ო ქ მ ი საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 02.06.1993
ძალაში შესვლა 03.06.1993
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000074
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 22/01/1998
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან (ხელმოწერილია) | ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
ო ქ მ ი საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა
სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის
საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის
თანამშრომლობის შესახებ
ო ქ მ ი
საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა
სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის
საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის
თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემდეგში „მხარეებად“ წოდებულნი,
ესწრაფვიან რა ხელი შეუწყონ ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ თანამშრომლობას და ამის საფუძველზე ქართველ და ჩინელ ხალხთა შორის მეგობრული ურთიერთობების შემდგომ განვითარებასა და განმტკიცებას,
ანიჭებენ რა დიდ მნიშვნელობას სხვადასხვა დონის კონსულტაციებსა და აზრთა გაზიარებას მათთვის საინტერესო ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო პრობლემების საკითხებზე,
სურთ რა ხელი შეუწყონ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ოპერატიულ გადაწყვეტას,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მხარეები რეგულარულად ჩაატარებენ მოლაპარაკებებს და კონსულტაციებს როგორც საგარეო საქმეთა მინისტრების, ასევე სხვა დონეებზე მათთვის საინტერესო გლობალური და რეგიონალური პრობლემების, ორმხრივი ურთიერთობებისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე.
კონკრეტული საკითხების განსახილველად, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეიქმნას საექსპერტო და სამუშაო ჯგუფები.
მუხლი 2🔗
მხარეები წინასწარ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, განსაზღვრავენ მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების დღის წესრიგს, ჩატარების ადგილსა და ვადებს. საგარეო საქმეთა მინისტრების ან მათი წარმომადგენლების შეხვედრები ჩატარდება ყოველწლიურად, კონკრეტულ გარემოებათა გათვალისწინებით.
მუხლი 3🔗
მხარეები შესაბამის ქვედანაყოფებს შორის კონსულტაციების საფუძველზე გამოცდილების გაზიარების მიზნით ხელს შეუწყობენ პირდაპირი კონტაქტების დამყარებას, მათ შორის დელეგაციების გაცვლას.
მუხლი 4🔗
მხარეები, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, აგრეთვე საერთაშორისო კონფერენციებისა და ფორუმების მუშაობაში მონაწილეობის დროს ჩაატარებენ კონსულტაციებს ურთიერთსაინტერესო სხვადასხვა საკითხებზე საკუთარი პოზიციების წინასწარი შეთანხმების მიზნით.
მუხლი 5🔗
ეს ოქმი ძალაში შედის ხელმოწერისთანავე და იმოქმედებს სამი წლის განმავლობაში. ოქმის მოქმედება ავტომატურად გაგრძელდება ყოველ მომდევნო წელს, თუ მისი მოქმედების ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე, არცერთი მხარე წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს ოქმის მოქმედების შეწყვეტის სურვილის შესახებ.
შესრულებულია ქ. პეკინში, 1993 წლის 2 ივნისს, ორ პირად, თითოეული ქართულ, ჩინურ და რუსულ ენებზე. ამასთან, სამივე ტექსტს აქვს თანაბარი ძალა.
საქართველოს რესპუბლიკის
საგარეო საქმეთა სამინისტროს
მხრიდან
(ხელმოწერილია)
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის
საგარეო საქმეთა სამინისტროს
მხრიდან
(ხელმოწერილია)