შეთანხმება თავისუფალი კავშირგაბმულობის შესახებ საქართველოს მთავრობასა და საქართველოში ევროკომისიის დელეგაციას შორის

მიღების თარიღი 19.03.1997
ძალაში შესვლა 29.09.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000222
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 29/10/1998
matsne.gov.ge 185 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.03.1997 მიღება
29.09.1997 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის სახელით საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი დელეგაციის სახელით საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელი დენის ქორბოი

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება თავისუფალი კავშირგაბმულობის შესახებ საქართველოს მთავრობასა და საქართველოში ევროკომისიის დელეგაციას შორის შეთანხმება თავისუფალი კავშირგაბმულობის შესახებ საქართველოს მთავრობასა და საქართველოში ევროკომისიის დელეგაციას შორის საქართველოს მთავრობა (შემდგომ წოდებული „მთავრობა“) და ევროკომისიის დელეგაცია საქართველოში (შემდგომ წოდებული „დელეგაცია“). აცნობიერებენ რა საქართველოში ევროკომისიის ჰუმანიტარული სამსახურის არსებობის საჭიროებას (შემდგომ წოდებული „ექო“), რომელმაც უნდა წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოში ჰუმანიტარული დახმარების კოორდინირებისათვის. მიიჩნევენ რა, აუცილებლობას ოფიციალური ხელშეკრულების დადებისა ასეთ ოფისსა და მისი თანამშრომლების ეფექტური საქმიანობისათვის შეუფერხებელი კავშირგაბმულობის უზრუნველყოფის მიზნით. შეთანხმდნენ შემდეგზე: 1. წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად, „ექო“ ისარგებლებს თავისი ოფიციალური კომუნიკაციისათვის არანაკლები უფლებებით, ვიდრე სხვა დიპლომატიურ მისიას აქვს მთავრობის მიერ მინიჭებული, რათა აწარმოოს საქმიანობები საქართველოში. 2. „ექო“ და მისი სამსახურები გათავისუფლებულნი იქნენ ბეგარის, გადასახადის, მოსაკრებლის და საბაჟო გადასახადისაგან ჰუმანიტარული ოპერაციის წარმოების დროს. ზემოთ აღნიშნული შეღავათები ვრცელდება რადიოსა და რადიო გადამცემებზე, რომელიც იხმარება „ექოს“ მანდატის განსახორციელებლად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. აღნიშნული ხელშეკრულება ძალაში შევა საქართველოს მხრიდან მომზადებული აუცილებელი ფორმალობის დასრულებისთანავე და ძალაში იქნება ორი წლის განმავლობაში. მომზადებულია თბილისში, 1997 წლის „19 მარტს“, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ორივე ტექსტი თანაბრად აუთენტურია. მათ შორის რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში, პრივილეგია ინგლისურ ტექსტს ენიჭება. საქართველოს მთავრობის სახელით საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი დელეგაციის სახელით საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელი დენის ქორბოი