მიმწოდებელი, რომელიც ადგენს მიმწოდებლის დეკლარაციას, სულ ცოტა სამი წლის განმავლობაში შეინახავს დეკლააციისა და ყველა სხვა ანგარიშფაქტურის, მიწოდების შესახებ შეტყობინებისა თუ სხვა კომერციული დოკუმენტების ასლებს, რომელთაც ერთვის აღნიშნული დეკლარაცია და ასევე 5(6) მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
მიმწოდებელი, რომელიც ადგენს გრძელვადიან მიმწოდებლის დეკლარაციას, სულ ცოტა სამი წლის განმავლობაში შეინახავს დეკლარაციისა და ყველა სხვა ანგარიშფაქტურის, მიწოდების შესახებ შეტყობინებისა თუ სხვა კომერციული დოკუმენტების ასლებს, რომლებიც ეხება ამ დეკლარაციით მოცულ საქონელს, რომელიც გადაეგზავნა შესაბამის მომხმარებელს, ასევე 5(6) მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. აღნიშნული პერიოდის ათვლა დაიწყება მიმწოდებლის გრძელვადიანი დეკლარაციის ვადის გასვლის თარიღიდა