ხელშეკრულება საქართველოს რესპუბლიკისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის საქართელოს სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 14.06.1999
ძალაში შესვლა 03.08.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000286
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 16/11/1999
matsne.gov.ge 473 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.06.1999 მიღება
03.08.1999 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

ხელშეკრულება საქართველოს რესპუბლიკისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის საქართელოს სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; } .MsoPapDefault {margin-bottom:8.0pt; line-height:107%;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გამოხატავს თავის პატივისცემას საქართველოს მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი და აქვს პატივი დაეყრდნოს ადრეულ დისკუსიებს, რომლებიც გაიმართა ორი მთავრობის წარმომადგენლებს შორის და ეხებოდა გრანტებს, რომლებიც გათვალისწინებულია 1961 წლის უცხოური დახმარების აქტით, რომელშიც შეტანილია გარკვეული ცვლილებები ან მომდევნო საკანონმდებლო აქტებით და რომელიც ეხება თავდაცვითი აღჭურვილობის მოწოდებას, მასთან დაკავშირებულ წვრთნას და სხვა თავდაცვით მომსახურებას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მიმართ. ზემოხსენებულ მოლაპარაკებებიდან გამომდინარე საქართველოს მხარე თანახმაა, რომ: ა. აშშ-ს მთავრობისგან თანხმობის მიღების გარეშე საქართველოს მთავრობა: I.             არ დაუშვებს არცერთი მსგავსი თავდაცვითი აღჭურვილობის ან მასთან დაკავშირებული წვრთნის ან სხვა თავდაცვითი მომსახურების გამოყენებას გარდა საქართველოს მთავრობის ოფიცრის, მოსამსახურის ან აგენტისა. II.    არ გადასცემს და ნებას არ დართავს საქართველოს მთავრობის ნებისმიერ ოფიცერს, მოსამსახურეს ან აგენტს რათა გადასცეს მსგავსი თავდაცვითი აღჭურვილობა ან უზრუნველყოს მასთან დაკავშირებული წვრთნა ან სხვა თავდაცვითი სამსახური გაჩუქების, გაყიდვის ან სხვა სახით; ან III.    არ გამოიყენებს ან არ დაუშვებს მსგავსი თავდაცვითი აღჭურვილობის ან მასთან დაკავშირებული წვრთნის ან სხვა თავდაცვითი მომსახურების გამოყენებას სხვა მიზნებისთვის გარდა იმ მიზნებისა, რომელთათვისაც ისინი იქნა მოწოდებული. ბ. რომ ზემოხსენებული აღჭურვილობა ან შესაბამისი წვრთნა ან თავდაცვითი მომსახურება დაუბრუნდება აშშ-ს მთავრობას, როცა აღარ იქნება საჭიროება მათი გამოყენებისა იმ მიზნებისათვის, რომელთათვისაც ისინი იქნა მოწოდებული, თუკი აშშ-ს მთავრობა დათანხმდება სხვა პირობებზე. გ. რომ ნავაჭრის წმინდა შემოსავალი რომელსაც მიიღებს საქართველოს მთავრობა, აშშ-ს მთავრობის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, აშშ-ს მთავრობისაგან გრანტის საფუძველზე მიღებული ნებისმიერი თავდაცვითი აღჭურვილობის განკარგვის შედეგად, ნებისმიერი მსგავსი თავდაცვითი აღჭურვილობის ჩათვლით, გადახდილი იქნება აშშ-ს მთავრობისადმი. დ. რომ საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მსგავსი აღჭურვილობის, მასთან დაკავშირებული წვრთნის და სხვა თავდაცვითი მომსახურების უსაფრთხოებას; რომ ის დამატებით უზრუნველყოფს უსაფრთხოების იგივე ხარისხს, რომელიც შეთავაზებული იქნება მსგავს აღჭურვილობასთან, მასთან დაკავშირებულ წვრთნასა და სხვა თავდაცვით მომსახურებასთან მიმართებაში აშშ-ს მთავრობის მიერ; რომ იგი აშშ-ს მოთხოვნის შესაბამისად დაუშვებს მუდმივ დაკვირვებას და შემოწმებას აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლების მიერ და მიაწვდის მათ საჭირო ინფორმაციას, საქართველოს მიერ მათი გამოყენების შესახებ; ე. რომ აშშ-ს მთავრობას შეუძლია აგრეთვე დროდადრო მიაწოდოს სხვა თავდაცვითი აღჭურვილობა, მასთან დაკავშირებული წვრთნა და სხვა თავდაცვითი მომსახურება, რომლებიც იმყოფება სხვა ხელისუფლების განკარგულების ქვეშ (გარდა აშშ-ს იარაღის ექსპორტის კონტროლის აქტისა), რომელიც წარმოადგენს მოცემული შეთანხმების პირობებს. (ნებისმიერი ტრანსფერი უნდა განხორციელდეს აშშ-ს იარაღის ექსპორტის კონტროლის აქტის, მისი მოთხოვნების და ამ ტრანსფერებთან დაკავშირებულ აშშ-ს ძირითადი წესების შესაბამისად). საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი იმის თაობაზე, რომ ზემოხსენებული მისაღებია საქართველოს მხარისათვის ამ ნოტასთან ერთად წარმოადგენს შეთანხმებას ორ მთავრობას შორის, რომელიც ძალაში შევა სამინისტროს პასუხის თარიღიდან. აშშ-ს საელჩო სარგებლობს შემთხვევით, რათა კვლავ განუახლოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თავისი ღრმა პატივისცემა. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისი 14 ი ვნისი 1999 წელი.