ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბახმაროს ტერიტორიაზე მეთვალყურეობის გარეშე მყოფი წვრილფეხა და მსხვილფეხა შინაური ცხოველების დაჭერა-იზოლირების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.07.2017
ძალის დაკარგვა 11.04.2018
გამომცემი ორგანო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 0000
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/08/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,146 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.07.2017 მიღება
11.04.2018 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
შინაური ცხოველი
წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა შინაური პირუტყვი
მუხლი 2
მეთვალყურეობის გარეშე მყოფი შინაური ცხოველი
შინაური ცხოველი, რომელზეც დროის კონკრეტულ მონაკვეთში არ ხორციელდება მეთვალყურეობა და რომელსაც ცხოველთა სადგომში (სპეციალურად გამოყოფილი ადგილი) გადაყვანიდან წესით განსაზღვრულ ვადაში დაუდგინდება მეპატრონე
მუხლი 2
შინაური ცხოველის მესაკუთრე (მფლობელი)
პირი, რომელსაც საკუთრებაში ან მფლობელობაში ჰყავს შინაური ცხოველი და რომელიც უზრუნველყოფს მის მოვლა-პატრონობას
მუხლი 2
შინაური ცხოველის მოვლა პატრონობა
ცხოველის კვება, ცხოველისათვის აუცილებელი საარსებო პირობების შექმნა, საცხოვრებელი ფართის გამოყოფა შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებით
მუხლი 2
ვეტერინარული სამედიცინო მომსახურება
ცხოველთა სნეულებების პროფილაქტიკა და მათი მკურნალობა
მუხლი 2
შინაური ცხოველის სადგომი
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, რომელშიც შესაძლებელია ცხოველთა გარკვეული რაოდენობის მოთავსება მათი სამართლებრივი, ვეტერინარული მდგომარეობის დადგენისა და შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (2)
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
სახაზინო კოდი 0000
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბახმაროს ტერიტორიაზე მეთვალყურეობის გარეშე მყოფი წვრილფეხა და მსხვილფეხა შინაური ცხოველების დაჭერა-იზოლირების წესის დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 2017 წლის 26 ივლისი დაბა ჩოხატაური ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბახმაროს ტერიტორიაზე მეთვალყურეობის გარეშე მყოფი წვრილფეხა და მსხვილფეხა შინაური ცხოველების დაჭერა-იზოლირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბახმაროს ტერიტორიაზე  მეთვალყურეობის გარეშე მყოფი  წვრილფეხა და მსხვილფეხა შინაური ცხოველების დაჭერა-იზოლირების წესი“ (დანართი 1). მუხლი 2🔗 დამტკიცდეს  წვრილფეხა და მსხვილფეხა შინაური ცხოველების სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობისათვის გაწეული ხარჯის დაფარვის შესახებ ქვითრის ფორმა (დანართი 2). მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე დანართი 1 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბახმაროს ტერიტორიაზე მეთვალყურეობის გარეშე მყოფი  წვრილფეხა და მსხვილფეხა შინაური ცხოველების დაჭერა-იზოლირების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ეს წესი აწესრიგებს: ა) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბახმაროს ტერიტორიაზე (დასახლებულ ტერიტორიებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში) მეთვალყურეობის გარეშე მყოფი, მოხეტიალე  წვრილფეხა და მსხვილფეხა შინაური ცხოველების (შემდგომში – შინაური ცხოველი) დაჭერა-იზოლირების პირობებს. ბ) სპეციალურ სადგომში გადაყვანილი შინაური ცხოველების გადაყვანისა და მოვლა-პატრონობისათვის გაწეული ხარჯის  ოდენობასა და გადახდის წესს, ასევე მხარეთა უფლება-მოვალეობებს; გ) წესი ვრცელდება ბახმაროს ტერიტორიაზე დაჭერილ და სპეციალურ სადგომში გადაყვანილ შინაური ცხოველების მესაკუთრეზე/მფლობელზე. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) შინაური ცხოველი – წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა შინაური პირუტყვი; ბ) მეთვალყურეობის გარეშე მყოფი შინაური ცხოველიშინაური ცხოველი, რომელზეც დროის კონკრეტულ მონაკვეთში არ ხორციელდება მეთვალყურეობა და რომელსაც ცხოველთა სადგომში (სპეციალურად გამოყოფილი ადგილი) გადაყვანიდან წესით განსაზღვრულ ვადაში დაუდგინდება მეპატრონე; გ) შინაური ცხოველის მესაკუთრე (მფლობელი)  – პირი, რომელსაც საკუთრებაში ან მფლობელობაში ჰყავს შინაური ცხოველი და რომელიც უზრუნველყოფს მის მოვლა-პატრონობას; დ) შინაური ცხოველის მოვლა პატრონობა – ცხოველის კვება, ცხოველისათვის აუცილებელი საარსებო პირობების შექმნა, საცხოვრებელი ფართის გამოყოფა შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებით; ე) ვეტერინარული სამედიცინო მომსახურება – ცხოველთა სნეულებების პროფილაქტიკა და მათი მკურნალობა; ვ) შინაური ცხოველის სადგომი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, რომელშიც შესაძლებელია ცხოველთა გარკვეული რაოდენობის მოთავსება მათი სამართლებრივი, ვეტერინარული მდგომარეობის დადგენისა და შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით. მუხლი 3🔗. შინაური ცხოველის გადაადგილებისათვის ნებადართული და აკრძალული ტერიტორიები 1. შინაური ცხოველის გადაადგილება იკრძალება  ბახმაროს დასახლებულ ტერიტორიებსა და  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კერძოდ: ა)  ხიდისთავის ქუჩა; ბ) აჭარის ქუჩა; გ) ბუკნარის ქუჩა; დ) პიონერის ქუჩა; ე) უჩხუბის ქუჩა; ვ) ჩოხატაურის ქუჩა; ზ) ბაზრის დაღმართის ქუჩა; თ) მშენებლობის ქუჩა; ი) დავითიანის ქუჩა; კ) ინგოროყვას ქუჩა; ლ) ვაკიჯვრის ქუჩა; მ) ასკანის ქუჩა; ნ) სატყეოს ქუჩა;          ო)ეკლესიის მიმდებარე მოედანი; პ) საბავშო სკვერი; ჟ) სასტუმრო ,,ბახმაროს“ მიმდებარე ტერიტორია.              2. შინაური ცხოველების გადაადგილებისათვის ნებადართული გადასარეკი გზის მონაკვეთებია: ა) ლიჩხის ქედი; ბ) გურიის ქუჩა; გ) შედრეკილი. მუხლი 4🔗. შინაური ცხოველის მოვლა-პატრონობა 1. შინაური ცხოველის მესაკუთრეები (მფლობელები) ვალდებულნი არიან არ დაუშვან მათი შინაური ცხოველის გაშვება ბახმაროს დასახლებულ ტერიტორიებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. 2. შინაური ცხოველის მესაკუთრეებმა (მფლობელებმა) უნდა უზრუნველყონ გარემომცველ პირთა უსაფრთხოება და არ დაუშვან შინაური ცხოველის მიერ საერთო საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილების დაბინძურება, მწვანე ნარგავების (მწვანე საფარის) დაზიანება  ბახმაროს ტერიტორიაზე. 3. შინაური ცხოველის მესაკუთრემ (მფლობელმა)  უზრუნველყოს ვეტერინარულ-სანიტარიული შემოწმება, ვაქცინაცია და შესაბამის ცენტრში მათი აღრიცხვა. 4. მესაკუთრემ (მფლობელმა) შინაური ცხოველის დაავადების კლინიკური ნიშნების შემჩნევის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოს ვეტერინარს. 5. მესაკუთრე (მფლობელი)  ვალდებულია აანაზღაუროს მისი შინაური ცხოველის მიერ მიყენებული ზარალი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. შინაური ცხოველის გვამის დამარხვა უნდა განხორციელდეს სპეციალურ გამოყოფილ ადგილებში. მუხლი 5🔗. მეთვალყურეობის გარეშე მყოფი, მოხეტიალე შინაური ცხოველის დაჭერა-იზოლირების პირობები, კონტროლზე უფლებამოსილი პირი და მისი პასუხისმგებლობა 1. მეთვალყურეობის გარეშე მყოფ შინაურ ცხოველებზე კონტროლის ორგანიზება განეკუთვნება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომელსაც განახორციელებს ა(ა)იპ „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროს“ (ს/ნ 441993648) მეშვეობით.  2. გამგეობის მუნიციპალური ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახურის  უფლებამოსილი თანამშრომელი დაუყოვნებლივ ახდენს მეთვალყურეობის გარეშე მყოფი შინაური ცხოველის დაჭერას და გადაჰყავს სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე (სადგომზე), სადაც ხდება შინაური ცხოველის იზოლირება. 3. მეთვალყურეობის გარეშე მყოფი შინაური ცხოველის იზოლირება-განთავსება ხდება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე (სადგომში) სათანადო მოვლით, შენახვით, დაცვით, კვებისა და დარწყულების უზრუნველყოფით. 4. მეთვალყურეობის გარეშე მყოფი შინაური ცხოველის  დაჭერის შემთხვევაში (ა)იპ ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროს“ (ს/ნ 441993648) უფლებამოსილი თანამშრომელი ავრცელებს ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ იმგვარად, რომ ივარაუდებოდეს ინფორმაციის საზოგადოების ფართო ფენებისადმი მისაწვდომობა. გავრცელებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მოწოდებას მესაკუთრის გამოცხადების შესახებ. 5. ბახმაროს ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი შინაური ცხოველის ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯები შეადგენს 10 (ათი) ლარს. მომსახურების საფასური გაიანგარიშება ცხოველის სულადობის მიხედვით. 6. გადახდა წარმოებს ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით საბანკო დაწესებულებაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ანგარიშზე, მომსახურების საფასური მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში. მომსახურეობის საფასურის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება უფლებამოსილ ორგანიზაციას. გადახდა დასტურდება მომსახურების საფასურის გადახდის თაობაზე საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული, დადგენილი ფორმის ქვითრის წარდგენით. 7. ა(ა)იპ ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტი ბახმარო“ (ს/ნ 441993648) პასუხისმგებელია წინამდებარე დადგენილების აღსრულებაზე და ვალდებულია: ა) სათანადო დონეზე განახორციელოს იზოლირებული შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობა, შენახვა, დაცვა, კვება და დარწყულება; ბ) არ განახორციელოს იზოლირებული შინაური ცხოველების მიმართ არაჰუმანური და კანონსაწინააღმდეგო ქმედებანი. გ) აწარმოოს ცხოველთა მონაცემების ბაზა; დ) გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება ექიმ-ვეტერინართან, რომელიც განახორციელებს იზოლირებული შინაური ცხოველების ვეტერინარულ შემოწმებას. ე)  წვრილფეხა და მსხვილფეხა შინაური ცხოველის სადგომზე მიყვანისთანავე ჩაუტაროს შესაბამისი ვეტერინარული შემოწმება შესაბამისი ექიმ-ვეტერინარის წერილობითი დასკვნით, რის საფუძველზეც დგინდება, არის თუ არა იზოლირებული შინაური ცხოველი რაიმე დაავადების მატარებელი და ქმნის თუ არა, გადამდები დაავადებების გავრცელების საშიშროებას. ვეტერინარული შემოწმება უნდა ჩაუტარდეს ასევე იზოლირებული შინაური ცხოველის მეპატრონისათვის დაბრუნების დროს; ვ) ამ წესითა და საკუთარი წესდებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; 8. იმ შემთხვევაში, თუ იზოლირებული შინაური ცხოველი (პასუხისმგებელი ორგანიზაციის ბრალით, გაურკვეველი მიზეზების გამო) დაიღუპა, მაშინ მესაკუთრისადმი მიყენებულ ზარალს მთლიანად ანაზღაურებს, წინამდებარე წესის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 6🔗. შინაურ ცხოველთა სადგომები წინამდებარე წესის აღსრულებაზე პასუხისმგებელმა ორგანიზაციამ აჭარისა და გურიის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე ბახვისწყლიდან 150 მ. დაშორებით  შესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად უნდა მოაწყოს სპეციალურად ამ საქმიანობისათვის სათანადოდ შემოღობილი და აღჭურვილი ცხოველთა სადგომი, სადაც დაცული იქნება აუცილებელი პირობები იზოლირებული შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისათვის. მუხლი 7🔗. შინაური ცხოველის მესაკუთრის (მფლობელის) პასუხისმგებლობა 1. იზოლირებული შინაური ცხოველის  მესაკუთრე (მფლობელი) ვალდებულია მიაკითხოს შესაბამის ორგანიზაციას. იზოლირებული შინაური ცხოველის მესაკუთრის (მფლობელის) მიერ მფლობელობის დამტკიცების, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის  შემდეგ იზოლირებული შინაური ცხოველი უბრუნდება მესაკუთრეს, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე. 2. იმ შემთხვევაში, თუ იზოლირებული შინაური ცხოველის მესაკუთრე ვერ ადასტურებს მასზე საკუთრების უფლებას, მაშინ იზოლირებული შინაური ცხოველი უბრუნდება მეპატრონეს მხოლოდ მოწმეების ჩვენების საფუძველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ. 3. იმ შემთხვევაში, თუ შინაური ცხოველის იზოლირების ფაქტის შეტყობინების მომენტიდან მესაკუთრე (მფლობელი) 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში არ გადაიხდის დაწესებულ შინაური ცხოველის მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ექიმ-ვეტერინარის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, თუ შინაური ცხოველი ჯანმრთელია, იგი ექვემდებარება რეალიზაციას. ამოღებული თანხიდან დაიფარება შინაური ცხოველის მოვლა-პატრონობის ხარჯი, ხოლო დარჩენილი თანხა გადაეცემა რეალიზაციაში გაშვებული შინაური ცხოველის ყოფილ მესაკუთრეს. რეალიზაციის შემდგომ, პრეტენზიები მხედველობაში არ მიიღება.  4. იმ შემთხვევაში, თუ იზოლირებული შინაური ცხოველის მესაკუთრის ვინაობა ვერ დადგინდა 30(ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში ექიმ-ვეტერინარის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, თუ შინაური ცხოველი ჯანმრთელია, იგი ექვემდებარება რეალიზაციას და ამოღებული თანხა ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში. მუხლი 8🔗. შინაური ცხოველის მოკვდინება იმ შემთხვევაში, თუ იზოლირებული შინაური ცხოველი ექიმ-ვეტერინარის მიერ ჩატარებული შემოწმების და მისი დასკვნის საფუძველზე აღმოჩნდება დაავადებული და ქმნის გადამდები დაავადებების გავრცელების საშიშროებას, მაშინ იგი შესაბამისი სანიტარიული ნორმების (წესების) დაცვით ექვემდებარება განადგურებას. დანართი 2  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ბახმაროს ტერიტორიაზე წვრილფეხა და მსხვილფეხა შინაური ცხოველის სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობისათვის გაწეული ხარჯის დაფარვის შესახებ. სახაზინო კოდი 0000 ქვითარი: გადამხდელი, სახელი, გვარი, მისამართი: პირ. №: მომსახურების საფასური: დღე-ღამე 10(ათი) ლარი სულ გადასახდელი თანხა: ჩავაბარე ______________________ ჩავიბარე ______________________   ბ.ა გთხოვთ ქვითრის ჩაბარებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გადაიხადოთ მომსახურების საფასური გადაუხდელობის შემთხვევაში გატარდება ადმინისტრაციული ზომები.