სავაჭრო-ეკონომიკური შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის

მიღების თარიღი 03.06.1993
ძალაში შესვლა 03.06.1993
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000104
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 11/02/1998
matsne.gov.ge 499 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.06.1993 მიღება
03.06.1993 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)

დოკუმენტის ტექსტი

სავაჭრო-ეკონომიკური შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო-ეკონომიკური შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მონაწილე მხარეებად“ წოდებულნი, ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის განმტკიცების და თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მიზნით, შეთანხმდნენ შემდეგზე: კარი 1 მონაწილე მხარეები მიიღებენ ყველა აუცილებელ ზომას ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი და სტაბილური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის ხელშეწყობისათვის. ამ მიზნებისათვის შექმნიან სასურველ პირობებს. კარი 2 მონაწილე მხარეები მიანიჭებენ ერთმანეთს უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმს ორი ქვეყნის საიმპორტო-საექსპორტო საქონელზე საბაჟო ბეგარის, სხვა გადასახადების, საბაჟო რეგულირების წესების, ასევე საბაჟო პროცედურის განხორციელების მიმართებაში. ეს დებულება არ ვრცელდება: 1. შეღავათებზე, რომლებიც მინიჭებულია, ან მიენიჭება ერთი მონაწილე მხარის მიერ მესამე ქვეყანას, საზღვრისპირა ვაჭრობის განვითარებისათვის სასურველი პირობების შექმნის მიზნით. 2. შეღავათებზე, რომლებიც მინიჭებულია, ან მიენიჭება ერთი მონაწილე მხარის მიერ საბაჟო კავშირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ზონის წევრ-სახელმწიფოებს. კარი 3 მონაწილე მხარეები, ამ შეთანხმების დებულებებისა და თითოეული ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად სტიმულირებას გაუწევენ და დაიცავენ ერთი მონაწილე მხარის კაპიტალდაბანდებებს მეორე მხარის ტერიტორიაზე. კარი 4 მონაწილე მხარეები, ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ხელს შეუწყობენ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას სხვადასხვა ფორმით ორი ქვეყნის კომპანიებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შორის და ამისათვის შექმნიან სასურველ პირობებს. კარი 5 ორი ქვეყნის კომპანიები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, დაკავებული საგარეო ეკონომიკური და სავაჭრო საქმიანობით, გამართავენ კომერციულ მოლაპარაკებებს და ხელს მოაწერენ კონტრაქტებს საერთაშორისო სავაჭრო პრაქტიკის გათვალისწინებით. კარი 6 შესაბამის საქონელზე მსოფლიო ბაზრის მიმდინარე ფასებიდან გამომდინარე, მხარეები შეათანხმებენ და დაადგენენ ფასებს საქონელზე. ანგარიშსწორება უნდა განახორციელონ კონტრაქტით შეთანხმებულ თავისუფლად კონვერტირებულ ვალუტაში, სავალუტო რეგულირების სფეროში თითოეული ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შესაძლებელია შეთანხმება ურთიერთანგარიშსწორების სხვა ფორმებზე. კარი 7 ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების მიზნით, მონაწილე მხარეები დახმარებას გაუწევენ ერთმანეთს სავაჭრო ბაზრობების, გამოფენებისა და ტექნიკურ-ეკონომიკურ საკითხებზე ბაზრობების ორგანიზაციაში, ასევე, სავაჭრო დელეგაციებისა და ჯგუფების გაცვლისას. კარი 8 მონაწილე მხარეთა შეთანხმებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა საქართველოს რესპუბლიკაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსთან გახსნის მრჩევლის კანცელარიას სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე. თუ ქართული მხარე გამოთქვამს სურვილს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შესაბამისი კომერციული აპარატის დაწესებაზე, ჩინეთის მხარე აღმოუჩენს მას დახმარებას. თითოეული მხარე, თავისი ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რთავს თავის ტერიტორიაზე მეორე მხარის სავაჭრო-ეკონომიკური საქმიანობით დაკავებული კომპანიების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუდმივი წარმომადგენლობების გახსნის ნებას და ქმნის ყველა აუცილებელ პირობას აღნიშნული წარმომადგენლობების ნორმალური მუშაობისათვის. კარი 9 ამ შეთანხმების პრაქტიკული რეალიზაციისა და სავაჭრო კავშირების გაფართოების შესაძლებლობებთან დაკავშირებულ ძირითადი საკითხების განხილვის მიზნით, იქმნება სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ჩინეთ-საქართველოს ერთობლივი კომისია. ერთ-ერთი მხარის წინადადებით, კომისია შეიკრიბება რიგრიგობით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს რესპუბლიკაში. კარი 10 მონაწილე მხარეების ურთიერთშეთანხმებით შეუძლიათ შეიტანონ შეთანხმებაში ცვლილებები და დამატებები. კარი 11 ეს შეთანხმება ძალაში შედის მისი ხელმოწერის თარიღიდან და მოქმედებს 5 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ერთი მონაწილე მხარე შეთანხმების მოქმედების ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე არ შეატყობინებს წერილობით მეორე მხარეს თავისი სურვილის თაობაზე შეწყდეს ამ შეთანხმების მოქმედება, იგი ავტომატურად გრძელდება ყოველი ერთი წლით. შესრულებულია ქ. პეკინში, 1993 წლის 3 ივნისს, ორ დედნურ პირად, თითოეული ქართულ, ჩინურ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტს აქვს თანაბარი ძალა. შეთანხმების შესრულებისას უთანხმოების წამოჭრის შემთხვევაში, მხარეები იხელმძღვანელებენ შეთანხმების რუსული ტექსტით. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)