შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის უვიზო ჯგუფური ტურისტული მგზავრობის შესახებ
მიღების თარიღი 05.01.1994
ძალაში შესვლა 04.02.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000080
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 22/01/1998
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) | ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის უვიზო ჯგუფური ტურისტული მგზავრობის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
.MsoPapDefault {margin-bottom:8.0pt; line-height:107%;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შეთანხმება
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის უვიზო ჯგუფური ტურისტული მგზავრობის შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობამ, რომლებიც შემდგომში მოიხსენებიან როგორც ხელშეკრულების მონაწილე მხარეები, ორ ქვეყანას შორის ტურიზმის და ორი ქვეყნის მოქალაქეთა ურთიერთობის განვითარების მიზნით გადაწყვიტეს დადონ მოცემული შეთანხმება და შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
ხელშეკრულების მონაწილე თითოეული მხარის ტურისტული ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ტურისტულ ჯგუფებს შეუძლიათ ვიზების გარეშე ჯგუფურად გადაკვეთონ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის საერთაშორისო სამგზავრო ურთიერთობისათვის გახსნილი სასაზღვრო პუნქტები ან ხელშეკრულების მონაწილე ორივე მხარის მიერ განსაზღვრული სასაზღვრო პუნქტები. ტურისტული ჯგუფების წევრებს ხელთ უნდა ჰქონდეთ მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტები ან მათი შემცვლელი დოკუმენტები. ტურისტული ჯგუფების ხელმძღვანელებმა თან უნდა იქონიონ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის მიერ დანიშნული ტურისტული ორგანიზაციიდან მიღებული მისაწვევი წერილი ან ტელეგრამა და ტურისტული ჯგუფების წევრთა სია.
მუხლი 2🔗
ტურისტული ჯგუფების წევრთა სია შედგენილი უნდა იყოს ორ ეგზემპლარად სახელის, გვარის, სქესის, პროფესიის, დაბადების დღისა და ადგილის, პასპორტის ან მისი შემცვლელი დოკუმენტის ნომრის, შესვლა-გამოსვლის თარიღის, ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის მიმღები ტურისტული ორგანიზაციის სახელის მინიშნებითურთ და დამოწმებული უნდა იყოს ბეჭდით ხელშეკრულებაში მონაწილე გამგზავნი მხარის მიერ დანიშნული ტურისტული ორგანიზაციის ბეჭდის დართვით.
მუხლი 3🔗
ტურისტული ჯგუფის წევრები უნდა მოქმედებდნენ კოლექტიურად. თუ ტურისტული ჯგუფის რომელიმე წევრი ფორს-მაჟორულ გარემოებათა გამო იძულებულია დატოვოს ჯგუფი, მან თავისი ყოფნა ან ვიზა უნდა გააფორმოს ადგილობრივ კომპეტენტურ ორგანოებში. წარმოადგენს რა, ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე თავისი ქვეყნის საელჩოს ან საკონსულოს მიერ გაცემულ ოფიციალურ ან ხელშეკრულების მონაწილე მიმღები მხარის ტურისტული ორგანიზაციის მიერ გაცემულ ოფიციალურ ცნობას. ამასთან, ეს წევრი ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე ყოფნის ან ვიზის გაფორმების ხარჯებს იღებს თავის თავზე.
მუხლი 4🔗
საქართველოს მხარის მიერ დანიშნული ტურისტული ორგანიზაციებია:
1.
საქართველოს რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტი
2.
საქართველოს რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტის პირველი ტურისტული გაერთიანება
3.
საქართველოს რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტის სახელმწიფო ტურისტულ-კომერციული ფირმა „გზა“
4.
ქ. თბილისის ექსკურსიებისა და მოგზაურობის ბიურო
5.
ქ. ქუთაისის ექსკურსიებისა და მოგზაურობის ბიურო
6.
ქ. მცხეთის ექსკურსიებისა და მოგზაურობის ბიურო
7.
ქ. თელავის ექსკურსიებისა და მოგზაურობის ბიურო
8.
ქ. წყალტუბოს ტურისტული გაერთიანება
9.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ტურიზმის სამინისტრო
10.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის სამმართველო
ჩინეთის მხარის მიერ დანიშნული ტურისტული ორგანიზაციებია:
1.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტურიზმის სახელმწიფო სამმართველო
2.
სრულიად ჩინეთის უცხოეთის ტურიზმის საზოგადოების გენერალური სააგენტო
3.
სრულიად ჩინეთის ტურისტული საზოგადოების გენერალური სააგენტო
4.
სრულიად ჩინეთის უცხოეთის ტურიზმის გენერალური კომპანია „ჩჟაოშან“
5.
ხეილუნცზიანის პროვინციის ტურიზმის სამმართველო
6.
ცზილინის პროვინციის ტურიზმის სამმართველო
7.
შიდა მონღოლეთის ავტონომიური რაიონის ტურიზმის სამმართველო
8.
სრულიად ჩინეთის საზოგადოების ახალგაზრდული ტურიზმის გენერალური სააგენტო
9.
სრულიად ჩინეთის საზოგადოების ტურისტული სააგენტო „კონფორტი“
10.
სინცზინ-უინგორის ავტონომიური რაიონის ტურიზმის სამმართველო
11.
სრულიად ჩინეთის მუშათა და მოსამსახურეთა ტურისტული საზოგადოების გენერალური სააგენტო
აუცილებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს დიპლომატიური არხებით ნოტების გაცვლის გზით შეუძლიათ შეიტანონ ცვლილებანი და დამატებანი ხელშეკრულები მონაწილე ქვეყნების მიერ დანიშნულ ტურისტულ ორგანიზაციათა ჩამონათვალში (სიაში).
მუხლი 5🔗
მოცემული შეთანხმება არ ზღუდავს ხელშეკრულების მონაწილე ორივე მხარის უფლებას მიზეზების ახსნის გარეშე უარი უთხრან თავის ტერიტორიაზე შესვლაზე და აუკრძალონ თავის ტერიტორიაზე ყოფნა ხელშეკრულების მონაწილე მხარის მიუღებელ პირებს და „პერსონა ნონ გრატას“.
მუხლი 6🔗
ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ვალდებულნი არიან ამ შეთანხმების ძალაში შესვლამდე, 30 დღის განმავლობაში გაცვალონ მოცემული შეთანხმების მე-4 მუხლში აღნიშნული ტურისტული ორგანიზაციათა ბეჭდების ნიმუშები, ბეჭდების ნიმუშების შეცვლა დასტურდება ნოტებით.
მუხლი 7🔗
საკუთარი ნაციონალური პასპორტების შემოღებამდე საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს შეუძლიათ გამოიყენონ ყოფილი საბჭოთა კავშირის საერთო სამოქალაქო საზღვარგარეთული პასპორტები აუცილებელი აღნიშვნით საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ.
მუხლი 8🔗
მოცემული შეთანხმება დადებულია განუსაზღვრელი ვადით. თუ ხელშეკრულებაში მონაწილე ერთერთი მხარე აპირებს შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების მოქმედება, მან ამის შესახებ დიპლომატიური არხების საშუალებით წერითი ფორმით უნდა აცნობოს მეორე მხარეს. ასეთ შემთხვევაში მოცემული ხელშეკრულება წყვეტს მოქმედებას ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის მიერ აღნიშნული ცნობის წერილობითი ფორმით მიღებიდან 91 დღის შემდეგ.
მუხლი 9🔗
მოცემული შეთანხმება ძალაში შევა ხელმოწერიდან 30-ე დღეს.
მოცემული შეთანხმება დაიდო ქ. თბილისში 1994 წლის 05 იანვარს ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, ჩინურ და რუსულ ენებზე. სამივე ტექსტს აქვს ერთნაირი ძალა. განსხვავებული გაგების წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა ეძლევა რუსულ ენაზე შედგენილ ტექსტს.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)