ოქმი რუმინეთის ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შორის ნავთობის, გაზისა და ენერგოშემცველების ტრანსპორტირების მარშრუტების სფეროში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 07.10.2009
ძალაში შესვლა 21.04.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000802
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 23/08/2010
matsne.gov.ge 409 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.10.2009 მიღება
21.04.2010 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

ოქმი რუმინეთის ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შორის ნავთობის, გაზისა და ენერგოშემცველების ტრანსპორტირების მარშრუტების სფეროში თანამშრომლობის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 45.0pt 49.5pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ოქმი რუმინეთის ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შორის ნავთობის, გაზისა და ენერგოშემცველების ტრანსპორტირების მარშრუტების სფეროში თანამშრომლობის შესახებ რუმინეთის ეკონომიკის სამინისტრო და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო აღიარებენ რა მხარეთა მიერ ნავთობის, გაზისა და ენერგეტიკის საკითხებზე ორმხრივი დიალოგის ყველა დონეზე გაძლიერების განზრახვას და მნიშვნელობას, აგრეთვე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საჭიროებას; აღიარებენ რა ენერგეტიკის სფეროში ისეთი პოლიტიკის შემუშავების მნიშვნელობას, რომელიც დააკმაყოფილებდა არსებულ ეკონომიკურ, სოციალურ, გარემოსდაცვით მოთხოვნებს და უზრუნველყოფდა ორივე ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას; 2009 წლის 8 მაისს, ქ. პრაღაში ჩატარებული სამხრეთ დერეფნის სამიტის დეკლარაციის დებულებათა გათვალისწინებით; და ესწრაფვიან რა განახორციელონ შავი ზღვის რეგიონში ახალი ენერგოსატრანზიტო პროექტები, საქართველოსა და რუმინეთის ტერიტორიების გავლით, რომელთა მიზანია აზერბაიჯანიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ევროპამდე და სხვა საერთაშორისო ბაზრებამდე ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირება, რაც ხელს შეუწყობს გაზის მიწოდების მარშრუტების, მიწოდების წყაროებისა და მიმწოდებელთა დივერსიფიცირებას და მიწოდების უსაფრთხოების გაძლიერებას; შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 აღიარებენ რა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას, მხარეები თანხმდებიან, განსაზღვრონ თანამშრომლობის ახალი საშუალებები და ნავთობისა და გაზის ენერგოშემცველების ტრანსპორტირების მარშრუტები. მუხლი 2🔗 მხარეები მხარს დაუჭერენ თანამშრომლობის გაღრმავებას ენერგეტიკის სექტორში მოქმედ შესაბამის ეკონომიკურ უწყებებს შორის და უზრუნველყოფენ საბაზრო რეგულირების ნორმების შესაბამისად ხელსაყრელი გარემოს შექმნას ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მიზნით. მუხლი 3🔗 მხარეებმა საქართველოში გაზის გამათხევადებელი და რუმინეთში რეგაზიფიკაციის მოწყობილობათა დანერგვა განსაზღვრეს როგორც უაღრესად პრიორიტეტული პროექტები ენერგეტიკული თანამშრომლობის სფეროში. ამ მიზნით მხარეები თანხმდებიან დახმარება აღმოუჩინონ კომპანიებს – „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ და რუმინეთის SNTGN Transgaz S.A. SNGN Romgaz S.A.- ს ფოთსა (საქართველო) და კონსტანცაში (რუმინეთი) თხევადი გაზის ტერმინალების მშენებლობის შესაძლო ვარიანტების ანალიზის პროცესში, აზერბაიჯანის და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან გაზის ხელმისაწვდომობისა და USTDA- ს მიერ დაფინანსებული ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის ანალიზის (რომელიც ამჟამად მომზადების პროცესშია) შედეგების გათვალისწინებით. მუხლი 4🔗 მხარეები თანხმდებიან გადადგან შემდგომი ნაბიჯები რუმინეთის ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მომზადების, ხელმოწერისა და ძალაში შესვლის მიზნით. მუხლი 5🔗 წინამდებარე ოქმი ძალაში შედის თითოეული ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად ყველა პროცედურის დასრულების შესახებ ორივე მხარის მიერ წერილობითი შეტყობინების მიღების დღეს. შესრულებულია თბილისში, 2009 წლის 7 ოქტომბერს. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელით ---------------------------- ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური რუმინეთის ეკონომიკის სამინისტროს სახელით ---------------------------- სახელმწიფო მდივანი ტუდორ სერბანი