სამთავრობათაშორისო შეთანხმება ტრანსაზიური რკინიგზის ქსელის თაობაზე

მიღების თარიღი 10.11.2006
ძალაში შესვლა 11.08.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000736
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 19/10/2009
matsne.gov.ge 4,179 სიტყვა · ~21 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.11.2006 მიღება
11.08.2009 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
1,000 1,067

დოკუმენტის ტექსტი

სამთავრობათაშორისო შეთანხმება ტრანსაზიური რკინიგზის ქსელის თაობაზე სამთავრობათაშორისო შეთანხმება ტრანსაზიური რკინიგზის ქსელის თაობაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაცია   სამთავრობათაშორისო შეთანხმება ტრანსაზიური რკინიგზის ქსელის შესახებ ხელშემკვრელი მხარეები, რომლებსაც შეგნებული აქვთ აზიაში და აზიასა და მეზობელ რეგიონებს შორის საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის სტიმულირებისა და განვითარების აუცილებლობა, ითვალისწინებენ მოსალოდნელ საერთაშორისო სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების ზრდას საერთაშორისო ვაჭრობის გაფართოებისა და მიმდინარე გლობალიზაციის პროცესების გამო, აღნიშნავენ ტრანსაზიური რკინიგზის ქსელის ჩამოყალიბებისა და საექსპლუატაციოდ გადაცემის საქმეში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის წევრთა შორის თანამშრომლობას, ვარაუდობენ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის წევრთა შორის ურთიერთობის განმტკიცებისა და საერთაშორისო ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარებისათვის უნდა დაიხვეწოს ტრანსაზიური რკინიგზის ქსელი, მათ შორის საერთაშორისო მნიშვნელობის სადგურები და საკონტეინერო ტერმინალები საერთაშორისო გადაზიდვებისა და გარემოს დაცვისადმი მოთხოვნების შესაბამისად, ითვალწინებენ აგრეთვე იმ როლს, რომელიც სარკინიგზო ტრანსპორტს აკისრია, როგორც ინტერმოდალური გადაზიდვის ოპერატიული და ეფექტიანი საერთაშორისო ქსელის მნიშვნელოვან კომპონენტს, განსაკუთრებით იმ ქვეყნების სპეციფიკურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისათვის, რომლებსაც არ აქვთ ზღვაზე გასასვლელი და სატრანზიტო ქვეყნები არიან, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 საერთაშორისო მნიშვნელობის სარკინიგზო ხაზების განსაზღვრა ტრანსაზიური რკინიგზის ქსელის შესახებ სამთავრობათშორისო შეთანხმების („შეთანხმება“) მიზნებისთვის, ტერმინი „საერთაშორისო მნიშვნელობის სარკინიგზო ხაზები“, რომელიც გამოიყენება I დანართში, ეხება: ა) სარკინიგზო ხაზებს, რომლებიც ამჟამად რეგულარული სარკინიგზო გადაზიდვებისთვის გამოიყენება; ბ) სარკინიგზო ხაზებს როგორც მოქმედს, მშენებარეს, ისე დაგეგმილსაც, რომლებიც გათვალისწინებულია რეგულარულ საერთაშორისო გადაზიდვაში გამოყენებისათვის; გ) საბორნე გადასასვლელებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ზღვებით ან ტბებით უწყვეტ გადაზიდვას სხვადასხვა სახელმწიფოს ან ერთი სახელმწიფოს შიგნით ტერმინალებს შორის; დ) სასაზღვრო გადასასვლელებს, სხვადასხვა სიგანის ლიანდიანი რკინიგზის შეპირაპირების პუნქტებს, საბორნე ტერმინალებს და რკინიგზასთან შეერთებულ საკონტეინერო ტერმინალებს, რომლებზეც გათვალისწინებულია ტვირთის საბაჟო გაწმენდის შესაძლებლობა/მომსახურება. მუხლი 2🔗 ტრანსაზიური რკინიგზის ქსელის დამტკიცება ხელშემკვრელი მხარეები („მხარეები“) ამ მიზნით ამტკიცებენ საერთაშორისო მნიშვნელობის სარკინიგზო ხაზებს, შეთანხმების I დანართში ჩამოთვლილს საერთაშორისო მნიშვნელობის სარკინიგზო ხაზების განვითარების გეგმის სახით, რომლის შესრულებასაც ისინი აპირებენ თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი პროგრამების ფარგლებში. მუხლი 3🔗 ტრანსაზიური რკინიგზის ქსელის განვითარება ტრანსაზიური რკინიგზის ქსელის ხაზები მოყვანილია შეთანხმების II დანართში ტექნიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებული ძირითადი დებულებების შესაბამისად. მუხლი 4🔗 ხელმოწერისა და მისი მონაწილის სტატუსის მიღების პროცედურა 1.  შეთანხმება სახელმწიფოებისათვის, რომლებიც არიან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის წევრები, ხელმოსაწერად ღიაა 2006 წლის 10-დან 11 ნოემბრის ჩათვლით პუსანში, კორეის რესპუბლიკა, შემდეგ კი 2006 წლის 16 ნოემბრიდან 2008 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ნიუ-იორკში , გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცენტრალურ დაწესებულებებში. 2.   ეს სახელმწიფოები შეთანხმების მხარეები შეიძლება გახდნენ შემდეგნაირად: ა) ხელმოწერა რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების პირობით, რასაც მოსდევს რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცება; ან ბ) მიერთება. 3. რატიფიკაცია, მიღება, დამტკიცება ან მიერთება ხორციელდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისთვის შესანახად სათანადო ფორმით შედგენილი დოკუმენტის გადაცემის გზით. მუხლი 5🔗 ძალაში შესვლა 1. შეთანხმება ძალაში შედის ოთხმოცდამეათე დღეს იმ დღიდან, როცა სულ ცოტა რვა (8) სახელმწიფო დათანხმდება გახდეს შეთანხმების მონაწილე მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად. 2. ყოველი სახელმწიფოს მიმართ, რომელიც შესანახად ჩააბარებს რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების შესახებ დოკუმენტს იმ თარიღის შემდეგ, რომელი თარიღითაც იწყება შეთანხმების ძალაში შესვლის პირობების დაკმაყოფილება, შეთანხმება ამ სახელმწიფოსთვის ძალაში შედის ამ დოკუმენტის შესანახად გადაცემის დღიდან ოთხმოცდაათი (90) დღის შემდეგ. მუხლი 6🔗 ტრანსაზიური რკინიგზის ქსელის სამუშაო ჯგუფი 1. შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობის განსახილველად და ნებისმიერი შეთავაზებული შესწორების განსახილველად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისია ქმნის ტრანსაზიური რკინიგზის სამუშაო ჯგუფს („სამუშაო ჯგუფს“). სამუშაო ჯგუფის წევრები არიან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის ყველა წევრი სახელმწიფოები. 2.  სამუშაო ჯგუფი თათბირს ორ წელიწადში ერთხელ მართავს. ნებისმიერ მხარეს შეუძლია აგრეთვე სამდივნოსათვის გაგზავნილი შეტყობინებით მიმართოს თხოვნით, მოიწვიონ სამუშაო ჯგუფის სპეციალური თათბირი. სამდივნო სამუშაო ჯგუფის ყველა წევრს აცნობებს მიღებული თხოვნის შესახებ და იწვევს სამუშაო ჯგუფის სპეციალურ თათბირს, თუ მხარეთა არანაკლებ ერთი მესამედისა სამდივნოს მიერ შეტყობინების მიღების დღიდან ოთხი (4) თვის პერიოდის განმავლობაში აცნობებს, რომ ეთანხმება თხოვნას. მუხლი 7🔗 ძირითად ტექსტში შესწორებების შეტანის პროცედურა 1.  შეთანხმების ძირითად ტექსტში შეიძლება შესწორებების შეტანა მოცემულ მუხლში მითითებული პროცედურების შესაბამისად. 2.   შეთანხმების შესწორებების შემოთავაზება ნებისმიერ მხარეს შეუძლია. 3.  ნებისმიერი შემოთავაზებული შესწორების ტექსტს სამდივნო ავრცელებს სამუშაო ჯგუფის ყველა წევრს შორის სულ ცოტა ორმოცდახუთი (45) დღით ადრე სამუშაო ჯგუფის თათბირამდე, რომელზეც ნავარაუდევია მისი დამტკიცება. 4.  შესწორებას ამტკიცებს სამუშაო ჯგუფი კენჭისყრის დამსწრე და მონაწილე მხარეთა ორი მესამედის უმრავლესობით. დამტკიცებულ შესწორებას სამდივნო უგზავნის გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანს, რომელიც მას ავრცელებს ყველა მხარეს შორის, მისი მიღების მიზნით. 5. მოცემული მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული შესწორება ძალაში შედის მხარეთა ორი მესამედის მიერ მისი მიღებიდან თორმეტი (12) თვის შემდეგ. შესწორება ძალაში შედის ყველა მხარისათვის, გარდა იმ სახელმწიფოსი, რომელიც მის ძალაში შესვლამდე განაცხადებს, რომ ამ შესწორებებს არ იღებს. ნებისმიერ მხარეს, რომელმაც განაცხადა, რომ არ იღებს მოცემული პუნქტის შესაბამისად დამტკიცებულ შესწორებას, შეუძლია ამის შემდეგ ნებისმიერ დროს გადასცეს შესანახად ამ შესწორების მიღების შესახებ დოკუმენტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს. შესწორება ამ სახელმწიფოს მიმართ ძალაში შედის შესანახად აღნიშნული დოკუმენტის გადაცემის დღიდან თორმეტ (12) თვეში. მუხლი 8🔗 I დანართში შესწორების შეტანის პროცედურა 1. შეთანხმების I დანართში შესწორებების შეტანა შეიძლება მოცემული მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად. 2. მე-8 მუხლის მიზნებისთვის „უშუალოდ დაინტერესებული მხარე“ არის მხარე, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს შესწორების საგანი. 3. სასაზღვრო სადგურის შემცვლელი შესწორებების შეთავაზება შეუძლია მხოლოდ უშუალოდ დაინტერესებულ მხარეს მოსაზღვრე სახელმწიფოსთან კონსულტაციების შემდეგ, რომელთანაც დაკავშირებულია შესწორებების საგანი, და ამ სახელმწიფოს წერილობითი თანხმობის უზრუნველყოფის შემდეგ. 4. შესწორებები, რომლებიც არ ცვლის სასაზღვრო სადგურს, შეიძლება შემოთავაზებულ იქნეს ნებისმიერი უშუალოდ დაინტერესებული მხარის მიერ. 5. ნებისმიერი მხარის შემოთავაზებული შესწორების ტექსტს სამდივნო ავრცელებს სამუშაო ჯგუფის ყველა წევრს შორის სამუშაო ჯგუფის იმ თათბირამდე სულ ცოტა ორმოცდახუთი (45) დღით ადრე, რომელზეც ნავარაუდევია მისი დამტკიცება. 6. შესწორებას სამუშაო ჯგუფი ამტკიცებს კენჭისყრის დამსწრე და მონაწილე მხარეთა უმრავლესობით. დამტკიცებულ შესწორებას სამდივნო უგზავნის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელიც ავრცელებს მას მხარეთა შორის. 7. წინამდებარე მუხლის მე-6 პუნქტის დებულების შესაბამისად დამტკიცებული შესწორება მიღებულად ითვლება, თუ შეტყობინების დღიდან ექვსი (6) თვის განმავლობაში მხარეთა ერთ მესამედზე ნაკლები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს წარუდგენს თავის უარყოფით მოსაზრებებს ამ შესწორების მიმართ. 8. მოცემული მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად მიღებული შესწორება ძალაში შედის ყველა მხარისათვის მოცემული მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული ექვსი (6) თვის გასვლის დღიდან სამ (3) თვეში. მუხლი 9🔗 II დანართში შესწორებების და დამატებების შეტანის პროცედურა 1. შეთანხმების II დანართში შესწორებების და დამატებების შეტანა შეიძლება მოცემული მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად. 2.  შესწორებების და დამატებების შეთავაზება ნებისმიერ მხარეს შეუძლია. 3. ნებისმიერი შეთავაზებული შესწორების და დამატების ტექსტს სამდივნო სამუშაო ჯგუფის ყველა წევრს შორის ავრცელებს სამუშაო ჯგუფის იმ თათბირამდე სულ ცოტა ორმოცდახუთი (45) დღით ადრე, რომელზეც ნავარაუდევია მისი დამტკიცება. 4.  შესწორებას და დამატებას ამტკიცებს სამუშაო ჯგუფი, კენჭისყრის დამსწრე და მონაწილე მხარეთა უმრავლესობით. დამტკიცებულ შესწორებას და დამატებას სამდივნო უგზავნის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელიც მას ყველა მხარეს შორის ავრცელებს. 5.  წინამდებარე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული შესწორება და დამატება მიღებულად ითვლება, თუ შეტყობინების დღიდან ექვსი (6) თვის განმავლობაში მხარეთა ერთ მესამედზე ნაკლები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს წარუდგენს თავის უარყოფით მოსაზრებებს ამ შესწორების და დამატებების მიმართ. 6.  მოცემული მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიღებული შესწორება და დამატება ყველა მხარისათვის ძალაში შევა მოცემული მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული ექვსი (6) თვის გასვლის დღიდან სამ (3) თვეში. მუხლი 10🔗 პირობების დათქმა შეთანხმების დებულებათაგან ნებისმიერის მიმართ პირობების დათქმა დაუშვებელია, მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა. მუხლი 11🔗 გასვლა ნებისმიერ მხარეს შეუძლია გავიდეს შეთანხმებიდან, გაეროს გენერალური მდივნის სახელზე წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. გასვლა ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ აღნიშნული შეტყობინების მიღებიდან თორმეტი (12) თვის შემდეგ. მუხლი 12🔗 მოქმედების შეწყვეტა შეთანხმების მოქმედება წყდება, თუ მხარეთა რაოდენობა რვაზე (8) ნაკლებია ზედიზედ თორმეტი (12) თვის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში სამდივნო მხარეებს ატყობინებს. შეთანხმების დებულება ისევ ძალაში შედის, თუ მხარეთა რაოდენობა რვას (8) აღწევს. მუხლი 13🔗 დავის მოწესრიგება 1. ყოველი დავა, ორ ან მეტ მხარეს შორის შეთანხმების გაგებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელსაც მხარეები ვერ წყვეტენ მოლაპარაკების ან კონსულტაციების გზით, უნდა გადაწყდეს იმ მხარეთაგან ნებისმიერის თხოვნით, რომელთა შორისაც დავა წამოიჭრა, და ამ მიზნით გადაეცემა მოდავე მხარეთა ურთიერთშეთანხმებით არჩეულ ერთ ან რამდენიმე შუამავალს. თუ შერიგების შესახებ თხოვნის წარდგენის დღიდან სამი (3) თვის განმავლობაში მხარეები არ შეთანხმდებიან შუამავლის ან შუამავალთა არჩევის თაობაზე, ნებისმიერს ამ მხარეთაგან შეუძლია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს მიმართოს თხოვნით, დანიშნოს საერთო დამოუკიდებელი შუამავალი, რომელსაც დავა გადაეცემა გადასაწყვეტად. 2. მოცემული მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად დანიშნული შუამავლის ან შუამავლების რეკომენდაციას სავალდებულო ძალა არ აქვს, თუმცა წარმოადგენს საფუძველს მოდავე მხარეთა მიერ საკითხის ხელახალი განხილვისათვის. 3. ურთიერთშეთანხმებით მხარეებს, რომელთა შორისაც დავა წამოიჭრა, შეუძლიათ წინასწარ დათქვან, რომ შუამავლის ან შუამავლების რეკომენდაცია მიიღონ, როგორც სავალდებულო ძალის მქონე. 4. მოცემული მუხლის 1, მე-2 და მე-3 პუნქტები გაგებული არ უნდა იქნეს, როგორც დავის მოწესრიგების იმ სხვა ღონისძიებების გამომრიცხავი, რომლებიც ერთმანეთთან შეათანხმეს მოდავე მხარეებმა. 5. ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია სარატიფიკაციო სიგელის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების შესახებ დოკუმენტების შესანახად გადაცემისას განაცხადოს იმის თაობაზე, რომ თავს არ მიიჩნევს ვალდებულად, დაიცვას მოცემული მუხლის დებულებები, რომლებიც შერიგებას ეხება. სხვა მხარეები აღარ იქნებიან ვალდებული შეასრულონ შერიგების თაობაზე მოცემული მუხლის დებულებები ნებისმიერი იმ მხარის მიმართ, რომელმაც ასეთი შენიშვნის დეპონირება მოახდინა. მუხლი 14🔗 გამოყენების შეზღუდვა 1. შეთანხმების არანაირი დებულება არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც რომელიმე მხარის დამაბრკოლებელი საიმისოდ, რომ მიიღოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებასთან შესაბამისობაში მოყვანილი და შექმნილი მდგომარეობით შეზღუდული ისეთი ზომები, რომლებიც მას საჭიროდ მიაჩნია თავისი საგარეო ან საშინაო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. 2. მხარე ყოველ შესაძლო ღონეს ხმარობს შეთანხმების შესაბამისად ტრანსაზიური რკინიგზის ქსელის განვითარებისათვის. თუმცა შეთანხმების არანაირი დებულება არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რომელიმე მხარის მიერ ვალდებულების აღება, რომ გადაწყვიტოს თავისი ტერიტორიის გავლით ტვირთის და მგზავრების გადაადგილება. მუხლი 15🔗 დანართები შეთანხმების I და II დანართები მოცემული შეთანხმების განუყოფელი ნაწილია. მუხლი 16🔗 სამდივნო შეთანხმების სამდივნო ნიშნავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკურ და სოციალურ კომისიას. მუხლი 17🔗 დეპოზიტარი შეთანხმების დეპოზიტარად ინიშნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი. ამის დასტურად ქვემორე ხელის მომწერებმა, საამისოდ სათანადოდ უფლებამოსილებმა, ხელი მოაწერეს შეთანხმებას. გახსნილია ხელმოსაწერად ორი ათას ექვსი წლის ათი ნოემბრიდან ერთ ეგზემპლარად ინგლისურ, რუსულ და ჩინურ ენაზე, ამასთან სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია და თანაბარი ძალა აქვს. დანართი I ტრანსაზიური რკინიგზის ქსელი ტრანსაზიური რკინიგზის ქსელი მოიცავს ქვემოთ მოყვანილ საერთაშორისო მნიშვნელობის სარკინიგზო ხაზებს. ყოველ ქვეყანაში ტრანსაზიური რკინიგზის ქსელის ძირითადი ხაზები მითითებულია მსხვილი შრიფტით (პირველი და ბოლო სადგურები); შემდეგ სადგურები ვერტიკალურადაა ჩამოთვლილი. განშტოებები აღნიშნულია საკვანძო სადგურიდან მარჯვნივ. შემდგომი განშტოებები მითითებულია ამ პირველი განშტოების ქვეშ,შეწეული აბზაცით. ტრანსაზიური რკინიგზის ქსელში ყველა ხაზს ერთნაირი მნიშვნელობა აქვს. თუ ხაზი იწყება ან მთავრდება სასაზღვრო პუნქტთან, მაშინ ამ ხაზის პირველი ან ბოლო სადგურის შემდეგ ან მათ წინ, ფრჩხილებში, მითითებულია სასაზღვრო სადგურის დასახელება და შესაბამისი მეზობელი სახელმწიფოს დასახელება. ხაზზე სპეციალური ფუნქციების შემსრულებელი სადგურების დასახელების შემდეგ შესაბამისი ფუნქციები მითითებულია კურსივით ფრჩხილებში. გამოიყენება შემდეგი დაყოფა ფუნქციური დანიშნულებით: (სასაზღვრო სადგური), (განსხვავებული სიგანის ლიანდიანი გზების შეპირაპირების ადგილი), (საკვანძო სადგური), (პრიორიტეტული სადგური), (საბორნე ტერმინალი). ლიანდაგების დაკლებული მონაკვეთები მითითებულია [კვადრატულ ფრჩხილებში]. საკონტეინეროტერმინალებიანი სადგურები ნორმების შესაბამისი სულ ცოტა 20 ფუტის სიგრძის კონტეინერების დამუშავებისათვის ერთი ხაზითაა აღნიშნული. ტრანსაზიური რკინიგზის ქსელის ხაზების ნუსხა სომხეთი აირუმ-ნუვედი (სადახლო, საქართველო) აირუმი(სასაზღვრო                სადგური) გიუმრი (საკვანძო სადგური) მასისი (საკვანძო სადგური) ერასხი(სასაზღვრო სადგური) (ბელიდაგი − ორდუბადი, აზერბაიჯანი) მეგრი ნიუვედი(სასაზღვრო სადგური) (აგბენტი, აზერბაიჯანი) აზერბაიჯანი იალამა-ბეიუკი-კიასიკი (სამური, რუსეთის ფედერაცია) იალამა(სასაზღვრო სადგური) ბაქო (საბორნე ტერმინალი) ალიათი (საკვანძო სადგური) აკსტაფა ბეიუკ-კესიკი(სასაზღვრო სადგური) (გარდაბანი, საქართველო) ბანგლადეში დარსანა − გუდუმი (გიდე, ინდოეთი) დარსანა(სასაზღვრო სადგური) იშურდი(საკვანძო სადგური) ტონგი(საკვანძო სადგური) აკჰაურა(საკვანძო სადგური) ჩიტაგონგი (პორტისპირა სადგური) დოჰაზარი [გუნდუმი(სასაზღვრო სადგური) (სასაზღვრო სადგური) მიანმა] კამბოჯა პოიპეტი − სიანუკვილი (კლონგლუკი, ტაილანდი) [პოიპეტი(სასაზღვრო სადგური) სისომპხონი] პნომპენი (სასაზღვრო სადგური) სიანუკვილი (პორტისპირა სადგური) ჩინეთი ალაშანკოუ − ლიანიუნგანი (დოსტიკი, ყაზახეთი) ალაშანკოუ (სასაზღვრო სადგური და სხვადასხვა სიგანის ლიანდიანი გზების შეპირაპირების ადგილი) ურუმჩი ტურფანი (საკვანძო სადგური) ლანჯოუ ბაოძი (საკვანძო სადგური) სიანი ჯენჯოუ (საკვანძო სადგური) სინჯოუ(საკვანძო სადგური) ლიანიუნგანი (პორტისპირა სადგური) ერენ-ხოტო−დანდუნი (ძამინ-უდი, მონღოლეთი) ერენ-ხოტო (სასაზღვრო სადგური და სხვადასხვა სიგანის ლიანდიანი გზების შეპირაპირების ადგილი) პეკინი (საკვანძო სადგური) ტიანძინ ი (პორტისპირა სადგური) შენიანი (საკვანძო სადგური) დანდუნი (სასაზღვრო სადგური) ( სინიჯუ, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა) მანჯოული−დალიანი (ზაბაიკალსკი, რუსეთის ფედერაცია) მანჯოული (სასაზღვრო სადგური და სხვადასხვა სიგანის ლიანდიანი გზების შეპირაპირების ადგილი) ხარბინი(საკვანძო სადგური) ჩანჩუნი (საკვანძო სადგური) შენიანი (საკვანძო სადგური) დალიანი (პორტისპირა სადგური) პეკინი-შენჯენი პეკინი ჯენჯოუ (საკვანძო სადგური) უხანი ხენიანი (საკვანძო სადგური) გუანჯოუ (საკვანძო სადგური) შენჯენი ტიანძინი−შანხაი ტიანძინი (პორტისპირა სადგური) ძინანი (საკვანძო სადგური) სინჯოუ(საკვანძო სადგური) ნანძინი შანხაი (პორტისპირა სადგური) კორეის სახალხოდემოკრატიული რესპუბლიკა სინიჯუ−კესონი (დანდუნი, ჩინეთი) სინიჯუ(სასაზღვრო სადგური) ფხენიანი კესონი ბონდუნი(სასაზღვრო სადგური) (დორასანი, კორეის რესპუბლიკა) ტუმანგანი−კუმგანგსანი (ჰასანი, რუსეთის ფედერაცია) ტუმანგანი (საკვანძო სადგური, სასაზღვრო სადგური და სხვადასხვა ლიანდიანი გზების შეპირაპირების ადგილი) რაჯინი (საკვანძო სადგური) ჩხონჯინი (საკვანძო სადგური) კოვონი ვონსანი ხეგიმგანი ონჯონგრი(სასაზღვრო სადგური) (თეჯინი, კორეის რესპუბლიკა) საქართველო განთიადი−გარდაბანი (ვესიოლოე, რუსეთის ფედერაცია) განთიადი (სასაზღვრო სადგური) სენაკი (საკვანძო სადგური) სამტრედია (საკვანძო სადგური) თბილისი (საკვანძო სადგური) გარდაბანი (სასაზღვრო სადგური) (ბეიუქ-ყიასიკი, აზერბაიჯანი) ინდოეთი ატარი−ჯორიბამი (ვაგაჰი, პაკისტანი) ატარი(სასაზღვრო სადგური) დხანდარიკალანი დელი (საკვანძო სადგური) კანპური (საკვანძო სადგური) მუგხალსარაი სიტარამპური(საკვანძო სადგური) კოლკატა (საკვანძო სადგური და პორტისპირა სადგური) გედე (სასაზღვრო სადგური) (დარსანა, შაჰბაზპური, ბანგლადეში) მახისასანი(სასაზღვრო სადგური) ბადარპური ჯირიბამი(სასაზღვრო სადგური და სხვადასხვა სიგანის ლიანდიანი გზების შეპირაპირების ადგილი) [(ტამუ, მიანმა)] ინდონეზია მერაკი−ბანიუვანგი მერაკი(საბორნე ტერმინალი) ჯაკარტა (საკვანძო სადგური და პორტისპირა სადგური) ჩიკამპეკი(საკვანძო სადგური) ბანგდუნგი გედებაგე კროია(საკვანძო სადგური) იოგიაკარტა(საკვანძო სადგური) სოლობალაპანი(საკვანძო სადგური) კერტოსონო(საკვანძო სადგური) მალანგი ბანგილი ბანიუვანგი(საბორნე ტერმინალი) [ბანდა აჩეხი] − პანგკალანსუსუ − რანტაუპრაპატი [ბანდა აჩეხი] პანგკალანსუსუ მედანი (საკვანძო სადგური) ტებინგტინგი(საკვანძო სადგური) კისარანი(საკვანძო სადგური) რანტაუპრაპატი ტელუკ-ბაიური − მუარო ტელუკ-ბაიური (პორტისპირა სადგური) ბუკიტპუტუსი(საკვანძო სადგური) პადანგი ლუბუკ-ალუნგი(საკვანძო სადგური) პადანგ პანჯანგი(საკვანძო სადგური) მუარაკალაბანი(საკვანძო სადგური) მუარო ლუბუკლინგა −პანჯანგი ლუბუკლინგა მუარაენიმი(საკვანძო სადგური) პრაბუმულიხი(საკვანძო სადგური) ტანჯუნგკარანგი(საკვანძო სადგური) პანჯანგი(საბორნე ტერმინალი) ირანი (ისლამური რესპუბლიკა) რაზი −სარაჰსი (კაპიკოი, თურქეთი) რაზი (სასაზღვრო სადგური) სუფიანი(საკვანძო სადგური) თავრიზი მიანე(საკვანძო სადგური) ყაზვინი (საკვანძო სადგური) თეირანი (საკვანძო სადგური) გერმსარი(საკვანძო სადგური) შაჰრუდი ქაშმერი(საკვანძო სადგური) ფარიმანი(საკვანძო სადგური) სარაქსი (სასაზღვრო სადგური და სხვადასხვა სიგანის ლიანდიანი გზების შეპირაპირების ადგილი) (სარაქსი, თურქმენეთი) სარაქსი − ბანდერი − აბასი (სარაქსი, თურქმენეთი) სარაქსი (სასაზღვრო სადგური და სხვადასხვა სიგანის ლიანდიანი გზების შეპირაპირების ადგილი) ფარიმანი (საკვანძო სადგური) ქაშმერი(საკვანძო სადგური) თორბათ −ჰეიდარიე თაბასი ჩადორმალუ(საკვანძო სადგური) ბაფკი(საკვანძო სადგური) ბენდერ − აბასი (პორტისპირა სადგური) ყაზახეთი პეტროპავლოვსკ − დოსტიკი (უტიაკი, რუსეთის ფედერაცია) პეტროპავლოვსკი(სასაზღვრო სადგური) კოქჩეტავი ასტანა (საკვანძო სადგური) ყარაგანდა მოინტი(საკვანძო სადგური) აქტოგაი(საკვანძო სადგური) დოსტიკი (სასაზღვრო სადგური და სხვადასხვა სიგანის ლიანდიანი გზების შეპირაპირების ადგილი) (ალაშანკოუ, ჩინეთი) სემიგლავი მარი − აქტოგაი (ოზინკი, რუსეთის ფედერაცია) სემიგლავი მარი ურალსკი (სასაზღვრო სადგური) ილეცკი ი(სასაზღვრო სადგური) რუსეთის ფედერაცია აქტობე ყანდაგაჩი(საკვანძო სადგური) ტიურატამი ყზილ-ორდა არისი (საკვანძო სადგური) ჩიმკენტი ჯამბული ლუგოვაია(საკვანზო და სასაზღვრო სადგური) ჩუ (საკვანძო სადგური) ალმათი-ი უშტობე აქტოგაი(საკვანძო სადგური) ყირგიზეთი ბიშკეკ−კოჩკორი (ლუგოვაია, ყაზახეთი) ალამედინი ბალიჩი [კოჩკორი] [კოჩკორ−ტორუგარტი] [კოჩკორი ყარა-ყეჩე არპა(საკვანძო სადგური) ტორუგარტი(სასაზღვრო სადგური და სხვადასხვა სიგანის ლაინდიანი გზების შეპირაპირების ადგილი) (კაში, ჩინეთი)] უზბეკეთის საზღვარი−ოში (ანდიჟანი, უზბეკეთი) ოში (სადგური ყარასუ) (სასაზღვრო სადგური) ლაოსის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა [ტანალენგი−მუზია] (ნონგხაი, ტაილანდი) ტანალენგი(სასაზღვრო სადგური) ვიენტიანი (საკვანძო სადგური) თხაქხექი(საკვანძო და სასაზღვრო სადგური) მუზია (სასაზღვრო სადგური) (მუზია, ვიეტნამი)] [ვანგტაო−დენსავანი] [ჩონგმეკი, ტაილანდი)] ვანგტაო(სასაზღვრო სადგური) პაქსე სავანაქხეთი(საკვანძო და სასაზღვრო სადგური) დენსავანი(სასაზღვრო სადგური) (მუზია, ვიეტნამი) [ვანგტაო−დენსავანი] [ჩონგმეკი, ტაილანდი) ვანგტაო(სასაზღვრო სადგური) პაქსე სავანაქხეთი(საკვანძო და სასაზღვრო სადგური) დენსავანი(სასაზღვრო სადგური) (ლაობაო, ვიეტნამი)] მალაიზია პადანგ-ბესარი−ჯოხორ-ბარუ (პადანგ-ბესარი, ტაილანდი) პადანგ-ბესარი (სასაზღვრო სადგური) ბუქით-მერგაჯამი(საკვანძო სადგური) იპოხი კუალა-ლუმპური(საკვანძო სადგური) კაჯანგი გემასი(საკვანძო სადგური) სეგამატი კემპას-ბარუ(საკვანძო სადგური) ჯოხორ-ბარუ(სასაზღვრო სადგური) (სინგაპური) მონღოლეთი სუხე-ბატორი−ძამინ-უდე (ნაუშკი, რუსეთის ფედერაცია) სუხე-ბატორი (სასაზღვრო სადგური) ულან-ბატორი ძამინ-უდე (სასაზღვრო სადგური და სხვადასხვა სიგანის ლიანდიანი გზების შეპირაპირების ადგილი) (ერენხოთი, ჩინეთი) მიანმა მანდალაი−იანგონი მანდალაი (საკვანძო სადგური) ბაგო(საკვანძო სადგური) იანგონი(პორტისპირა სადგური) ნეპალი ბირგუნჯი−ინდოეთის საზღვარი ბირგუნჯი (სასაზღვრო სადგური) (რაქსაული, ინდოეთი) [კაკარვიტა−ბრახმა-მანდი] (პანიტანკი, ინდოეთი) [კანკარვიტა(სასაზღვრო სადგური) ბრახმა-მანდი(სასაზღვრო სადგური)] (ტანაკპური, ინდოეთი) ჯანაგპური−ინდოეთის საზღვარი ჯანაგპური(სასაზღვრო სადგური) (ჯაინაგარი, ინდოეთი) პაკისტანი კოხიტაფტან−ვაგახი (მირჯავე, ირანის ისლამური რესპუბლიკა) კოხიტაფტანი(სასაზღვრო სადგური) დალბანდინი(საკვანძო სადგური) სპეზანდი(საკვანძო სადგური) როხრი(საკვანძო სადგური) ლოდხრანი(საკვანძო სადგური) ხანევალი(საკვანძო სადგური) მულტანი ლახორი (საკვანძო სადგური) ვაგახი(სასაზღვრო სადგური) (ატარი, ინდოეთი) ფეშავარი−ლახორი (ავღანეთი) ფეშავარი (სასაზღვრო სადგური) ატოკი(საკვანძო სადგური) ისლამაბადი რავალპინდი შაჰდარა(საკვანძო სადგური) ლახორი კორეის რესპუბლიკა დორასან − პუსანი (ბონდონი, კორეის სდრ) დორასანი(უკიდურესი ჩრდილოეთი სადგური) სეული სუვონი თეჯონი(საკვანძო სადგური) ტეგუ პუსანი (პორტისპირა სადგური) რუსეთის ფედერაცია ბუსლოვსკაია−მოსკოვი (ვაინიკალა, ფინეთი) ბუსლოვსკაია(სასაზღვრო სადგური) სანკტ-პეტერბურგი (საკვანძო სადგური) მოსკოვი (საკვანძო სადგური) სუზემკა−მოსკოვი (ზერნოვო, უკრაინა) სუზემკა(სასაზღვრო სადგური) ბრიანსკი მოსკოვი (საკვანძო სადგური) კრასნოე−ნახოდკა (ოსინოვკა, ბელარუსი) კრასნოე(სასაზღვრო სადგური) სმოლენსკი მოსკოვი ნიჟნი ნოვგოროდი კოტელნიჩი(საკვანძო სადგური) ეკატერინბურგი (საკვანძო სადგური) ტატარსკაია(საკვანძო სადგური) ნოვოსიბირსკი (საკვანძო სადგური) კრასნოიარსკი ირკუტსკი ულან-უდე ზაუდინსკი(საკვანძო სადგური) კარიმსკაია(საკვანძო სადგური) უსურიისკი(საკვანძო სადგური) ბარანოვსკი(საკვანძო სადგური) უგლოვაია(საკვანძო სადგური) ნახოდკა (საკვანძო სადგური, პორტისპირა სადგური) მოსკოვი−სამური მოსკოვი რიაზანი კოჩეტკოვკა(საკვანძო სადგური) გრიაზი(საკვანძო სადგური) ლისკი ლიხაია(საკვანძო სადგური) ვოლგოგრადი (საკვანძო სადგური) აკსარაისკაია (საკვანძო და სასაზღვრო სადგური) ასტრახანი მახაჩყალა (სასაზღვრო სადგური და საბორნე ტერმინალი) სამური (სასაზღვრო სადგური) (იალამა, აზერბაიჯანი) სინგაპური ვუდლენძი (ჯოხორ-ბარუ, მალაიზია) ვუდლენძი(სასაზღვრო სადგური) შრი-ლანკა კატარაგამი − კატუნაიაკე [კატარაგამი ხამბანტოტა შატარა] კოლომბო (პორტისპირა სადგური) შრი−ჯაიავარდენეპურა−კოტე კატუნაიაკე კოლომბო − ტალაიმანარი კოლომბო (პორტისპირა სადგური) კურუნეგალა(საკვანძო სადგური) მახო(საკვანძო სადგური) ტალაიმანარი(საბორნე ტერმინალი) ტაჯიკეთი ნაუ − კანიბადამი (ბეკაბადი, უზბეკეთი) ნაუ(სასაზღვრო სადგური) ხუჯანდი კანიბადამი (საკვანძო და სასაზღვრო სადგური) (სუვანაბადი, უზბეკეთი) ფახთააბადი −იანგი-ბაზარი (სარიასია, ყზბეკეთი) ფახთააბადი(სასაზღვრო სადგური) რეგარი დუშანბე იი დუშანბე ი იანგიბაზარი ხოშადი − კულიაბი (ამუზანგი, ყზბეკეთი) ხოშადი(სასაზღვრო სადგური) კურგან-ტიუბე (საკვანძო სადგური) კულიაბი ტაილანდი ნონგკაი − პადანგბესარი (თხანალენგი, ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა) ნონგკაი(სასაზღვრო სადგური) ბუაიაი(საკვანძო სადგური) კენგქხოი(საკვანძო სადგური) ბანფჩახი(საკვანძო სადგური) ბანგკოკი −ბანგკოკის სადგური(საკვანძო სადგური) ნონგპლადუკი(საკვანძო სადგური) ხატიაი(საკვანძო სადგური) პადანგ-ბესარი(სასაზღვრო სადგური) (პადანგ-ბესარი, მალაიზია) თურქეთი კაპიკულე − კაპიკოი (ბულგარეთი, ევროპა) კაპიკულე(სასაზღვრო სადგური) სტამბოლი ესქიშეჰირი(საკვანძო სადგური) ანკარა კალინი(საკვანძო სადგური) სივასი ჩეტინკაია(საკვანძო სადგური) მალათია(საკვანძო სადგური) ტატვან-ვანი(საბორნე გადასასვლელი) კაპიკოი(სასაზღვრო სადგური) ( რაზი, ირანის ისლამური რესპუბლიკა) თურქმენეთი თურქმენბაში − თურქმენაბადი (ბაქო, აზერბაიჯანი) თურქმენბაში(საბორნე ტერმინალი) აშგაბადი თენჯენი მარი(საკვანძო სადგური) თურქმენაბადი(საკვანძო და სასაზღვრო სადგური) (ხოჩადავლეთი, უზბეკეთი) უზბეკეთი კელესი−ხოდჩადავლეტი (სარი-აგაში, ყაზახეთი) კელესი(სასაზღვრო სადგური) ტუკუმაჩი(საკვანძო სადგური) სირდარინსკაია ხავასტი(საკვანძო სადგური) სამარყანდი ულუგბეკი ნავოი(საკვანძო სადგური) ბუხარა (საკვანძო სადგური) ხოდჩადავლეტი(სასაზღვრო სადგური) (თურქმენაბადი, თურქმენეთი) ვიეტნამი ლაოკაი − ხოშიმინი (ხეკოუ, ჩინეთი) ლაოკაი (სასაზღვრო სადგური) დონგანი(საკვანძო სადგური) იენვიენი (საკვანძო სადგური) ზალიამი(საკვანძო სადგური) ჰანოი ტანაპი(საკვანძო სადგური) დანანგი ხოშიმინი (საკვანძო სადგური) ჰანოი − დონგდანგი ჰანოი ზალიამი(საკვანძო სადგური) იენვიენი (საკვანძო სადგური) ლიმი(საკვანძო სადგური) კეპი(საკვანძო სადგური) დონგდანგი(სასაზღვრო სადგური) (პინსიანი, ჩინეთი) ახურიანი( სასაზღვრო სადგური და სხვადასხვა სიგანის ლიანდიანი გზების შეპირაპირების ადგილი) ერევანი − იჯევანი (სასაზღვრო სადგური) (ბარხუდარლი, აზერბაიჯანი) 3გაგარინი − მარტუნი − [ჯერმუკი ∫აპანი − მეგრი (სასაზღვრო სადგური)] – (მარანდი, ირანის ისლამური რესპუბლიკა) (ირანის ისლამური რესპუბლიკის, ყაზახეთის, რუსეთის ფედერაციისა და თურქმენეთის კასპიის ზღვის ნავსადგურებთან დამაკავშირებელი საბორნე გზა) ალი ბაირამლი (საკვანძო სადგური) −                    ასტარა (სასაზღვრო სადგური და სხვადასხვა სიგანის ლიანდიანი გზების შეპირაპირების ადგილი) – (ასტარა, ირანის ისლამური რესპუბლიკა) ალი ბაირამლი (საკვანძო სადგური) − აგბენტი(სასაზღვრო სადგური) – (ნიუვედი-მეგრი (სასაზღვრო სადგური), სომხეთი) − ორდუბადი − ჯულფა − (სასაზღვრო სადგური და სხვადასხვა სიგანის ლიანდიანი გზების შეპირაპირების ადგილი) – (ჯულფა, ირანის ისლამური რესპუბლიკა) ბარხუდარლი(სასაზღვრო სადგური) – (იჯევანი, სომხეთი აბდულპური(საკვანძო სადგური)− როხანპური(სასაზღვრო სადგური) (სინხაბადი, ინდოეთი) (სინხაბადი, ინდოეთი) აბდულპური(საკვანძო სადგური) − პარბატიპური−ბიროლი(სასაზღვრო სადგური)−(რადხიკაპური, ინდოეთი) დაკა კულაურა − შაჰბაზპური(სასაზღვრო სადგური) – (მაჰისასანი, ინდოეთი) [კრატიე(სასაზღვრო სადგური) − ლიკნინის (1) პროვინცია, ვიეტნამი)] (1)   სადგურის დასახელება მოგვიანებით დაზუსტდება კაში [(სასაზღვრო სადგური და სხვადასხვა სიგანის ლიანდიანი გზების შეპირაპირების ადგილი)−(ტორუგარტი, ყირგიზეთი)] კუნმინი(საკვანძო სადგური)−სიანიუნი(საკვანძო სადგური)−დალი(საკვანძო სადგური)−[კაჩანი(სასაზღვრო სადგური და სხვადასხვა სიგანის ლიანდიანი გზების შეპირაპირების ადგილი)−(მიტკინა, მიანმა)] [სიანიუნი−ძინხუნი(სასაზღვრო სადგური და სხვადასხვა სიგანის ლიანდიანი გზების შეპირაპირების ადგილი)−(ბოტენი, ლაოსოს სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა)] დალი(საკვანძო სადგური)−[ჟუელი(სასაზღვრო სადგური და სხვადასხვა სიგანის ლიანდიანი გზების შეპირაპირების ადგილი)−მუსე, მიანმა)] კუნმინი(საკვანძო სადგური)−ხეკოუ(სასაზღვრო სადგური)−(ლაოკაი, ვიეტნამი) კუნმინი(საკვანძო სადგური)−ნანინინი(საკვანძო სადგური)−გუანჯოუ(საკვანძო სადგური) ნანინინი(საკვანძო სადგური)−ხენიანი(პეკინ-შენჯენის ხაზთან დამაკავშირებელი გზა) გუანჯოუ (პეკინ-შენჯენის ხაზთან დამაკავშირებელი გზა) ( პეკინ-შენჯენის ხაზთან დამაკავშირებელი გზა) (ტიანძინ-შანხაის ხაზთან დამაკავშირებელი გზა) (პეკინ-შენჯენის ხაზთან დამაკავშირებელი გზა) (მანჯურია-დალიანის ხაზთან დამაკავშირებელი გზა) სუიფენხე(სასაზღვრო სადგური და სხვადასხვა სიგანის ლიანდიანი გზების შეპირაპირების ადგილი)−(გროდეკოვო, რუსეთის ფედერაცია) ტუმანგანი(სასაზღვრო სადგური)−(ნამიანგი, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა) (ერენ-ხოტო−დანდუნის ხაზთან დამაკავშირებელი გზა) (ალაშანკოუ−ლიანიუნგანის ხაზთან დამაკავშირებელი გზა) ნანინინი(საკვანძო სადგური)−პინსიანი(სასაზღვრო სადგური და სხვადასხვა სიგანის ლიანდიანი გზების შეპირაპირების ადგილი*)−(დონგდანგი, ვიეტნამი) (*ორი სტანდარტის ლიანდიანი ხაზი ვიეტნამში გიალამამდე მიდის) ნანინინი−კუნმინი ნანინინი(საკვანძო სადგური)−კუნმინი პინსიანი(სასაზღვრო სადგური და სხვადასხვა სიგანის ლიანდიანი გზების შეპირაპირების ადგილი*)−(დონგდანგი, ვიეტნამი) (*ორი სტანდარტის ლიანდიანი ხაზი ვიეტნამში გიალამამდე მიდის) ცინდაო (პორტისპირა სადგური) (ალაშანკოუ−ლიანიუნგანის ხაზთან დამაკავშირებელი გზა) ნამიანი(სასაზღვრო სადგური)−(ტუმანგანი, ჩინეთი) რაჯინი (პორტისპირა სადგური) ნამიანი(სასაზღვრო სადგური)−(თუმანგანი, ჩინეთი) ჩხონჯინი (პორტისპირა სადგური) ფოთი (პორტისპირა სადგური) ბათუმი (პორტისპირა სადგური) სადახლო(სასაზღვრო სადგური)−(აირამი, სომხეთი) [ახალქალაქი(სასაზღვრო სადგური და სხვადასხვა სიგანის ლიანდიანი გზების შეპირაპირების ადგილი)−(ყარსი, თურქეთი) მათჰურა(საკვანძოსადგური)−აგრა-ნაგპური(საკვანძო სადგური)−ვიჯაიავადა(საკვანძო სადგური)−ჩენაი(პორტისპირა სადგური)−ჯოლარპეტაი(საკვანძო სადგური)−მადურაი(საკვანძო სადგური)−ტუტიკორინი(პორტისპირა სადგური) მათჰურა(საკვანძო სადგური)−მუმბაი(პორტისპირა სადგური) ნაგპური (საკვანძო სადგური )−მუმბაი(პორტისპირა სადგური) ნაგპური (საკვანძო სადგური) −კოლკატა(პორტისპირა სადგური) ვიჯაიავადა(საკვანძო სადგური)−ვისაკჰაპატნამი(პორტისპირა სადგური)−კოლკატა(პორტისპირა სადგური) ჯოლარპეტაი(საკვანძო სადგური)−მუმბაი(პორტისპირა სადგური) მადურაი (საკვანძო სადგური) −რამესვარამი(საბორნე ტერმინალი)−ტალაიმანარი,შრი-ლანკა) რაქსაული(სასაზღვრო სადგური)−(ბირგუნჯი, ნეპალი) რაქსაული(სასაზღვრო სადგური)−(ბირგუნჯი, ნეპალი) ჰალდია (პორტისპირა ნავსადგური) სუკაბუმი−პადალარანგი−ჩიკამპეკი(საკვანძო სადგური) ჩირებონი (საკვანძო სადგური )−სემარანგტავანგი(საკვანძოსადგური)−სურაბაიაპასარტური(პორტისპირა სადგური) პრუპუკი(საკვანძო სადგური)−პურვოკერტო−კროია(საკვანძო სადგური) პურვოკერტო−პრუპუკი(საკვანძო სადგური)−ჩირებონი(საკვანძო სადგური) [მაგელანგი] გუნდიხი−სემარანგტავანგი(საკვანძო სადგური) ვონოკრომო−სურაბაიაკოტო ბელავანი(პორტისპირა სადგური) სიანტარი ტანჯუნგბალაი [პაიაკურუბუხი] ინდარუნგი ნარასი ბუკიტინგი−პაიაკუმბუხი სავახლუნტო [ლუბუკლინგა] ტანჯუნგ-ენიმი კერტაპატი ტარახანი ჯოლფა (სასაზღვრო სადგური და სხვადასხვა სიგანის ლიანდიანი გზების შეპირაპირების ადგილი ) [რაშთი−ბანდარანზალი(საბორნე ტერმინალი)−ასტარა(სასაზღვრო სადგური და სხვადასხვა სიგანის ლიანდიანი გზების შეპირაპირების ადგილი)]−(ასტარა, აზერბაიჯანი) (აზერბაიჯანის, ყაზახეთის, რუსეთის ფედერაციისა და თურქმენეთის კასპიის ზღვის პორტებთან მისასვლელი საბორნე ხაზი) კომი(საკვანძო სადგური)−ბადრუდი(საკვანძო სადგური)−მეიბოდი−ბაფკი(საკვანძო სადგური)−კერმანი−(ბამ-ფაჰრაჯი)−ზაჰედანი−(სასაზღვრო სადგური და სხვადასხვა სიგანის ლიანდიანი გზების შეპირაპირების ადგილი)−მირჯავე(სასაზღვრო სადგური)−(კოხი-თაფთანი, პაკისტანი) კომი(საკვანძო სადგური)−არაქი(საკვანძო სადგური)−აჰვაზი(საკვანძო სადგური)−ხორამშარი(პორტისპირა სადგური) [არაქი(საკვანძო სადგური)−ქერმანშაჰი−ხოსრავი(სასაზღვრო სადგური)−(ხანეგეინი,ერაყი)] აჰვაზი−ბენდერ-იმამი(პორტისპირა სადგური) ბადრუდი(საკვანძო სადგური)−ისპაჰანი ბაფკი(სარაქს−ბანდერ-აბასის ხაზთან დამაკავშირებელი გზა) ბენდერ-ამირაბადი (საბორნე ტერმინალი) (აზერბაიჯანის, ყაზახეთის, რუსეთის ფედერაციისა და თურქმენეთის კასპიის ზღვის პორტებთან დამაკავშირებელი საბორნე გზა) (სარაქს−ბანდერ-აბასის ხაზთან დამაკავშირებელი გზა) მესხედი მესხედი (რაზი−სარაქსის ხაზთან დამაკავშირებელი გზა) [სანგანი(სასაზღვრო სადგური)−გერათი(სასაზღვრო სადგური)−(ავღანეთი)] არდაკანი (კომ−მირჯავესთან დამაკავშირებელი გზა) ესილი−ტობოლი(საკვანძო და სასაზღვრო სადგური)−(კარტალი, რუსეთის ფედერაცია) ტობოლი(საკვანძო სადგური)−აიტეკები−ნიკელტაუ−ყანდაგაჩი(საკვანძო სადგური) (სემიგლავი მარი−აქტოგაის ხაზთან დამაკავშირებელი გზა) ჩუ(საკვანძო სადგური) სემიპალატინსკი −აული(სასაზღვრო სადგური)−(ლოკოტი, რუსეთის ფედერაცია) (სემიგლავი მარი−აქტოგაის ხაზთან დამაკავშირებელი გზა) (ორენბურგი, რუსეთის ფედერაცია) ნიკელტაუ(სასაზღვრო სადგური)−(ორსკი, რუსეთის ფედერაცია) ნიკელტაუ(სასაზღვრო სადგური)−აიტეკები−ტობოლი(საკვანძო სადგური)−ასტანა(საკვანძო სადგური) (პერტოპავლოვსკ−დოსტიკის ხაზთან დამაკავშირებელი გზა) მაკატი(საკვანძო სადგური)−განიუშკინო−(ასკარაისკაია, რუსეთის ფედერაცია) მაკატი(საკვანძო სადგური)−ბეინეუ(საკვანძო სადგური)−ოაზისი−(ყარაყალპაყეთი, უზბეკეთი) ბეინეუ(საკვანძო სადგური)−აქტაუს ნავსადგური(საბორნე ტერმინალი) (აზერბაიჯანის, ირანის ისლამური რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციისა და თურქმენეთის კასპიის ზღვის ნავსადგურებთან დამაკავშირებელი საბორნე გზა) სარი-აგაში(სასაზღვრო სადგური)−(კელესი, უზბეკეთი) (ბიშკეკი, ყირგიზეთი) მოინტი(საკვანძო სადგური) (პეტროპავლოვსკ−დოსტიკის ხაზთან დამაკავშირებელი გზა) [გამოტოვებული რგოლი]−ოში(სადგური ყარასუ)−ჯალალ-აბადი(სასაზღვრო სადგური)−(ანდიჟანი, უზბეკეთი) [ბოტენი(სასაზღვრო სადგური)−(ძინხუნი, ჩინეთი)] [ნაქხონპხანომი, ტაილანდი] [(მუქდახანი, ტაილანდი)] [(მუქდახანი, ტაილანდი)] ბატერუერტი (პორტისპირა სადგური) პორტ-კელანგი (პორტისპირა სადგური) სეტია-ჯაია ვაკაფ-ბარუ(საკვანძო სადგური)−რანტაუ−პანჯანგი(სასაზღვრო სადგური)−(სუნგაიკოლოკი, ტაილანდი) ვაკაფ-ბარუ−ტუმპატი პასირ-გუდანგი (პორტისპირა სადგური) ტაჯუნგ-პელეპასი (პორტისპირა სადგური) ლაშიო−[მიუზი(სასაზღვრო სადგური და სხვადასხვა სიგანის ლიანდიანი გზების შეპირაპირების ადგილი)−(ჟუელი, ჩინეთი)] კალაი−[ტამუ(სასაზღვრო სადგური და სხვადასხვა სიგანის ლიანდიანი გზების შეპირაპირების ადგილი)−(ჯირიბამი, ინდოეთი)] თხანპიუზაიათი(საკვანძო სადგური)−[უღელტეხილი „სამი პაგოდა“(სასაზღვრო სადგური)−უღელტეხილი „სამი პაგოდა“, ტაილანდი)] თხანპიუზაიათი(სასაზღვრო სადგური)−იე [გვადარი(პორტისპირა სადგური)] კეტა −ბოსტანი−ჩამანი(სასაზღვრო სადგური)−(სპინბულდაკი, ავღანეთი) ჰაიდარაბადი(საკვანძო სადგური)−ყარაჩი(პორტისპირა სადგური)−კასიმი(პორტისპირა სადგური) ჰაიდარაბადი(საკვანძო სადგური)−მირპურხასი−ხოკროპარი(სასაზღვრო სადგური) შერ-შაჰი(საკვანძო სადგური)−ხანევალი−ფაისალაბადი−შაჰდარა(საკვანძო სადგური)(ლახორ-ფეშავარის ხაზთან დამაკავშირებელი გზა) შერ-შაჰი−კუნდიანი−ატოკი(სასაზღვრო სადგური)−ფეშავარი(სასაზღვრო სადგური)−(ავღანეთი) შაჰდარა(ლახორ-ფეშავარის ხაზთან დამაკავშირებელი გზა) შერ-შაჰი−ლოდხრანი(კოხიტაფტან−ვაგახის ხაზთან დამაკავშირებელი გზა) ხანევალი−ლოდხრანი(კოხიტაფტან−ვაგახის ხაზთან დამაკავშირებელი გზა) იქსანი(საკვანძო სადგური)−მოკპო(პორტისპირა სადგური)−გუანიანი(პორტისპირა სადგური) მგა−ვოლხოვსტროი−კოშტა−ვოლოგდა− კოტელნიჩი(საკვანძო სადგური)− ეკატერინბურგი(პორტისპირა სადგური) კოტელნიჩი(საკვანძო სადგური) (კრასნოე−ნახოდკას ხაზთან დამაკავშირებელი გზა) (კრასნოე−ნახოდკას ხაზთან დამაკავშირებელი გზა) (კრასნოე−ნახოდკას ხაზთან დამაკავშირებელი გზა) სანკტ-პეტერბურგი კურგანი−უტიაკი(სასაზღვრო სადგური)−(პეტროპავლოვსკი, ყაზახეთი) ჩელიაბინსკი−კარტალი(საკვანძო და სასაზღვრო სადგური)−(ტობოლი, ყაზახეთი) კარტალი(საკვანძო და სასაზღვრო სადგური)−ორსკი(საკვანძო და სასაზღვრო სადგური)−(ნიკელტაუ, ყაზახეთი) ორსი(საკვანძო და სასაზღვრო სადგური)−ორიენბურგი−(იტეცკი, რუსეთის ფედერაცია)−(აკტიუბინსკი, ყაზახეთი) ლოკოტი (საკვანძო და სასაზღვრო სადგური) −(აული, ყაზახეთი) ლოკოტი (საკვანძო და სასაზღვრო სადგური) −(აული, ყაზახეთი) ნაუშკი (სასაზღვრო სადგური) −(სუხე-ბატორი, მონღოლეთი) ზაბაიკალსკი (სასაზღვრო სადგური და სხვადასხვა სიგანის ლიანდიანი გზების შეპირაპირების ადგილი) −(მანჯოული, ჩინეთი) გროდეკოვო (სასაზღვრო სადგური და სხვადასხვა სიგანის ლიანდიანი გზების შეპირაპირების ადგილი) −(სუიფენხე, ჩინეთი) ხასანი (სასაზღვრო სადგური და სხვადასხვა სიგანის ლიანდიანი გზების შეპირაპირების ადგილი) −(ტუმანგანი, კორეის სდრ) ვლადივოსტოკი (პორტისპირა სადგური) ვოსტოჩნი (პორტისპირა სადგური) რტიშჩევო−სარატოვი−ოზინკი (სასაზღვრო სადგური) −(სემიგლავი მარი, ყაზახეთი) ვოლგოგრადი როსტოვი −კრასნოდარი(საკვანძო სადგური)−(განთიადი, საქართველო) კრასნოდარი (საკვანძო სადგური) −კრიმსკაია(საკვანძო სადგური)− ნოვოროსიისკი(პორტისპირა სადგური) კრიმსკაია(საკვანძო სადგური)−კავკაზი(პორტისპირა სადგური და საბორნე ტერმინალი) გრიაზი (განიუშკინო, ყაზახეთი) ოლიას ნავსადგური(საბორნე ტერმინალი) −(აზერბაიჯანის, ირანის ისლამური რესპუბლიკის, ყაზახეთისა და თურქმენეთის კასპიის ზღვის ნავსადგურებთან დამაკავშირებელი საბორნე გზა) (აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და თურქმენეთის კასპიის ზღვის ნავსადგურებთან დამაკავშირებელი საბორნე გზა) [დამბულა] ტრინკომალი(პორტისპირა სადგური) (რამესვარამი, ინდოეთი) ისფარა იავანი [ნაქხონფხანომი(სასაზღვრო სადგური)−(თხაქხეკი, ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა)] [მუქდახანი(სასაზღვრო სადგური)−სავანაქხეთი, ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა] ნაქხონრატჩასიმა−უბონრათჩათხანი− [ჩონგმეკი(სასაზღვრო სადგური)−(პაქსე, ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა)] ნაქხონსავაი(საკვანძო სადგური)−დენჩაი(საკვანძო სადგური)−ჩიანგმაი [ნაქხონსავანი−მესოტი(სასაზღვრო სადგური)− (მიავადი, მიანმა)] [დენჩაი−ჩიანგრაი−მესაი(სასაზღვრო სადგური) –(ტაჩილეკი, მიანმა)] ლადკრაბანგი−ჩაჩენგსაუ(საკვანძო სადგური)− სირაჩა(საკვანძო სადგური)−კაიჩიჩანი(საკვანძო სადგური)−სატახინი(პორტისპირა სადგური) ჩაჩენგსაუ(საკვანძო სადგური)− არანიაპრათხეტი−კლონგლუკი(სასაზღვრო სადგური)−[(პოიპეტი, კამბოჯა)] სირაჩა−ლემჩაბანგი(პორტისპირა სადგური) კაოჩიჩანი−მაპტაპუტი(პორტისპირა სადგური) ნამტოკი−[უღელტეხილი „სამი პაგოდა“(სასაზღვრო სადგური)− (თხანპიუზაიათი, მიანმა)] სუნგაიკოლოკი(სასაზღვრო სადგური)− (რანტაუ-პანჯანი, მალაიზია) ალაინტი−ბალიკესირი−იზმირი(სასაზღვრო სადგური) სამსუნი (პორტისპირა სადგური) ყარსი(საკვანძო სადგური)−დოგუკაპი(სასაზღვრო სადგური და სხვადასხვა სიგანის ლიანდიანი გზების შეპირაპირების ადგილი)− (ახურიანი, სომხეთი) [ყარსი(საკვანძო სადგური, სასაზღვრო სადგური და სხვადასხვა სიგანის ლიანდიანი გზების შეპირაპირების ადგილი)−(ახალქალაქი, საქართველო)] ტოპროკალე(საკვანძო სადგური)−ადანა ადანა−მერსინი(პორტისპირა სადგური) ტოპროკალე−ისკენდერონი (პორტისპირა სადგური) (აზერბაიჯანის, ირანის ისლამური რესპუბლიკის, ყაზახეთისა და რუსეთის ფედერაციის კასპიის ზღვის ნავსადგურებთან დამაკავშირებელი საბორნე გზა) ფარაქხათი−სარახსი(სასაზღვრო სადგური და სხვადასხვა სიგანის ლიანდიანი გზების შეპირაპირების ადგილი)−(სარახსი, ირანის ისლამური რესპუბლიკა) გაზაჩაკი(სასაზღვრო სადგური)−(პიტნიაკი-.  .  449, უზბეკეთი)−დაშხოვუზი−ტახიატაში(სასაზღვრო სადგური)−(უზბეკეთი) ოზოდლიკი−[ანგრენი−ხალკობადი]−პაპი (საკვანძო სადგური) −კოკანდი ბეკაბადი (სასაზღვრო სადგური) − (ნაუ−კანიბადამი, ტაჯიკეთი)−სუვანაბადი(სასაზღვრო სადგური)−კოკანდი(საკვანძო სადგური)−მარგილანი−ანდიჟანი(სასაზღვრო სადგური)−(ოში, ყირგიზეთი) კოკანდი (საკვანძო სადგური) − პაპი (საკვანძო სადგური) − ნამანგანი ტინჩლიკი −უჩკუდუკი−ნუკუსი−კუნგრადი− ყარაყალპაყეთი(სასაზღვრო სადგური)− (ოაზისი, ყაზახეთი) კარში −(საკვანძო სადგური)−ტაშგუზარი(საკვანძო სადგური)[დეხანაბადი−დარბანდი] ბოისუნი−კუმკურგრანი(საკვანძო სადგური)− სარიასია−(სასაზღვრო სადგური)− (ხაირატონი, ავღანეთი) თერმეზი(საკვანძო სადგური)−ტარკ 154 (სასაზღვრო სადგური)−(თალიმარჯანი−კერჩიკი(საკვანძო სადგური)− კელიფი, თურქმენეთი)− თერმეზი−(საკვანძო სადგური) გალაბა(სასაზღვრო სადგური)−(ხაირატონი, ავღანეთი) თერმეზი (საკვანძო სადგური) −კიმკურგრანი(საკვანძო სადგური)−სარიასია(სასაზღვრო სადგური)−(ფახთაბადი, ტაჯიკეთი) ლუკსა−კუანტრისუ (ჰანოი-დონგდანგის ხაზთან დამაკავშირებელი გზა) ხაიფონი (პორტისპირა სადგური) [მუზია(სასაზღვრო სადგური)−(ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა)] [ვუნგანგი(პორტისპირა სადგური)] [ვუნგტაუ(პორტისპირა სადგური)] [ლოკნინის პროვინცია(1)(სასაზღვრო სადგური)−(კრატიე, კამბოჯა)] (1)                სადგურის სახელწოდება მოგვიანებით დაზუსტდება (ლაოკაი−ხოშიმინის ხაზთან დამაკავშირებელი გზა) ფხალაი(საკვანძო სადგური)−ხალონგი(პორტისპირა სადგური) ხალონგი−კაილანი(პორტისპირა სადგური) ლუკსა−კუანტრიეუ დანართი II ტრანსაზიური რკინიგზის ქსელის ტექნიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებული ძირითადი დებულებები 1.    ზოგადი დებულებები შეთანხმების I დანართში მოყვანილი ტრანსაზიური რკინიგზის ქსელის ტექნიკურ მახასიათებლებს საფუძვლად უდევს შემდეგი პრინციპები. მხარეები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა დაიცვან ეს პრინციპები როგორც რკინიგზის ახალი მონაკვეთების მშენებლობისას, ისე მოქმედი მონაკვეთების რეკონსტრუქციისას და მოდერნიზაციისას. 2.    ხაზების გამშვებუნარიანობა და გამტარუნარიანობა საერთაშორისო დანიშნულების სარკინიგზო ხაზებს უნდა ჰქონდეთსაკმარისი გამშვებუნარიანობა და გამტარუნარიანობა, რათა უზრუნველყონ ტვირთისა და მგზავრების ეფექტიანი, საიმედო, და ეკონომიკური სარკინიგზო გადაზიდვა და გადაყვანა. 3.    დატვირთვის გაბარიტი იმის გათვალისწინებით, რომ ტრანსაზიური რკინიგზის ქსელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახდა აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის რეგიონის ქვეყნებისთვის საერთაშორისო ინტერმოდალური გადაზიდვის კომპლექსური ქსელის განსაზღვრაში, აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ქსელის არსებული ხაზების მოდერნიზაცია, ხოლო ახლების იმგვარად გაყვანა, რომ უზრუნველყოფილი იქნეს სტანდარტების შესაბამისი სულ ცოტა 20 ფუტის და მეტი სიგრძის კონტეინერების უსაფრთხო გადაზიდვა. 4.    შეთავსებადობა ტექნიკური მოთხოვნები უნდა უზრუნველყოფდეს საერთაშორისო მნიშვნელობის სარკინიგზო ხაზებით საერთაშორისო ტვირთისა და კონტეინერების უსაფრთხო გადაზიდვას. ბუნებრივია, სარკინიგზო ხაზები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მოწყობილობა უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო მოთხოვნებს, მათ შორის მომთხოვნებს მძიმეწონიანი მატარებლებით გადაყვანისადმი და ისეთი ტვირთის გადაზიდვისადმი, როგორიცაა, კერძოდ, ნავთობპროდუქტები, ქვანახშირი, მადანი, ცემენტი და მარცვლეული. მხარეებმა უნდა გაითვალისწინონ მეზობელი ქვეყნების და სხვა ქვეყნების ტექნიკური მოთხოვნები, რომლებზეც გადის საერთაშორისო მნიშვნელობის სარკინიგზო ხაზები, და ესწრაფოდნენ განაახლონ თავიანთი ხაზები, რათა ტექნიკური შეზღუდვები მოუხსნან და უზრუნველყონ რკინიგზის შეთავსებადობა. იქ, სადაც ლიანდის სიგანის დამთხვევა უწყვეტი გადაზიდვის უზრუნველყოფის საშუალებას იძლევა, ან სადაც ლიანდის სიგანე, როგორც ჩანს, დაემთხვა საზღვრის გადამკვეთი დაკლებული მონაკვეთების მშენებლობის შედეგად, იბადება კონკრეტული ხასიათის კითხვები საერთაშორისო გადაზიდვაში გამოყენებული მოძრავი შემადგენლობის, და, კერძოდ, სამუხრუჭე სისტემებისა და გადასაბმელების შეთავსებადობის მიმართ. ამასთან დაკავშირებით, საზღვრებზე სარკინიგზო გადაზიდვის ეფექტიანობის უზრუნველყოფისათვის საჭირო იქნება პნევმატურმუხრუჭიანი და გადაბმის ერთობლივსისტემიანი მოძრავი შემადგენლობის გამოყენება. ცნობისთვის ქვემოთ მოყვანილია ტრანსაზიური რკინიგზის ქსელში  ბორბლების სიგანის შესახებ მონაცემები: რკინიგზის ლიანდის სიგანე ტარკ წევრი ქვეყნებისათვის (მეტრებში) 1,000 1,067 1,435 1,520 1,676 1.     ბანგლადეში(1) 2.     კამბიჯა 3.     ლაოსის სდრ 4.     მალაიზია 5.     მიანმა 6.     სინგაპური(3) 7.     ტაილანდი 8.     ვიეტნამი(4) ინდონეზია 1.  ჩინეთი(2) 2.  კორეის სდრ 3.  კორეის რესპუბლიკა 4.  ირანის ისლმ.რესპ. 5.  თურქეთი 1.    სომხეთი 2.    აზერბაიჯანი 3.    საქართველო 4.    ყაზახეთი 5.    ყირგიზეთი 6.    მონღოლეთი 7.    რუსეთის ფედერაცია 8.    ტაჯიკეთი 9.    თურქმენეთი 10.              უზბეკეთი 1.     ბანგლადეში 2.     ინდოეთი 3.     ნეპალი 4.     პაკისტანი 5.     შრი-ლანკა ტარკ-ის პოტენციური წევრები: ფილიპინები (ლიანდი 1,067 მმ) და იაპონია (ლიანდი 1,067 მმ) 1        ქვეყნის სარკინიგზო ქსელის ნაწილი 2        მოიცავს აგრეთვე 1,000 მმ სიგანის ლიანდიან გზას (ვიეტნამიდან და ვიეტნამში) 3        მოძრაობა ხორციელდება მალაიზიის რკინიგზით 4        არის აგრეთვე გზები, რომელთა ლიანდის სიგანე 1,435 მმ შეადგენს და ორმაგი გზები. .................... სიგანით 5.სტანდარტები კონტეინერულიტერმინალებისათვის საერთაშორისო ინტერმოდალური გადაზიდვა მოითხოვს კონტეინერული ტერმინალების ფუნქციონირების ეფექტის არსებობას. ტრანსაზიური რკინიგზის ქსელის ხაზებზე საერთაშორისო კონტეინერული ტერმინალები: -         უნდა მდებარეობდეს რაც შეიძლება ახლოს ძირითად მაგისტრალებთან, რათა დრო არ იკარგებოდეს შემოსვლა/გასვლისთვის; -         უზრუნველყოფილი იყოს მოწყობილობით, რომელიც რთავს საპორტო ამწეებს, ისრებს, ავტოსატვირთელებს, ტვირთის ამწევ ხელსაწყოებს და/ან მექანიკურ დამწყობებს, რომლებსაც შეუძლიათ აწარმოონ დატვირთვა და გადმოტვირთვა სულ ცოტა 20 ფუტი სიგრძის კონტეინერების სტანდარტების შესაბამისად; -         უნდა ითვალისწინებდეს გაფართოების შესაძლებლობებს; -         უნდა უზრუნველყოფდეს ტვირთის საბაჟო წმენდას.