ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.07.2017
ძალაში შესვლა 01.07.2017
ძალის დაკარგვა 25.08.2017
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №184
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.123.016394
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/08/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №184 2017 წლის 26 ივლისი ქ. ქუთაისი | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №184 |
| ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 22.08.2017
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 22.08.2017
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №184
2017 წლის 26 ივლისი
ქ. ქუთაისი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა №1 დანართის შესაბამისად.
/დანართი № 1 წინამდებარე
დადგენილებას თან ერთვის/
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველად სტრუქტურულ ერთეულში საკრებულოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა ნუსხა №2 დანართის შესაბამისად.
/დანართი № 2 წინამდებარე
დადგენილებას თან ერთვის/
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის №418 განკარგულება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1-ლი ივლისიდან.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დვალი
დანართი № 1
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველადი
სტრუქტურული ერთეულის – საკრებულოს აპარატის
საშტატო ნუსხა
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეული – საკრებულოს აპარატი შედგება 34 შტატისაგან. მათ შორის:
1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი – 1 შტატი.
2. მეორადი სტრუქტურული ერთეული – სამდივნო განყოფილება – 7 შტატი:
ა) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამდივნო განყოფილების უფროსი – 1 შტატი;
ბ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 6 შტატი.
3. მეორადი სტრუქტურული ერთეული – იურიდიული განყოფილება – 3 შტატი:
ა) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – იურიდიული განყოფილების უფროსი – 1 შტატი;
ბ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 2 შტატი.
4. მეორადი სტრუქტურული ერთეული – საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების
მართვის განყოფილება – 14 შტატი:
ა) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი – 1 შტატი;
ბ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 3 შტატი;
გ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 10 შტატი.
5. მეორადი სტრუქტურული ერთეული – მოქალაქეთა მიღების, საქმისწარმოებისა და
საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება – 9 შტატი:
1. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – მოქალაქეთა მიღების, საქმისწარმოებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი – 1 შტატი;
2. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 7 შტატი;
3. მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 1 შტატი.
დანართი № 2
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველად
სტრუქტურულ ერთეულში – საკრებულოს აპარატში შრომითი
ხელშკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა ნუსხა
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველად სტრუქტურულ ერთეულში – საკრებულოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულია 9 მოსამსახურე. მათ შორის:
1. დამხმარე მოსამსახურე – 4 ერთეული.
2. ფრაქციაში მოწვეული სპეციალისტი – 5 ერთეული.