„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ბათუმის საკრებულოს დადგენილება №30 |
|
2017 წლის 31 ივლისი ქ. ბათუმი |
1. დადგენილების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 5.2 პუნქტი:
„5.2. შენობის სიმაღლის მაქსიმალური ნიშნული განისაზღვროს სიმაღლის რეგულაციის ხაზისა და საპროექტო შენობის ძირითადი ფასადის წარმოსახვითი ვერტიკალური ხაზის გადაკვეთის წერტილიდან არაუმეტეს 7 მეტრით.“.
2. დადგენილების მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:
„5. დაუშვებელია მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ-2-ის გაზრდა კონკრეტულ ფუნქციურ ზონებში არსებულ სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე, რომელთა ოდენობა არ აღემატება 500 კვ.მ-ს.
6. დაუშვებელია საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე ხელმეორედ იქნეს განხილული საკითხი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ-2-ის გაზრდის თაობაზე იმავე მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც უკვე განხორციელდა მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ-2-ის გაზრდა, გარდა „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 ივლისის №27 დადგენილების 21 პუნქტისა.“.
3. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:
„მუხლი 151. დამატებითი საპროექტო პირობები
1. განისაზღვროს ავტომანქანების პარკირებისათვის საზოგადოებრივ საქმიან ზონაში 120 კვ.მ-ზე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ-2-ის საანგარიშო ფართზე არანაკლებ 1 ავტომანქანა, ხოლო საცხოვრებელ ზონაში 150 კვ.მ-ზე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ-2-ის საანგარიშო ფართზე არანაკლებ 1 ავტომანქანა.
2. საზოგადოებრივ სივრცეში შეჭრის შემთხვევაში ერკერებისა და შენობის სხვა ამოშენებული ნაწილების ჯამური ფრონტალური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს საზოგადოებრივ სივრცეზე გამავალი ფასადის საანგარიშო ზედაპირის 40%-ს.
3. მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში მიწისპირა ან ყველა სართულებზე ყველა სადარბაზოში გათვალისწინებული უნდა იყოს 20 კვ.მ. დამატებითი ფართობი საფოსტო ყუთებისა და სხვადასხვა დანიშნულების მრიცხველების განსათავსებლად, საბავშვო ეტლებისა და ველოსიპედების დროებითი პარკირებისათვის.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.07.2017.
- როდის იქნა მიღებული „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 31.07.2017. მიმღები ორგანო — ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №30. სარეგისტრაციო კოდი — 330090020.35.132.016334.
- რამდენი მუხლისგან შედგება „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.07.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №30, 31.07.2017, სარეგისტრაციო კოდი 330090020.35.132.016334 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3762367/