შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის მიერ დაცული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების, უძრავი ქონების გადაცემის, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის ნაწილებისა და ქვედანაყოფების სარგებლობაში მყოფი რუსეთის ფედერაციის მოძრავი ქონების გაყოფის წესისა და ვადების შესახებ

მიღების თარიღი 03.11.1998
ძალაში შესვლა 03.11.1998
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000243
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 05/01/1999
matsne.gov.ge 688 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.11.1998 მიღება
03.11.1998 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელით (ხელმოწერილია) რუსეთის ფედერაციის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის მიერ დაცული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების, უძრავი ქონების გადაცემის, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის ნაწილებისა და ქვედანაყოფების სარგებლობაში მყოფი რუსეთის ფედერაციის მოძრავი ქონების გაყოფის წესისა და ვადების შესახებ შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის მიერ დაცული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების, უძრავი ქონების გადაცემის, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის ნაწილებისა და ქვედანაყოფების სარგებლობაში მყოფი რუსეთის ფედერაციის მოძრავი ქონების გაყოფის წესისა და ვადების შესახებ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება და რუსეთის ფედერაციის მთავრობა, შემდეგში მხარეებად წოდებულნი, მხედველობაში იღებენ რა „საქართველოს რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარების სტატუსისა და ფუნქციონირების პირობების შესახებ“ 1994 წლის 3 თებერვლის შეთანხმებას, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 მხარეები თავიანთ უფლებამოსილ ორგანოებს ავალებენ იმ ღონისძიებების ჩატარებას, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის მიერ დაცული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების გადაცემასთან. მუხლი 2🔗 ამ შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებელი მხარეების უფლებამოსილ ორგანოებად ითვლებიან: საქართველოს მხრიდან − სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი. რუსეთის მხრიდან − რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახური. მუხლი 3🔗 მხარეების უფლებამოსილი ორგანოები მოახდენენ რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის მიერ დაცული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების, აგრეთვე საქართველოში რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის ოპერატიული ჯგუფის სარგებლობაში მყოფი უძრავი ქონების ობიექტების ეტაპობრივ მიღება-გადაცემას. პირველ ეტაპზე (1998 წლის 31 დეკემბრამდე): ბათუმის სასაზღვრო რაზმის საზღვაო მონაკვეთი (სასაზღვრო საგუშაგოები 1-7 მე-8 სასაზღვრო საგუშაგოს ტექნიკური მეთვალყურეობის პოსტი), სასაზღვრო კონტროლის ქვედანაყოფი „ფოთი“, ცალკე სასაზღვრო საკონტროლო გამშვებ პუნქტ „ბათუმის“ საზღვაო პორტი „ბათუმი“, საზღვაო ბაზა ქ. ოჩამჩირეში; სოხუმის სასაზღვრო რადიოტექნიკური რაზმი, ცალკე სასაზღვრო საკონტროლო გამშვებ პუნქტ „სოჭის“ სოხუმის პორტის საკონტროლო პოსტი, ახალციხის სასაზღვრო რაზმი, სასაზღვრო საკონტროლო გამშვები პუნქტი „ახალციხე“. მეორე ეტაპზე (1999 წლის 10 ივლისამდე) ხიჩაურის სასაზღვრო რაზმი; ბათუმის სასაზღვრო რაზმის სახმელეთო მონაკვეთი, ცალკე სასაზღვრო საკონტროლო გამშვებ პუნქტ „ბათუმის“ „სარფის“ სასაზღვრო კონტროლის ქვედანაყოფი. მუხლი 4🔗 რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის მიერ დაცული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების, აგრეთვე საქართველოში რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის ოპერატიული ჯგუფის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მიღება-გადაცემის მექანიზმი განისაზღვრება ერთობლივად მხარეთა უფლებამოსილი ორგანოების ხელმძღვანელთა მიერ. მუხლი 5🔗 საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებული საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობების, სამსახურებრივი, ყაზარმული, სასაწყობო შენობების და სხვა სათავსოების, აგრეთვე მოძრავი ქონების მიღება-გადაცემა ხორციელდება მხარეთა უფლებამოსილი ორგანოების ხელმძღვანელთა მიერ შექმნილი ერთობლივი კომისიის მიერ. მუხლი 6🔗 მოძრავი ქონების მიღება-გადაცემის წესი განისაზღვრება ცალკე ოქმით. მუხლი 7🔗 მოძრავი ქონების ჩამონათვალი, რომელიც ექვემდებარება მიღება-გაცემას, განისაზღვრება ცალკეული ოქმით, რომელიც დაიდება უფლებამოსილი ორგანოების ხელმძღვანელთა დონეზე. მუხლი 8🔗 რუსეთის მხარესთან შეთანხმებულ ვადებში ქართული მხარე უზრუნველყოფს საჭირო რაოდენობით მოძრავი სარკინიგზო შემადგენლობით, კონტეინერებით, ავტობუსებით და სხვა სატრანსპორტო საშუალებებით მომარაგებას, რომლებიც საჭიროა სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების, სამხედრო და პირადი ქონების, ტექნიკისა და შეიარაღების გადასატანად. მუხლი 9🔗 ქართული მხარე უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრების, ავტოკოლონების, სარკინიგზო შემადგენლობებისა და ხომალდების უსაფრთხო გადაადგილებას. მუხლი 10🔗 რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის მიერ ქართული მხარისათვის უძრავი ქონების გადაცემა, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის მოძრავი ქონების გაყოფა ხორციელდება ერთობლივი კომისიის მიერ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებით. მუხლი 11🔗 რუსეთის მხარეს ქართული მხარის თხოვნით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვაში დახმარების აღმოჩენის მიზნით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის მართვის ორგანოებსა და ნაწილებში შეუძლია მოავლინოს მრჩევლები (კონსულტანტები). მივლინების წესი, ამოცანები, ფუნქციები, მრჩევლების (კონსულტანტების) საქმიანობის უზრუნველყოფა და სხვა საკითხები გაფორმდება ცალკე ოქმით, რომელიც დაიდება მხარეთა უფლებამოსილ ორგანოთა ხელმძღვანელების დონეზე. მუხლი 12🔗 მოლაპარაკებები, რომლებიც დაკავშირებულია სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების მიღება-გადაცემასთან, რუსეთის ფედერაციის მოძრავი ქონების განაწილებასთან და უძრავი ქონების გადაცემასთან, იწარმოებს სასაზღვრო საკითხებში საქართველო-რუსეთის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. მუხლი 13🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის ქვედანაყოფებისა და ნაწილების საქმიანობის, მათი სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობების ობიექტურ გაშუქებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. მუხლი 14🔗 ქართული მხარე უზრუნველყოფს რესპუბლიკური კავშირის საშუალებებით სარგებლობას იმ ღონისძიებათა განსახორციელებლად, რაც დაკავშირებულია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის იმ მონაკვეთების მიღება-გადაცემასთან, რომლებსაც იცავს რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახური, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის უძრავი და მოძრავი ქონების განაწილებასთან. მუხლი 15🔗 წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და ძალაშია იმ ღონისძიებების დასრულებამდე, რომლებიც აღნიშნულია მოცემულ შეთანხმებაში. შესრულებულია ქ. მოსკოვში 1998 წლის 3 ნოემბერს ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ და რუსულ ენებზე, ამასთან, ორივე ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელით (ხელმოწერილია) რუსეთის ფედერაციის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)