მუხლი  29🔗

ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან ერთი წლის განმავლობაში მხარეებმა უნდა დაამტკიცონ მიწოდების უსაფრთხოების წესები, რომლებიც განსაკუთრებით მიწოდების განსხვავებას, ტექნოლოგიურ უსაფრთხოებასა და იმპორტირებული საწვავის გეოგრაფიულ წარმოშობას აღწერს. სამდივნოს უნდა ეცნობოს წესების შესახებ და იგი უნდა იყოს ხელმისაწვდომი ამ ხელშეკრულების ნებისმიერი მხარისათვის. აღნიშნული წესები უნდა განახლდეს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. სამდივნომ უნდა გასცეს მითითება და გაწიოს დახმარება ამ წესებთან დაკავშირები