,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2017 წლის პროგრამის, პროგრამის ბიუჯეტის და რეალიზაციის ვადის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების 2017 წლის გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 |
|
2017 წლის 28 ივლისი ქ. დედოფლისწყარო |
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მარტოხელა მშობლის, მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე’’ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვ(ებ)ი.“.
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ი’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ოჯახი შესაბამისი კოდებით (100; 300; 800)“.
4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვი (ბავშვები) და ერთი ან ერთზე მეტი არის არასრულწლოვანი:
ა) განცხადება;
ბ) მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ცნობა სამოქალაქო რეესტრიდან მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭების შესახებ;
დ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობ(ებ)ის ასლები;
ე) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან;
ვ) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის დედოფლისწყაროს აბონენტთა მომსახურეობის ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი;
ზ) სოკარ ჯორჯია გაზის კახეთის რეგიონალური ოფისის დედოფლისწყაროს სერვის ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი;
თ) ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა განმცხადებლისა და თანდართული სააბონენტო ნომრის მფლობელის კავშირის შესახებ.“.
5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-10 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის (დაკრძალვის ხარჯის გამღები პირი) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ვეტერანის მოწმობის ან მონაწილის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ე) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ცნობა ვეტერანის დაკრძალვის ხარჯის გამღები პირის შესახებ (აქტთან ერთად);
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.“.
6. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-10 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მშობლების ან მარტოხელა მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;“
7. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-11 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 7. მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთი შვილი – 13 (ცამეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად.
8. მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთზე მეტი შვილი – 17 (ჩვიდმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად;“.
8. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-11 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება – 300 (სამასი) ლარი ერთჯერადად.“
9. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-11 მუხლის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის ორივე მშობელი ან მარტოხელა მშობელი რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – ერთჯერადად 300 (სამასი) ლარი თითოეულ ახალდაბადებულ ბავშვზე;“.
10. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2 ჩამოყალიბდეს თანდართული დანართის შესაბამისად.
|
|