ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ოქმი №12

მიღების თარიღი 04.11.2000
ძალაში შესვლა 01.04.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480150000.03.030.000608
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 03/08/2006
matsne.gov.ge 649 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.11.2000 მიღება
01.04.2005 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ოქმი №12 p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} .MsoPapDefault {margin-bottom:8.0pt; line-height:107%;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ოქმი №12 რომი, 2000 წლის 4 ნოემბერი ქვემორე ხელმომწერი ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები ითვალისწინებენ ძირითად პრინციპს, რომლის თანახმად, ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და უფლება აქვს, თანაბრად იქნეს კანონით დაცული; შემართულნი არიან, გადადგან შემდგომი ნაბიჯები, რათა ხელი შეუწყონ ყველა პირის თანასწორობას დისკრიმინაციის ზოგადი აკრძალვის კოლექტიური განხორციელების გზით, რომში 1950 წლის 4 ნოემბერს ხელმოწერილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში მოხსენიებულია, როგორც „კონვენცია“) მეშვეობით; კვლავ ადასტურებენ, რომ დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი ხელს არ უშლის მონაწილე სახელმწიფოებს, გაატარონ ღონისძიებები, რათა ხელი შეუწყონ სრულ და ეფექტიან თანასწორობას, იმ პირობით, რომ ასეთი ღონისძიებებისათვის არსებობს ობიექტური და გონივრული გამართლება, და თანხმდებიან შემდეგზე: მუხლი 1🔗 დისკრიმინაციის ზოგადი აკრძალვა 1.      კანონით დადგენილი ნებისმიერი უფლებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონების, დაბადების ან სხვა ნიშნისა. 2.  დაუშვებელია საჯარო ხელისუფლების მხრიდან ვინმეს დისკრიმინაცია 1-ლ პუნქტში აღნიშნულ რომელიმე საფუძველზე. მუხლი 2🔗 ტერიტორიული გამოყენება 1.   ოქმის ხელმოწერის ან მისი რატიფიცირების, მიღების თუ დამტკიცების სიგელის დეპონირების დროს ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია განსაზღვროს ტერიტორია ან ტერიტორიები, რომელთა მიმართაც გამოიყენება ეს ოქმი. 2.  ნებისმიერ სახელმწიფოს მოგვიანებით, ნებისმიერ დროს, შეუძლია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისათვის გაგზავნილი განცხადებით გაავრცელოს ამ ოქმის გამოყენება განცხადებაში განსაზღვრული ნებისმიერი სხვა ტერიტორიის მიმართ. ასეთი ტერიტორიის მიმართ ოქმი ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ ამგვარი განცხადების მიღების შემდეგ სამთვიანი ვადის ამოწურვიდან მომდევნო თვის პირველ დღეს. 3.   წინა ორი პუნქტის თანახმად გაკეთებული ნებისმიერი განცხადება ამგვარ განცხადებაში განსაზღვრული ნებისმიერი ტერიტორიის მიმართ შეიძლება გამოთხოვილი იქნეს ან შეიცვალოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისათვის გაგზავნილი შეტყობინებით. გამოთხოვა ან შეცვლა ამოქმედდება გენერალური მდივნის მიერ ამგვარი შეტყობინების მიღების შემდეგ სამთვიანი ვადის ამოწურვიდან მომდევნო თვის პირველ დღეს. 4.   ამ მუხლის შესაბამისად გაკეთებული განცხადება განიხილება, როგორც კონვენციის 56-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად წარდგენილი განცხადება. 5.      ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელმაც განცხადება გააკეთა ამ მუხლის 1-ლი ან მე-2 პუნქტების შესაბამისად, შემდგომში, ნებისმიერ დროს, განცხადებაში მითითებული ერთი ან რამდენიმე ტერიტორიის მიმართ შეუძლია განაცხადოს, რომ ის აღიარებს სასამართლოს უფლებამოსილებას, მიიღოს განაცხადები ფიზიკური პირებისაგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ ცალკეულ პირთა ჯგუფებისაგან ამ ოქმის ყველა ან 1-ლ ნებისმიერ მუხლთან დაკავშირებით, როგორც ეს გათვალისწინებულია კონვენციის 34-ე მუხლით. მუხლი 3🔗 კონვენციასთან მიმართება მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს შორის ამ ოქმის 1-ლი და მე-2 მუხლების დებულებები განიხილება, როგორც კონვენციის დამატებითი მუხლები, და კონვენციის ყველა დებულება გამოიყენება შესაბამისად. მუხლი 4🔗 ხელმოწერა და რატიფიცირება ეს ოქმი ღიაა ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისათვის, რომლებმაც ხელი მოაწერეს კონვენციას. იგი ექვემდებარება რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას. ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოს არ შეუძლია ამ ოქმის რატიფიცირება, მიღება ან დამტკიცება, თუ მას იმავდროულად ან მანამდე არ მოუხდენია კონვენციის რატიფიცირება. რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების სიგელების დეპონირება ხდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან. მუხლი 5🔗 ძალაში შესვლა 1.      ეს ოქმი ძალაში შედის, მე-4 მუხლის დებულებების შესაბამისად, ევროპის საბჭოს ათი წევრი სახელმწიფოს მიერ მათთვის ოქმის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობის გამოხატვის შემდეგ სამთვიანი ვადის ამოწურვიდან მომდევნო თვის პირველ დღეს. 2.    ნებისმიერი წევრი სახელმწიფოსათვის, რომელიც შემდგომში გამოხატავს თანხმობას ოქმის სავალდებულოდ აღიარებაზე, ოქმი ძალაში შედის რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების სიგელის დეპონირების შემდეგ სამთვიანი ვადის ამოწურვიდან მომდევნო თვის პირველ დღეს. მუხლი 6🔗 დეპოზიტარის ფუნქციები ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ატყობინებს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს: a)      ნებისმიერი ხელმოწერის შესახებ; b)      ნებისმიერი რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების სიგელის დეპონირების შესახებ; c)      მე-2 და მე-5 მუხლების შესაბამისად, ამ ოქმის ძალაში შესვლის თარიღს; d)      ამ ოქმთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ქმედების, შეტყობინების ან ცნობის შესახებ. ამის დასტურად ქვემორე ხელმომწერებმა, რომლებიც სათანადოდ უფლებამოსილნი არიან, ხელი მოაწერეს ამ ოქმს. შესრულებულია რომში 2000 წლის 4 ნოემბერს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, თანაბრად აუთენტიკურ ტექსტებად, ერთადერთ ეგზემპლარად, რომელიც ინახება ევროპის საბჭოს არქივში. გენერალური მდივანი დამოწმებულ ასლებს უგზავნის ევროპის საბჭოს თითოეულ წევრ სახელმწიფოს.