ძირითადი შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 26.08.2011
ძალაში შესვლა 17.07.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობის სახელით გრიგოლ ვაშაძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №150/6
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016481
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/08/2017
matsne.gov.ge 888 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.08.2011 მიღება
17.07.2017 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის სახელით გრიგოლ ვაშაძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სახელით ანტონიო აგიარ პატრიოტა  ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო ურთიერთობათა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 25.08.2016 ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 29.12.2021 „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 24.04.2023 შეთანხმება საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 21.01.2015 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის ფუნქციონირების გაგრძელების შესახებ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 91% 09.12.2015

დოკუმენტის ტექსტი

ძირითადი შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ ძირითადი შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად“  წოდებულნი), მიზნად ისახავენ რა თავიანთ ხალხებს შორის არსებული მეგობრული კავშირების გაძლიერებას; განიხილავენ რა ორმხრივ დაინტერესებას შესაბამის სახელმწიფოთა სოციო-ეკონომიკური განვითრების წახალისებაში; დარწმუნებულნი არიან მდგრად განვითარებაზე ყურადღების გამახვილების გადაუდებლობაში; აღიარებენ რა საერთო ინტერესის სფეროებში ტექნიკური თანამშრომლობის ორმხრივად სარგებლიანობას; სურვილი აქვთ რა განავითარონ თანამშრომლობა, რომელიც ხელს შეუწყობს ტექნიკურ პროგრესს; შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 წინამდებარე ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ ძირითადი შეთანხმება, შემდგომში „შეთანხმება“, მიზნად ისახავს წაახალისოს ტექნიკური თანამშრომლობა ხელშემკვრელ მხარეთა მიერ პრიორიტეტულად განსაზღვრულ სფეროებში. მუხლი 2🔗 წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული მიზნების განხორციელებისას, ხელშემკვრელმა მხარეებმა შეიძლება ისარგებლონ სამმხრივი თანამშრომლობის მექანიზმებით, სხვა სახელმწიფოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და რეგიონალურ სააგენტოებთან სამკუთხედური პარტნიორობის მეშვეობით. მუხლი 3🔗 1) ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამები, პროექტები და ღონისძიებები განხორციელდება დამატებითი შეთანხმებების მეშვეობით; 2) აღმასრულებელი და საკოორდინაციო ინსტიტუტები და ზემოაღნიშნული პროგრამების, პროექტებისა და ღონისძიებების განსახორციელებლად აუცილებელი შენატანები, ასევე შეიძლება დაწესდეს დამატებითი შეთანხმებების მეშვეობით; 3) ამ შეთანხმებით გათვალისწინებული პროგრამების, პროექტებისა და ღონისძიებების განვითრებისთვის ხელშემკვრელმა მხარეებმა შეიძლება განიხილონ, მათ შორის, საჯარო და კერძო სექტორის ინსტიტუტების, ისევე როგორც არასამთავრებო ორგანიზაციების, საერთაშორისო სააგენტოების მონაწილეობის საკითხი, რომელიც შეთანხმებული იქნება დამატებითი შეთანხმებით. 4) ხელშემკვრელმა მხარეებმა შეიძლება, ერთობლივად ან ცალ-ცალკე, წვლილი შეიტანონ მათ მიერ მოწონებული პროექტების, პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელებაში. მათ, აგრეთვე, შეიძლება მოიძიონ აუცილებელი დაფინანსება საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ფონდებიდან, რეგიონალური და საერთაშორისო პროგრამებიდან და სხვა დონორებისაგან. მუხლი 4🔗 1) ხელშემკვრელ მხარეთა წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უნდა გაიმართოს იმ პროგრამებთან, პროექტებსა და ღონისძიებებთან დაკავშირებით წამოჭრილი საკითხების მოგვარების მიზნით, როგორიცაა: a) ტექნიკური თანამშრომლობის განსახორციელებლად გამოსადეგი საერთო პრიორიტეტების სფეროების შეფასება და განსაზღვრა; b) ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ მისაღები მექანიზმებისა და პროცედურების შემუშავება; c) სამუშაო გეგმების შემოწმება და დამტკიცება; d) ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამების, პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელების გაანალიზება, მოწონება და გაკონტროლება და e) ამ შეთანხმების ფარგლებში პროგრამების, პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელების შედეგების შეფასება.  2) შეხვედრის ადგილი და თარიღი შეთანხმდება დიპლომატიური არხების მეშვეობით. მუხლი 5🔗 თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს, რომ ამ შეთანხმების განხორციელებისას მოპოვებული დოკუმენტები, ინფორმაცია და სხვა მონაცემები არ იქნება გამოქვეყნებული ან გადაცემული მესამე მხარისთვის მეორე ხელშემკვრელი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. მუხლი 6🔗 თითოეული ხელშემკვრელი მხარე, წინამდებარე შეთანხმების პირობების შესაბამისად, ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ წარგზავნილ პერსონალს უზრუნველყოფს მათი საცხოვრებლისათვის საჭირო ლოჯისტიკური მხარდაჭერით, გადაადგილების საშუალებებით, მათი სპეციფიკური დავალებების შესასრულებლად საჭირო ინფორმაციის ხელმისაწვდომობით, ისევე როგორც სხვა აღჭურვილობით, რომელიც განსაზღვრული იქნება დამატებითი შეთანხმებით. მუხლი 7🔗 1) თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ამ ხელშეკრულების შესაბამისად, თავის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დავალების შესასრულებლად დანიშნულ პერსონალს, ისევე, როგორც მათ სამართლებრივად დაქვემდებარებულებს, საჭიროების შემთხვევაში, ნაცვალგების საფუძვლებზე, იმ პირობით, რომ ის არ მოიცავს მიმღები მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს ან უცხოელებს, რომლებსაც მუდმივი საცხოვრებელი აქვთ მის ტერიტორიაზე, საჭიროებისამებრ მიანიჭებს: a) დიპლომატიური არხებით მოთხოვნილ ვიზას, ხელშემკვრელი მხარის არსებული მოქმედი წესების შესაბამისად; b) პირადი გამოყენებისათვის საჭირო ნივთების შემოტანაზე გადასახადებისა და სხვა გადასახდელისაგან გათავისუფლებას, ჩამოსვლის თარიღიდან პირველი 6 ( ექვსი) თვის მანძილზე, იმ პირობით, რომ არ დააწესებს რაიმე გადასახადს შენახვის, ტრანსპორტირების ან სხვა მსგავსი მომსახურებისთვის, რომელიც საჭიროა პირველად დაბინავებისათვის და იმ პირობით, რომ მასპინძელ სახელმწიფოში სამართლებრივად ყოფნის ვადა აღემატება ერთ წელიწადს. ეს ნივთები კვლავ გატანილ იქნება მისიის დასასრულს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გადახდილია საიმპორტო გადასახადი, რომლისგანაც ისინი არიან გათავისუფლებულნი; c) ამ მუხლის „b“ პუნქტში მითითებული ნივთების იგივენაირად გათავისუფლებას მათი ხელახლა გატანის შემთხვევაში; d) ხელშემკვრელი მხარის წარმგზავნი ინსტიტუტების მიერ პერსონალისთვის ხელფასის გადასახადებისგან გათავისუფლებას. მასპინძელი ინსტიტუტების მიერ ანაზღაურების და დღიური თანხების გაცემის შემთხვევაში მოქმედებს მასპინძელი სახელმწიფოს კანონმდებლობა, ხელშემკვრელ მხარეთა შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შესაძლო გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად; e) იმუნიტეტს სამართლებრივი პროცედურებისაგან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებისათვის განხორციელებული ქმედებებისათვის; და f) რეპატრიაციის პროცესში მხარდაჭერას კრიზისულ სიტუაციაში. 2) პერსონალის შერჩევა უნდა მოხდეს წარმგზავნი ხელშემკვრელი მხარის მიერ და მოწონებულ იქნეს მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ. მუხლი 8🔗 პერსონალი, რომელიც ამ შეთანხმების შესაბამისად წარგზავნილია მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, უნდა მოქმედებდნენ თითოეული პროგრამის, პროექტისა და ღონისძიების პირობების შესაბამისად და უნდა დაექვემდებარონ მასპინძელი სახელმწიფოს კანონებსა და წესებს, გარდა წინამდებარე შეთანხმების მე-7 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. მუხლი 9🔗 1) საქონელი, აღჭურვილობა და სხვა ნივთები, რომლებიც ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროგრამების, პროექტებისა და ღონისძიებების განსახორციელებლად შესაძლოა მიეწოდოს ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ მეორეს, გათავისუფლებულ იქნება იმპორტ/ექსპორტის გადასახადისა და გადასახდელებისა და სხვა საფასურისაგან გარდა იმისა, რაც დაკავშირებულია შენახვასთან, ტრანსპორტირებისა და სხვა მსგავს მომსახურებასთან. 2) პროგრამების, პროექტებისა და ღონისძიებების დასასრულს ზემოაღნიშნული საქონელი, აღჭურვილობა და სხვა ნივთები, თუკი არ იქნება მიმღები ხელშემკვრელი მხარისთვის ჩუქებული, კვლავ უნდა იქნეს გატანილი იმპორტისა და ექსპორტის გადასახადებისაგან და გადასახდელებისაგან იგივენაირად გათავისუფლებით, გარდა შენახვასთან, ტრანსპორტირებასა და სხვა მსგავსი სახის მომსახურებასთან დაკავშირებული გადასახდელებისა. 3) ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროგრამების, პროექტებისა და ღონისძიების განსახორციელებლად გამოსაყენებელი საქონლის იმპორტისა და ექსპორტისას, საჯარო ინსტიტუტებმა, რომლებსაც ეკისრებათ აღსრულება, უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები საქონლის გასაფორმებლად. მუხლი 10🔗 1) თითოეული ხელშემკვრელი მხარე დიპლომატიური არხების მეშვეობით შეატყობინებს მეორეს, შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ამ შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, რომელიც ძალაში შევა მეორე შეტყობინების მიღების დღიდან. 2) წინამდებარე შეთანხმება ძალაშია 5 (ხუთი) წლის ვადით და ავტომატურად განახლდება დროის თანაბარი შემდგომი პერიოდებით, ვიდრე მის ავტომატურად განახლებამდე 6 (ექვსი) თვით ადრე, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე, დიპლომატიური არხების მეშვეობით, არ შეატყობინებს მეორე თავისი განზრახვის თაობაზე მოახდინოს ამ შეთანხმების დენონსაცია. 3) ამ შეთანხმების დენონსაციის შემთხვევაში, ხელშემკვრელი მხარეები მესამე სახელმწიფოებთან სამმხრივი თანამშრომლობით გადაწყვეტენ მიმდინარე ღონისძიებების გაგრძელება-არგაგრძელების საკითხს. 4) მხარეთა ურთიერთშეთანხმებით წინამდებარე შეთანხმებაში შესაძლებელია შესწორებების შეტანა. შესწორებები ძალაში შევა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. მუხლი 11🔗 ამ შეთანხმების ინტერპრეტაციასთან ან იმპლემენტაციასთან დაკავშირებული დავები მოგვარდება, ხელშემკვრელ მხარეთა შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით, დიპლომატიური არხების მეშვეობით. შესრულებულია ქ. ბრაზილიაში, 2011 წლის 26 აგვისტოს, ორ დედნად ქართულ, პორტუგალიურ და ინგლისურ ენებზე ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. საქართველოს მთავრობის სახელით გრიგოლ ვაშაძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სახელით ანტონიო აგიარ პატრიოტა  ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო ურთიერთობათა მინისტრი