საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.09.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №244
სარეგისტრაციო კოდი 010240020.22.027.016744
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/09/2017
matsne.gov.ge 799 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბარამიძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 02.05.2018 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 06.01.2023 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 18.03.2015 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 19.03.2015 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 20.02.2015

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №244 2017 წლის 20 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბარამიძე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗 დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. მუხლი 3🔗 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებებით. მუხლი 4🔗 დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და უფლებამოსილებების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. მუხლი 5🔗 დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი II დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებები მუხლი 6🔗 დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებებია: ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში განსაზღვრული ვალდებულებების, მათ შორის, საპროგრამო დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების (ასოცირების შეთანხმება, ასოცირების დღის წესრიგი, ეროვნული სამოქმედო გეგმა, ევროკავშირის სამართალთან დაახლოების/ჰარმონიზაციის სამინისტროს გეგმა) შესრულების მიზნით; ბ) ევროკავშირის სამართლის, მათ შორის, მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების, შესწავლა და ანალიზი; გ) ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების/ჰარმონიზაციის მეთოდიკისა და ზოგადი პრინციპების შემუშავება და მათი დანერგვა; დ) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით შექმნილ სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმში სამინისტროს წარმომადგენლობის მონაწილეობის უზრუნველყოფა; ე) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების საფუძველზე შექმნილ ორგანოში − ასოცირების საბჭოში, სამინისტროს წარმომადგენლის სამდივნოს ფუნქციების განხორციელება, მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ქვეკომიტეტის საქმიანობის კოორდინაცია, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ქვეკომიტეტისა და ასოცირების კომიტეტის საქმიანობაში მონაწილეობა; ვ) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებულ ასოცირების შეთანხმებაში სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი დაახლოებისათვის/ჰარმონიზაციისათვის აუცილებელი ზომების განხორციელება, კერძოდ, ევროკავშირის სამართლის წყაროებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში, ნორმატიულ აქტებში ცვლილების ან ახალი ნორმატიული აქტის პროექტის მომზადების მიზნით სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტისათვის წინადადებით მიმართვა; ზ) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ ევროკავშირის რეგულაციებთან, გადაწყვეტილებებსა და დირექტივებთან თუ სამართლის სხვა წყაროებთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების/ჰარმონიზაციის მიზნით სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სხვადასხვა უწყების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტების და თანმდევი დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა; თ) კანონმდებლობით დადგენილ და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, აგრეთვე, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მითითებათა და ცალკეულ დავალებათა შესრულება. თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები მუხლი 7🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. მუხლი 8🔗 1. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანებისა და უფლებამოსილებების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მათ შესრულებაზე; გ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით განსაზღვრული დეპარტამენტის ამოცანებისა და უფლებამოსილებების შესრულებას; დ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს; ე) საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ განიხილავს დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტებს ან სხვა მასალებს; ვ) დეპარტამენტის სახელით დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებსა და მოსაზრებებს; ზ) პერიოდულად განიხილავს დეპარტამენტის მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; თ) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე; ი) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას. სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; კ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის დებულების, საშტატო რიცხოვნობის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტისათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტის ამოცანებისა და უფლებამოსილებების განსახორციელებლად; მ) ახორციელებს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; ნ) უზრუნველყოფს მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულებას. 2. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლებით, ხოლო იმავდროულად დეპარტამენტის უფროსის მოადგილის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი პროფესიული საჯარო მოხელე. მუხლი 9🔗 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს და აკონტროლებს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; გ) კომპეტენციის ფარგლებში ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; დ) საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ განიხილავს დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტებს ან სხვა მასალებს; ე) კომპეტენციის ფარგლებში ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) დეპარტამენტის უფროსის წინაშე აყენებს საკითხს დეპარტამენტის მუშაკთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; ზ) უზრუნველყოფს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულებას. 3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.