„ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოს მიერ ხმელთაშუა ზღვაში საზღვაო ოპერაციებზე მხარდაჭერის აღმოჩენის თაობაზე, რომლებიც ხორციელდება ოპერაცია Activ Endeavour“- ის (OAE) ფორმატში, შეთანხმებული პროცესურების და 2006 წლის 19 ივლისით დათარიღებული წერილის შესაბამისად“ წერილების გაცვლის გზითდადებული შეთანხმება“
მიღების თარიღი 25.03.2008
ძალაში შესვლა 07.08.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000703
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, -, 21/08/2008
დოკუმენტის ტექსტი
„ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოს მიერ ხმელთაშუა ზღვაში საზღვაო ოპერაციებზე მხარდაჭერის აღმოჩენის თაობაზე, რომლებიც ხორციელდება ოპერაცია Activ Endeavour“- ის (OAE) ფორმატში, შეთანხმებული პროცესურების და 2006 წლის 19 ივლისით დათარიღებული წერილის შესაბამისად“ წერილების გაცვლის გზითდადებული შეთანხმება“
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';}
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';}
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';}
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';}
.MsoPapDefault {margin-bottom:8.0pt; line-height:107%;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ნატოს გენერალურ მდივანს
იააპ დე ჰოოპ სხეფერს
თქვენო აღმატებულებავ,
მაქვს პატივი გაცნობოთ თქვენი 2008 წლის 15 თებერვლის წერილის მიღების შესახებ, რომელიც ეხება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს შეუძლია დახმარება გაუწიოს ხმელთაშუა ზღვაში საზღვაო ოპერაციების წარმოებას, შეთანხმებული პროცედურებისა და ჩვენი 2006 წლის 19 ივლისის წერილის შესაბამისად, „აქტიური ძალისხმევის“ ოპერაციის ფარგლებში, რომელშიც ვკითხულობთ:
„მაქვს პატივი გაცნობოთ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველოს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო-საზღვაო ოპერაციებში, „აქტიური ძალისხმევის“ ოპერაციის ფარგლებში შეთანხმებული პროცედურებისა და თქვენი 2006 წლის 19 ივლისის წერილით განსაზღვრული მიმართულების შესაბამისად.
ნატოსა და საქართველოს შორის ტერორიზმის წინააღმდეგ თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისა და ნატოსა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შორის საოპერაციო თვალსაზრისით შეთანხმებული მოქმედების განვითარებისათვის გთავაზობთ შემდეგს.
მისიის უფლებამოსილება და მიზნები
1. საქართველო მხარდაჭერას გაუწევს „აქტიური ძალისხმევის“ ოპერაციას, რომლის მიზანია ტერორიზმისგან დაცვა, ტერორიზმთან ბრძოლა, მისი შეკავება და განადგურება ხმელთაშუა ზღვაში საზღვაო ოპერაციების საშუალებით, ასევე − ტერორიზმის წინააღმდეგ კამპანიის მხარდაჭერის და ამ კამპანიაში მონაწილეობის გადაწყვეტილების დემონსტრირება.საქართველო აღიარებს, რომ „აქტიური ძალისხმევის“ ოპერაცია ხორციელდება ჩრდილო-ატლანტიკური თანამშრომლობის ხელშეკრულების მე-5 მუხლის ფარგლებში. ის შეესაბამება გაეროს ქარტიის პრინციპებს და გაეროს უშიშროების საბჭოს
№
1373 რეზოლუციით განსაზღვრულ მიზნებს, რომლებიც მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს ითანამშრომლონ ყველა ტერორისტული აქტების თავიდან აცილების და ჩახშობისთვის, განსაკუთრებით ორმხრივი და მრავალმხრივი ღონისძიებების და შეთანხმებების საფუძველზე, ასევე − „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ჩარჩო დოკუმენტით და ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს საბაზისო დოკუმენტით განსაზღვრულ თანამშრომლობის პრინციპებს.
ზოგადი დებულებები
2. ამ თვალსაზრისით, საქართველო განახორციელებს შემდეგ მოქმედებებს:
ა) საქართველო დანიშნავს სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურს, როგორც მთავარ საკონტაქტო პირს „აქტიური ძალისხმევის“ ოპერაციისთვის;
ბ) საქართველო უზრუნველყოფს უფლებას, რომ მხოლოდ ხომალდის კაპიტნის წინასწარი თანხმობით განხორციელდეს იმ საეჭვო სავაჭრო ხომალდების აბორდაჟი, რომლებიც საქართველოს დროშით დაცურავენ საოპერაციო არეალში;
გ) მოკავშირეთა საზღვაო კომპონენტის ნეაპოლის შტაბის მეთაურები (მეთაურები) და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ფლოტი „აქტიური ძალისხმევის“ ოპერაციის ფარგლებში ორმხრივად გაცვლიან ინფორმაციას მონაცემების შეგროვებასთან, მონიტორინგთან, კონტროლთან და დაზვერვასთან დაკავშირებულ საკითხებზე და შექმნიან სამხედრო-საზღვაო ოპერატიული ინფორმაციის ორმხრივი გაცვლის საფუძველს. მეთაურები და საქართველოს სამხედო-საზღვაო ფლოტის მეთაური ან მათ მიერ დანიშნული წარმომადგენლები განსაზღვრავენ ასეთი ინფორმაციის გაცვლის მოთხოვნებს და ფორმებს, მათ შორის, ინფორმაციის გაცვლის სააგენტოს საშუალებით. ნატოს, საქართველოს პერსონალის და შეიარაღებული ძალების მიერ საიდუმლო ინფორმაციის დაცვა განხორციელდება საქართველოსა და ნატოს შორის ინფორმაციის უსაფრთხოების შესახებ 1994 წლის 12 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების და ამ ხელშეკრულების ძალაში მყოფი ადმინისტრაციული შეთანხმებების და დანართების შესაბამისად;
დ) საქართველოს შეუძლია წარადგინოს მეკავშირე ოფიცრები ნატოს სარდლობის სტრუქტურაში საოპერაციო და ტაქტიკურ დონეზე (ანუ შესაბამისად მოკავშირეთა საზღვაო კომპონენტის ნეაპოლის შტაბში/„აქტიური ძალისხმევის“ მეთაური და/ან „ოპერატიულ საოპერაციო ჯგუფში“). საქართველოს მეკავშირე ოფიცრების ფუნქციები განისაზღვრება მეთაურების და საქართველოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაურის მიერ, ანდა მათი შესაბამისი წარმომადგენლების მიერ. საქართველო ინარჩუნებს უფლებას, სურვილისამებრ განსაზღვროს იმ პერსონალის სახე და რაოდენობა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს „აქტიური ძალისხმევის“ ოპერაციაში, ასევე მოკავშირეთა საზღვაო კომპონენტის ნეაპოლის შტაბთან/„აქტიური ძალისხმევის“ ოპერაციის მეთაურთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს მისი კონტინგენტის შემადგენლობაში;
ე) საქართველო განახორციელებს შესაბამის ქმედებებს მისი შიდა კანონმდებლობისა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად, თუ მიიღებს ინფორმაციას, რომ „აქტიური ძალისხმევის“ ოპერაციის ფარგლებში ეჭვმიტანილი ხომალდი შევიდა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში.
სარდლობა/საშუამავლო ღონისძიებები
3. საქართველო აღიარებს, რომ ოპერაციის მეთაურობა ევროპაში მოკავშირეთა მთავარსარდლის მიერ დელეგირებულია მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების ნეაპოლის შტაბის მეთაურზე, რომელიც ამჟამად მოქმედებს როგორც „აქტიური ძალისხმევის“ ოპერაციის მეთაური, ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს პოლიტიკური ხელმძღვანელობით და ამ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე.
4. სარდლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ღონისძიების განხორციელებისას დაცული უნდა იქნეს ბრძანების ერთიანობის პრინციპი. „აქტიური ძალისხმევის“ ოპერაციაში მონაწილე საქართველოს პერსონალი დაექვემდებარება საქართველოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის სამხედრო ბრძანებებს. კონკრეტული ღონისძიებები განსაზღვრულია მე-2 დანართით, რომელიც პირველ დანართთან ერთად წარმოადგენს ამ წერილის განუყოფელ ნაწილს.
დასკვნითი დებულებები
5. ყველა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ამ შეთანხმების დებულებების გამოყენებასთან, ინტერპრეტაციასა და შეწყვეტასთან, ასევე საქართველოს პერსონალის „აქტიური ძალისხმევის“ ოპერაციაში მონაწილეობის მასშტაბსა და სტატუსთან, გადაწყდება ნატოსა და საქართველოს შორის შესაბამისი მოლაპარაკებების საფუძველზე. საოპერაციო საკითხები, რომლებიც ეხება საქართველოს მონაწილეობას „აქტიური ძალისხმევის“ ოპერაციაში, გადაწყდება მოკავშირეთა საზღვაო კომპონენტის ნეაპოლის შტაბის/„აქტიური ძალისხმევის“ მეთაურის და საქართველოს სამხედო-საზღვაო ფლოტის მეთაურის მიერ ან მათ მიერ დანიშნული წარმომადგენლების მიერ.
თქვენი თანხმობის შემთხვევაში მაქვს პატივი შემოგთავაზოთ, რომ ეს წერილი, თქვენი აღმატებულების წერილი ან პასუხი და ამ წერილის დანართები წარმოადგენდეს შეთანხმებას საქართველოსა და ნატოს შორის ზევით აღნიშნულ საკითხებზე. ეს შეთანხმება ძალაში შევა საქართველოს მიერ ყველა აუცილებელი შიდა პროცედურის დასრულების შესახებ წერილობითი შეტყობინების მიღების შემდეგ. ამ შეთანხმების ყველა ცვლილება და მოდიფიკაცია შესრულდება ამავე პროცედურის მიხედვით“.
მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ თქვენი წერილით განსაზღვრული პირობები მისაღებია საქართველოს მთავრობისთვის. თქვენი წერილი და ეს პასუხი წარმოადგენს საქართველოსა და ნატოს შორის შეთანხმებას, რომელიც ძალაში შევა საქართველოს მიერ კანონით დადგენილი შიდა პროცედურების დასრულების შესახებ შეტყობინების გადაცემის დღიდან.
პატივისცემით,
დავით ბაქრაძე
ნატოსა და საქართველოს შორის „აქტიური ძალისხმევის“ ოპერაციის მხარდაჭერის შესახებ წერილების გაცვლის სამხედრო დანართი
1.
სარდლობა და კონტროლი.
დანართი
II ასახავს ურთიერთდაქვემდებარების სქემას საქართველოს „აქტიური ძალისხმევის“ ოპერაციაში მონაწილეობისათვის. „აქტიური ძალისხმევის“ ოპერაციაში მონაწილე საქართველოს შუამავალი პერსონალი დარჩება საქართველოს არსებულ სამეთაურო სტრუქტურაში.
2.
კავშირი.
საქართველოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის შტაბსა და მოკავშირეთა საზღვაო კომპონენტის ნეაპოლის შტაბს შორის დამყარდება ურთიერთობა ინფორმაციის გაცვლისა და საოპერაციო პროცედურების ხელშეწყობის მიზნით, რაც საჭიროა საქართველოს „აქტიური ძალისხმევის“ პროგრამაში უსაფრთხო და ეფექტიანი წვლილისა და მონაწილეობისათვის საქართველო შექმნის საკონტაქტო ერთეულს მოკავშირეთა საზღვაო კომპონენტის ნეაპოლის შტაბში „აქტიური ძალისხმევის“ ოპერაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლისთვის.
3.
ინფორმაციის გაცვლა.
ნატოსა და საქართველოს შორის ინფორმაციის გაცვლა მოიცავს მონაცემებსა და ინფორმაციას, რომელიც შეესაბამება „აქტიური ძალისხმევის“ ოპერაციის მართვას, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ: (1) ინფორმაციას სავაჭრო ხომალდებზე, ეკიპაჟებსა და ტვირთზე (2) საზღვაო სურათების შეგროვებას და დამუშავებას. აღნიშნული ინფორმაციის გაცვლა განხორციელდება საქართველოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის შტაბსა და მოკავშირეთა საზღვაო კომპონენტის ნეაპოლის შტაბის საოპერაციო ცენტრს შორის. ინფორმაციის ნებისმიერი გაცვლისას განხორციელდება ნატოს საიდუმლო ინფორმაციის და საქართველოს საიდუმლო ინფორმაციის კონტროლი. ინფორმაციის გაცვლა განხორციელდება უსაფრთხო საკომუნიკაციო საშუალებებით ნატოს სტანდარტების შესაბამისად.
4.
სხვა ღონისძიებები.
„აქტიური ძალისხმევის“ ოპერაციის მეთაური და საქართველოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის შტაბი შეიმუშავებენ ურთიერთგაგების ტაქტიკურ მემორანდუმს, რომელიც შეთანხმდება ნატოსა და საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებთან საქართველოს „აქტიური ძალისხმევის“ ოპერაციაში მონაწილეობის დაწყებამდე. ეს მემორანდუმი განსაზღვრავს ზევით აღნიშნული ინფორმაციის და მონაცემების გაცვლის ღონისძიებებსა და ფორმებს, ასევე, საჭიროების მიხედვით, სხვა ლოჯისტიკურ და პრაქტიკულ ღონისძიებებს.