„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1603
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.029.016415
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/08/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №1603

2017 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №68 ბრძანების (ვებგვერდი, 01.04.2013 წ., 010240030.22.029.016050) პირველი პუნქტით დამტკიცებულ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულებაში (შემდგომში – დებულება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების მე-2 მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია:

ა) მინისტრის საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;

ბ) მინისტრის თათბირებისა და სხდომების ორგანიზება;

გ) სამინისტროს სისტემაში საქმისწარმოების ორგანიზება;

დ) საარქივო საქმიანობის წარმართვა;

ე) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა), რეპატრიანტთა, მიგრანტთა, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ პირთა (ეკომიგრანტთა) და სხვა მოქალაქეთა მიღების ორგანიზაცება, კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაციის გაწევა და მათი განცხადებების მიღება და რეგისტრაცია;

ვ)  მონაცემთა ბაზის საფუძველზე, დევნილის მოწმობის გაცემა;

ზ) წლიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშების შედგენა მათი დანიშნულებისამებრ წარდგენის მიზნით;

თ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;

ი) საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

კ) სამინისტროში არსებულ ცხელ ხაზზე შემოსულ სატელეფონო შეტყობინებათა რეგისტრაცია და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა; შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირების მიზნით სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ინფორმაციის მიწოდება;

ლ) სამინისტროს ფუნქციონირების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

მ) სამინისტროს საჭიროებიდან გამომდინარე, ტექნიკური და კომპიუტერული მოწყობილობების ახალი ინოვაციური მოწყობილობებით ჩანაცვლება და მათზე მონიტორინგის წარმოების უზრუნველყოფა;

ნ) სამინისტროში საინფორმაციო-ტექნოლოგიური ხასიათის ხარვეზებზე დროული რეაგირება და მისი აღმოფხვრა;

ო) სამინისტროს სისტემაში ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება;

პ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სტრატეგიულ-პოლიტიკური დოკუმენტების შემუშავება;

ჟ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციისა და მონაცემთა დამუშავება/განზოგადება და სისტემატიზაციის უზრუნველყოფა;

რ) სამინისტროს სისტემის განვითარების მიზნით სამოქმედო გეგმების შემუშავება;

ს) სამინისტროს საქმიანობის ანგარიშების მომზადება და კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდება;

ტ) სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევებისა და რისკების შესწავლა, ანალიზი, განზოგადება და სათანადო დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

უ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა;

ფ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

2. დებულების მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„დ) მოქალაქეთა მისაღები –   სამმართველო.“.

3. დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სამინისტროში სახელმწიფო უწყებებიდან და სხვადასხვა ორგანიზაციებიდან შემოსული წერილების მიღება და რეგისტრაცია;“.

4. დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. დებულების მე-4 მუხლს დაემატოს მე-9 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„9. მოქალაქეთა მისაღები – სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა)  დევნილთა, რეპატრიანტთა, მიგრანტთა, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ პირთა (ეკომიგრანტთა) და სხვა მოქალაქეთა  მიღების  ორგანიზება,  კომპეტენციის  ფარგლებში  კონსულტაციის გაწევა და  საჭირო საკითხების ირგვლივ ინფორმირება, ასევე მათი განცხადებების მიღება და რეგისტრაცია;

ბ) განცხადებების მიღება და რეგისტრაცია კომპეტენციის გათვალისწინებით: თანდართული დოკუმენტაციის შემოწმება, განცხადებისათვის საჭირო დოკუმენტების ასლის გადაღება;

გ) ბენეფიციართა პერსონალურ მონაცემებში ცვლილებების განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციასთან და ღონისძიებებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა;

დ) ბენეფიციართა კონსულტაცია სოციალურ და განსახლების საკითხებთან დაკავშირებით;

ე) დევნილთა მონაცემთა  ბაზის  მიხედვით,  დევნილთა მოთხოვნის  შემთხვევაში მათზე შესაბამისი ცნობების გაცემა;

ვ) მონაცემთა ბაზის საფუძველზე, პირის ფოტოგრაფირების განხორციელება და დევნილის მოწმობის გაცემა;

ზ) დევნილთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ქონებრივი დეკლარაციის შევსება;

თ) დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების დევნილი ოჯახებისათვის საკუთრებაში გადაცემის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა;

ი) დევნილთა კონსულტაცია დევნილის სტატუსის მიღებასთან და დევნილის შემწეობის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

კ) დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისა და დროებითი განსახლების პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა;

ლ) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა.“.

მუხლი 2
ბრძანება ძალაშია 2017 წლის 1 აგვისტოდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისოზარ სუბარი