„ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის პირველი დეკემბრის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№41
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.137.016298
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/08/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №41

2017 წლის 1 აგვისტო

დაბა ადიგენი

 

,,ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის პირველი დეკემბრის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ადიგენის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის პირველი დეკემბრის №65 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/12/2015 წ., 010250050.35.137.016216), კერძოდ:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი  მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის საშტატო განრიგი და პროფესიულ საჯარო მოხელეთა (შემდგომ – მოხელე) თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური შედგება გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისაგან – სამსახურის უფროსისაგან (შემდგომ – სამსახურის უფროსი) და სამსახურის მოხელეებისაგან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელითამაზ ძაძამია