პოლიგონის, სასროლეთისა და ტირის მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.08.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №63
სარეგისტრაციო კოდი 120170050.22.026.016513
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/08/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,568 სიტყვა · ~23 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
პოლიგონი
შემოსაზღვრული ტერიტორია, რომელიც აერთიანებს რამდენიმე სასროლეთს, ტაქტიკურ და საწვრთნელ ველებს
მუხლი 2
სასროლეთი
ამ წესის დანართი №1-ის ,,სასროლი იარაღის, ყუმბარსატყორცნების, საბრძოლო მანქანებისა და საარტილერიო შეიარაღების სასროლეთის მოწყობისა და უსაფრთხოების ზონების სქემების ალბომის“ მიხედვით მოწყობილი ტერიტორია, რომელზედაც სწავლებისთვის განსაზღვრული იარაღიდან და საბრძოლო ტექნიკიდან შესაბამის მანძილზე შესაძლებელია საბრძოლო სროლების  წარმოება
მუხლი 2
ტაქტიკური და საწვრთნელი ველი
ტერიტორია, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის მოთხოვნებს სწავლების ჩასატარებლად
მუხლი 2
დირექტრისა
სროლის მიმართულება
მუხლი 2
სწავლება
ტაქტიკური, პრაქტიკული, სამთო, საინჟინრო ან/და საჰაერო წვრთნა-ვარჯიში, აგრეთვე საბრძოლო სროლა (საარტილერიო, წვრილკალიბრიანი, სატანკო, ავიაცია, ტანკსაწინააღმდეგო სისტემები), საავტომობილო და საბრძოლო მანქანების  (ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა, ჯავშანტრანსპორტიორი) ტარება.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს თავდაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 10.07.2017 საავტომობილო, სპეციალური და ჯავშანსატანკო კოლონების, პირადი შემადგენლობის, შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების გაცილების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 10.07.2017 სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 84% 22.01.2025 ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 84% 22.03.2019 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საქმიანობის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 84% 31.12.2021

დოკუმენტის ტექსტი

პოლიგონის, სასროლეთისა და ტირის მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №63 2017 წლის 21 აგვისტო ქ. თბილისი პოლიგონის, სასროლეთისა და ტირის მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ძ“ ქვეპუნტის საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული პოლიგონის, სასროლეთისა და ტირის მოწყობის წესი. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია პოლიგონის, სასროლეთისა და ტირის მოწყობის წესი მუხლი 1🔗 ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ პოლოგონის, სასროლეთისა და ტირის მოწყობის პირობებს, აგრეთვე მათი უსაფრთხოების ორგანიზებისა და უზრუნველყოფის ღონისძიებებს. მუხლი 2🔗 ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) პოლიგონი – შემოსაზღვრული ტერიტორია, რომელიც აერთიანებს რამდენიმე სასროლეთს, ტაქტიკურ და საწვრთნელ ველებს; ბ) სასროლეთი – ამ წესის დანართი №1-ის ,,სასროლი იარაღის, ყუმბარსატყორცნების, საბრძოლო მანქანებისა და საარტილერიო შეიარაღების სასროლეთის მოწყობისა და უსაფრთხოების ზონების სქემების ალბომის“ მიხედვით მოწყობილი ტერიტორია, რომელზედაც სწავლებისთვის განსაზღვრული იარაღიდან და საბრძოლო ტექნიკიდან შესაბამის მანძილზე შესაძლებელია საბრძოლო სროლების  წარმოება; გ) ტაქტიკური და საწვრთნელი ველი – ტერიტორია, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის მოთხოვნებს სწავლების ჩასატარებლად; დ) დირექტრისა – სროლის მიმართულება; ე) სწავლება – ტაქტიკური, პრაქტიკული, სამთო, საინჟინრო ან/და საჰაერო წვრთნა-ვარჯიში, აგრეთვე საბრძოლო სროლა (საარტილერიო, წვრილკალიბრიანი, სატანკო, ავიაცია, ტანკსაწინააღმდეგო სისტემები), საავტომობილო და საბრძოლო მანქანების  (ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა, ჯავშანტრანსპორტიორი) ტარება. მუხლი 3🔗 1. პოლიგონის/სასროლეთის მოწყობისას უზრუნვეყოფილი უნდა იყოს უსაფრთხოების ზონების მოწყობა და მისი დაცვა. 2. უსაფრთხოების ზონის მოცულობა და ფორმა განისაზღვრება იარაღის, საბრძოლო ტექნიკის სისტემისა  და საბრძოლო მასალის, სწავლებასთან დაკავშირებული მოთხოვნების, გეოგრაფიული  ადგილმდებარეობის და გარემო პირობების მახასიათებლების შესაბამისად. 3. უსაფრთხოების ზონები უნდა მოიცავდეს საბრძოლო მასალის ფრენის სივრცეს და ფეთქებადი საგნების/ნივთიერებების ნამსხვრევების გაფანტვის რადიუსს. 4. პოლიგონს/სასროლეთს უნდა ჰქონდეს შესაბამისი სივრცე, რომელიც დამოკიდებულია სროლის მანძილსა და საცეცხლე პოზიციების რაოდენობაზე. 5. პოლიგონი/სასროლეთი უნდა მოეწყოს ისე, რომ სწავლების  მიმდინარეობისას არ დაზიანდნენ მის ფარგლებს გარეთ მყოფი პირები, შენობა-ნაგებობა, მიწის ნაკვეთი და სხვა ობიექტი, აგრეთვე მაქსიმალურად იქნეს თავიდან არიდებული სროლებიდან გამომდინარე ასხლეტვები. მუხლი 4🔗 1. პოლიგონს/სასროლეთს უნდა ჰქონდეს მისასვლელი გზები. 2. პოლიგონი/სასროლეთი უნდა იყოს შემოღობილი ან უსაფრთხოების თხრილით შემოსაზღვრული. 3. პოლიგონის/სასროლეთის ტერიტორიის უსაფრთხოების ზონებში შენობა-ნაგებობის, მიწის ნაკვეთის და სხვა ობიექტის არსებობის შემთხვევაში, საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით უნდა მოეწყოს წინა, გვერდითი და სასროლეთის უბნებს შორის გამყოფი უსაფრთხოების მიწაყრილები, რომლებიც არ უნდა გრძელდებოდეს გზის სავალ ნაწილამდე. 4. პოლიგონი/სასროლეთი უნდა მოეწყოს ისე, რომ, შესაძლებელი იყოს მასზე სწავლების ჩატარება  როგორც დღისით, ღამით, ასევე შეზღუდული ხილვადობის პირობებში. 5. პოლიგონზე/სასროლეთზე გამოყოფილი უნდა იყოს უბნები შესაბამისი სწავლებისთვის. 6. პოლიგონის/სასროლეთის საზღვრებად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ბუნებრივი ბარიერები (მდინარე, ხევი, მთა და ა.შ). მუხლი 5🔗 1. პოლიგონზე/სასროლეთზე პოლიგონის/სასროლეთის უფროსის მიერ პერიოდულად უნდა მიმდინარეობდეს ეროზიის კონტროლი, ტექნიკური მომსახურება, ხანძარსაწინააღმდეგო ზომების გატარება. 2. ეროზიისგან თავის დაცვის მიზნით აუცილებელია სასროლეთის ზედაპირი და უსაფრთხოების მიწაყრილები დაფარული იყოს ბალახის საფარით, რომელიც პერიოდულად უნდა იქნეს გათიბული. 3. ხმაურის გავრცელების თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია  ხეები დაირგოს საცეცხლე პოზიციების უკან ისეთ მანძილზე, რომ სროლის ხელმძღვანელმა შეძლოს ყველა მსროლელის დანახვა. 4. პოლიგონის/სასროლეთის ტერიტორიაზე, სადაც გვერდითი ქარი ხელს უშლის სროლის სიზუსტეს, შესაძლებელია დაირგოს ხეები სასროლეთის სიგრძეზე, რაც შეასრულებს ქარსაცავის ფუნქციას. მუხლი 6🔗 1. ადგილდებარეობიდან გამომდინარე,  პოლიგონის/სასროლეთის მოწყობისას უნდა განისაზღვროს: ა) უსაფრთხოების მიწაყრილების საჭიროება და ზომა; ბ) მსროლელთა რაოდენობა; გ) იარაღის და საბრძოლო ტექნიკის სახეობა; დ) სწავლების  სახეობა; ე) საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი განათება; ვ) სამიზნეთა ტიპი და სახეობა; ზ) იარაღის წმენდისა და ტექნიკური მომსახურების სამუშაოების ჩატარების ტერიტორია. მუხლი 7🔗 1. იარაღის და საბრძოლო ტექნიკის სისტემის, საბრძოლო მასალის, სწავლებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისად, საჭიროებიდან გამომდინარე, პოლიგონზე/სასროლეთზე უნდა მოეწყოს: ა) მართვის პუნქტი; ბ) საკომანდო კოშკი; გ) საკონტროლო კოშკი; დ) საბრძოლო მასალის მიღება-გაცემის პუნქტი; ე) სასწავლო ადგილები; ვ) სამიზნე ზღუდე/ველი; ზ) ცეცხლის გახსნის ზღუდე; თ) ცეცხლის შეწყვეტის ზღუდე; ი) საწყისი ზღუდე; კ) ჯავშანტრანსპორტიორის სანგარი; ლ) ქვეითთა საბრძოლო მანქანის სანგარი; მ) ტანკის სანგარი; ნ) საარტილერიო სისტემების სანგარი; ო) გადახურულო თხრილი, სანგრები და დამცავი ბარიერები პირადი შემადგენლობისთვის; პ) საცეცხლე პოზიცია; ჟ) ჯავშანტექნიკის სადგომები. 2. პოლიგონის/სასროლეთის ტერიოტორიაზე  უნდა განთავსდეს: ა) გვერდითი უსაფრთხოების ზონის  საზღვრის აღმნიშვნელი ნიშანი; ბ) სროლის ძირითადი მიმართულების აღმნიშვნელი ნიშანი; გ) ცეცხლის გახსნის ზღუდის აღმნიშვნელი ალამი/ნიშანი; დ) საწყისი და ცეცხლის შეწყვეტის ზღუდის აღმნიშვნელი ალამი/ნიშანი; ე) ჯავშანტრანსპორტიორის მოძრაობის მარშუტის აღმნიშვნელი ნიშანი/ალამი; ვ) ქვეითთა საბრძოლო მანქანის მოძრაობის მარშუტის აღმნიშვნელი ნიშანი; ზ) ტანკის მოძრაობის მარშუტის აღმნიშვნელი ნიშანი; თ) ამ წესის დანართი №2-ით  განსაზღვრული  ნიშნები. 3. პოლიგონზე/სასროლეთზე სწავლების შესაბამისად უნდა განისაზღვროს მეწინავე მეთვალთვალის განლაგების ადგილი. 4. პოლიგონზე/სასროლეთზე უნდა განთავსდეს/მოეწყოს შემდეგი დამხმარე ობიექტები: ა) სამიზნეები; ბ) სამიზნეების საწყობი; გ) საპირფარეშოები; დ) კავშირგაბმულობის სისტემები; ე) სასროლეთზე მისასვლელი გზები; ვ) ავტოსადგომის ტერიტორიები; ზ) სასმელი წყლის ობიექტი; თ) სამიზნის ტექნიკური მომსახურების ობიექტი; ი) სახანძრო რეზერვუარი; კ) ელექტროენერგიის ჯიხური; ლ) საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა ობიექტები. მუხლი 8🔗 1. პოლიგონზე/სასროლეთზე სროლები უნდა განხორციელდეს სროლის კურსის შესაბამისად. აღნიშნული შეიძლება არ გავრცელდეს საერთაშორისო სწავლებების დროს უცხო ქვეყნის ინსტრუქტორების მიერ და მათი ხელმძღვანელობით განხორციელებული საბრძოლო სროლების ჩატარებაზე. 2. პოლიგონზე/სასროლეთზე საცეცხლე ზღუდეები, მისასვლელი გზები და სამიზნეები უნდა მდებარეობდეს დატბორვის დონეზე ზემოთ. 3. პოლიგონზე/სასროლეთზე სამიზნეები განლაგებული უნდა იყოს ისე, რომ მსროლელს შეეძლოს მისთვის განკუთვნილი სამიზნის მკაფიოდ აღქმა. 4. სწავლებაზე სროლის მანძილის შესაბამისად სამიზნეები უნდა განლაგდეს ცეცხლის გახსნის ზღუდის ზემოთ ისე, რომ დახრილობა არ აღემატებოდეს 2%-ს. შესაძლებელია შესაბამისი სწავლებიდან  გამომდინარე სამიზნეები განლაგდეს ცეცხლის გახსნის ზღუდის დაბლა. 5. პოლიგონზე/სასროლეთზე შესაძლებელია ცეცხლის გახსნის ზღუდესა და სამიზნეებს შორის მოეწყოს მისასვლელი გზები. დასაშვებია გლუვზედაპირიანი საფეხმავლო გზები. 6. პოლიგონზე/სასროლეთზე ასხლეტის გამომწვევი მიზეზების თავიდან აცილების მიზნით, ცეცხლის გახსნის ზღუდესა და სამიზნეებს შორის ზედაპირი უნდა იყოს ნებისმიერი მყარი ნივთის/საგნისაგან გაწმენდილი. 7. სამიზნეებიდან წყლის გადინების მიზნით სასროლეთის ზედაპირი უნდა იყოს გლუვი, მყარი ან საფეხურებიანი. საფეხური უნდა უზრუნველყოფდეს წყლის ნიაღვრის  გადინებას 1%-დან 2% დახრილობამდე. 8. მანძილი ცეცხლის გახსნის ზღუდიდან სამიზნემდე განისაზღვრება სწავლების შესაბამისად. ცეცხლის გახსნის ზღუდესა და სამიზნეს შორის მანძილის ცდომილება შეიძლება იყოს დასაშვებ მანძილზე ერთი მეტრით მეტი.    მუხლი 9🔗      1. პოლიგონის/სასროლეთის უსაფრთხოების ზონის საზღვრებზე უნდა განთავსდეს მუდმივი გამაფრთხილებელი ნიშნები, რომლებიც ინფორმაციას იძლევა  სწავლებაზე არსებული საფრთხის შესახებ და კრძალავს მათ უსაფრთხოების ზონაში შესვლას. 2. საცეცხლე ნიშნები უნდა განთავსდეს ცეცხლის გახსნის ზღუდის მარჯვენა და მარცხენა საზღვრის აღსანიშნავად. 3. რამდენიმე სასროლეთის არსებობის შემთხვევაში სასროლეთები უნდა მოეწყოს ერთმანეთის პარალელურად. 4. ბუნებრივი რელიეფი, როგორიცაა, მთა ან გორაკი, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს, როგორც წინა უსაფრხთოების მიწაყრილი (ტყვიის დამჭერი). მუხლი 10🔗     1. პოლიგონზე/სასროლეთზე საცეცხლე ზღუდის მოწყობისას გათვალისწინებული უნდა იყოს საცეცხლე პოზიციების, სამიზნეების და შესაბამის სწავლებაზე მსროლელთა  რაოდენობა. 2. პოლიგონზე/სასროლეთზე, წოლელა ან ჩოქელა მდგომარეობაში მსროლელის პოზიცია დაფარული უნდა იყოს ასფალტის ზედაპირით, ბეტონის ან რბილი საფარით. შესაძლებელია ზედაპირი დაფარული იყოს სათანადო ფარდაგებით (პარალონი). 3. ავტომატით (5,45მმ, 7,62 მმ) ან/და კარაბინით (5,56მმ) სასწავლო სავარჯიშოების ჩატარებისას მსროლელთა შორის მანძილი განისაზღვროს არანაკლებ 5 (ხუთი) მეტრით. 4. სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებისათვის მსროლელებს შორის ინტერვალი არის საშუალოდ 2 (ორი) მეტრი ამასთან, შესაძლებელია სროლის სავარჯიშოს ან/და წინასაოპერაციო რეპეტიციების დროს მსროლელთა შორის ინტერვალი განისაზღვროს მეთაურის/უფროსის მიერ, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით. სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებისათვის ახლო  მანძილზე და ტაქტიკური სროლის სავარჯიშოს შესრულებისას შესაძლებელია მსროლელები ერთმანეთთან უშუალო შეხებაში იყვნენ.   მუხლი 11🔗     1. პოლიგონი/სასროლეთი უნდა აღიჭურვოს სტაციონარული სამიზნეებით, ასევე შესაძლებელია გამოჩენადი ან მოძრავი სამიზნეებით აღჭურვა. 2. მექანიკური მოძრაობის მექანიზმის მქონე სამიზნე უნდა მოეწყოს ისე, რომ მისი მექანიზმი დაცული იყოს საბრძოლო მასალის მოხვედრისგან. 3. სამიზნის წინ მექანიკური მოძრაობის მექანიზმის დასაცავად ეწყობა ბეტონის კედელი საყრდენით.  საბრძოლო მასალის ასხლეტის თავიდან აცილების მიზნით, ბეტონის კედლის წინ ეწყობა მიწაყრილი. მუხლი 12🔗 1. სასროლეთის სიგანის განსაზღვრის კრიტერიუმებია: ა) რელიეფის შეზღუდვები; ბ) მსროლელთა რაოდენობა; გ) მსროლელებს შორის აუცილებელი ინტერვალი, რომელიც განისაზღვრება სასროლი იარაღიდან გასროლილი მასრის გამოვარდნის შემდეგ მიწაზე დაცემამდე ფრენის მანძილისა და მიმართულებიდან გამომდინარე რისკების მიხედვით. 2. გვერდითი უსაფრთხოების მიწაყრილებს შორის მინიმალური მანძილი განისაზღვრება შემდეგი ფორმულით –   H = (A x B) + (2xC). (H – სასროლეთის სიგანე გვერდითი უსაფრთხოების მარცხენა მიწაყრილის ფუძის შუა წერტილიდან მარჯვენა მიწაყრილის ფუძის შუა წერტილამდე; A – მსროლელთა რაოდენობა; B – მსროლელებს შორის ინტერვალი; C – მარჯვენა და მარცხენა გვერდითი უსაფრთხოების მიწაყრილიდან მანძილი უახლოეს მსროლელამდე, რომელიც მსორლელთა შორის განსაზღვრული ინტერვალის ნახევრის ტოლია). მუხლი 13🔗     1. ამ წესისი მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებული უსაფრთხოების მიწაყრილები ეწყობა ტყვიის ფრენის მანძილის, მიმართულების და დამაზიანებელი ეფექტების მაქსიმალური შეზღუდვის მიზნით. როგორც წინა, ასევე, გვერდითი უსაფრთხოების მიწაყრილის ზომა და ფორმა (სიმაღლე, ფუძის და ზედა ნაწილის სიგანე, სიგრძე, გვერდების დახრილობა) განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: ა) სროლის მანძილი; ბ) სასროლი იარაღის სახეობა; გ) სასროლი იარაღის გაფანტვის მაჩვენებლები (ტყვიების/ყუმბარების გაფანტვის ალბათობა); დ) ტყვიის/ყუმბარის სახეობა; ე) ტყვიის/ყუმბარის კალიბრი; ვ) ტყვიის/ყუმბარის  საწყისი სიჩქარე; ზ) ტყვიის/ყუმბარის გამტარუნარიანობა; თ) მსროლელის სასროლი პოზიცია (წოლელა, ჩოქელა, დგომელა); ი) სროლის სახეობა; კ) მსროლელის მოძრაობის ალბათობა (ტაქტიკური სროლა); ლ) რელიეფის ზედაპირის ფორმა. 2.  დადგენილ მანძილზე სროლის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის  წინა და გვერდითი უსაფრთხოების მიწაყრილების სიმაღლე გამოითვლება ფორმულით –   H = A + B + C + D. (H –   უსაფრთხოების მიწაყრილის სიმაღლე;  A – სასროლი იარაღის სამიზნე მოწყობილობის მაქსიმალური ამაღლების პირობებში, დამიზნების ხაზიდან ტყვიის ტრაექტორიის ამაღლების მაჩვენებელი; B  – უსაფრთხოების კოეფიციენტი – ორი მეტრი; C – სასროლ პოზიციაში იარაღის მომარჯვების მაქსიმალური სიმაღლე (წოლელა – 0.5 მ, ჩოქელა – 1.2 მ, დგომელა – 2 მ); D – ერთეული ან ჯერებით სროლის შემთხვევაში გამოყენებული სასროლი იარაღის ტყვიების გაფანტვის (ნატყვიართა დაჯგუფება) მაჩვენებელი). მუხლი 14🔗 1. უსაფრთხოების მიწაყრილის ზედაპირი ისე უნდა მოეწყოს, რომ უზრუნველყოს: ა) საბრძოლო მასალის (ტყვიის) გამტარიანობის შეზღუდვა; ბ) ტექნიკური მომსახურების შემთხვევაში, ტექნიკის გამძლეობა და გამტარობა. 2. უსაფრთხოების მიწაყრილის გვერდითი სიბრტყის დაქანება ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ გარე ფაქტორების ზემოქმედებით არ მოხდეს ჩამოშლა. მუხლი 15🔗 1. პოლიგონის/სასროლეთის თავისებურებებისა და ადგილმდებარეობის პირობების გათვალისწინებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში (შემდგომში – ,,ქვედანაყოფი“), რომლებსაც ექვემდებარება პოლიგონი/სასროლეთი, მუშავდება და ქვედანაყოფის ხელმძღვანელის (მეთაური/უფროსი) მიერ მტკიცდება პოლიგონისა და სასროლეთის 1:10000 ან/და 1:25000 მასშტაბის რუკა. 2. პოლიგონის/  სასროლეთის რუკაზე დატანილი უნდა იყოს: ა) ქვედანაყოფის, ასევე მათ დაქვემდებარებაში არსებული პოლიგონის/სასროლეთის რაიონები; ბ) საცეცხლე პოზიციები; გ) მიზნის რაიონები; დ) გვერდითი და წინა უსაფრთხოების ზონები და მათი აღნიშვნები; ე) ცეცხლის გახსნისა და შეწყვეტის ზღუდეები და მათი აღნიშვნები; ვ) გარეპერიმეტრის გარემოცვის საგუშაგოები და მათთან კავშირის სქემა; ზ) ტერიტორია, რომელიც საბრძოლო მასალებისა და ფეთქებადსაშიში ნივთიერებებისაგან  გასასუფთავებელია; თ) ობიექტები, რომლებზეც აკრძალულია სროლები; ი) სროლის სახიფათო მიმართულებები და სამიზნეები; კ) ყოველი დირექტრისის მაქსიმალური მანძილი, დირექტრისაზე ობიექტებისა და ნაგებობების განლაგება, აღნიშვნები და მაჩვენებლები; ლ) შლაგბაუმებით გზების გადაკეტვის ადგილები, ხერგილები და თხრილები; მ) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების მიზნისათვის მოხნული მიწის ნაკვეთები; ნ) ტერიტორიაზე გამაფრთხილებელი ნიშნების  განლაგების სქემა. მუხლი 16🔗 1.  პოლიგონს/სასროლეთს უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების ინსტრუქცია, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს იმ ქვედანაყოფის ხელმძღვანელი (მეთაური/უფროსი), რომლის დაქვემდებარებაშიც არის  პოლიგონი/სასროლეთი. 2. პოლიგონზე/სასროლეთზე სწავლების დროს, სწავლების ხელმძღვანელი ვალდებულია ხელმოწერით გაეცნოს პოლიგონის/სასროლეთის უსაფრთხოების ინსტრუქციას. 3. პოლიგონზე/სასროლეთზე სწავლების ხელმძღვანელს ეკისრება პასუხისმგებლობა დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის მიერ უსაფრთხოების ინსტრუქციის შესრულებაზე. მუხლი 17🔗 1. პოლიგონს/სასროლეთს უნდა ჰქონდეს ყოველი თვის/კვარტალის გეგმა-გრაფიკი, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს იმ ქვედანაყოფის ხელმძღვანელი (მეთაური/უფროსი), რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფება პოლიგონი/სასროლეთი. 2. ყოველი თვის/კვარტალის გეგმა -გრაფიკში მოცემული უნდა იყოს: ა) სწავლების დასახელება და ჩატარების განრიგი; ბ) იმ ქვედანაყოფების დასახელება, რომლებსაც უტარდებათ სწავლება. 3. პოლიგონსზე/სასროლეთზე სწავლება ტარდება ყოველი თვის/კვარტალის გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, გარდა არაგეგმური/სწავლებისა. მუხლი 18🔗 პოლიგონზე/სასროლეთზე სწავლების დროს უბედური შემთხვევების, შეიარაღების, ტექნიკისა და სხვა სამხედრო ქონების მწყობრიდან გამოყვანის, ასევე სხვა ტიპის ზიანის თავიდან აცილების მიზნით, ტარდება შემდეგი ღონისძიებები: ა)  სწავლების,   მომზადებისა და ჩატარებისას უსაფრთხოების ზომების ორგანიზება და შესაბამისი უზრუნველყოფა; ბ) სამხედრო მოსამსახურეებით პოლიგონის/სასროლეთის გარეპერიმეტრის დაცვის უზრუნველყოფა; გ) ტერიტორიაზე აუფეთქებელი საბრძოლო მასალებისა და სხვა ფეთქებადსაშიში საგნებისა და ნივთიერებების დაკვირვებისა და აღრიცხვის ორგანიზება; დ) ფეთქებადსაშიში საგნებისა და ნივთიერებებისაგან ტერიტორიის გაწმენდა; ე) პირადი შემადგენლობის ელექტროსადენით დაზიანებისაგან დაცვა და უსაფრთხოების ზომების გატარება; ვ) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების უზრუნველყოფა; ზ) სამედიცინო მომსახურების ორგანიზება; თ) ადგილობრივ მოსახლეობასთან ახსნა-განმარტებითი მუშაობა.   მუხლი 19🔗 1. პოლიგონზე/სასროლეთზე  სწავლება ტარდება დადგენილი წესებისა და უსაფრთხოების ზომების მკაცრი დაცვით. 2. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ვერ აითვისებს უსაფრთხოების წესებს, არ დაიშვება   სწავლებაზე. მუხლი 20🔗 1. პოლიგონზე/სასროლეთზე სწავლების ჩატარების წინ პოლიგონის/სასროლეთის ხელმძღვანელი (მეთაური/უფროსი), ხოლო შტატით ასეთი თანამდებობის არარსებობისას, იმ  ქვედანაყოფის უსაფრთხოების ოფიცერი, რომლის დაქვემდებარებაშიც არის პოლიგონი/სასროლეთი, სახიფათო ზონებიდან ადამიანების, ცხოველებისა და ტრანსპორტის გაყვანის მიზნით, წვრთნებისა და პრაქტიკული მეცადინეობების საერთო ხელმძღვანელთან ერთად ახორციელებს პოლიგონის/სასროლეთის ტერიტორიის დათვალიერებას. 2. პოლიგონზე/სასროლეთზე საბრძოლო სროლების ჩასატარებლად სწავლების ხელმძღვანელის მიერ შეირჩევა სროლის მანძილი, სიღრმისა და გვერდითი უსაფრთხოების ზონების უზრუნველმყოფელი უბნები და მიმართულებები, რომლებიც აღინიშნება ადგილმდებარეობაზე მკვეთრად ხედვადი ორიენტირებითა და მაჩვენებლებით, რათა არ განხორციელდეს აღნიშნული ზონების საზღვრებს გარეთ ცეცხლის წარმოება. მუხლი 21🔗 პოლიგონზე/სასროლეთზე სწავლების ხელმძღვანელი ვალდებულია:   ა) სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობას მიუთითოს და აუხსნას ცეცხლის წარმოების ამკრძალავი ზონების საზღვრები; ბ) ორგანიზება გაუწიოს პოლიგონის/სასროლეთის ტერიტორიის გარე პერიმეტრის დაცვას და გააკონტროლოს მისი შესრულების ხარისხი; გ) საბრძოლო სროლის  ხელმძღვანელ პირებს ჩაუტაროს ინსტრუქტაჟი და მიუთითოს ტანკების, არტილერიის, საბრძოლო მანქანების, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსების, ყუმბარსატყორცნებისა და სხვა სახეობის იარაღებისათვის ცეცხლის გახსნისა და შეწყვეტის ზღუდეები, ასევე აჩვენოს გვერდითი ორიენტირები,  რომელთა მარჯვენა და მარცხენა მხარეს სროლის წარმოება არ შეიძლება, ადგილები და რაიონები, სადაც ტანკებსა და სხვა საბრძოლო ტექნიკას ეკრძალება მოძრაობა. მუხლი 22🔗 1. პოლიგონზე/სასროლეთზე საფრთხეების თავიდან აცილებისა და სროლის შეწყვეტის შესახებ დადგენილი სიგნალების დროულად გადაცემის მიზნით, სწავლების საერთო ხელმძღვანელის საკომანდო პუნქტზე ეწყობა კავშირგაბმულობის საშუალებებითა და სიგნალიზაციით აღჭურვილი სასიგნალო საგუშაგო, რომელიც უნდა იყოს მუდმივ მზადყოფნაში შესაბამისი სიგნალის გადასაცემად. 2. პოლიგონზე/სასროლეთზე ცეცხლის შეწყვეტის საერთო სიგნალი გაიცემა: ა) პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის განლაგების ადგილიდან სახიფათო მანძილზე ჭურვების (ნაღმების) გასკდომისას; ბ) სახმელეთო ან საზენიტო არტილერიის სროლის სექტორში დაბალ სიმაღლეზე მფრენი თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების გამოჩენისას; გ) ხანძრის გაჩენისას; დ) გარემოცვის საგუშაგოებიდან სროლის შეწყვეტის შეტყობინების მიღებისას; ე) არასაკმარისი ხილვადობის დროს, მსროლელის მიერ მიზანზე ორიენტაციის დაკარგვისას; ვ) ტანკების და საბრძოლო მანქანების გვერდით მოძრავი ტექნიკისაგან 100 მეტრზე მეტი მანძილით ჩამორჩენისას; ზ) სამიზნის ხედვის არეში ადამიანების, საბრძოლო ტექნიკის, ავტოტრანსპორტისა და ცხოველების გამოჩენისას. 3. პოლიგონზე/სასროლეთზე ცეცხლის შეწყვეტის საერთო სიგნალზე, სროლის ყველა მონაწილე დაუყოვნებლივ წყვეტს სროლას. 4. შეწყვეტილი სროლა განახლდება სწავლების ხელმძღვანელის ნებართვით,  საფრთხეების აღმოფხვრის შემდეგ. 5. პოლიგონზე/სასროლეთზე სწავლება/სროლები წყდება  შეწყვეტის საერთო სიგნალის გაცემისას, რის შემდეგაც ყველა ქვედანაყოფი ვალდებულია განმუხტოს ქვემეხები, ნაღმმტყორცნები, ტანკების, საბრძოლო მანქანების შეიარაღება და ცეცხლსასროლი იარაღი. თუ მათი განმუხტვა შესაძლებელია მხოლოდ გასროლით, ამის შესახებ მსროლელი ქვედანაყოფის მეთაური დაუყოვნებლივ აცნობებს სროლის ხელმძღვანელს, რომელიც ღებულობს უსაფრთხოების აუცილებელ ზომებს და ნებას რთავს მსროლელს განმუხტვისათვის განახორციელოს გასროლა სამიზნე ველზე. მუხლი 23🔗 1. საარტილეო სისტემებიდან  სწავლების ჩატარებისას, სწავლების საერთო ხელმძღვანელი ვალდებულია: ა) განახორციელოს ქვედანაყოფის საბრძოლო წყობა, უზრუნველყოს ცეცხლის საწარმოებელ მიზნებსა და უბნებს შორის ტოპოგეოდეზიური მისადაგების სიზუსტის კონტროლი; ბ) განსაზღვროს რაიონები, სადაც აკრძალულია ცეცხლის წარმოება, აღნიშნოს მიზნებიდან ქვედანაყოფის უსაფრთხო დაშორების ზღუდეები, ცეცხლის საწარმოებლად დაგეგმილი უბნები, ასევე თითოეული საცეცხლე პოზიციისათვის უსაფრთხოების დიაგრამები; გ) ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია დაიტანოს საკონტროლო პლანშეტზე და გადასცეს სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებს; დ)  საკონტროლო ჯგუფების დახმარებით შეამოწმოს უსაფრთხოების დიაგრამისა და უსაფრთხოების გრაფიკის არსებობა და მათ შესაბამისად შეიარაღებაზე შემზღუდველების არსებობა. 2. პოლიგონზე/სასროლეთზე, რომელთა სროლის მაქსიმალური მანძილი სიღრმეში, ვერ უზრუნველყოფს სროლის უსაფრთხოებას, სროლები უნდა ჩატარდეს შემცირებული მუხტებიანი გასროლებით, ამასთან უნდა შეიზღუდოს იარაღის ლულის მობრუნებისა და ამაღლების კუთხეები.    3. საარტილერიო სისტემებიდან სროლისას, ღიად განლაგებული პირადი შემადგენლობა, სატრანსპორტო და გამწევი საშუალებები უნდა განლაგდეს საარტილერიო სისტემების ფლანგებსა და უკანა მხარეს არანაკლებ 200 მეტრის დაშორებით, ხოლო ჭურვების, ნაღმების ფრენის საშუალო ტრაექტორია არ უნდა გადიოდეს მართვის პუნქტების თავზე. მუხლი 24🔗 1. პოლიგონზე/სასროლეთზე მიზნების რაიონში პიროტექნიკური საშუალებებისა და იმიტაციური მუხტების მომზადება და დაყენება უნდა ხდებოდეს საინჟინრო სპეციალისტების მიერ, შესაბამისი ინსტრუქციებითა და წესებით გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით. 2. პოლიგონზე/სასროლეთზე იმიტაციური მუხტების აფეთქებისთვის გამოყოფილი ადგილები უნდა იყოს შემოფარგლული და დაცული, ხოლო ადგილმდებარეობის უბნები, რომლებზედაც განხორციელდება ცეცხლდაშენა, გამოიყოფა 2 მეტრის სიგანის ხნულის ზოლებით.   მუხლი 25🔗 1. პოლიგონზე/სასროლეთზე საბრძოლო სროლების ჩატარების შესახებ ინფორმაცია, საჰაერო სივრცის დროებითი ან ხანმოკლე შეზღუდვის მიზნით,  15 დღით ადრე უნდა მიეწოდოს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობას, რომელიც აღნიშნულ საკითხს კანონმდებლობით დადგენილი წესით ათანხმებს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და შპს „საქაერონავიგაციასთან“. 2. პოლიგონზე/სასროლეთზე საბრძოლო სროლები უნდა ჩატარდეს მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ქვედანაყოფი ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობიდან მიიღებს ინფორმაციას საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ, რათა ხელი არ შეეშალოს საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ფრენას. 3. საჰაერო ხომალდის საავარიო დაშვების ან სტატუსის მქონე ფრენების შესახებ, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ცენტრალური საკომანდო პუნქტის წარმომადგენლისაგან ინფორმაციის მიღებისთანავე, სწავლების ხელმძღვანელი დაუყოვნებლივ აჩერებს საბრძოლო სროლებს. მუხლი 26🔗 1. პოლიგონზე/სასროლეთზე ყოფნისას ყველა ვინც მონაწილეობას არ იღებს  სწავლებაში, უნდა იმყოფებოდეს სანგრებში ან საბრძოლო მანქანებიდან უსაფრთხო დაშორებულ  მანძილზე. 2. პოლიგონზე/სასროლეთზე ნებისმიერი გადაადგილების დროს საარტილერიო ქვემეხები უნდა იყოს განმუხტულ მდგომარეობაში. 3. საბრძოლო მანქანებიდან და ტანკებიდან სწავლების ან სროლების დროს, მათი გაუმართაობის შემთხვევაში პირადი შემადგენლობის საბრძოლო მანქანიდან ან ტანკიდან გადმოსვლა, შესაძლებელია სწავლების/სროლების ხელმძღვანელის ნებართვით, მას შემდეგ, როდესაც მოხდება საბრძოლო მანქანის ან ტანკის ქვემეხის შემოწმება დაცლაზე და ლულის აწევა მაქსიმალური ამაღლების კუთხით. მუხლი 27🔗 1. პოლიგონზე/სასროლეთზე ცეცხლის წარმოება იკრძალება: ა) გაუმართავი შეიარაღებიდან; ბ) საბრძოლო მასალებით, რომელთა გამოყენება აკრძალულია ან არ არის  გათვალისწინებული მოცემული შეიარაღების სისტემის სროლის ცხრილებში; გ) საბრძოლო ჭურვებით სროლა იმ ქვემეხებიდან, რომელთა ლულის მუხრუჭებში ჩაყენებულია ფუჭი გასროლების საწარმოებელი ხელსაწყო; დ) იარაღის ლულის მიწაში ან წინაღობებში ჩარჭობის შემდეგ; ე) სროლების სახიფათო მიმართულების საზღვრებს გარეთ; ვ) მოცემული სროლის მანძილზე, გამოთვლების შედეგად მიღებული იარაღის ლულის ამაღლების მაქსიმალურ და მინიმალურ კუთხეზე; ზ) გადახურულ თხრილებზე/სანგრებზე და სხვა ნაგებობეზე (კოშკები, ტრიგონომეტრიული პუნქტები და დეკორატიული მაკეტები); თ) საბრძოლო მანქანებსა და ტანკებზე პირადი შემადგენლობის ყოფნისას; ი) საბრძოლო მანქანებისა და ტანკების ღია ლუქების პირობებში; კ) გადახურულ თხრილში მყოფი პირადი შემადგენლობისა ან/და პერიმეტრის გარემოცვის უფროსთან კავშირის გაწყვეტის შემთხვევაში; ლ) იმ ქვემეხებიდან და ნაღმტყორცნებიდან, რომლებზეც არ არის დაყენებული სახიფათო მანძილისა და მიმართულებების შემზღუდველები; მ) იმ ნაღმტყორცნებიდან, რომლებსაც ქარხნულად აქვს ორმაგი დატენვისაგან დამცავი მექანიზმი და საბრძოლო სროლების წარმოებისას არ არის დაყენებული ლულაზე; ნ) ბუქსირებადი და თვითმავალი საარტილერიო სისტემებიდან, თუ პირადი შემადგენლობა მიზანთან იმყოფება 600 მეტრზე ახლოს, ხოლო რეაქტიული არტილერიით  სროლისას 1000 მეტრზე ახლოს. 2. ფუჭი საარტილერიო გასროლებით ცეცხლის წარმოება იკრძალება: ა) საარტილერიო სისტემიდან, როდესაც პირადი შემადგენლობა იმყოფება ქვემეხის წინ 200 მეტრზე ახლოს; ბ) ლულის მუხრუჭში ფუჭი სროლის მოწყობილობის გარეშე. 3. დაუშვებელია ფუჭი გასროლების გაძლიერება უცხო საგნებით. 4. დაუშვებელია საბრძოლო სროლები დასახლებული პუნქტის და მაღალი ძაბვის ელექტროსადენის ზემოთ, ასევე რკინიგზის, ავტომაგისტრალისა და გრუნტის გზების ზემოთ, თუ საბრძოლო სროლების დროს მოძრაობა არ არის შეწყვეტილი. 5. საბრძოლო სროლებით ტაქტიკური სწავლების ჩასატარებლად, თუ ქვედანაყოფმა უნდა დაიკავოს მიზნების რაიონი, სადაც მიმდინარეობდა საარტილერიო სისტემებიდან ცეცხლის წარმოება, რაიონის დაკავებამდე ქვედანაყოფების მეთაურები ვალდებულნი არიან გააფრთხილონ პირადი შემადგენლობა უსაფრთხოების ზომების დაცვაზე. მუხლი 28🔗 1. პოლიგონზე/სასროლეთზე აუფეთქებელი საბრძოლო მასალების და სხვა ფეთქებადსაშიში ნივთიერებების და საგნების აღმოჩენის შემთხვევაში, აღმომჩენი ვალდებულია სასწრაფოდ აცნობოს თავის მეთაურს, რომელიც ორგანიზებას უწევს მის შემოსაზღვრას თვალსაჩინო საშუალებების გამოყენებით და მოახსენებს სწავლების საერთო ხელმძღვანელს. 2. პოლიგონზე/სასროლეთზე იკრძალება:         ა) აღმოჩენილ აუფეთქებელ საბრძოლო მასალებზე, ამფეთქებლებზე, მუხტებზე, იმიტაციურ საშუალებებზე, სხვა ფეთქებადსაშიშ და ადვილად აალებად  საგნებზე/ნივთიერებებზე შეხება; ბ) ქვემეხიდან გასროლა სროლის ხელმძღვანელის მიერ კომანდის „ცეცხლი!“ გაცემამდე; გ) იარაღის მიმართვა ცოცხალი ძალისკენ, იმის მიუხედავად იარაღი განმუხტულია თუ არა; დ) მეთაურის კომანდის გარეშე, იარაღის  დატოვება ან სხვა პირზე გადაცემა; ე) მეთაურის კომანდის საფუძველზე, მიმაგრებული იარაღის სხვა პირზე გადაცემა განმუხტვის პროცესის  განხორციელების გარეშე; ვ) პირადი შემადგენლობის, საბრძოლო, ასაფეთქებელი და ადვილად აალებადი  მასალების განლაგება/განთავსება დაზგის ან ხელის ყუმბარსატყორცნების სროლის ღერძის უკან 90˚-იანი სექტორის შიგნით და  30 მეტრზე ახლოს; ზ) ცეცხლსასროლი იარაღით რაიმე საგნებზე ან გრუნტზე მიყრდნობა; თ) 32 მ²-ზე ნაკლები ფართობის მქონე დახურული შენობიდან ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნით ცეცხლის წარმოება, აგრეთვე როდესაც ყუმბარსატყორცნის უკან 2 მეტრზე ახლოს არის კედელი ან რაიმე წინაღობა; ი) გარეგანი დაზიანების მქონე საბრძოლო მასალების გამოყენება; კ)  წვიმისა და თოვის დროს ჭურვის (გასროლის) ამფეთქის თავზე დამცავი ჩაჩის მოხსნა; ლ) მარცხენა მხრიდან ტანკსაწინააღმდეგო ხელის ყუმბარსატყორცნით სროლა; მ) მარცხენა მხრიდან ან/და ყურის დამცავი საშუალებების გარეშე დაზგის ტანკსაწინააღმდეგო ყომბარსატყორცნით სროლა; ნ) სასროლ იარაღზე დაყებული, ისეთი ტიპის  უხმაურო სროლის ხელსაწყოს გამოყენების შემთხვევაში, რომელსაც ესაჭიროება შემცირებული მუხტის მქონე სპეციალური ვაზნები, ჩვეულებრივი  საბრძოლო   ტყვიებით სროლა; ო) საბრძოლო მასალებთან მუშაობისას არასაშტატო განათების გამოყენება; პ) საცეცხლე პოზიციაზე დარჩენილი დენთის გროვის დაწვა; ჟ) „საწყის პოზიციაზე!“ - კომანდის გაცემა, თუ პირადი შემადგენლობა იმყოფება ტანკების და საბრძოლო მანქანების კორპუსებზე. მუხლი 29🔗 პოლიგონზე/სასროლეთზე სროლებისა და საბრძოლო სროლებით ტაქტიკური სწავლების ღამით ჩატარებისას, პოლიგონის/სასროლეთის ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს პოლიგონის/სასროლეთის ტერიტორიაზე აკრძალული ზონების, ფუგასების დაყენების უბნების, მიწისზედა ამოშენების არმქონე ჭების, უმოაჯირო ხიდების შემოსაზღვრა და მონიშვნა ღამით კარგად ხედვადი ნიშნებით (შუქსიგნალებით). მუხლი 30🔗 იმ შემთხვევაში, თუ სწავლებაზე მონაწილეობას იღებს სახელმწიფო ავიაცია დროებით/ხანმოკლე შეზღუდულ საჰაერო სივრცეში, სწავლების საერთო ხელმძღვანელს სწავლების საკომანდო პუნქტზე უნდა ჰყავდეს თანაშემწე ავიაციის დარგში, ხოლო სწავლებაში მონაწილე ქვედანაყოფებს უნდა ჰყავდეთ მეწინავე საჰაერო კონტროლიორი ან ფრენების ხელმძღვანელი (მიზანმიმართველი ან პოლიგონის სამხედრო ფრენების ხელმძღვანელი). სახელმწიფო ავიაციასთან დგინდება ქვედანაყოფების ურთიერთამომცნობი სახმისი (რომელიც უნდა იყოს ცვალებადი), რომლითაც ორგანიზდება სახელმწიფო საჰაერო ხომალდების ფრენა.   მუხლი 31🔗 1. პოლიგონის/სასროლეთის პერიმეტრის საზღვრები აღინიშნება გამაფრთხილებელი ნიშნებით (იხ. დანართი №2, სურათი №1), რომელზეც დატანილია წარწერა ,,სდექ, ისვრიან! შესვლა აკრძალულია!“, ქართულ და ინგლისურ ენაზე. ნიშნები ასევე იდგმება პოლიგონის/სასროლეთის მიმდებარე ბილიკებისა და გზების გადაკვეთის ადგილებზე. 2. აუცილებლობის შემთხვევაში, პოლიგონის/სასროლეთის საზღვრებზე კეთდება თხრილები, ყველა გზა და ბილიკი იხურება შლაგბაუმებით ან  ხერგილებით. მუხლი 32🔗 1. პოლიგონის/სასროლეთის ტერიტორიაზე უცხო პირების, ტრანსპორტისა და ცხოველების შესვლის აღკვეთის მიზნით, სწავლების დაწყებამდე 4 საათით ადრე, პოლიგონის/სასროლეთის გარე პერიმეტრზე, შესაბამისი განწესის საფუძველზე, უნდა მოეწყოს გარემოცვის საგუშაგოები და  განლაგდნენ სამხედრო მოსამსახურეები. 2. პოლიგონის/სასროლეთის გარე პერიმეტრის დასაცავად გამოიყოფა პოლიგონის/სასროლეთის შტატით განსაზღვრული პირადი შემადგენლობა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში პერიმეტრის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს იმ ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა, რომელიც მონაწილეობას იღებს სწავლებაში. 3. პოლიგონის/სასროლეთის გარე პერიმეტრის დასაცავად გამოყოფილ პირად შემადგენლობას უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი ინსტრუქტაჟი. 4. პოლიგონის/სასროლეთის გარე პერიმეტრის დასაცავად გამოყოფილ პირადი შემადგენლობის შეიარაღებაში და აღჭურვილობაში უნდა შედიოდეს: ა) ავტომატი ან ავტომატური კარაბინი; ბ) სასიგნალო და კავშირის საშუალებები; გ) შორს ხედვის საშუალებები; დ) ღამის ხედვის საშუალებები (საჭიროების შემთხვევაში). 5. პოლიგონის/სასროლეთის გარე პერიმეტრის დასაცავად გარემოცვის საგუშაგოების განლაგება და მათ შორის კავშირი ხორციელდება, პოლიგონის/სასროლეთის პერიმეტრის სქემისა და ინსტრუქციის შესაბამისად. 6. გარემოცვის საგუშაგოები შეიძლება იყოს მოძრავი და უძრავი, მანქანებზე და მანქანების გარეშე. გარემოცვის უძრავი საგუშაგოების ადგილები მოწყობილი უნდა იყოს საგუშაგო სოკოებით, შლაგბაუმებით, კავშირგაბმულობისა და სასიგნალო საშუალებებით. 7. პოლიგონის/სასროლეთის პერიმეტრის დაცვის უზრუნველსაყოფად არაუმეტეს ხუთი საგუშაგოს საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი განწესის ბრძანებით განისაზღვრება პოლიგონის/სასროლეთის გარემოცვის უფროსი – სერჟანტთა შემადგენლობიდან, ხოლო ხუთზე მეტი საგუშაგოს შემთხვევაში კი სამხედრო მოსამსახურე – ოფიცერთა შემადგენლობიდან. 8.  პოლიგონის/სასროლეთის გარემოცვის უფროსმა, სწავლების/სროლების ჩატარებამდე ერთი დღით ადრე ინსტრუქტაჟი უნდა მიიღოს პოლიგონი/სასროლეთის ხელმძღვანელი პირისაგან. მუხლი 33🔗 საფრთხეების თვიდან აცილებისა და პირადი შემადგენლობის დროული გაფრთხილების მიზნით, სწავლების ხელმძღვანელი აწარმოებს: ა) აუფეთქებელი საბრძოლო მასალების დავარდნის ადგილების ჩანიშვნას; ბ) სამიზნე რაიონებსა და სახიფათო ზონებში ადამიანების, ცხოველების, ტექნიკის მოძრაობის დაფიქსირებას და შეტყობინებას; გ) დაბალ  სიმაღლეზე მფრინავ თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებზე  დაკვირვებას; დ) ქვედანაყოფების ამკრძალავ ზონაზე გასვლის კონტროლს; ე) ხანძრის გაჩენის კერებზე დაკვირვებას და შეტყობინებას; ვ) გარემოცვის საგუშაგოებიდან და გადახირული თხრილებიდან გაცემული სიგნალების კონტროლს; ზ) აუფეთქებელი საბრძოლო და საიმიტაციო  მასალების აღრიცხვის კონტროლს. მუხლი 34🔗 1. შეიარაღებული ძალების იმ ქვედანაყოფიდან, რომელსაც უტარდება სწავლება, გამოიყოფა მეთვალთვალეები, რომლებიც  აღჭურვილი არიან ოპტიკური ხელსაწყოებით და იმყოფებიან საკომანდო და  სათვალთვალო კოშკებზე. 2. მეთვალთვალეებმა ზუსტად უნდა იცოდნენ დადგენილი სიგნალები, აკრძალული ზონების ადგილმდებარეობა, სროლის მიმართულებებზე ობიექტებისა და ნაგებობების განლაგება, აღნიშვნები და მაჩვენებლები. 3. მეთვალთვალეები ახორციელებენ მუდმივ თვალთვალს მითითებულ სექტორში და უსაფრთხოების ზომების დარღვევების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა მოახსენონ სწავლების ხელმძღვანელს. მუხლი 35🔗 1. საბრძოლო სროლების დამთავრებისთანავე სწავლების ხელმძღვანელი პოლიგონის/სასროლეთის ხელმძღვანელთან ერთად, სროლაში მონაწილე ქვედანაყოფის ძალებით და შესაბამისი კვალიფიციური პერსონალის დახმარებით ახდენს აუფეთქებელი საბრძოლო მასალების და სხვა ფეთქებადსაშიში ნივთიერებების/საგნების მოძებნა-მონიშვნას და შემოსაზღვრას, ხოლო ღამის სროლების შემდეგ აღნიშნული სამუშაოს შესრულება გადაიდება დილამდე. 2. გარემოს დაბინძურების, აგრეთვე გასროლილი მასრების/ჰილზების არადანიშნულებისამებრ გამოყენების საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, სწავლების ხელმძღვანელი ვალდებულია მსროლელი პირადი შემადგენლობის მონაწილეობით განახორციელოს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ცარიელი მასრების/ჰილზების შეგროვება და საბრძოლო მასალების მიღება-გაცემის პუნქტში ჩაბარება.  მუხლი 36🔗 1. სწავლების საერთო ხელმძღვანელი ვალდებულია შეადგინოს 1:25000 მასშტაბის უსაფრთხოების რუკა. 2. უსაფრთხოების რუკაზე დაიტანება: ა) საცეცხლე სექტორები; ბ) სროლის მანძილი; გ) ობიეტები, რომლებზეც აკრძალულია სროლა; დ) სახიფათო მიმართულებები, სამიზნეები, მსროლელი ქვედანაყოფების საბრძოლო წყობები; ე) აუფეთქებელი საბრძოლო მასალების და ფეთქებადსაშიში საგნების/ნივთიერებების ადგილმდებარეობის და ვარდნის წერტილები. მუხლი 37🔗 1. უსაფრთხოების რუკას სწავლების ხელმძღვანელი წარუდგენს პოლიგონის/სასროლეთის უფროსს, რომლის საფუძველზე დგება აუფეთქებელი საბრძოლო მასალების და სხვა ფეთქებადი საგნების/ნივთიერებების აღრიცხვის ბარათი (დანართი №3), რომელსაც ხელს აწერს სწავლების ხელმძღვანელი და პოლიგონის/სასროლეთის ხელმძღვანელი (მეთაური/უფროსი). აუფეთქებელი საბრძოლო მასალების და სხვა ფეთქებადი საგნების/ნივთიერებების აღრიცხვის ბარათი წარედგინება იმ ქვედანაყოფის ხელმძღვანელს (მეთაურს/უფროსს), რომლის დაქვემდებარებაშიც არის პოლიგონი/სასროლეთი. 2. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის მეთაური, რომლის დაქვემდებარებაშიც არის პოლიგონი/სასროლეთი, წარდგენილი აუფეთქებელი საბრძოლო მასალების და სხვა ფეთქებადი საგნების/ნივთიერებების აღრიცხვის ბარათის საფუძველზე, ორგანიზებას უწევს პოლიგონის/სასროლეთის ტერიტორიის გაწმენდას. 3. მონიშნული და შემოსაზღვრული აუფეთქებელი საბრძოლო მასალების და სხვა ფეთქებადი საგნების/ნივთიერებების გაუვნებელყოფა, ხორციელდება საინჟინრო ჯგუფის მიერ პოლიგონის/სასროლეთის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე.   4. საინჟინრო ჯგუფი პასუხისმგებელია პოლიგონის/სასროლეთის გაწმენდის ხარისხსა და უსაფრთხოების ზომების  დაცვაზე. 5. თუ პოლიგონის/სასროლეთის ტერიტორიის გაწმენდისას სრულად ვერ იქნა მოძებნილი, აუფეთქებელი საბრძოლო მასალების და სხვა ფეთქებადი საგნების/ნივთიერებები, პოლიგონის/სასროლეთის ტერიტორიის გაწმენდა ხორციელდება განმეორებით, მის აღმოჩენამდე და სრულ გაუვნებელყოფამდე. 6. იმ შემთხვევაში, როცა აუფეთქებელი საბრძოლო მასალები და სხვა ფეთქებადი საგნების/ნივთიერებების გაუვნებელყოფა რაიმე მიზეზის გამო შეუძლებელია, მისი ადგილმდებარეობა შემოისაზღვრება და დგება წარწერა „სახიფათოა! აუფეთქებელი ჭურვია. ნუ შეეხებით!“ (იხ.დანართი №2, სურათი №3). მუხლი 38🔗 1. სისტემატიური კონტროლის მიზნით, წელიწადში ორჯერ (გაზაფხულსა და შემოდგომაზე) ტარდება პოლიგონის/სასროლეთის ტერიტორიის სრული გაწმენდა. 2. პოლიგონის/სასროლეთის ტერიტორიის სრულ გაწმენდას ორგანიზებას უწევს იმ ქვედანაყოფის მეთაური, რომლის დაქვემდებარებაშია პოლიგონი/სასროლეთი.  3. პოლიგონის/სასროლეთის გასაწმენდად გამოყოფილ საინჟინრო ჯგუფს პოლიგონის/სასროლეთის უფროსი უტარებს ინსტრუქტაჟს გასაწმენდი ტერიტორიის შესახებ. მუხლი 39🔗 1. აუფეთქებელი საბრძოლო მასალები და სხვა ფეთქებადი საგნების/ნივთიერებების გაუვნებელყოფის შემდეგ, საინჟინრო ჯგუფის მიერ დგება აქტი, რომელშიც მიეთითება: ა) პოლიგონის/სასროლეთის დასახელება; ბ) გაუნებელყოფის თარიღი; გ) აუფეთქებელი საბრძოლო მასალები და სხვა ფეთქებადი საგნების/ნივთიერებების სახეობა, რაოდენობა, მდებარეობა და გაუვნებელყოფის ადგილი; დ) იმ საამფეთქებლო და სხვა საშუალებების დასახელება, რომელიც იქნა გამოყენებული გაუვნებელყოფის დროს; ე) საინჟინრო ჯგუფის წევრების ხელმოწერა;  ვ) პოლიგონის/სასროლეთის ხელმძღვანელის ხელმოწერა. 2. აქტს ამტკიცებს იმ ქვედანაყოფის ხელმძღვანელი (მეთაური/უფროსი), რომლის დაქვემდებარებაშიცაა პოლიგონი/სასროლეთი. 3. აქტი დგება ორ ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი რჩება საინჟინრო ჯგუფს, ხოლო მეორე ინახება იმ ქვედანაყოფში, რომელსაც ექვემდებარება პოლიგონი/სასროლეთი. 4. აქტს თან  ერთვის  1:25000 მასშტაბის ადგილმდებარეობის რუკის ასლი, რომელზეც ნაჩვენებია გაწმენდის რაიონი და მონიშნულია გაუვნებელყოფილი საბრძოლო მასალების და ფეთქებადსაშიში ნივთიერებების აღმოჩენის ადგილები. მუხლი 40🔗 1. პოლიგონზე/სასროლეთზე შემუშავებული უნდა იყოს ხანძარსაწინაარმდეგო დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების ზომების ინსტრუქცია (შემდგომ – ინსტრუქცია). 2. ინსტრუქციას ამტკიცებს იმ ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფება პოლიგონი/სასროლეთი. 3. ინსტრუქციაში მოცემული უნდა იყოს: ა) პოლიგონი/სასროლეთი სქემა, ხანძარსაშიში ადგილებისა და რაიონების მითითებით; ბ) სახანძრო უსაფრთხოების ზომები; გ) ხანძრის ჩაქრობის მიზნით მიზიდული ძალები და საშუალებები; დ) ხანძრის შეტყობინების სიგნალები. 4. პოლიგონზე/სასროლეთზე ხანძრის თავიდან აცილების მიზნით: ა) უნდა აიკრძალოს სროლები მგეზავი ტყვიებითა და ჭურვებით მაღალი ტემპერატურის დროს, თუ სროლის მიმართულებაზე არის გამხმარი მცენარეული საფარი და  ტორფიანი გრუნტი; ბ) დაუშვებელია ასაფეთქებელი სამუშაოები, ასევე საკვამლე მაშხალების ანთება გამხმარ მცენარეულ საფარზე, ასევე სროლა ფუჭი საარტილერიო გასროლებით ადვილადაალებად ნივთიერებებთან ახლოს; გ) აუცილებელია, სროლის მიმართულება დროულად გაიწმინდოს გამხმარი მცენარეული საფარისა და ადვილადაალებადი საგნებისაგან, საჭიროების შემთხვევაში, გაკეთდეს თხრილების და ხნულების ზოლები. მუხლი 41🔗 1. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის ხელმძღვანელი (მეთაური/უფროსი), რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფება პოლიგონი/სასროლეთი, ვალდებულია: ა) პოლიგონზე/სასროლეთზე, სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, ქვედანაყოფში ჩამოაყალიბოს არასაშტატო სახანძრო რაზმები, რომლებიც უზრუნველყოფილნი იქნებიან ხანძრის ჩასაქრობი საშუალებებით და შესაბამისი ავტოტრანსპორტით; ბ) ორგანიზება გაუწიოს პოლიგონზე არანაკლებ 10 ტონა წყლის რეზერვუარის მოწყობას, რომელიც მუდმივად  ავსებული იქნება წლის მარაგით. 2. პოლიგონზე/სასროლეთზე წარმოშობილი ხანძრის შემთხვევაში სწავლებაში მონაწილე პირადი შემადგენლობა წყვეტს სწავლებას და დამოუკიდებლად ან სახანძრო რაზმთან ერთად მონაწილეობს ხანძრის ჩაქრობის პროცესში. მუხლი 42🔗 1. პოლიგონზე/სასროლეთზე სწავლების მიმდინარეობისას სამედიცინო უზრუნველყოფის  მიზნით სავალდებულოა სამედიცინო პერსონალისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანის  გამოყოფა. 2. სამედიცინო პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს სამედიცინო საშუალებებითა და საჭირო რაოდენობის აუცილებელი მედიკამენტებით. მუხლი 43🔗 1. პოლიგონზე/სასროლეთზე სწავლების ჩატარების დროისა და პერიოდის შესახებ უნდა ეცნობოს ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებში მცხოვრებ მოსახლეობას ან  მოსახლეობის გაფრთხილების მიზნით შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს. შესაძლებელია გაფრთხილების ხმოვანი სიგნალის გამოყენებაც. 2. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის ხელმძღვანელი (მეთაური/უფროსი), რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფება პოლიგონი/სასროლეთი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან კოორდინაციით, ორგანიზებას უწევს ადგილობრივ მოსახლეობასთან პერიოდულ შეხვედრებს, რათა გააცნოს მათ პოლიგონის/სასროლეთის მუშაობის ზოგადი წესები და რეგულაციები. 3. ადგილობრივ მოსახლეობასთან პოლიგონის/სასროლეთის უსაფრთხოების ზომების დაცვის შესახებ, ჩატარებული ღონისძიებები აისახება აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №4). მუხლი 44🔗 1. პისტოლეტიდან და მცირეკალიბრიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან შემცირებულ სამიზნეებზე სწავლების შესასრულებლად დახურულ შენობაში  ეწყობა ტირი. 2. შენობა, რომელშიც განთავსებულია ტირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა)   ჰქონდეს რკინის კარი; ბ) მოწყობილი იყოს ინსტრუქტორის საკონტროლო/სამუშაო ოთახი; გ) შენობაში მყოფი პირებისთვის, რომლებიც არ მონაწილეობენ სწავლებაში, მოწყობილი უნდა იყოს უსაფრთხოების ადგილი; დ) აღჭურვილი  იყოს: დ.ა) იარაღისა და საბრძოლო მასალის შესანახი რკინის კარადებით და სეიფებით; დ.ბ) დამცავი ავტომატური სიგნალიზაციით; დ.გ) ჰაერის შემომტანი და გამწოვი სისტემებით; დ.დ) განათების სისტემით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს  შენობის და სამიზნის განათება; ე)  კედლები უნდა იყოს მყარი, არანაკლებ 40-სმ სისქის და უზრუნველყოფდეს ხმის დახშობას; ვ) ჰქონდეს კაუჩუკის საფარით დაფარული იატაკი. მუხლი 45🔗 ტირში სროლის წარმოებისთვის უნდა მოეწყოს: ა) სასროლი პოზიცია, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა.ა) დახლი – არანალკებ 1 მეტრის სიმაღლის; ა.ბ) დახლის სიგანე – არანაკლებ 0.7 მეტრი; ა.გ) დახლის სიგრძე – არანაკლებ 0.5 მეტრი; ბ) ტყვიის მოხვედრის საკონტროლო მონიტორი; გ) ვიდეო კამერები, რომლებიც დააფიქსირებს ტყვიის მოხვედრის ადგილს; დ) დახლებიდან გასასვლელი; ე) სამიზნის დამაგრების მოძრავი ან უძრავი დაფა; ვ) ტყვიის დამჭერი რკინის ფურცელი არანაკლებ 1-სმ სისქის; ზ) ასხლეტვის საწინააღმდეგო სილიკონის ფარდა; თ) იარაღის წმენდისა და ტექნიკური მომსახურების სამუშაოების ჩატარების ტერიტორია. 4. ტირი აღჭურვილი უნდა იყოს ხმის დამხშობი ყურსასმენებით. მუხლი 46🔗 1. ტირში გასამართი ღონისძიებების/სწავლების ჩასატარებლად დგება ყოველი კვარტლის/წლის გეგმა-გრაფიკი, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს იმ ქვედანაყოფის ხელმძღვანელი (მეთაური/უფროსი), რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფება ტირი. 2. ყოველი კვარტალის/წლის გეგმა – გრაფიკში მოცემული უნდა იყოს: ა) ღონისძიების/სწავლების დასახელება და ჩატარების განრიგი; ბ) ქვედანაყოფების დასახელება, რომელიც მონაწილეობას იღებს ღონისძიებაში/სწავლებაში. 3. ტირში ღონისძიება/სწავლება ტარდება ყოველი კვარტალის/წლის გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, გარდა არაგეგმური  ღონისძიების/სწავლებისა. მუხლი 47🔗 1. ,,სასროლი იარაღის, ყუმბარსატყორცნების, საბრძოლო მანქანებისა და საარტილერიო შეიარაღების სასროლეთის მოწყობისა და უსაფრთხოების ზონების სქემების ალბომი“ განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად.  2. პოლიგონზე/სასროლეთზე გამოსაყენებელი ნიშნები დაიტანება დანართ №2-ში მოცემული სურათების შესაბამისად. 3.  აუფეთქებელი საბრძოლო მასალების  და სხვა ფეთქებადი საგნების/ნივთიერებების აღრიცხვის ბარათის ნიმუში განისაზღვროს დანართი №3-ის შესაბამისად. 4. ადგილობრივ მოსახლეობასთან უსაფრთხოების ზომების დაცვის შესახებ ჩატარებული ღონისძიებების აღრიცხვის ჟურნალის ნიმუში განისაზღვროს დანართი №4-ის შესაბამისად. 5. პოლიგონზე/სასროლეთზე სწავლების ჩატარების შესახებ ინფორმაცია შესაბამის ორგანოს/უწყებას მიეწოდება დანართი №5-ის განსაზღვრული ფორმით. 6. პოლიგონზე/სასროლეთზე სწავლების ჩატარების შესახებ ინფორმაცია ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობას მიეწოდება დანართი №6-ის განსაზღვრული ფორმით. მუხლი 48🔗 1. პოლიგონის/სასროლეთის და ტირის ტერიტორიის მოსაძიებლად, შესარჩევად და შესასწავლად საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის (შემდგომში – გენერალური შტაბის უფროსი) ბრძანებით იქმნება კომისია. 2. კომისია შეიმუშავებს პოლიგონის/სასროლეთის და ტირის ფორმულარს, რომელიც მტკიცდება გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით.   3. გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით მტკიცდება: ა) პოლიგონის/სასროლეთის და ტირის ფორმულარის ნიმუშის ფორმა; ბ) პოლიგონის/სასროლეთის და ტირის მოსაწყობად ტერიტორიების მოძიების, შერჩევისა და შესწავლისათვის გასატარებელი ღონისძიებები.