„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 26 დეკემბრის №185 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№61
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.038.016818
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/07/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №61

2017 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 26 დეკემბრის №185 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული  დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 26 დეკემბრის №185 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 27.12.2012, 010320040.22.038.016138) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ‘‘ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე,  ვბრძანებ:“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) მე-3 მუხლის „ა“ - „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დაწესებულება – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სამოქალაქო სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები;

ბ) დაწესებულების ხელმძღვანელი – სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის შემთხვევაში – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი,  სსიპ – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრისთვის – სასწავლო ცენტრის დირექტორი, სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსთვის – სააგენტოს უფროსი;

გ) სტრუქტურული ერთეული – სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, სსიპ – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფები, სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები;“;

ა) მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია განთავსდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moc.gov.ge). ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია აგრეთვე შესაძლებელია გამოცხადდეს პრესის ან/და  მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 26 დეკემბრის №185 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.07.2017.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 26 დეკემბრის №185 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 26 დეკემბრის №185 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 27.07.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №61. სარეგისტრაციო კოდი — 010320040.22.038.016818.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 26 დეკემბრის №185 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 26 დეკემბრის №185 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 26 დეკემბრის №185 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.07.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 26 დეკემბრის №185 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №61, 27.07.2017, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.038.016818 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3753636/