⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (03.06.2025)
გაუქმებულია:

„დუშეთის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს” შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.08.2017
ძალის დაკარგვა 03.06.2025
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.152.016306
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/08/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 687 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.08.2017 მიღება
03.06.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზურაბაშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„დუშეთის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს” შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №26 2017 წლის 4 აგვისტო ქ. დუშეთი „დუშეთის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს” შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების, ამავე კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე  მუხლის  პირველი პუნქტის ,,ბ.თ“ ქვეპუნქტისა და „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 1​1 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დუშეთის მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად, შეიქმნას დუშეთის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭო”. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს „დუშეთის მუნიციპალური გენდერული  თანასწორობის საბჭოს” დებულება, დანართის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგივი ზურაბაშვილი დანართი „დუშეთის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს” დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1.  „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის „დუშეთის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს“ (შემდგომში – საბჭო). 2.  საბჭო თავის  საქმიანობას წარმართავს  საქართველოს  კონსტიტუციის,   საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „გენდერული თანასწორობის  შესახებ“  საქართველოს კანონის,   ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3.  საბჭოს  უფლებამოსილება  და  საქმიანობის  წესი  განისაზღვრება  ამ  დებულებით. მუხლი 2🔗. საბჭოს ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი 1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა; ბ) დუშეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზის      განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების  შემუშავება; გ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის ანალიზის განხორციელება, საჭიროების   შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის  უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის  წარდგენა; დ) დუშეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით, საჭიროების შემთხვევაში  წინადადებების შემუშავება და  შესაბამისი ორგანოსთვის წარდგენა;  ე) გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა; ვ) გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა, ასევე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ზ) გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფინდეციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; თ) გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების  შემუშავება; ი) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა; კ) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ან/და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსათვის წარსადგენად. 2. საბჭო უფლებამოსილია: ა) გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს დუშეთის მუნიციპალიტეტი; ბ) გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, არასამთავრობო  და  საერთაშორისო  ორგანიზაციების  წარმომადგენლები, დამოუკიდებელი  ექსპერტები; გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 3🔗. საბჭოს სტრუქტურა 1. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 9-ზე ნაკლები. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნის და სხვა წევრებისაგან. 2. საბჭოს თავმჯდომარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  თავმჯდომარე. 3. საბჭოს შემადგენლობაში შედიან დუშეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების წარმომადგენლები, საბჭოს შემადგენლობაში ასევე შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები. 4. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს   თავმჯდომარე. 5.   საბჭოს წევრთა 40%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს ერთი სქესის წარმომადგენელი. 6. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით საბჭოსთან შესაძლებელია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობას და საქმიანობის ფორმებს განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე. მუხლი 4🔗. საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი 1. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს და უძღვება საბჭოს საქმიანობას. 2. საბჭოს     თავმჯდომარის     არყოფნის     შემთხვევაში     მის    უფლებამოსილებას       ახორციელებს  საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე  ან საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით – საბჭოს ერთ-ერთი წევრი. 3. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა. 4. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრს. 5. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 6.  საბჭოს  სხდომაზე  გადაწყვეტილება  მიიღება  საბჭოს  დამსწრე  წევრთა  ხმების უმრავლესობით.  ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 7. საბჭო იკრიბება საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა ერთი მესამედის ინიციატივით. 8. საბჭოს სხდომების ორგანიზებასა და საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი. 9.  საბჭოს  სხდომა  ფორმდება  ოქმით,  რომელსაც  ხელს  აწერენ  საბჭოს  თავმჯდომარე  და  საბჭოს  მდივანი. 10. საბჭოს  სხდომის ოქმი ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 11. საბჭოს სხდომის ოქმში შეტანილი წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნებათ ადგილობრივი   თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან 1 თვის ვადაში განიხილონ მიღებული წინადადებები, რეკომენდაციები და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ აცნობონ საბჭოს. მუხლი 5🔗. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.