„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 |
|
2017 წლის 28 ივლისი დაბა ქედა |
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;
დ) მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილება.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლს დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„21. ადმინისტრაციული სამსახურის შემადგენლობაში შედის ასევე:
ა) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოფლის მეურნეობისა და მთის განვითარების საკითხებში;
ბ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი გენდერული თანასწორობის სახითხებში.“.
3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ფუნქციები“.
4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს:“.
5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დემატოს „მ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„მ1) ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებულ სისტემაში (eHRMS) საჯარო მოხელეთა პირადი მონაცემებისა და მათ შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტების ასახვა;“.
6. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციები“.
7. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:“.
8. დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს 71 და 72 მუხლები შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 71. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ფუნქციები სოფლის-მეურნეობისა და მთის განვითარების საკითხებში
სოფლის-მეურნეობისა და მთის განვითარების საკითხებში პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის-მეურნეობის სხვადასხვა დარგების განვითარების მიზნით პრიორიტეტებისა და მიმართულებების განსაზღვრა;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით აგრალური რეფორმების განხორციელება, სამინისტროების (საქართველო, აჭარა) და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ამ დარგში შესაბამისი მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, ხელშეწყობა და კოორდინაცია;
გ) მთის განვითარების მიზნით ადგილობრივი მიზნობრივი პროექტების შემუშავების უზრუნველსაყოფად წინადადებების მომზადება;
დ) ხე-ტყის სოციალურ ჭრასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა და საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღება;
ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე მუშაობა და საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღება;
ვ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.“.
„მუხლი 72. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ფუნქციები გენდერული თანასწორობის საკითხებში
გენდერული თანასწორობის საკითხებში პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი უზრუნველყოფს:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ქალისა და მამაკაცის თანაბარი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფა, გენდერული მეინსტრიმინგის ხელშეწყობა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრა;
ბ) ქალთა მიმართ დისკრიმინაცია, ოჯახური ძალადობის ფაქტების მონიტორინგი და მათი აღმოფხვრის გზებზე წინადადებების შემუშავება;
გ) ოჯახური ძალადობის პრევენციის, საზოგადოებრივ საქმიანობაში ქალთა აქტიური მონაწილეობის თემებზე, ცნობიერების ასამაღლებლად მოსახლეობასთან შეხვედრების მოწყობა;
დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება;
ე) გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება და გამგებლისთვის წარდგენა;
ვ) გენდერულ თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია, ახალი მუნიციპალური სერვისის – ღია სივრცე საზოგადოებისათვის „ქალთა ოთახის“ ხელმძღვანელობა, კოორდინაცია;
ზ) გენდერული თანასწორობის საკითხებზე შემოსული დოკუმენტაციის მიღება, დამუშავება და შესაბამისი რეაგირების განხორციელება;
თ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.“.
|