ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.08.2017
ძალის დაკარგვა 01.01.2018
გამომცემი ორგანო ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.117.016323
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/08/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი | ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „ამბროლაურის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.01.2018
დოკუმენტის ტექსტი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2017 წლის 1 აგვისტო
ქ. ამბროლაური
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების წესი“ (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მოწმობის ფორმა (დანართი №2).
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მედლის ფორმა (დანართი №3).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის პირველი აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეერასტი მეტრეველი
დანართი №1
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1.
ეს წესი განსაზღვრავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების სამართლებრივ საკითხებსა და მათი განხილვის წესს.
2.
საპატიო წოდება და ჯილდო შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს მოქალაქეს, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს.
3.
საპატიო წოდება და ჯილდო ენიჭება პირს კონკრეტული დამსახურებისთვის.
4.
საპატიო წოდება და ჯილდო პირს შეიძლება მიენიჭოს გარდაცვალების შემდეგ.
მუხლი 2🔗.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება ენიჭება სრულწლოვან პირს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის წინაშე, გააჩნია განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტის, ხელოვნების და ასევე სხვა მიმართულებით განსაკუთრებული მიღწევები.
მუხლი 3🔗.
საპატიო წოდებისა და ჯილდოს მიმნიჭებელი სამუშაო ჯგუფი და კანდიდატების შერჩევის წესი
1.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის „საპატიო წოდებისა და ჯილდოს მიმნიჭებელი სამუშაო ჯგუფი“ (შემდგომში –
სამუშაო ჯგუფი) და მისი უფლებამოსილება განისაზღვრება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით.
2.
სამუშაო ჯგუფი შედგება არანაკლებ 5 წევრისგან და მასში უნდა იყვნენ საკრებულოს, გამგეობის, საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლები.
3.
სამუშაო ჯგუფი აწარმოებს საპატიო წოდებისა და ჯილდოს მისანიჭებლად დასახელებული კანდიდატების შესახებ დოკუმენტაციის შეჯერებას და განხილვას.
4.
სამუშაო ჯგუფი კანდიდატისათვის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე ხმათა უმრავლესობით. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმი ეგზავნება მუნიციპალიტეტის გამგებელს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
მუხლი 4🔗.
საპატიო წოდებისა და ჯილდოს მისანიჭებლად კანდიდატურის დასახელება
1.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილება აქვს:
ა)
საქართველოს პარლამენტის წევრს;
ბ)
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ს;
გ)
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
დ)
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს;
ე)
საზოგადოებრივ გაერთიანებას (გარდა პოლიტიკური პარტიისა);
ვ)
საინიციატივო ჯგუფს (არანაკლებ ათი ადამიანის შემადგენლობით).
2.
საპატიო წოდებისა და ჯილდოს მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენებაზე უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წერილობით წარუდგენენ „საპატიო წოდებისა და ჯილდოს მიმნიჭებელ სამუშაო ჯგუფს“, რასაც თან უნდა ახლდეს:
ა)
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების რეკომენდაცია, საიდანაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო წოდებასა და ჯილდოზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება;
ბ)
კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალების მოწმობა);
გ)
კანდიდატის ბიოგრაფიული ცნობები;
დ)
კანდიდატის ღირსების ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდებასა და ჯილდოზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური ან სხვა სახის მასალები.
მუხლი 5🔗.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭება
1.
სამუშაო ჯგუფის წარდგენის შემდეგ, შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, საპატიო წოდებასა და ჯილდოს ანიჭებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2.
წლის ნებისმიერ დროს საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭებისას, დაჯილდოების დღეს პირს (გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახის წევრს) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საზეიმო ვითარებაში (ან მის გარეშე) გადაეცემა მოწმობა და მედალი, ასევე საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხება ფულადი ჯილდო 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 6🔗.
პირის უფლებები, რომელსაც მიენიჭა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო
პირი, რომელსაც მიენიჭა საპატიო წოდება და ჯილდო, ცხოვრებისა და მოღვაწეობის ადგილის მიუხედავად, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სარგებლობს ყველა იმ სიკეთითა და უფლებით, რითაც სარგებლობს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა მოქალაქე.
მუხლი 7🔗.
საპატიო წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული სხვა დებულებანი
1.
საპატიო წოდების მინიჭების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, მისი აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახური უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.
2.
საპატიო წოდებისა და ჯილდოს მიმღები პირისთვის (გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრისათვის) გადასაცემი შესაბამისი მოწმობისა და მედლის დამზადებას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამართლებრივი აქტის მიღებიდან ერთი კვირის ვადაში უზრუნველყოფს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახური, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურთან ერთად.
3.
საპატიო წოდების მინიჭების დამადასტურებელ მოწმობაზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი და იგი დასტურდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბეჭდით.
4.
საპატიო წოდების მინიჭების შესახებ ინფორმაცია უნდა განთავსდეს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
დანართი №2
დანართი №3