„სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის გარდამავალი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №35 |
|
2017 წლის 4 აგვისტო ქ. გორი |
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერთან ან/და ა(ა)იპ „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადრეული და სკოლამდელი სააღმზრდელო საჯარო დაწესებულებათა მართვის სააგენტოსთან“ (ს/კ 418469393) შეთანხმებით გადაწყვიტოს საბავშვო ბაგა-ბაღის საკადრო საკითხები და განსაზღვროს თანამშრომელთა დანიშვნის, გადაყვანის და განთავისუფლების წესი საქართველოს შრომის კოდექსის, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, წესდების და შინაგანაწესის საფუძველზე;“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ა(ა)იპ „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადრეული და სკოლამდელი სააღმზრდელო საჯარო დაწესებულებათა მართვის სააგენტოსთან“ (ს/კ 418469393) ან/და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით განსაზღვროს საბავშვო ბაგა - ბაღის სასწავლო-აღმზრდელობითი პროგრამა და უზრუნველყოს ამ პროგრამის მიზნებისა და ამოცანების განხორციელება;“;
გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ა(ა)იპ „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადრეული და სკოლამდელი სააღმზრდელო საჯარო დაწესებულებათა მართვის სააგენტოსთან“ (ს/კ 418469393) ან/და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით დაამყაროს კავშირი ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, მათ შორის, სხვა მსგავს დაწესებულებებთან თავისი საქმიანობის ფარგლებში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც;“;
დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საბავშვო ბაგა-ბაღის სკოლამდელი ასაკის ბავშვთა სკოლისთვის მომზადების და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა განათლების ხელშეწყობის მიზნით შექმნას სასკოლო მზაობის ცენტრი და შეიმუშავოს სათანადო პროგრამა (სასწავლო-აღმზრდელობითი) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერთან ან/და ა(ა)იპ „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო საჯარო დაწესებულებათა მართვის სააგენტოსთან“ (ს/კ 418469393) შეთანხმების საფუძველზე.
ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს მე-31 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 31. საბავშვო ბაგა-ბაღის მართვა
1. საბავშვო ბაგა-ბაღების – ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების მართვას, ფინანსურ უზრუნველყოფას და მათი ავტორიზაციის სამართლებრივ პრინციპებთან შესაბამისობას უზრუნველყოფს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი ან/და ა(ა)იპ „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო საჯარო დაწესებულებათა მართვის სააგენტო“ (ს/კ 418469393)“.
2. ა(ა)იპ „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო საჯარო დაწესებულებათა მართვის სააგენტოს“ (ს/კ 418469393) მიერ ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო ის უფლება-მოვალეობები და განხორციელების წესი, რაც განსაზღვრული არ არის ამ დებულებით, განისაზღვრება ა(ა)იპ „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო საჯარო დაწესებულებათა მართვის სააგენტოს“ (ს/კ 418469393) წესდებით.“;
ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) განსაზღვრავს ბაღის საკადრო პოლიტიკას, ამტკიცებს საშტატო ნუსხას ა(ა)იპ „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო საჯარო დაწესებულებათა მართვის სააგენტოსთან“ (ს/კ 418469393) შეთანხმებით.’’;
ზ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) უზრუნველყოფს საბავშვო ბაგა-ბაღს საბავშვო ბაგა-ბაღის მიერ შეძენილი ან/და ა(ა)იპ „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო საჯარო დაწესებულებათა მართვის სააგენტოს“ (ს/კ 418469393) მიერ მიწოდებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სათამაშოებით, წიგნებით, საკვები პროდუქტებით, ასევე მათი გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა სხვა საქონლით და მომსახურებით.“;
თ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) პასუხს აგებს საბავშვო ბაგა-ბაღის გამართულ ფუნქციონირებაზე, მათ შორის რაიმე მიზეზით ბაგა-ბაღის ფუნქციონირების პარალიზების შემთხვევაში ვალდებულია აცნობოს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს ან/და ა(ა)იპ „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო საჯარო დაწესებულებათა მართვის სააგენტოს“ (ს/კ 418469393);“;
ი) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) შრომითი საქმიანობის დასარეგულირებლად, ა(ა)იპ „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო საჯარო დაწესებულებათა მართვის სააგენტოსთან“ (ს/კ 418469393) შეთანხმებით ამტკიცებს საბავშვო ბაგა-ბაღის შინაგანაწესს; თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, რომლის შესრულება ყველასთვის სავალდებულოა;
კ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ახალი ჯგუფების დაკომპლექტების შემდეგ, საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი ვალდებულია გააგზავნოს მონაცემები, როგორც ახლად მიღებული აღსაზრდელთა რაოდენობის, ისე აღსაზრდელთა საერთო რაოდენობის შესახებ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ან/და ა(ა)იპ „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო საჯარო დაწესებულებათა მართვის სააგენტოში“ (ს/კ 418469393);“;
ლ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ დებულებით გათვალისწინებული ნაკლოვანების აღმოჩენის შემთხვევაში საკითხი განიხილება იმ პირთან, ვისაც მოვალეობიდან გამომდინარე ეს პირდაპირ ეხება. იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა ვერ დარეგულირდა, საკითხი განიხილება საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორთან და თუ პრობლემა კვლავ ვერ დარეგულირდა, მშობელი უფლებამოსილია, წერილობით მიმართოს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს ან/და ა(ა)იპ „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო საჯარო დაწესებულებათა მართვის სააგენტოს“ (ს/კ 418469393);“.
|