„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №0817/04-1
2017 წლის4 აგვისტო
ქ. თბილისი
„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №2 დანართში, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, ამოღებულ იქნეს ნომერი 305.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მოვალეობის შემსრულებელი გ. თევდორაშვილი