„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№51
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.170.016273
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/08/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №51

2017 წლის 4 აგვისტო

ქ. ზუგდიდი

 

,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების  შესახებ“  ქალაქ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2014 წლის 24  სექტემბრის  №51  დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 30/09/2014,  სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.170.016051) შეტანილ იქნეს ცვლილება  და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა) 1-ლი მუხლის მეხუთე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (შემდგომში – სამსახურის უფროსი), მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (შემდგომში – განყოფილების უფროსი) და პროფესიული საჯარო მოხელეებისგან.“;

ბ) მე-3 მუხლის  პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) საჭიროების შემთხვევაში მოსამსახურის მიმართ დისციპლინური წარმოების განხორციელება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;“;

გ) მე-4 მუხლის   მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. ინსპექტირების ჩატარების, შეწყვეტის, შეჩერების, გაგრძელების გადაწყვეტილებას იღებს მერი სამსახურის უფროსის წარდგინებით.“;

დ) მე-17 პუნქტს  დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა-ე“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ინსპექტირების ჩატარების ვადები, შემოწმების პერიოდი და შემმოწმებელთა ვინაობა განისაზღვრება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანლის – სამსახურის უფროსის წარდგინებით, მერის გადაწყვეტილებით;

ბ)  ინსპექტირების განხორციელების შედეგად უნდა შედგეს ინსპექტირების დასკვნა;

გ)  ინსპექტირების დასკვნა წარედგინება მერს;

დ)  ინსპექტირების დასკვნა ეგზავნება მერიის სტრუქტურულ ერთეულს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ან/და წილობრივი მონაწილეობით არსებულ იურიდიულ პირს, რომელშიც ჩატარდა ინსპექტირება;

ე) ინსპექტირების დასკვნაში მითითებული რეკომენდაციები სავალდებულოა შესასრულებლად.“;

ე) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.“;

ვ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“  შინაარსის ქვეპუნქტი:

„რ1) მერს წარუდგენს წინადადებას ინსპექტირების დაწყების/ჩატარების, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ;“;

ზ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ განყოფილების უფროსს.“;

თ) მე-7 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შედეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) უზრუნველყოს მერიის მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური წარმოების განხორციელება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის X თავით დადგენილი წესით;“;

ი) მე-7 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ პროფესიულ საჯარო მოხელეს.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენატალია შეროზია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.08.2017.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 04.08.2017. მიმღები ორგანო — ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №51. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.170.016273.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.08.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №51, 04.08.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.170.016273 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.08.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3768092/