა და შესრულების მაჩვენებლებზე დაყრდნობით ბიუჯეტის შედგენის უნარის გასაძლიერებლად, რისთვისაც მოხდება: (i) ინტენსიური სწავლების პროგრამის შემუშავება და განხორციელება საბიუჯეტო სახსრების განკარგვის, ფინანსური ანგარიშგების, ბიუჯეტის შედგენის და შესრულების კონტროლის სფეროებში; და (ii) გდბრსამინისტროს მხრიდან საზოგადოების წინაშე ანგარიშგების მექანიზმისა და სასწავლო პროგრამების განხორციელებისთვის შესატყვისი მექანიზმების შემუშავება; და
(c)
ტექნიკური დახმარების აღმოჩენა (i) შესრულების მაჩვენებლების შეფასებისთვის კითხვარის შესამუშავებლად; და (ii)გრანტის აუდიტის ჩასატარებლად.
2.
განხორციელების ზოგადი საკითხები
სამუშაო ჯგუფის ზოგადი ხელმძღვანელობით მოქმედი გდბრ სამინისტროს ქვეშ არსებული პროექტების განმახორციელებელი ჯგუფის მეშვეობით მიმღები: (a) განახორციელებს ქმედებებს სრული პასუხისმგებლობით და ეფექტურობით; (b) დროულად გამოყოფს 70,000 აშშ დოლარის ეკვივალენტური ღირებულების ნატურალური თანამონაწილეობას თანხის, შენობების, მომსახურებისა და სხვა რესურსების სახით, რაც საჭიროა ქმედებების განსახორციელებლად; (c) მოთხოვნისამებრ მიაწვდის ბანკს სრულ ინფორმაციას ქმედებებთან და საგრანტო სახსრების გამოყენებასთან დაკავშირებით; (d) პერიოდულად გაუზიარებს შეხედულებებს ბანკის წარმომადგენლებს ქმედებების მიმდინარეობისა და შედეგების თაობაზე; და (e) მიიღებს ყველა საჭირო ზომას იმისთვის, რომ ბანკის წარმომადგენლებს ხელი შეუწყოს მიმღების ტერიტორიაზე გრანტთან დაკავშირებული მიზნით ვიზიტის უზრუნველყოფაში.
ზემოთ ნახსენების შეუზღუდავად, მიმღები ვალდებულია ბანკის მოთხოვნისამებრ ქმედებების დამთავრების შემდეგ დროულად მოამზადოს და ბანკს წარუდგინოს ანგარიში ქმედებების განხორციელების შედეგებისა და მათი ზეგავლენის შესახებ იმ ფორმითა და შინაარსით, რაც მისაღები იქნება ბანკისთვის.
3.
შესყიდვა
3.1.
თუ ბანკის მხრიდან არ იქნა თანხმობა სხვა რამეზე, გრანტის სახსრებით დასაფინანსებელი ქმედებების შესასრულებლად საქონლისა და საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა უნდა განხორციელდეს წინამდებარე დანართის
I
დამატების დებულებების შესაბამისად.
3.2.
მიმღებმა უნდა უზრუნველყოს, რომ გრანტის თანხებით დასაფინანსებელი იმპორტირებული საქონელი დაზღვეულიიქნეს შეძენის, ტრანსპორტირების ან გამოყენებისა თუ მონტაჟის ადგილამდე მიწოდებასთან დაკავშირებული საფრთხეებისაგან. ამ დაზღვევის საზღაური უნდა იხდებოდეს თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში ამ საქონლის შესაცვლელად ან შესაკეთებლად. მიმღებმა უნდა უზრუნველყოს, რომ ქმედებებისთვის გამოყენებულინაგებობების ექსპლუატაცია და რემონტი განხორციელდეს სათანადო წესებით და რომ ამ ნაგებობების შეკეთება თუ განახლება საჭიროების შემთხვევაში ჩატარდეს დროულად.
4.
გრანტის სახსრების გატანა
4.1.
გრანტის სახსრების ჩარიცხვა მოხდება მიმღების სახელზე ბანკის მიერ თავის საბუღალტრო დოკუმენტებში გახსნილ ანგარიშზე („საგრანტო ანგარიში“). ამ ანგარიშიდან მიმღების მიერ თანხის გატანა შეიძლება განხორციელდეს გრანტის სახსრებით დასაფინანსებელი ქმედებებისთვის საქონლისა და საკონსულტაციო მომსახურების შეძენაზე ხარჯების გასაწევად, წინამდებარე (მე-4) მუხლის დებულებების შესაბამისად.
4.2.
ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემულია იმ კატეგორიათა ჩამონათვალი, რომლებიც შეიძლება დაფინანსდეს გრანტის სახსრებით მხოლოდ და მხოლოდ ქმედებების განხორციელების მიზნით:
კატეგორია
გამოყოფილი
საგრანტო თანხა
(აშშ დოლარებში)
გრანტით
დასაფინანსებელი
ხარჯის %
(1) საკონსულტაციო მომსახურება
258,000
100%
(2) სწავლება და სემინარები
110,000
100%
(3) საქონელი
20,000
100%
სულ:
388,000
ამ მუხლის მიზნებისათვის, „სწავლება და სემინარები“ ნიშნავს ქმედებებით გათვალისწინებული სასწავლო კურსების და სემინარების ჩატარებაზე, სასწავლო ტურების მოწყობაზე და სხვა მსგავს ღონისძიებებზე გაწეულ ხარჯს მათში მონაწილეობის მიღების საზღაურის, მონაწილეთა სამგზავრო ხარჯებისა და დღიური სახარჯო თანხის ჩათვლით.
4.3.
ზემოთ მოყვანილი 4.2 მუხლის დებულებათა მიუხედავად:
(a)
საგრანტო ანგარიშიდან თანხები არ უნდა იქნეს გატანილი: (i) ბანკის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერის თარიღამდე გაწეული ხარჯის დასაფარად; ან (ii) რომელიმე პიროვნების ან ორგანიზაციისთვის თანხის გადასახდელად ან საქონლის იმპორტისათვის, თუ ეს გადახდა ან იმპორტი, ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციით, აკრძალულია გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, გაეროს წესდების
VII
თავის შესაბამისად.
(b)
საგრანტო ანგარიშიდან თანხა არ უნდა იქნეს გატანილი მიმღების მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღიდან („გრანტის დახურვის თარიღი“) სამი წლის განვლის შემდეგ. თუმცა, გრანტის დახურვის თარიღის შემდეგ შესაძლებელია თანხების გატანა იმ ხარჯისათვის, რომელიც გაწეული იქნა დახურვის თარიღამდე, თუკი განაცხადს თანხის გატანის შესახებ ბანკი მიიღებს დახურვის თარიღიდან ოთხი თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ საგრანტო ანგარიშზე დარჩენილი ნებისმიერი თანხა გაუქმდება; და
(c)
გრანტის სახსრების გამოყენება მიმღების მიერ ან მის ტერიტორიაზე, ანდა საგრანტო სახსრებით დასაფინანსებელი საქონლისა და საკონსულტაციო მომსახურების იმპორტირების, წარმოების, შესყიდვისა თუ მიწოდებისათვის დაწესებული გადასახადების გადასახდელად ექვემდებარება ბანკის პოლიტიკას, რომელიც მოითხოვს თავისი სასესხო და საგრანტო სახსრების ეკონომიასა და ეფექტურ ხარჯვას. ამასთან დაკავშირებით, თუ ბანკი დაადგენს, რომ რომელიმე ამგვარი გადასახადის ოდენობა გადამეტებულია, ან რომ ასეთი გადასახადი დისკრიმინაციულია ან დაუსაბუთებელია, შესაძლოა ბანკმა შეცვალოს 4.2 მუხლის ცხრილში მითითებული გრანტის სახსრებით დასაფინანსებელი ხარჯის პროცენტული წილი, რათა უზრუნველყოს ბანკის პოლიტიკასთან შესაბამისობა, რის შესახებაც აცნობებს მიმღებს.
(d)
თუ 4.2 მუხლში მითითებულ ცხრილში რომელიმე კატეგორიისათვის გამოყოფილ საგრანტო თანხას ბანკი ჩათვლის არასაკმარისად ამ კატეგორიის ხარჯების დასაფინანსებლად, მაშინ ბანკმა მიმღებისადმი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე შესაძლოა დაამატოს ამ კატეგორიას გრანტის სახსრები სხვა კატეგორიისთვის გათვალისწინებული თანხიდან, რომლისთვისაც, ბანკის შეხედულებით, ეს თანხა არ იქნება საჭირო.
4.4. როცა მიმღები განიზრახავს საგრანტო ანგარიშიდან თანხის გატანას, მან ბანკს უნდა წარუდგინოს ამ თანხის გატანის შესახებ წერილობითი განაცხადი, შევსებული ბანკის მიერ დადგენილი ფორმით. თანხის გასატან განაცხადს: (a)
მიმღების სახელით ხელი უნდა მოაწეროს მიმღების ფინანსთა მინისტრმა, ან მისგან წერილობითი უფლებამოსილების მქონე პირმა; და (b) თან უნდა ახლდეს შესაბამისი დოკუმენტები, რომლებსაც ბანკი მოითხოვს. თანხის გამოტანის პირველ განაცხადს თან უნდა ახლდეს განაცხადზე ხელმომწერი უფლებამოსილი პირის ხელმოწერის დამოწმებული ნიმუშები. გრანტის სახსრების გატანის ყოველი განაცხადი და თანდართული დოკუმენტები თავისი ფორმითა და შინაარსით უნდა აკმაყოფილებდეს ბანკის მოთხოვნებს და ადასტურებდეს, რომ მიმღები უფლებამოსილია გაიტანოს მითითებული თანხა საგრანტო ანგარიშიდან და რომ ეს თანხა მოხმარდება ქმედებების განხორციელებას. საგრანტო ანგარიშიდან მიმღების მიერ გამოტანილ თანხებს ბანკი გადაიხდის მხოლოდ მიმღების მოთხოვნის საფუძველზე.
4.5. ქმედებების განხორციელების ხელშესაწყობად მიმღებმა შეიძლება გახსნას და იქონიოს სპეციალური სადეპოზიტო ანგარიში (სპეციალური ანგარიში) აშშ დოლარებში ხაზინის უცხოური ვალუტის ქვეანგარიშზე საქართველოს ეროვნულ ბანკში, ბანკისთვის მისაღები პირობებით, რაც გულისხმობს სათანადო დაცვას გამოქვითვის, კონფისკაციისა და დაყადაღებისაგან. ამ სპეციალურ ანგარიშზე თანხის შეტანა და გატანა უნდა განხორციელდეს წინამდებარე დანართის
II
დამატების დებულებების შესაბამისად.
4.6. ბანკმა შეიძლება საგრანტო ანგარიშიდან თანხების გატანა მოითხოვოს ხარჯის ანგარიშგების საფუძველზე შემდეგი ტიპის დანახარჯებთან დაკავშირებით: (a)
არა უმეტეს 50,000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ღირებულების საკონსულტაციო ფირმების მომსახურება; (b)
არა უმეტეს 25,000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ღირებულების ინდივიდუალური კონსულტანტების მომსახურება; (c) საქონელი; (d) სწავლება და სემინარები. ყველა შემთხვევაში თანხა გაიცემა იმ პირობებით, რაც ჩამოყალიბებულია მიმღებისადმი ბანკის შეტყობინებაში.
4.7. გრანტის სახსრების გატანა უნდა მოხდეს აშშ დოლარებში. თუმცა ბანკმა, მოქმედებს რა როგორც მიმღების აგენტი, მისი მოთხოვნის საფუძველზე საგრანტო ანგარიშიდან გამოტანილი გრანტის სახსრებით უნდა შეისყიდოს ის ვალუტები, რომლებიც გამოყენებული იქნება გრანტის სახსრებით დაფინანსებული ხარჯების დასაფარად. საჭიროების შემთხვევაში, წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში ერთი ვალუტის კურსს მეორის მიმართ განსაზღვრავს ბანკი.
5.
ანგარიშები და აუდიტი
(a)
მიმღებმა უნდა იქონიოს ან უზრუნველყოს ფინანსური მართვის სისტემის ქონა, ჩანაწერების და ანგარიშების ჩათვლით; მოამზადოს ფინანსური უწყისები ბანკისთვის მისაღები საბუღალტრო სტანდარტების დაცვითა და ქმედებებთან დაკავშირებული ოპერაციების, რესურსებისა და ხარჯის ადეკვატური ასახვით.
(b)
მიმღებმა: (i)
გრანტის განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში უნდა იქონიოს ბანკისთვის მისაღები დამოუკიდებელი აუდიტორების მიერ შემოწმებული და აუდიტის სტანდარტების შესაბამისად შედგენილი (a) ქვეპუნქტში ნახსენები ფინანსური უწყისები; (ii) ბანკს უნდა წარუდგინოს უმოკლეს ვადაში, მაგრამ გრანტის დახურვის წლის ბოლოდან არა უგვიანეს ექვსი თვისა (A)
გრანტის განხორციელების მთელ პერიოდთან დაკავშირებული (a) ქვეპუნქტში აღნიშნული ფინანსური უწყისების დამოწმებული ასლები და
(B)
ხსენებულ აუდიტორთა მიერ ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით ჩამოყალიბებული დასკვნები;
(iii)
წარუდგინოს ბანკს სხვა ინფორმაცია ამ ჩანაწერებისა და ანგარიშების შესახებ და აუდიტორული დასკვნა ფინანსურ უწყისებზე, ბანკის მხრიდან რაციონალური მოთხოვნის შესაბამისად.
(c)
საგრანტო ანგარიშიდან გატანილი ყველა თანხისთვის, რომელიც მოხმარდა ხარჯთაღრიცხვის უწყისში წარმოდგენილ დანახარჯებს, მიმღებმა უნდა: (i) შეინახოს ყველა ჩანაწერი (კონტრაქტები, ორდერები, ინვოისები, ქვითრები და სხვა დოკუმენტები) სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში მაინც იმ წლის დასასრულიდან, რომლის თაობაზეც ბანკმა მიიღო აუდიტის დასკვნა ან იმ ფისკალური წლის დასასრულიდან, რომელშიც განხორციელდა საგრანტო ანგარიშიდან თანხის ბოლო გატანა; (ii) მისცეს ბანკის წარმომადგენლებს ამ ჩანაწერების შემოწმების საშუალება; (iii) უზრუნველყოს, რომ ხარჯთაღრიცხვის უწყისები ჩართული იქნეს აუდიტორულ შემოწმებაში ყოველ ფისკალურ წელს, ან ბანკთან შეთანხმებულ რომელიმე სხვა პერიოდში, რაზედაც მითითებულია (b) ქვეპუნქტში.
(d)
მიმღებმა ექვს თვეში ერთხელ ბანკს უნდა წარუდგინოს მისთვის მისაღები ფინანსური მონიტორინგის ანგარიშები, ყოველი ნახევარწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ 45 დღის განმავლობაში.
6.
გრანტის შეჩერება და შეწყვეტა
6.1.
ბანკს შეუძლია ნებისმიერ დროს შეუჩეროს მიმღებს საგრანტო ანგარიშიდან თანხების გატანის უფლება და შეატყობინოს მას ამის შესახებ, თუ ადგილი ექნა და გრძელდება ქვემოთ ჩამოთვლილ მოვლენათაგან ერთ-ერთი: (a)
გატანილი თანხები არ იქნა გამოყენებული ბანკსა და მიმღებს შორის შეთანხმებული მიზნებისთვის; (b)
ღონისძიებები არ იქნა განხორციელებული ბანკსა და მიმღებს შორის შეთანხმებული სტანდარტებისა და მეთოდების შესაბამისად; (c) მიმღებმა ვერ მოახერხა აქ მითითებული რომელიმე ვალდებულების შესრულება; ან (d) მიმღებს, ან მისი გარანტიის საფუძველზე რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკიდან სესხის მიმღებ სხვა უწყებას შეუჩერდა სახსრების გატანის უფლება რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან სესხის შესახებ გაფორმებული, ან საერთაშორისო განვითარების ასოციაციასთან კრედიტის, გრანტის ან სხვა სახის დაფინანსების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
6.2.
მიმღებისთვის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე ბანკს შეუძლია შეუწყვიტოს მას საგრანტო ანგარიშიდან თანხების გამოტანის უფლება და გააუქმოს გრანტის გადაურიცხავი სახსრები: (a) 6.1 მუხლის შესაბამისად, მიმღებისთვის საგრანტო ანგარიშიდან თანხების გატანის უფლების შეჩერების შემდეგ ნებისმიერ დროს; ან (b) თუ გრანტის დამტკიცების თაობაზე ბანკის მიერ მიმღებისთვის შეტყობინებიდან შვიდი თვის განმავლობაში მიმღებმა ვერ მოახერხა ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ზომების მიღება ქმედებების განსახორციელებლად.
დამატება
I
შესყიდვა
ნაწილი
I
.ზოგადი საკითხები
A.
ყველა საქონელი და მომსახურება (საკონსულტაციო მომსახურების გარდა) შესყიდული უნდა იქნეს 2004 წლის მაისით დათარიღებული დოკუმენტის „სახელმძღვანელო: შესყიდვა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის სესხებისა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის კრედიტების სახსრებით“, (ანუ „შესყიდვის წარმოების სახელმძღვანელო“)
I
თავის (გარდა ამ თავის 1.16 პუნქტისა) და ამ დამატების დებულებების შესაბამისად.
B.
ყველა საკონსულტაციო მომსახურება შესყიდული უნდა იქნეს 2004 წლის მაისით დათარიღებული დოკუმენტის „სახელმძღვანელო: კონსულტანტთა შერჩევა და დასაქმება მსოფლიო ბანკის მსესხებელთა მიერ“ („საკონსულტაციო მომსახურების სახელმძღვანელო“)
I
და
IV
თავების (გარდა
I
თავის 1.24 აბზაცისა) და ამ დამატების დებულებების შესაბამისად.
C.
წინამდებარე დამატებაში დახრილი შრიფტით ჩაწერილი ტერმინები, რომლებიც შესყიდვის სხვადასხვა მეთოდს ან ბანკის მიერ ცალკეული კონტრაქტების შემოწმების ამა თუ იმ მეთოდს გამოხატავს, ამ დამატებაში ნახმარია ისეთი მნიშვნელობით, როგორიც მათ აქვთ მინიჭებული „შესყიდვების სახელმძღვანელოში“ ან „საკონსულტაციო მომსახურების სახელმძღვანელოში“, შემთხვევიდან გამომდინარე.
ნაწილი
II.
საქონლისა და მომსახურების (გარდა საკონსულტაციო მომსახურებისა) შესყიდვის ცალკეული მეთოდები
დახლიდან შესყიდვა.
საქონელი შესყიდული უნდა იქნეს დახლიდან შესყიდვის საფუძველზე დადებული კონტრაქტებით.
ნაწილი
III.
საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის ცალკეული მეთოდები
A.
ხარისხსა და ფასზე დაფუძნებული შერჩევა.
თუ ამ ნაწილის „
B
“ ნაწილში სხვა რამ არ არის აღნიშნული, საკონსულტაციო მომსახურება შესყიდული უნდა იქნეს ხარისხსა და ფასზე დაფუძნებული შერჩევის შედეგად დადებული კონტრაქტებით. „საკონსულტაციო მომსახურების სახელმძღვანელოს“ 2.7 მუხლის მიზნებისათვის, კონსულტანტთა მოკლე სია იმ მომსახურებისთვის, რომლის მოსაწოდებელ ცალკეულ კონტრაქტთა ღირებულება 100,000 აშშ დოლარის ეკვივალენტზე ნაკლებადაა შეფასებული, შესაძლოა მთლიანად დაკომპლექტდეს ადგილობრივი კონსულტანტებით.
B.
შერჩევის სხვა მეთოდები
1.
შერჩევა ფიქსირებული ბიუჯეტის პირობებში.
იმ შემთხვევაში, თუ ბანკი მიიჩნევს, რომ კონსულტანტის წინაშე დაყენებული დავალება პასუხობს „საკონსულტაციო მომსახურების სახელმძღვანელოს“ 3.5 პუნქტის მოთხოვნებს, მომსახურება შესაძლოა შესყიდულ იქნეს ფიქსირებული ბიუჯეტის პირობებში შერჩევით დადებული კონტრაქტებით, „საკონსულტაციო მომსახურების სახელმძღვანელოს“ 3.1 და 3.5 პუნქტების შესაბამისად.
2.
უმცირეს ფასზე დაფუძნებული შერჩევა.
იმშემთხვევაში, თუ ბანკი მიიჩნევს, რომ კონსულტანტის წინაშე დაყენებული დავალება პასუხობს „საკონსულტაციო მომსახურების სახელმძღვანელოს“ 3.6 აბზაცის მოთხოვნებს, მომსახურება შესაძლოა შესყიდულიქნეს უმცირეს ფასზე დაფუძნებული შერჩევით დადებული კონტრაქტებით, თანახმად „საკონსულტაციო მომსახურების სახელმძღვანელოს“ 3.1 და 3.6 აბზაცებისა.
3.
კონსულტანტთა კვალიფიკაციაზე დაფუძნებული შერჩევა.
მომსახურება, რომლის ღირებულება 200,000 აშშ დოლარის ეკვივალენტზე ნაკლებადაა შეფასებული თითოეული კონტრაქტისათვის, შესაძლოა შესყიდულ იქნეს „საკონსულტაციო მომსახურების სახელმძღვანელოს“ 3.1, 3.7 და 3.8 პუნქტების შესაბამისად დადებული კონტრაქტებით.
4.
ერთადერთი წყაროს შერჩევა.
იმშემთხვევებში, როდესაც მომსახურების მიწოდების პირობები პასუხობს „საკონსულტაციო მომსახურების სახელმძღვანელოს“ 3.10 პუნქტის მოთხოვნებს ერთადერთი წყაროს შერჩევასთან დაკავშირებით, ბანკის წინასწარი თანხმობით მომსახურების შესყიდვა შესაძლოა განხორციელდეს „საკონსულტაციო მომსახურების სახელმძღვანელოს“ 3.9 – 3.13 პუნქტების შესაბამისად.
5.
ინდივიდუალური კონსულტანტები.
იმ დავალებებისთვის, რომლებიც პასუხობენ „საკონსულტაციო მომსახურების სახელმძღვანელოს“ 5.1 პუნქტის პირველ წინადადებაში მოცემულ მოთხოვნებს, მომსახურება შესაძლოა შესყიდულიქნეს ინდივიდუალური კონსულტანტებისთვის დადებული კონტრაქტებით, „საკონსულტაციო მომსახურების სახელმძღვანელოს“ 5.2 – 5.3 პუნქტების შესაბამისად. „საკონსულტაციო მომსახურების სახელმძღვანელოს“ 5.4 მუხლში აღწერილ შემთხვევებში, ასეთი კონტრაქტები შესაძლოა დადებულ იქნეს ინდივიდუალური კონსულტანტებისთვის ერთადერთი წყაროს შერჩევის საფუძველზე.
ნაწილი
IV.
შესყიდვის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა განხილვა ბანკის მიერ
თუ ბანკის მიერ სხვა რამ არ არის მითითებული მიმღებისადმი შეტყობინებაში, საკონსულტაციო მომსახურების მიწოდების თაობაზე გაფორმებული თითოეული კონტრაქტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 50,000 აშშ დოლარის ეკვივალენტურია ან მასზე მეტია, ექვემდებარება ბანკის მხრიდან წინასწარ განხილვას. რაც შეეხება ინდივიდუალურ კონსულტანტებთან გაფორმებულ კონტრაქტებს, რომელთა სავარაუდო ღირებულება 25,000 აშშ დოლარის ეკვივალენტურია ან მასზე მეტია, ანგარიშები კანდიდატთა კვალიფიკაციისა და გამოცდილების შედარების შესახებ, კონსულტანტთა ტექნიკური დავალებები და დასაქმების პირობების აღწერა წარდგენილი უნდა იყოს ბანკისთვის წინასწარი განხილვისა და დამტკიცებისთვის. ყველა სხვა კონტრაქტი დაექვემდებარება ბანკის მხრიდან შემდგომ განხილვას.
დამატება
II
სპეციალური ანგარიში
1.
წინამდებარე დანართის მიზნებისათვის:
(a)
ტერმინი „ნებადართული კატეგორიები“ ნიშნავს წინამდებარე ხელშეკრულების დანართის 4.2 მუხლის ცხრილში წარმოდგენილ კატეგორიებს;
(b)
ტერმინი „ნებადართული დანახარჯები“ ნიშნავს გრანტის სახსრებით დასაფინანსებელი ქმედებებისთვის საქონლის, მომსახურების, სწავლებისა და სემინარებისთვის გაწეულ ხარჯებს;
(c)
ტერმინი „სანქცირებული თანხა“ ნიშნავს 100,000 აშშ დოლარის ოდენობის თანხას, რომელიც წინამდებარე დამატების მე-3 (a) მუხლის თანახმად შეიძლება გატანილიქნეს საგრანტო ანგარიშიდან და განთავსდეს სპეციალურ ანგარიშზე;
2.
სპეციალური ანგარიშიდან თანხის გადახდა უნდა მოხდეს მხოლოდ ნებადართული დანახარჯისთვის, წინამდებარე დამატების დებულებათა შესაბამისად.
3.
მას შემდეგ, რაც ბანკი მიიღებს მისთვის დამაკმაყოფილებელ მტკიცებულებას, რომ სპეციალური ანგარიში სათანადოდ იქნა გახსნილი, სპეციალური ანგარიშის შესავსებად სანქცირებული თანხის და შემდგომი თანხების გამოტანა უნდა განხორციელდეს შემდეგნაირად:
(a)
მიმღებმა ბანკს უნდა წარუდგინოს მოთხოვნა ან მოთხოვნები სპეციალურ ანგარიშზე თანხის ჩასარიცხად, რომლის ჯამური ოდენობა არ აღემატება სანქცირებულ თანხას. ამ მოთხოვნ(ებ)ის საფუძველზე ბანკმა საგრანტო ანგარიშიდან მიმღების სახელით უნდა გამოიტანოს მიმღების მიერ მოთხოვნილი თანხა და განათავსოს სპეციალურ ანგარიშზე.
(b)
(i) სპეციალური ანგარიშის შესავსებად მიმღებმა ბანკს უნდა წარუდგინოს მოთხოვნები სპეციალურ ანგარიშზე თანხების ჩასარიცხად ბანკის მიერ მითითებული ინტერვალებით.
(ii) თითოეული ასეთი მოთხოვნის წინ ან მისი წარდგენისას, გადახდისთვის მიმღებმა ბანკს უნდა წარუდგინოს წინამდებარე დამატების მე-4 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები იმ ხარჯის შესახებ, რომლის გაღების შედეგადაც გახდა საჭირო ესშევსება. ყოველი ასეთი მოთხოვნის საფუძველზე ბანკმა საგრანტო ანგარიშიდან მიმღების სახელით უნდა გამოიტანოს და სპეციალურ ანგარიშზე განათავსოს მიმღების მიერ მოთხოვნილი თანხა, რომელზეც არსებობს დოკუმენტები და მტკიცებულებები, რომ იგი სპეციალური ანგარიშიდან გაიცა ნებადართული დანახარჯებისთვის. ყველა ასეთისახის დეპოზიტი ბანკის მიერ საგრანტო ანგარიშიდან გამოტანილი უნდა იქნესნებადართული კატეგორიებისთვის, რაც დადასტურებული იქნება ზემოთნახსენები დოკუმენტებითა და მტკიცებულებებით.
4.
სპეციალური ანგარიშიდან მიმღების მიერ განხორციელებული ყოველი გადახდისთვის მიმღებმა ბანკის მოთხოვნის პასუხად მას უნდა წარუდგინოს დოკუმენტები და მტკიცებულებები, რომლებიც უჩვენებენ, რომ ეს გადახდა განხორციელდა მხოლოდ ნებადართული დანახარჯებისთვის.
5.
წინამდებარე დამატების მე-3 მუხლის დებულებათა მიუხედავად, ბანკი არ განიხილავს მოთხოვნას სპეციალურ ანგარიშზე თანხების განთავსების გაგრძელების თაობაზე:
(a)
თუ რაიმე პერიოდში ბანკი ჩათვლის, რომ თანხის ყველა შემდგომი გამოტანა უნდა განხორციელდეს მიმღების მიერ პირდაპირ საგრანტო ანგარიშიდან;
(b)
თუ მიმღებმა წინამდებარე ხელშეკრულების დანართის მე-5 (
b
)(
ii
) მუხლშიმითითებული პერიოდის განმავლობაში ვერ მოახერხა ბანკისთვის რომელიმე სააუდიტო ანგარიშის წარდგენა, რაც მოთხოვნილია აღნიშნული მუხლის მიხედვით სპეციალური ანგარიშის ფინანსური უწყისების აუდიტორული შემოწმების თაობაზე;
(c)
თუ დროის რომელიმე მონაკვეთში ბანკმა მიმღებს აცნობა თავისი განზრახვის შესახებ მთლიანად ან ნაწილობრივ შეუჩეროს მიმღებს საგრანტო ანგარიშიდან თანხების გამოტანის უფლება წინამდებარე ხელშეკრულების დანართის 6.1 პუნქტის დებულებათა შესაბამისად.
(d)
როცა საგრანტო ანგარიშიდან მოუხსნელი რესურსი გაუტოლდება სანქციონირებული თანხის ორმაგი ოდენობის ეკვივალენტს.
ამის შემდეგ, საგრანტო ანგარიშიდან გრანტის დარჩენილი თანხის გატანა უნდა განხორციელდეს ბანკის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად, რომელსაც იგი აცნობებს მიმღებს. თანხის ასეთი შემდგომი გატანა მხოლოდ მას შემდეგ უნდა განხორციელდეს, რაც ბანკი დარწმუნდება, რომ ამ შეტყობინების დღისთვის სპეციალურ ანგარიშზე დეპონირებული თანხის ნაშთი მოხმარდება მხოლოდ ნებადართულ დანახარჯებს.
6.
(a) თუ ბანკი დროის რომელიმე მონაკვეთში დაადგენს, რომ სპეციალური ანგარიშიდან რომელიმე გადახდა: (i) განხორციელდა იმ ხარჯისათვის ან იმ ოდენობით, რაც არ არის ნებადართული წინამდებარე დამატების მე-2 მუხლის მიხედვით; ან (ii) არ იქნა დადასტურებული ბანკისთვის წარდგენილი მტკიცებულებებით, მაშინ მიმღებმა ბანკისგან მიღებული შეტყობინებიდან უმოკლეს ვადაში: (A)
უნდა წარუდგინოს ბანკს მის მიერ მოთხოვნილი ასეთი დამატებითი მტკიცებულება; ან (B)
სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხოს (ან ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში დაუბრუნოს ბანკს) თანხა, რომელიც ტოლია ამგვარი დაუშვებელი ან გაუმართლებელი გადახდის ოდენობისა. თუ ბანკის მიერ არ იქნა მიღებული თანხმობა სხვა პირობაზე, სპეციალურ ანგარიშზე თანხის შემდგომი ჩარიცხვა არ მოხდება მანამ, სანამ მიმღები არ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებებს, ან არ დააბრუნებს შესაბამის თანხას.
(b) თუ ბანკმა დროის რომელიმე მონაკვეთში დაადგინა, რომ სპეციალურ ანგარიშზე დარჩენილი რაიმე თანხა არ იქნება საჭირო ნებადართული ხარჯების შემდგომი დაფარვისთვის, მოთხოვნისთანავე მიმღებმა სწრაფად უნდა დაუბრუნოს ბანკს აღნიშნული ნარჩენი თანხა.