„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 16 დეკემბრის №963 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№408
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016669
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/07/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №408

2017 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 16 დეკემბრის №963 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და  „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 16 დეკემბრის №963 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/12/2015, სარეგისტრაციო კოდი – 140130000.22.034.016496) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ოპერატიული საქმიანობის ანალიზის განყოფილება;“.

2. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ) სასაზღვრო მონიტორინგისა და რისკების შეფასების განყოფილება.“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ1 „ფ4“ ქვეპუნქტები:

„ფ1) უზრუნველყოფს საზღვარზე რისკების ანალიზის ერთიანი სისტემის დანერგვას; კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის და აანალიზებს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლსა და ზონაში, საზღვაო სივრცეში, საზღვრისპირა რეგიონებში არსებულ მდგომარეობას, საფრთხეებისა და რისკფაქტორების განსაზღვრის შედეგად შეიმუშავებს სტრატეგიასა და რეკომენდაციებს;

2) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის   მიზნებიდან  გამომდინარე,  შესაბამისი მიმართვის საფუძველზე უკანონოდ შემოსული   თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის  მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგისა და საჯარო მართლწესრიგისათვის პოტენციური   საშიშროების შექმნის საკითხებზე გასცემს შესაბამის რჩევას;

3) „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, შესაბამისი მიმართვის საფუძველზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ ამზადებს და გასცემს დასკვნას;

4) „პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი და შესაბამისი დოკუმენტის გაცემისათვის დამაბრკოლებელი გარემოებების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში გასცემს ინფორმაციას საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით პირადობის ნეიტრალური მოწმობის/ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემისათვის შესაძლო დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ;“;

გ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1 „ი4“ ქვეპუნქტები:

„ი1) უზრუნველყოფს საზღვარზე რისკების ანალიზის ერთიანი სისტემის დანერგვას; კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის და აანალიზებს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლსა და ზონაში, საზღვაო სივრცეში, საზღვრისპირა რეგიონებში არსებულ მდგომარეობას, საფრთხეებისა და რისკფაქტორების განსაზღვრის შედეგად შეიმუშავებს სტრატეგიასა და რეკომენდაციებს;

2) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის   მიზნებიდან  გამომდინარე,  შესაბამისი მიმართვის საფუძველზე უკანონოდ შემოსული   თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის  მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგისა და საჯარო მართლწესრიგისათვის პოტენციური   საშიშროების შექმნის საკითხებზე გასცემს შესაბამის რჩევას;

3) „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, შესაბამისი მიმართვის საფუძველზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ ამზადებს და გასცემს დასკვნას;

4) „პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი და შესაბამისი დოკუმენტის გაცემისათვის დამაბრკოლებელი გარემოებების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში გასცემს ინფორმაციას საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით პირადობის ნეიტრალური მოწმობის/ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემისათვის შესაძლო დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ;“.

3. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ანალიტიკური სამმართველო:

ა.ა) I განყოფილება;

ა.ბ) II განყოფილება;“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კომპეტენციის ფარგლებში სხვა სახელმწიფო უწყებებიდან გამოითხოვს სტატისტიკურ და ანალიტიკურ ინფორმაციას, ხოლო სამინისტროს დანაყოფებიდან ნებისმიერი სახის ინფორმაციას, ამასთან უზრუნველყოფს ღია წყაროებიდან, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფარული წყაროებიდან ინფორმაციის მიღებას და მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, სისტემატიზაციას, სტატისტიკური ანგარიშების მომზადებას, ანალიზს და ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას; ამ ინფორმაციის საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, სამინისტროს ხელმძღვანელობისა და დანაყოფების ინფორმირებას;“;

ბ.ბ) „გ“-„ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ.გ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის დანერგვის მიზნით უზრუნველყოფს საპილოტე პროგრამის ანალიტიკოსთა მიერ წარდგენილი ანგარიშების განხილვასა და მათი საქმიანობის მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას, სტრატეგიული შეფასების შედეგად განსაზღვრავს საპოლიციო საქმიანობის მართვის სტრატეგიის პრიორიტეტებს და გასცემს რეკომენდაციებს საპოლიციო საქმიანობის ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე დაგეგმვის შესახებ;“;

ბ.დ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-3 პუნქტის:

გ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კომპეტენციის ფარგლებში სხვა სახელმწიფო უწყებებიდან გამოითხოვს სტატისტიკურ და ანალიტიკურ ინფორმაციას, ხოლო სამინისტროს დანაყოფებიდან ნებისმიერი სახის ინფორმაციას, ამასთან უზრუნველყოფს ღია წყაროებიდან, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფარული წყაროებიდან ინფორმაციის მიღებას და მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, სისტემატიზაციას, სტატისტიკური ანგარიშების მომზადებას, ანალიზს და ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას; ამ ინფორმაციის საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, სამინისტროს ხელმძღვანელობისა და დანაყოფების ინფორმირებას;“;

გ.ბ) „ბ“ „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ.გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საპოლიციო საქმიანობის სტრატეგიული ანალიზის მიზნით უზრუნველყოფს სამინისტროს დანაყოფებთან კოორდინაციას, შეისწავლის არსებულ მდგომარეობას, რის საზუძველზეც შეიმუშავებს რეკომენდაციებს და განსაზღვრავს სამინისტროს იმ დანაყოფების სამოქმედო სტრატეგიასა და პრიორიტეტებს, რომლებიც ახორციელებენ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, ასევე ახორციელებს მათი შესრულების მონიტორინგს;“;

გ.დ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის დანერგვის მიზნით უზრუნველყოფს საპილოტე პროგრამის ანალიტიკოსთა მიერ წარდგენილი ანგარიშების განხილვასა და მათი საქმიანობის მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას, სტრატეგიული შეფასების შედეგად განსაზღვრავს საპოლიციო საქმიანობის მართვის სტრატეგიის პრიორიტეტებს და გასცემს რეკომენდაციებს საპოლიციო საქმიანობის ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე დაგეგმვის შესახებ;“;

გ.ე) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ახორციელებს ღია წყაროებიდან სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის მოძიებას, სისტემატიზაციას, ანალიზს და ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას;“;

გ.ვ) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11

ოპერატიული საქმიანობის ანალიზის განყოფილება:

ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ღია წყაროებიდან, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფარული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, სისტემატიზაციას, სტატისტიკური ანგარიშების მომზადებას, ანალიზს და ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას; ამ ინფორმაციის საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, სამინისტროს ხელმძღვანელობისა და დანაყოფების ინფორმირებას;

ბ) უზრუნველყოფს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი დანაყოფების საქმიანობის ანალიზს მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესების შესრულების მიზნით;

გ) უზრუნველყოფს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან დაკავშირებული ოპერატიული აღრიცხვის საქმეებისა და სხვა ოპერატიული დოკუმენტების  შესწავლასა და ანალიზს საქართველოს კანონმდებლობასა და კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით;

დ) სამინისტროს დანაყოფების მიერ განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;

ე) სამინისტროში შემავალი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი დანაყოფების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით გამოჰკითხავს აღნიშნული დანაყოფების მოსამსახურეებს, ასევე მოქალაქეებს, ახორციელებს გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;

ვ) სამინისტროს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი დანაყოფებისათვის შეიმუშავებს და სრულყოფს სპეციალურ სასწავლო მასალებს;

ზ) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ანალიზის პროცესში აღმოჩენილ ხარვეზებზე რეაგირების მიზნით შეიმუშავებს შესაბამის მეთოდურ მითითებებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი დანაყოფების წარმომადგენლებთან ერთად;

თ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე დეპარტამენტის დირექტორის/დირექტორის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი