⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (03.09.2020)
გაუქმებულია:

წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

მიღების თარიღი 07.08.2017
ძალის დაკარგვა 03.09.2020
გამომცემი ორგანო წალკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.155.016228
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/08/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 686 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.08.2017 მიღება
03.09.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი გიგინეიშვილი წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 2017 წლის 7 აგვისტო ქ. წალკა წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-­ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 1. წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალების განთავსება აკრძალულია დანართ №1-ში მითითებულ შენობა-ნაგებობებზე. 2. წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არჩევნებთან დაკავშირებული სააგიტაციო მასალების  განთავსების რეგულირების მიზნით, განისაზღვროს ადგილები სააგიტაციო მასალების  გასაკრავად დანართი №2-ის შესაბამისად. 3. დადგენილების პირველი და მეორე პუნქტების გათვალისწინებით საარჩევნო პლაკატის გაკვრა დასაშვებია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებულ ყველა ობიექტზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-­ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით. 4. დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.  მუხლი 2🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი დანართი №1 შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზეც აკრძალულია სააგიტაციო მასალების განთავსება 1. რელიგიური და საკულტო ნაგებობები; 2. კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობები; 3. სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შენობების ინტერიერი და ექსტერიერი; 4. სასამართლოს შენობა-ნაგებობა; 5. პოლიციის შენობა-ნაგებობები; 6. საგზაო ნიშნები; 7. საგანმანათლებლო დაწესებულებები; 8. ბაგა-ბაღები და სხვა აღმზრდელობითი დაწესებულებები; 9.  ბიბლიოთეკები; 10. ააიპ –  წალკის კომპლექსური სასპორტო სკოლა; 11. ააიპ – წალკის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი; 12. ძეგლები და ბიუსტები; 13. შენობები, სადაც განთავსებულია საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები; დანართი №2 წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალების გასაკრავად განსაზღვრული ადგილები 1. ქ. წალკა –   კოსტავას ქუჩაზე არსებული ღობეები, ელ. განათების ბოძები და კოსტავას ქუჩაზე მდებარე  სკვერი; 2. სოფ. ტბეთი – მგზავრთა მოსაცდელები, რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები; 3. სოფ. კოხტა – რიტუალების სახლი,  ელ. განათების ბოძები და მგზავრთა მოსაცდელი; 4. სოფ. ხარება – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები; 5. სოფ. ჩრდილისუბანი – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები; 6. დაბა თრიალეთი – ყოფილი ფოსტის შენობა, რიტუალების სახლი, ელ. განათების ბოძები და მგზავრთა მოსაცდელები; 7. სოფ. კავთა – ელ. განათების ბოძები და ყოფილი კლუბის შენობა; 8. სოფ. დაშბაში – რიტუალების სახლი და ელ. განათების  ბოძები; 9. დაბა ხრამჰესი – მგზავრთა მოსაცდელი, ელ. განათების ბოძები და სკვერი; 10. დაბა ბედიანი – მგზავრთა მოსაცდელები, ელ. განათების ბოძები, რიტუალების სახლი და ყოფილი ფოსტის შენობა; 11. სოფ. ბეშთაშენი – ელ. განთების ბოძები, ყოფილი ყველ-კარაქის შენობა, ღობეები და მგზავრთა მოსაცდელი; 12. სოფ. სამადლო – ელ. განათების ბოძები; 13. სოფ. ახალშენი  – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები; 14. სოფ. იმერა – ელ. განათების ბოძები და მგზავრთა მოსაცდელები; 15. სოფ.  ბარეთი  – ელ. განათების ბოძები,  სპორტდარბაზის შენობა და მისი ღობე; 16. სოფ. საბეჭისი – ყოფილი კლუბის შენობა; 17. სოფ. ლივადი – ელ. განათების ბოძები და რიტუალების სახლი; 18. სოფ.  არ-სარვანი – რიტუალების სახლი, ყოფილი ფოსტის შენობა და ელ. განათების ბოძები; 19. სოფ. ჩოლიანი – ელ. განათების ბოძები; 20. სოფ. თეჯისი –ელ. განათების ბოძები და რიტუალების სახლი; 21. სოფ.  წინწყარო –ელ. განათების  ბოძები და რიტუალების სახლი; 22. სოფ.  სანთა – ელ. განათების ბოძები; 23. სოფ. დარაკოვი – რიტუალების სახლი, კლუბის შენობა და ელ. განათების ბოძები; 24. სოფ. საყდრიონი  – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელი და ელ. განათების ბოძები; 25. სოფ.  ნარდევანი – რიტუალების სახლი,  მინი სტადიონის ღობე და ელ. განათების ბოძები; 26. სოფ. აიაზმა – რიტუალების სახლი, ელ. განათების ბოძები, ახალგაზრდული სახლი და მგზავრთა მოსაცდელები; 27. სოფ. განთიადი – მგზავრთა მოსაცდელი, ელ. განათების ბოძები და რიტუალების სახლი; 28. სოფ. სამება  – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელები და ელ. განათების  ბოძები; 29. სოფ. კუში – ყოფილი ფოსტის შენობა, რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები; 30. სოფ. არწივანი – მგზავრთა მოსაცდელი, რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები; 31. სოფ. ბერთა – მგზავრთა მოსაცდელი და ელ. განათების ბოძები; 32. სოფ. კიზილ-კილისა – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები; 33. სოფ. ოზნი – ელ. განათების  ბოძები და ახალგაზრდული კლუბის შენობა; 34. სოფ. ბურნაშეთი  – ელ. განათების ბოძები და ყოფილი კლუბის შენობა; 35. სოფ. ავრანლო – ყოფილი ფოსტის შენობა, ელ. განათების ბოძები და ყოფილი ბაღის შენობა; 36. სოფ.  გუმბათი  – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები; 37. სოფ. აშკალა – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები; 38. სოფ.  რეხა – ყოფილი ფოსტის შენობა, რიტუალების სახლი და ელ. განათების  ბოძები; 39. სოფ. ხანდო – ყოფილი კლუბის შენობა და ელ. განათების  ბოძები; 40. სოფ. ხაჩკოვი – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები; 41. სოფ. კაბური  – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები; 42. სოფ. თამალა-ხარაბა – ელ. განათების ბოძები; 43. სოფ. ჩივთ-კილისა  – რიტუალების სახლი და  ელ. განათების ბოძები.