სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებული პატენტიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვაზე უფლებამოსილი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.08.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №378
სარეგისტრაციო კოდი 440000000.10.003.020087
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/08/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.08.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების დებულების დამტკიცების შესახებ შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ „დავების განხილვის წესების“ დამტკიცების შესახებ „ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის
განმხილველი ეროვნული კომისიის დებულების“ დამტკიცების თაობაზე ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის კომისიის შექმნისა და საქმიანობის, აკრედიტაციის კონკურსის ჩატარების, აკრედიტაციის განაცხადის განხილვის საფასურის განსაზღვრისა და ტარიფების განმსაზღვრელი კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებული პატენტიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვაზე უფლებამოსილი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №378
2017 წლის 7 აგვისტო
ქ. თბილისი
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებული პატენტიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვაზე უფლებამოსილი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1. შეიქმნას სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებული პატენტიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვაზე უფლებამოსილი სამთავრობო კომისია (შემდგომში –
კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი –
კომისიის თავმჯდომარე;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე –
კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;
სსიპ –
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე –
კომისიის მდივანი;
სსიპ –
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის –
„საქპატენტის“ თავმჯდომარე;
სსიპ –
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი.
2. დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებული პატენტიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვაზე უფლებამოსილი სამთავრობო კომისიის საქმიანობის წესი.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებული პატენტიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვაზე უფლებამოსილი სამთავრობო კომისიის
საქმიანობის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებული პატენტიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვაზე უფლებამოსილი სამთავრობო კომისიის საქმიანობის წესი (შემდგომში –
წესი) განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებული პატენტიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვაზე (შემდგომში –
საჯარო ინტერესის დაცვა) უფლებამოსილი სამთავრობო კომისიის (შემდგომში –
კომისია) უფლებამოსილებებსა და საქმიანობის წესს.
2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ წესითა და სხვა მოქმედი კანონმდებლობით.
3. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 2🔗. კომისიის შემადგენლობა და უფლებამოსილება
1. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნისა და კომისიის წევრებისაგან.
2. კომისიის სხდომების ორგანიზებასა და კომისიის სხდომის თავმჯდომარის მიერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს კომისიის მდივანი. კომისიის მდივნის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი.
3. კომისია უფლებამოსილია, ცალკეული საკითხების შესწავლის მიზნით, მიიწვიოს შესაბამისი დარგის კვალიფიციური ექსპერტები.
4. კომისია უფლებამოსილია, სახელმწიფო დაფინანსების გამცემი ორგანოსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო დაფინანსების მიმღებ პატენტმფლობელს, მის უფლებამონაცვლეს ან ექსკლუზიური ლიცენზიის მფლობელს (შემდგომში –
ბენეფიციარი) სთხოვოს სათანადო განმცხადებელზე/განმცხადებლებზე ლიცენზიის გაცემა და თუ აღნიშნული ბენეფიციარი უარს განაცხადებს ამ თხოვნის დაკმაყოფილებაზე, მიიღოს გადაწყვეტილება საჯარო ინტერესის დაცვის შესახებ და თავად გასცეს ლიცენზია „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.
მუხლი 3🔗. კომისიის მუშაობის წესი
1. კომისია თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სხდომების მეშვეობით, რომელსაც იწვევს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში –
კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
3. კომისიის სხდომის დღის წესრიგს, კომისიის მდივნის წარდგინებით, ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე.
4. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის შემადგენლობის არანაკლებ ნახევარი მაინც. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
5. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა.
6. კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.
7. კომისიის წევრის მოსაზრება შეიტანება კომისიის სხდომის ოქმში. მოსაზრების წერილობითი ფორმით წარდგენის შემთხვევაში იგი ერთვის კომისიის სხდომის ოქმს.
8. კომისიის სხდომის ოქმი ფორმდება კომისიის სხდომის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში.
მუხლი 4🔗. კომისიის მუშაობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა
კომისიის მუშაობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (შემდგომში –
სააგენტო).
მუხლი 5🔗. საჯარო ინტერესის დაცვის მექანიზმის გამოყენების პროცედურის დაწყება
1. თუკი კომისია იღებს ინფორმაციას, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საჯარო ინტერესის დაცვის მექანიზმის გამოყენების საფუძველს, კომისია 10 დღის ვადაში წერილობით ატყობინებს ბენეფიციარს ამ ინფორმაციის შესახებ და განუსაზღვრავს 30-დღიან ვადას წერილობითი მოსაზრებებისა და დამატებითი ინფორმაციის წარდგენისათვის. ამ ვადის გასვლის შემდეგ 30 დღის ვადაში კომისია იწყებს საჯარო ინტერესის დაცვის მექანიზმის გამოყენების პროცედურას ან ატყობინებს ბენეფიციარს, რომ არსებული ინფორმაციის საფუძველზე არ მოხდება პროცედურის დაწყება.
2. საჯარო ინტერესის დაცვის მექანიზმის გამოყენების პროცედურა იწყება კომისიის მიერ ბენეფიციარისთვის პროცედურის დაწყების შესახებ წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე. პროცედურის დაწყების შესახებ წერილობითი შეტყობინება ეგზავნება ასევე უფლებამონაცვლეს ან ექსკლუზიურ ლიცენზიანტს, თუკი კომისიისთვის ცნობილია მათი არსებობის შესახებ. შეტყობინება უნდა გაიგზავნოს დაზღვეული წერილის ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას და უნდა შეიცავდეს პროცედურის დაწყების შესახებ კომისიის არგუმენტაციას, განმარტავდეს ბენეფიციარის ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებებს.
3. იმ შემთხვევაში, თუ პირს ვერ ბარდება ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული შეტყობინება, კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებისა და სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსების გზით. საჯარო გავრცელების შემთხვევაში კომისია აქვეყნებს შეტყობინების მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც ეხება პროცედურის დაწყებას და ბენეფიციარის ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებებს. ბენეფიციარი უფლებამოსილია, საჯარო გავრცელების შემდეგ მოითხოვოს შეტყობინების სრული ტექსტი.
მუხლი 6🔗. საჯარო ინტერესის დაცვის მექანიზმის გამოყენების საფუძვლების მოკვლევა
1. კომისიის შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში, ხოლო საჯარო გავრცელების შემთხვევაში –
გავრცელებიდან 30 დღის ვადაში, ბენეფიციარი უფლებამოსილია, წარადგინოს მოსაზრებები და დაურთოს შესაბამისი მტკიცებულებები კომისიის მიერ საჯარო ინტერესის დაცვის მექანიზმის გამოყენების წინააღმდეგ. თუკი ბენეფიციარი სადავოდ ხდის ფაქტებს, კომისია იწყებს ფაქტების გამოკვლევის პროცესს, რა მიზნითაც, ბენეფიციარის პოზიციის მიღებიდან 20 დღის ვადაში იწვევს ექსპერტებს. ექსპერტთა რაოდენობა და მუშაობის წესი განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით.
2. ექსპერტთა მიერ ფაქტების გამოკვლევა გულისხმობს იმ ფაქტების შეფასებას, რომელიც საფუძვლად დაედო პროცედურის დაწყებას, ასევე სახელმწიფო დაფინანსების გამცემი ორგანოსა და ბენეფიციარის მიერ წარდგენილი ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასებას. გამოკვლევის პროცესის დროს გარანტირებული უნდა იყოს ბენეფიციარის უფლება, ჰყავდეს წარმომადგენელი, წარადგინოს დოკუმენტები, მოწმეთა ჩვენებები, დაუპირისპირდეს სახელმწიფო დაფინანსების გამცემ ორგანოსა და მის მიერ წარდგენილ მოწმეებს. ფაქტების გამოკვლევის პროცესის ნებისმიერი ოქმი/ჩანაწერი, ბენეფიციარის მოთხოვნის საფუძველზე, ხელმისაწვდომი უნდა იყოს მისთვის.
3. ფაქტების გამოკვლევის პროცესი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
ა) ფაქტების გამოკვლევა წერილობითი ფორმით –
ექსპერტთა მიწვევიდან არაუგვიანეს 25 დღის ვადაში ექსპერტებმა უნდა განახორციელონ ფაქტების გამოკვლევა და მიიღონ სარეკომენდაციო დასკვნა. კომისია აღნიშნულ დასკვნას უგზავნის ბენეფიციარს, რომელიც უფლებამოსილია, დასკვნის მიღებიდან 14 დღის ვადაში, კომისიის თავმჯდომარის სახელზე წარადგინოს წერილობითი არგუმენტები და მოითხოვოს ზეპირი განხილვის ჩატარება;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარე მოთხოვნის მიღებიდან 3 დღის ვადაში ნიშნავს ზეპირ მოსმენას ფაქტების გამოსაკვლევად. ზეპირი მოსმენის პროცედურა უნდა დასრულდეს ზეპირი მოსმენის დანიშვნიდან 20 დღის ვადაში.
4. ფაქტების მოკვლევის პროცედურის დასრულებიდან არაუგვიანეს 30 დღის შემდეგ ექსპერტების მიერ დგება საბოლოო დასკვნა, რომელიც უნდა ასახავდეს ფაქტების გამოკვლევის პროცესის შედეგებს, ასევე საქმეზე არსებულ ნებისმიერ ინფორმაციას, ჩვენებებს, მტკიცებულებებს, ბენეფიციარის მიერ წარდგენილ ზეპირ ან წერილობით არგუმენტაციას. ექსპერტები ვალდებულნი არიან, დასკვნაში ასახონ მხარეთა მიერ წარდგენილი ყველა ფაქტი და მტკიცებულება. დასკვნა უნდა შეიცავდეს ექსპერტთა პოზიციას საჯარო ინტერესის დაცვის მექანიზმის გამოყენების საჭიროების შესახებ. ამ პუნქტით განსაზღვრული ვადა ერთჯერადად შეიძლება გაიზარდოს კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დამატებით არაუმეტეს 20 დღისა.
მუხლი 7🔗. საჯარო ინტერესის დაცვის მექანიზმის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება
1. ექსპერტთა საბოლოო დასკვნის კომისიისთვის წარდგენიდან 30 დღის ვადაში კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საჯარო ინტერესის დაცვის მექანიზმის გამოყენების ან გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ.
2. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კომისია უფლებამოსილია, ბენეფიციარს განუსაზღვროს 14-დღიანი ვადა პატენტის გამოყენების ლიცენზიის გასაცემად სახელმწიფო დაფინანსების გამცემი ორგანოს მიერ წარდგენილ ისეთ სათანადო განმცხადებელზე, რომელსაც გააჩნია სათანადო რესურსი, მოახდინოს პატენტის ეფექტური კომერციალიზაცია. ბენეფიციარის მიერ აღნიშნულ ვადაში ლიცენზიის გაუცემლობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია, თავად გასცეს ლიცენზია. კომისიის მიერ ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში როიალტს იღებს ბენეფიციარი. როიალტი შესაბამისობაში უნდა იყოს საბაზრო ფასთან.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობა ჩაითვლება საჯარო ინტერესის დაცვის მექანიზმის გამოყენებაზე უარის თქმად.
მუხლი 8🔗. საჯარო ინტერესის დაცვის მექანიზმის გამოყენების პროცედურა შემჭიდროებულ ვადაში
„ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, აუცილებლობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება პროცედურის შემჭიდროებულ ვადაში ჩატარების შესახებ.
მუხლი 9🔗. საჯარო ინტერესის გამოყენებაზე გადაწყვეტილების გასაჩივრება
ბენეფიციარი უფლებამოსილია, კომისიის გადაწყვეტილება საჯარო ინტერესის დაცვის მექანიზმის გამოყენების შესახებ გაასაჩივროს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 10🔗. საჯარო ინტერესის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა
1. კომისია და კომისიისთვის წარდგენის მიზნით სახელმწიფო დაფინანსების გამცემი ორგანო უფლებამოსილნი არიან, ბენეფიციარს მოსთხოვონ პატენტის გამოყენების ან გამოყენების მცდელობის შესახებ ანგარიში.
2. პატენტის გამოყენებასთან ან გამოყენების მცდელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მიღებულია ამ წესით დადგენილი წარმოების ფარგლებში, კომისიის, ასევე სახელმწიფო დაფინანსების გამცემი ორგანოს მიერ მიიჩნევა კონფიდენციალურ ინფორმაციად. დაუშვებელია აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროება ბენეფიციარის წერილობითი თანხმობის გარეშე.