შპს ,,Georgian trading G.T’-ის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/7133-17
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/07/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/7133-17

330210317001844012

განჩინება

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

 გაუქმების შესახებ

24.07.2017 წელი

 ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ბურჯანაძე

განმცხადებელი − შპს „Georgian trading G.T“

(საიდენტიფიკაციო ნომერი 404949758)

წარმომადგენელი − მალხაზ ალბორაშვილი

მოთხოვნა − გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „Georgian trading G.T-ის“ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და

გამოარკვია:

2017 წლის 15 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „Georgian Trading G.T-ის“ წარმომადგენელმა მალხაზ ალბორაშვილმა და მოითხოვა შპს „Georgian Trading G.T-ის“ მიმართ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყება, ვინაიდან, შპს „Georgian Trading G.T-ის“ არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები, აგრეთვე მას არ გააჩნია არანაირი ქონება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 მარტის განჩინებით , შპს „Georgian Trading G.T-ის“ წარმომადგენელს მალხაზ ალბორაშვილს (საიდენტიფიკაციო ნომერი 404949758) უარი ეთქვა გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. ამასთან , განემარტა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2017 წლის 27 აპრილს განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა შპს „Georgian Trading G.T-ის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2017 წლის 2 მაისის განჩინებით, შემოსავლების სამსახურს განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში წარმოედგინა სასამართლოსათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე (სს „ბანკი რესპუბლიკა“, ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის №GE74 BR00 0001 0517 4634 83) 5000 ლარის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი.

აღნიშნული განჩინება შემოსავლების სამსახურს გაეგზავნა 2017 წლის 3 მაისს და ჩაჰბარდა 2017 წლის 4 მაისს. 2017 წლის 5 ივნისს შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილ იქნა შუამდგომლობა დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად 14 დღით ვადის გაგრძელების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2017 წლის 9 ივნისის განჩინებით შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვას შპს „Georgian Trading G.T-ის” (ს/კ 404949758) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების მიღებაზე; აღნიშნულ განჩინებაზე შემოსავლების სამსახურის მიერ 2017 წლის 13 ივნისს წარმოდგენილ იქნა კერძო საჩივარი, სადაც განმცხადებელმა ითხოვა გაუქმებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ივნისის განჩინება და შემოსავლების სამსახურს 14 დღით გაგრძელებოდა ხარვეზის შევსების ვადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ივნისის განჩინების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი განსახილველად გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 3 ივლისის განჩინებით შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ 2017 წლის 9 ივნისის განჩინება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 01 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

ვინაიდან შემოსავლების სამსახურის განცხადება არ იქნა მიღებული წარმოებაში, ხოლო სხვა არც ერთ კრედიტორს არ მოუმართავს სასამართლოსთვის, შპს „Georgian trading G.T“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და, შესაბამისად, გაუქმდეს შპს „Georgian trading G.T“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. შპს „Georgian trading G.T“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 404949758) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „Georgian trading G.T-ის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                                                თამარ ბურჯანაძე