ოქმი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კავშირგაბმულობის დარგში თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 30.07.1992
ძალაში შესვლა 30.07.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000140
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 13/04/1998
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით | თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით |
დოკუმენტის ტექსტი
ოქმი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კავშირგაბმულობის დარგში თანამშრომლობის შესახებ
ოქმი
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა
და
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კავშირგაბმულობის
დარგში თანამშრომლობის შესახებ
დიდი კმაყოფილებით აღნიშნეს რა მჭიდრო ურთიერთობანი ორ ქვეყანას შორის და მათ მიერ მოცემული ეტაპისთვის მიღწეული უაღრესად ნაყოფიერი შედეგები, ორივე მხარემ გამოთქვა გულწრფელი სურვილი, კიდევ უფრო განავითარონ მათ შორის არსებული თანამშრომლობა, რამაც უნდა მოიცვას კავშირგაბმულობის ყველა ასპექტი და შეთანხმდნენ შემდეგზე:
1 – ორ ქვეყანას შორის საიმედო და დიდი სიმძლავრის პირდაპირი სატელეკომუნიკაციო კავშირის დამყარების მიზნით, საქართველოსა და თურქეთს შორის ამოქმედდება ციფრული ზემაღალსიხშირული რადიოსარელეო ხაზების სისტემა.
2 – საქართველო რაც შეიძლება დიდ სარგებელს მიიღებს თურქეთის ტელეკომუნიკაციათა ინდუსტრიის თანამედროვე სისტემებისა და მოწყობილობისაგან.
3 – საქართველო რაც შეიძლება ფართოდ გამოიყენებს თურქეთის სატრანზიტო საშუალებებს სხვა ქვეყნების მიმართულებით საკუთარი ტრანსპორტის მოძრაობისათვის.
4 – ორივე მხარე მოახდენს ექსპერტების გაცვლას მუშაობის ადგილზევე სწავლების პრინციპით, იმისთვის რათა ურთიერთს გაუზიარონ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება კავშირგაბმულობის დარგში.
5 – ორი მხარე, გამოხატავს რა თავის დიდ კმაყოფილებას მათ ორ ქვეყანას შორის საფოსტო ერთეულების პირდაპირ გაცვლასთან დაკავშირებით, ყველა ღონეს იხმარს, რათა კიდევ უფრო განავითაროს მათი საფოსტო ურთიერთობანი.
შესრულებულია თბილისში 1992 წლის 30 ივლისს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2 ორიგინალურ ეგზემპლარად ინგლისურ ენაზე.
საქართველოს რესპუბლიკის
მთავრობის სახელით
თურქეთის რესპუბლიკის
მთავრობის სახელით