„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2017 წლის 28 ივლისი
ქ. დედოფლისწყარო
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29/06/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.018522) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ივნისის №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 23/06/2017წ, სარეგისტრაციო კოდი: 270070000.35.169.016305) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. „დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები, დანართი 1-ის შესაბამისად. (დანართი 1 თან ერთვის).“.
3. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი 1 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით. (დანართი 1 თან ერთვის).
4. დადგენილების მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები დანართი, 2-ის შესაბამისად. (დანართი 2 თან ერთვის).“.
5. დადგენილების მეორე მუხლით დამტკიცებული დანართი 2 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით. (დანართი 2 თან ერთვის).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი
დანართი №1
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
№
თანამდებობა
თანამდებობრივი სარგო
(ლარი)
პოლიტიკური თანამდებობის პირები
1
საკრებულოს თავმჯდომარე
2500
2
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
1700
3
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე
1350
პროფესიული საჯარო მოხელეები
4
აპარატის უფროსი - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (I რანგი)
1000
5
განყოფილების უფროსი- მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ( II რანგი)
810
6
პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (III რანგი)
560
7
მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (III რანგი)
540
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები
8
დამხმარე მოსამსახურე- ტექნიკური მდივანი
540
9
დამხმარე მოსამსახურე-მძღოლი
540
10
დამხმარე მოსამსახურე - კომპიუტერული და ქსელური მომსახურების სპეციალისტი
540
დანართი №2
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
№
თანამდებობა
თანამდებობრივი სარგო (ლარი)
პოლიტიკური თანამდებობის პირები
1
გამგებელი
2500
2
გამგებლის პირველი მოადგილე
1300
3
გამგებლის მოადგილე
1300
პროფესიული საჯარო მოხელეები
4
სამსახურის უფროსი-პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (I რანგი)
1000
5
განყოფილების უფროსი-მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (II რანგი)
810
6
პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (III რანგი)
560
7
მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (III რანგი)
540
8
პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი (IV რანგი)
330
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები
9
გამგებლის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში (გარდა სოფ. მირზაანის, სოფ. საბათლოს და სოფ. ფიროსმანის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლებისა)
980
10
გამგებლის წარმომადგენლები სოფ. მირზაანის, სოფ. საბათლოს და სოფ. ფიროსმანის ადმინისტრაციულ ერთეულში
880
11
სპეციალისტი მატერიალურ-ტექნიკურ საკითხებში
540
12
კომპიუტერული ტექნიკისა და ქსელური მომსახურების სპეციალისტი
540
13
ტექნიკური მდივანი
540
14
მძღოლი
540