ოქმი საქართველოში ეუთოს მისიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 13.06.2005
ძალაში შესვლა 13.06.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000548
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 26/07/2005
matsne.gov.ge 484 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.06.2005 მიღება
13.06.2005 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

ოქმი საქართველოში ეუთოს მისიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ოქმი საქართველოში ეუთოს მისიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ აღიარებენ რა მოცემული თანამშრომლობის შესახებ ოქმის დებულებებს, საქართველოში ეუთოს მისია და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თანხმდებიან შემდეგზე: 1. ვალდებულებები სწავლების ზონების შესახებ ● მისია ქართულ მხარესთან შეათანხმებს სწავლების ჩატარების ზონებსა და მარშრუტებს. ● ქართული მხარე მისიასთან ერთად განსაზღვრავს პრაქტიკული სწავლებების განხორციელების ადგილებში არსებულ სახიფათო ზონებს და აღნიშნულ ზონებში გადაადგილების წესებს. ● პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარებისას უშუალოდ სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს მისიის წევრების გადაადგილება ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად არ განხორციელდება. მეცადინეობის ჩატარების ზონები განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. 2. მისიის წევრების, შენობების, აღჭურვილობისა და ფრენის განხორციელების უსაფრთხოება ● სწავლების ზონებში მისიის წევრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ქართული მხარე იმ შემადგენლობიდან, რომლებიც გადიან სწავლებას. მისიის წევრების ვერტმფრენით გადაადგილებისას სწავლების ზონებში ქართული მხარე გამოყოფს დაცვის ორ წევრს. ● ქართული მხარე მისიასთან შეთანხმებით შეიმუშავებს საწვრთნელი ცენტრების („ლილოს“, „ყაზბეგის“, „ლაგოდეხის“, „ომალოს“) უსაფრთხოების გეგმებს. ● მისია უზრუნველყოფს ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე საწვრთნელ ცენტრებში და სწავლების ზონებში უსაფრთხოების ზომების დაცვისათვის საჭირო კავშირგაბმულობის და სიგნალიზაციის საშუალებებს. ● საჭიროების შემთხვევაში, მისიას შეუძლია დაცვის დანაყოფი უზრუნველყოს დამატებითი ტექნიკური აღჭურვილობით, რადიოკავშირის საშუალებებით, მისიის წევრების, აღჭურვილობის, შენობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. თითოეულ მხარეს, შეთანხმების შემთხვევაში, შეუძლია გამოიყენოს ერთმანეთის კავშირგაბმულობის საშუალებები საჭირო ინფორმაციის გადასაცემად. ● მისია ვალდებულია 24 საათით ადრე (განსაკუთრებული შემთხვევების გამოკლებით) შეატყობინოს ქართულ მხარეს ფრენის მარშრუტების შესახებ. მათი შეცვლა ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად აკრძალულია. მარშრუტის შეცვლის მიზეზები წარმოდგენილი უნდა იქნეს წერილობით. ● მისია ქართულ მხარესთან ერთად პერიოდულად შეისწავლის მესაზღვრეებისათვის პროგრამის ფარგლებში გადმოცემული აღჭურვილობის მდგომარეობას. ● უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მისიის დეტალური მოთხოვნების განხილვა და შეთანხმება მოხდება მისიასა და ქართულ მხარეს შორის. 3. თანამშრომლობა სწავლების პერიოდში ● სწავლების პერიოდში, თანამშრომლობის ფარგლებში, ქართული მხარე დანიშნავს ოფიცერ-კოორდინატორს. ● მისია ჩაატარებს ყოველდღიურ ბრიფინგს ტრენინგ ცენტრში, სადაც ქართული მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე განხილული იქნება არსებული ან მოსალოდნელი ვითარება, ასევე სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მდგომარეობა, რის შემდეგაც საწვრთნელი ცენტრის კოორდინატორი მიიღებს გადაწყვეტილებას ჯგუფის გასვლის დროის, მიმართულებისა და წვრთნის ტიპის შესახებ. ● იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარე უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე გარკვეული მიმართულებით წვრთნების ჩატარების წინააღმდეგი იქნება, ეს მოთხოვნა წერილობით უნდა განემარტოს საწვრთნელი ცენტრის კოორდინატორს. მისია და ქართული მხარე შექმნიან კომისიას იმ მიზეზებისა და რეკომენდაციების განსახილველად, რომლებმაც გამოიწვიეს წვრთნების გაუქმება-გადატანა. ● მხარეები შეთანხმდნენ, ყოველდღიურ შეხვედრებზე მოახდინონ ინფორმაციის გაცვლა და გაწეული საქმიანობის კოორდინირება. შეხვედრები უფრო მაღალ დონეზე დაინიშნება მოთხოვნისამებრ. ● ქართული მხარე დროულად შეატყობინებს მისიას სწავლებების ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაციის შესაძლო გართულების შესახებ. ● ქართული მხარე სწავლების პერიოდში გამოყოფს 4 გამოცდილ ოფიცერს, რომლებიც სწავლების პირველ ეტაპზე გაანალიზებენ მისიის წევრების მიერ ჩატარებულ სწავლებებს და მოამზადებს წინადადებებს სწავლების მეორე ეტაპისათვის. ● მისია განიხილავს ქართული მხარის მიერ მომზადებულ წინადადებებს და გაითვალისწინებს მათ სწავლების პროცესში. წინამდებარე ოქმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და ძალაშია 2005 წლის განმავლობაში. შესრულებულია ქ. თბილისში, 2005 წლის 13 ივნისს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტი აუთენტურია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე გენერალ-ლეიტენანტი ბადრი ბიწაძე საქართველოში ეუთოს მისიის მესაზღვრეთა სწავლების პროგრამის მხრიდან საქართველოში ეუთოს მისიის მესაზღვრეთა სწავლების პროგრამის მენეჯერი რორი მაკ კორლი