ო ქ მ ი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სლოვენიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 19.04.2002
ძალაში შესვლა 21.01.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000688
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 15/02/2008
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია) | სლოვენიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
ო ქ მ ი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სლოვენიის
რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის
თანამშრომლობის შესახებ
ო ქ მ ი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სლოვენიის
რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის
თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და სლოვენიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,
ხელმძღვანელობენ რა სახელმწიფო სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის, ურთიერთპატივისცემის, თანასწორუფლებიანობისა და ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით,
ისწრაფვიან რა გააღრმავონ მეგობრული ურთიერთობები საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად,
ადასტურებენ რა თავიანთ ერთგულებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების, ჰელსინკის დასკვნითი აქტის, ახალი ევროპისათვის პარიზის ქარტიისა და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ძირითადი დოკუმენტების მიზნებისა და პრინციპებისადმი,
აღიარებენ რა ორმხრივი ინტერესის მქონე საკითხებზე მხარეებს შორის სხვადასხვა დონეზე კონსულტაციების გამართვის მნიშვნელობას, ასევე, კონსულტაციების გამართვის სარგებლიანობას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და რეგიონალურ პროგრამებში,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მხარეები გამართავენ კონსულტაციებს საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკისათვის ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ურთიერთსაინტერესო საკითხებზე.
მუხლი 2🔗
მხარეები გამართავენ კონსულტაციებს და გაცვლიან ინფორმაციებს შემდეგ მიმართულებით:
ა) პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურისა და სხვა ურთიერთსაინტერესო სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების მიზნით;
ბ) სამართლებრივი ბაზის შექმნისა და გაფართოების მიზნით;
გ) ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და ორმხრივი თანამშრომლობის სხვა მექანიზმების შესრულების მიზნით;
დ) დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობის გაცვლის მიზნით;
ე) საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციებისა და ფორუმების ფარგლებში პოზიციების შეთანხმების მიზნით.
მუხლი 3🔗
წინამდებარე ოქმში აღნიშნული კონსულტაციები ჩატარდება საგარეო საქმეთა მინისტრების, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების, სამინისტროთა დეპარტამენტების დირექტორების და ექსპერტების დონეზე. მხარეები, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კონკრეტულ საკითხთა განხილვის მიზნით, ქმნიან ექსპერტთა ჯგუფებს.
მუხლი 4🔗
კონსულტაციების პროგრამა შეთანხმდება დიპლომატიური არხების მეშვეობით.
ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ან მათ უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის შეხვედრები რეგულარულად გაიმართება ორი ქვეყნის დედაქალაქებში მონაცვლეობით.
მუხლი 5🔗
საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკის დიპლომატიური მისიები მესამე ქვყნებში, გაერთიანებული ერებისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მათი მუდმივი წარმომადგენლობები ითანამშრომლებენ ორმხრივი კონტაქტების გაღრმავებისა და ინფორმაციის გაცვლის მიზნით.
მუხლი 6🔗
წინამდებარე ოქმი ძალაში შედის მისი ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან და ძალაშია ორი წლის ვადით. იგი ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ორწლიანი პერიოდებით, თუ ერთ-ერთი მხარე მოქმედების ვადის გასვლამდე ორი თვით ადრე დიპლომატიური არხების მეშვეობით წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის შესახებ.
შესრულებულია ქ. თბილისში, 2002 წლის 19 აპრილს, ორ პირად, თითოეული ქართულ, სლოვენურ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტს აქვს თანაბარი ძალა. დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტროს
სახელით
(ხელმოწერილია)
სლოვენიის რესპუბლიკის
საგარეო საქმეთა სამინისტროს
სახელით
(ხელმოწერილია)