შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტსა და სომხეთის რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შორის თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 19.05.1993
ძალაში შესვლა 19.05.1993
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000258
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 29/03/1999
matsne.gov.ge 315 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.05.1993 მიღება
19.05.1993 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის სახელით (ხელმოწერილია) სომხეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სახელით (ხელმოწერილია)

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტსა და სომხეთის რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შორის თანამშრომლობის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; } span.BalloonTextChar { } .MsoPapDefault {margin-bottom:8.0pt; line-height:107%;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტსა და სომხეთის რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შორის თანამშრომლობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი და სომხეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, მიესალმებიან საქართველოს რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის დადებულ ხელშეკრულებას მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთუსაფრთხოების შესახებ, აღნიშნავენ საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის მეგობრული და ურთიერთხელსაყრელი კავშირების განვითარებისათვის, ესწრაფვიან ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და კულტურული თანამშრომლობის ხელშეწყობას და აღნიშნულ საფუძველზე ქართველ და სომეხ ხალხებს შორის ტრადიციული, მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებასა და შემდგომ გაღრმავებას, აღნიშნავენ ქართულ-სომხური ურთიერთობის ისტორიულ მემკვიდრეობითობას, შეთანხმდნენ შემდეგზე: 1.  საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტში შეიქმნას სომხეთის რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კავშირის სადეპუტატო ჯგუფი; სომხეთის რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტთან კავშირის სადეპუტატო ჯგუფი. 2.    რეგულარულად ჩატარდეს საპარლამენტო ჯგუფების მოლაპარაკებები და კონსულტაციები ორივე მხარისათვის საინტერესო, ორმხრივი ურთიერთობების, საერთაშორისო თუ რეგიონულ პრობლემებზე. 3.      საპარლამენტთაშორისო კავშირებისათვის სისტემატური და გეგმაზომიერი ხასიათის მიცემის მიზნით, ყოველწლიურად ჩატარდეს არანაკლებ ორი ოფიციალური შეხვედრისა თბილისსა და ერევანში. 4.      მუდმივად გაიცვალოს ინფორმაცია საკანონმდებლო საქმიანობის შესახებ. 5.   უზრუნველყოფილ იქნას შესაბამისი მუდმივი კომისიების თანამშრომლობა, საჭიროების შემთხვევაში შეიქმნას დროებითი სამუშაო და საექსპერტო ჯგუფები. 6.  კონსულტაციების ჩატარების ვადები და დონე, აგრეთვე განსახილველად გამოსატანი საკითხები, ყოველწლიურად განისაზღვროს სპეციალური ოქმით. 7.  ხელი შეუწყონ აქტიურ თანამშრომლობას ორი ქვეყნის პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის. ეს შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან. შესრულებულია ქ. ერევანში 1993 წლის 19 მაისს ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ და სომხურ ენებზე, ამასთან ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის სახელით (ხელმოწერილია) სომხეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სახელით (ხელმოწერილია)