„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 დეკემბრის N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.172.016178
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/08/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2017 წლის 28 ივლისი

ქ. ამბროლაური

 

„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 დეკემბრის № 42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 დეკემბრის № 42 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2016წ., სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.172.016156) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის 6.2.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.2.2 მოსარგებლე ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით წლიური 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 4.3.2.4 ქვეპუნქტი:

„4.3.2.4 საპატიო მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საპატიო მოქალაქის მინიჭებიდან საბიუჯეტო წლის მანძილზე, მისი ოჯახის წარმომადგენელზე გასცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის 2.2.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.2.3 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03.02.03)

ამ პროგრამის ფარგლებში დაიფარება 2016 წელს გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად საცურაო აუზის, ბრატისლავა-რაჭის ქუჩა № 11-ში ყოფილი საავადმყოფოს შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების და საპროექტო სამუშაოების ღირებულება, დაფინანსდება სხვადასხვა საპროექტო სამუშაოები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამა, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მდებარე სკვერის დასრულების სამუშაოები, ქალაქის სხვადასხვა უბნებში მოეწყობა სპორტული ტრენაჟორები, ქუჩების ვიდეომეთვალყურეობის კამერები, ქალაქის შემოსასვლელი, დასასვენებელი ფანჩატურები ქალაქის და ე.წ „ქვაბტკრის“ ტერიტორიაზე, განხორციელდება ყოფილი საავადმყოფოს  შენობის ფასადის ნაწილის, აღმაშენებლის და კობახიძის ქუჩების კვეთაზე მდებარე მუნიციპალიტეტის შენობის და საბავშვო ბაღის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდიდან მოხდება დახურული სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია და ფეხბურთის სტადიონის მშენებლობა, ექსპერტიზის სამუშაოები, საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და აღმაშენებლის ქუჩაზე სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ფანჩატურისა და ღობის მოწყობა, ბრატისლავა-რაჭის ქუჩის პირველ შესახვევში სასტუმროს მიმდებრად მდ.კრიხულას სანაპიროზე არსებული ბეტონის დამცავი კედლისა და მოაჯირის მოწყობა“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე