შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის სამსახურებრივი მგზავრობის უვიზო რეჟიმის შესახებ

მიღების თარიღი 03.06.1993
ძალაში შესვლა 03.06.1993
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 430000300.00.000.000079
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 22/01/1998
matsne.gov.ge 621 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.06.1993 მიღება
03.06.1993 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის სამსახურებრივი მგზავრობის უვიზო რეჟიმის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} .MsoPapDefault {margin-bottom:8.0pt; line-height:107%;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის სამსახურებრივი მგზავრობის უვიზო რეჟიმის შესახებ. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობამ ორ სახელმწიფოს შორის მეგობრული ურთიერთობის შემდგომი განვითარების მიზნით, ორი ქვეყნის მოქალაქეთა შორის ურთიერთობის განმტკიცების ინტერესებიდან გამომდინარე, თანასწორობისა და ურთიერთხელსაყრელი პირობების საფუძველზე, მეგობრული კონსულტაციების გზით, გადაწყვიტეს დადონ მოცემული შეთანხმება სამსახურებრივი მგზავრობის უვიზო რეჟიმზე და შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 1.   საქართველოს რესპუბლიკისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქენი, რომელთაც აქვთ მოქმედი დიპლომატიური, სამსახურებრივი, სამსახურებრივი დანიშნულების სამოქალაქო საზღვარგარეთის პასპორტები და ასევე ამ პასპორტებში შეტანილი პირები ხელშეკრულების მონაწილე მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე შედიან, გამოდიან და ტრანზიტით მგზავრობენ ვიზების გარეშე. 2.  პასპორტებში შეიძლება შეტანილ იქნენ მხოლოდ პასპორტის მფლობელთა მეუღლენი და არასრულწლოვანი ბავშვები. შეტანილ პირთა ფოტოები, სკოლამდელი ასაკის ბავშვთა გარდა, ჩაკრულ უნდა იქნას ერთსადაიმავე პასპორტებში. მუხლი 2🔗 ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა მოქალაქეებს, რომლებზედაც ვრცელდება მოცემული ხელშეკრულების 1 მუხლი, შეუძლიათ შევიდნენ, გამოვიდნენ და ტრანზიტით იმგზავრონ ხელშეკრულების მონაწილე მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე საერთაშორისო სამგზავრო ურთიერთობისათვის გახსნილი სასაზღვრო პუნქტების გავლით და მოვალენი არიან შეასრულონ ამ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოთა წესების შესაბამისი აუცილებელი ფორმალობანი. მუხლი 3🔗 1.   ხელშეკრულების მონაწილე ერთი ქვეყნის მოქალაქენი ხელშეკრულების მონაწილე მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნისას ვალდებულნი არიან დაიცვან ამ ქვეყნის წესები და კანონები. 2.    თუ ყოფნის ხანგრძლივობა 30 დღეს აღემატება, მოცემული ხელშეკრულების 1 მუხლში აღნიშნულ ხელშეკრულების მონაწილე ერთი ქვეყნის მოქალაქენი ვალდებულნი არიან გაიარონ რეგისტრაცია ხელშეკრულების მონაწილე მეორე ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოთა წესების შესაბამისად. მუხლი 4🔗 ხელშეკრულების მონაწილე თითოეული მხარე ვალდებულია თავისი ქვეყნის მინისტრის მოადგილეთა და უფრო მაღალი, გენერლის სამხედრო წოდების ოფიცერთა და უფრო მაღალი დონის ოფიციალური პირების ხელშეკრულების მონაწილე მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე სამსახურებრივი მგზავრობის შესახებ აცნობოს ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნის შესაბამის ორგანოებს ან დიპლომატიური არხებით მიიღოს მეორე ქვეყნის თანხმობა. მუხლი 5🔗 მოცემული ხელშეკრულება არ ზღუდავს ხელშეკრულების მონაწილე მხარეების შემდეგ უფლებებს: „პერსონა ნონ გრატა“-სა და ხელშეკრულების მონაწილე მეორე ქვეყნის არასასურველ პირებს უარი უთხრას თავის ტერიტორიაზე შესვლასა ან ყოფნაზე, თავისი გადაწყვეტილების ყოველგვარი მოტივირების გარეშე. მუხლი 6🔗 1.   ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს შეუძლიათ დროებით შეაჩერონ მოცემული ხელშეკრულების ზოგიერთი ან ყველა დებულების მოქმედება საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო უშიშროების, ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, მაგრამ ამ ზომების მიღების ან შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების მონაწილე ყოველმა მხარემ დიპლომატიური არხებით უნდა აცნობოს მეორე მხარეს. 2.    ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს, ორმხრივი თანხმობის შემთხვევაში, ნოტების გაცვლის გზით შეუძლიათ შეიტანონ დამატებანი და ცვლილებები მოცემული ხელშეკრულების დებულებებში. მუხლი 7🔗 1.   ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ვალდებულნი არიან მოცემული ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე დიპლომატიური არხების საშუალებით გაუცვალონ ერთმანეთს მოცემული ხელშეკრულების 1 მუხლით განსაზღვრული პასპორტების ნიმუშები. 2.   თუ ხელშეკრულების მონაწილე ერთ-ერთი მხარე ცვლის ზემოხსენებულ ნიმუშებს, მაშინ მან დიპლომატიური არხების საშუალებით 30 დღით ადრე უნდა აცნობოს ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარეს ამის შესახებ და წარუდგინოს მას ახალი პასპორტების ნიმუშები. მუხლი 8🔗 საკუთარი ნაციონალური პასპორტების შემოღებამდე საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს შეუძლიათ გამოიყენონ ყოფილი საბჭოთა კავშირის დიპლომატიური, სამსახურებრივი და „სამსახურებრივი“ აღნიშვნის მქონე საერთო სამოქალაქო პასპორტები, რომელთაც აუცილებლად უნდა ჰქონდეთ აღნიშვნა „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე“. მუხლი 9🔗 მოცემული ხელშეკრულება დადებულია განუსაზღვრელი ვადით. თუ ხელშეკრულების მონაწილე ერთ-ერთი მხარე განიზრახავს შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების მოქმედება, მან დიპლომატიური არხების საშუალებით, წერითი ფორმით, უნდა აცნობოს მეორე მხარეს ამის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მოცემული ხელშეკრულება წყვეტს მოქმედებას ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის მიერ წერილობითი ფორმით აღნიშნული ცნობის მიღებიდან 91 დღის შემდეგ. მუხლი 10🔗 მოცემული ხელშეკრულება ძალაში შევა ხელმოწერიდან 30-ე დღეს. მოცემული ხელშეკრულება დაიდო ქ. თბილისში 1994 წლის 05 იანვარს ორ ეგზემპლარად თითოეული ქართულ, ჩინურ და რუსულ ენებზე. სამივე ტექსტს აქვს ერთნაირი ძალა. განსხვავებული გაგების წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა ეძლევა რუსულ ენაზე შესრულებულ ტექსტს. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)